Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭიაბერაშვილი: "ივანიშვილს ურჩევნია შევარდნაძის პერიოდში ფულნაშოვნი ხალხის წამოწევა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სცენაზე"
ჭიაბერაშვილი: "ივანიშვილს ურჩევნია შევარდნაძის პერიოდში ფულნაშოვნი ხალხის წამოწევა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სცენაზე"

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ანაკ­ლი­ის პორტთან და­კავ­ში­რე­ბით არის რო­გორც შიდა კო­რუფ­ცი­უ­ლი, ისე გარე ინ­ტე­რე­სი, - ამის შე­სა­ხებ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „ნი­უს­რუ­მი“ სტუმ­რო­ბი­სას „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რმა ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ შიდა კო­რუფ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი გარ­კვე­ულ­წი­ლად უკავ­შირ­დე­ბა ვანო ჩხარ­ტიშ­ვილს. დე­პუ­ტატ­მა ამა­ვე კონ­ტექ­სტში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც გა­აკ­რი­ტი­კა და აღ­ნიშ­ნა, რომ მას ურ­ჩევ­ნია შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­ში კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბით ფულ­ნა­შოვ­ნი ხალ­ხის წინ წა­მო­წე­ვა რო­გორც პო­ლი­ტი­კურ, ისე ეკო­ნო­მი­კურ სცე­ნა­ზე.

„არის რო­გორც შიდა კო­რუფ­ცი­უ­ლი, ისე გარე ინ­ტე­რე­სი. შიდა კო­რუფ­ცი­ულ ინ­ტე­რეს­ზე თა­ვად მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე სა­უბ­რობს. მე ვგუ­ლის­ხმობ ფო­თის პორ­ტს. ჯერ კი­დევ ერთი წლის წინ, რო­დე­საც დიდი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია ტარ­დე­ბო­და თბი­ლის­ში, ფო­თის პორ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შე­ე­ცა­და და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა „ანაკ­ლია“ ისე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით, რა­ზე­დაც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ნა­ცხა­და, რომ ფოთი ვერ იქ­ნე­ბო­და ანაკ­ლი­ის კონ­კუ­რენ­ტი. ფო­თის პორ­ტის უკან დგას ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, რო­მელ­თან გარ­ჩე­ვაც მო­ა­წყო ივა­ნიშ­ვილ­მა ხა­ზა­რა­ძეს­თან ერ­თად.

ჩვენ ზო­გა­დად თუ შევ­ხე­დავთ, ივა­ნიშ­ვილს ურ­ჩევ­ნია შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­ში კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბით ფულ­ნა­შოვ­ნი ხალ­ხის წინ წა­მო­წე­ვა და მათი დო­მი­ნა­ცია დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კურ თუ ეკო­ნო­მი­კურ სცე­ნა­ზე. გა­დავ­ხე­დოთ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ას. დღეს რომ არის ლი­სის ყო­ფილ მე­პატ­რო­ნე­ზე სა­უ­ბა­რი, ბა­ბუ­ამ აჩუ­ქა ეს ლი­სის ტბა? ხა­ზა­რა­ძის ფუ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბა 1992 წლი­დან 500 დო­ლა­რით რომ ბან­კი და­ი­წყო, ყვე­ლამ იცის. მაგ­რამ ვინ არის ეს ხალ­ხი? ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ეყ­რდნო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც და ეკო­ნო­მი­კუ­რა­დაც იმ ხალ­ხს, ვინც კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბით 90-იან წლებ­ში იშო­ვა ფული, იმი­ტომ რომ თვი­თო­ნაც რუ­სეთ­ში ასე აქვს ფული ნა­შოვ­ნი,“ - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა.

ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა გარე ფაქ­ტო­რებ­ზე სა­უბ­რი­სას რუ­სე­თი ახ­სე­ნა. „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ დე­პუ­ტა­ტის თქმით, „ანაკ­ლია“ არის დღეს ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რო­გორც 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს იყო ნავ­თობ­სა­დე­ნი და გაზ­სა­დე­ნი.

„რაც შე­ე­ხე­ბა სა­გა­რეო ფაქ­ტორს, რუ­სე­თის­თვის შე­იძ­ლე­ბა ტვირ­თის ის მო­ცუ­ლო­ბა, რაც ანაკ­ლი­ა­ში უნდა გად­მო­ვი­დეს, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ფრაქ­ცი­აა. ეს რუ­სეთს ეკო­ნო­მი­კუ­რად არა­ფერს „უშა­ვებს“, მაგ­რამ ის, რაც სა­ქარ­თვე­ლოს აძ­ლი­ე­რებს, არის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, ამი­ტომ ანაკ­ლია არის დღეს ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბის, რო­გორც 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს იყო ნავ­თობ­სა­დე­ნი და გაზ­სა­დე­ნი. ვინც ამ ყვე­ლა­ფერს ხელს უშ­ლის, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­ულ სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რე­სებს.

შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს არ უყ­ვარ­დეს ბან­კი, ოღონდ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ბანკზე დგას ეკო­ნო­მი­კა და ეკო­ნო­მი­კა­ზე ყვე­ლას შე­მო­სა­ვა­ლი. თუ ვურ­ტყამთ ბან­კებს, ვა­ჩე­რებთ ეკო­ნო­მი­კურ ზრდას, ვზრდით უმუ­შევ­რო­ბას, ვზრდით ფა­სებს.

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია გვეს­მო­დეს, რომ ბან­კის ვალს რომ ადა­მი­ა­ნი ვერ იხ­დის და გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, ეს იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კი არა, და­ბა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდი­სა და კო­რუფ­ცი­ის ბრა­ლია, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ბრა­ლია,“ - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
ავტორი:

ჭიაბერაშვილი: "ივანიშვილს ურჩევნია შევარდნაძის პერიოდში ფულნაშოვნი ხალხის წამოწევა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სცენაზე"

ჭიაბერაშვილი: "ივანიშვილს ურჩევნია შევარდნაძის პერიოდში ფულნაშოვნი ხალხის წამოწევა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სცენაზე"

მამუკა ხაზარაძისა და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არის როგორც შიდა კორუფციული, ისე გარე ინტერესი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ სტუმრობისას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

იხილეთ ვიდეო

ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ შიდა კორუფციული ინტერესები გარკვეულწილად უკავშირდება ვანო ჩხარტიშვილს. დეპუტატმა ამავე კონტექსტში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას ურჩევნია შევარდნაძის პერიოდში კორუფციული გარიგებებით ფულნაშოვნი ხალხის წინ წამოწევა როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სცენაზე.

„არის როგორც შიდა კორუფციული, ისე გარე ინტერესი. შიდა კორუფციულ ინტერესზე თავად მამუკა ხაზარაძე საუბრობს. მე ვგულისხმობ ფოთის პორტს. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როდესაც დიდი საერთაშორისო კონფერენცია ტარდებოდა თბილისში, ფოთის პორტის ხელმძღვანელობა შეეცადა დაეზიანებინა „ანაკლია“ ისეთი განცხადებებით, რაზედაც მამუკა ხაზარაძემ დაუყოვნებლივ განაცხადა, რომ ფოთი ვერ იქნებოდა ანაკლიის კონკურენტი. ფოთის პორტის უკან დგას ვანო ჩხარტიშვილი, რომელთან გარჩევაც მოაწყო ივანიშვილმა ხაზარაძესთან ერთად.

ჩვენ ზოგადად თუ შევხედავთ, ივანიშვილს ურჩევნია შევარდნაძის პერიოდში კორუფციული გარიგებებით ფულნაშოვნი ხალხის წინ წამოწევა და მათი დომინაცია დღევანდელ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სცენაზე. გადავხედოთ „ქართულ ოცნებას“ და ჩხარტიშვილის ბიოგრაფიას. დღეს რომ არის ლისის ყოფილ მეპატრონეზე საუბარი, ბაბუამ აჩუქა ეს ლისის ტბა? ხაზარაძის ფულის წარმომავლობა 1992 წლიდან 500 დოლარით რომ ბანკი დაიწყო, ყველამ იცის. მაგრამ ვინ არის ეს ხალხი? ბიძინა ივანიშვილი ეყრდნობა პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც იმ ხალხს, ვინც კორუფციული გარიგებებით 90-იან წლებში იშოვა ფული, იმიტომ რომ თვითონაც რუსეთში ასე აქვს ფული ნაშოვნი,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა გარე ფაქტორებზე საუბრისას რუსეთი ახსენა. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის თქმით, „ანაკლია“ არის დღეს ისეთივე მნიშვნელობის პროექტი საქართველოსთვის, როგორც 90-იანი წლების ბოლოს იყო ნავთობსადენი და გაზსადენი.

„რაც შეეხება საგარეო ფაქტორს, რუსეთისთვის შეიძლება ტვირთის ის მოცულობა, რაც ანაკლიაში უნდა გადმოვიდეს, ძალიან პატარა ფრაქციაა. ეს რუსეთს ეკონომიკურად არაფერს „უშავებს“, მაგრამ ის, რაც საქართველოს აძლიერებს, არის რუსეთის ფედერაციის ინტერესების საწინააღმდეგო, ამიტომ ანაკლია არის დღეს ისეთივე მნიშვნელობის, როგორც 90-იანი წლების ბოლოს იყო ნავთობსადენი და გაზსადენი. ვინც ამ ყველაფერს ხელს უშლის, ეწინააღმდეგება საქართველოს სტრატეგიულ სასიცოცხლო ინტერესებს.

შეიძლება ჩვენი საზოგადოების ნაწილს არ უყვარდეს ბანკი, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ ბანკზე დგას ეკონომიკა და ეკონომიკაზე ყველას შემოსავალი. თუ ვურტყამთ ბანკებს, ვაჩერებთ ეკონომიკურ ზრდას, ვზრდით უმუშევრობას, ვზრდით ფასებს.

ყველაზე მთავარია გვესმოდეს, რომ ბანკის ვალს რომ ადამიანი ვერ იხდის და გაბრაზებულია, ეს იმ ორგანიზაციების კი არა, დაბალი ეკონომიკური ზრდისა და კორუფციის ბრალია, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ბრალია,“ - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები