პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 წლის ბავშვმა იშვიათი ფორმის კიბო დაამარცხა - "სიმსივნე აღარ აქვს, ვლოცულობთ, რომ აღარასოდეს დაემართოს"
4 წლის ბავშვმა იშვიათი ფორმის კიბო დაამარცხა - "სიმსივნე აღარ აქვს, ვლოცულობთ, რომ აღარასოდეს დაემართოს"

4 წლის ბიჭ­მა, რო­მელ­საც კი­ბოს ახა­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ჩა­უ­ტარ­და აშშ-ში, ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში, ლე­ი­კე­მი­ის იშ­ვი­ა­თი ფორ­მა და­ა­მარ­ცხა, ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

„ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­ზი­ა­რე­ბულ ვი­დე­ო­ში ზაკ ოლი­ვერ­მა ათა­სო­ბით მიმ­დე­ვარს სი­ხა­რუ­ლით აც­ნო­ბა, რომ მას კიბო აღარ აქვს.

ბრი­ტა­ნელ­მა ზაკ­მა და მის­მა ოჯახ­მა ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით შეძ­ლეს, მკურ­ნა­ლო­ბის­თვის და მგზავ­რო­ბის­თვის სა­ჭი­რო 500 ათა­სი ფუნ­ტი შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ. ზაკს ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მი­ის იშ­ვი­ა­თი ფორ­მა 2018 წლის მა­ის­ში და­უდ­გი­ნეს. ლე­ი­კე­მი­ის აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პით მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მხო­ლოდ 200 ბავ­შვია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი.

ფი­ლა­დელ­ფი­ის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ზაკი ნო­ემ­ბერ­ში მო­ა­თავ­სეს. ექი­მე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ 17 კვი­რი­ა­ნი თე­რა­პია ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნის შანსს 60-დან 80%-მდე გაზ­რდი­და. თე­რა­პი­ის დროს კი­ბოს პა­ცი­ენ­ტის იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ებ­რძვი­ან.

BBC-სთან ზა­კის მამა გან­მარ­ტავს, რომ მე­დი­კო­სებ­მა ბავ­შვის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბა შეძ­ლეს და მო­ამ­ზა­დეს, რომ ებ­რძო­ლა კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ექი­მებ­მა ოჯახს აც­ნო­ბეს, რომ მკურ­ნა­ლო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ზაკი და მისი მშობ­ლე­ბი ბრი­ტა­ნეთ­ში, სახ­ლში დაბ­რუნ­დნენ.

ბიჭი ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში გა­ზა­ფხულ­ზე კი­დევ ერთხელ გა­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც ბი­ოფ­სი­ას ჩა­უ­ტა­რე­ბენ და ორ­გა­ნიზმს კი­დევ ერთხელ შე­უ­მოწ­მე­ბენ.

„ის კვლავ ისე­თი ზა­კია, რო­გორ­საც ვიც­ნობ­დით, ენერ­გი­ით სავ­სე. მას სიმ­სივ­ნე აღარ აქვს, ვლო­ცუ­ლობთ, რომ აღა­რა­სო­დეს და­ე­მარ­თოს,“ - ამ­ბობს ზა­კის მამა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

4 წლის ბავშვმა იშვიათი ფორმის კიბო დაამარცხა - "სიმსივნე აღარ აქვს, ვლოცულობთ, რომ აღარასოდეს დაემართოს"

4 წლის ბავშვმა იშვიათი ფორმის კიბო დაამარცხა - "სიმსივნე აღარ აქვს, ვლოცულობთ, რომ აღარასოდეს დაემართოს"

4 წლის ბიჭმა, რომელსაც კიბოს ახალი მკურნალობის კურსი ჩაუტარდა აშშ-ში, ფილადელფიაში, ლეიკემიის იშვიათი ფორმა დაამარცხა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ფეისბუქზე“ გაზიარებულ ვიდეოში ზაკ ოლივერმა ათასობით მიმდევარს სიხარულით აცნობა, რომ მას კიბო აღარ აქვს.

ბრიტანელმა ზაკმა და მისმა ოჯახმა ინტერნეტის საშუალებით შეძლეს, მკურნალობისთვის და მგზავრობისთვის საჭირო 500 ათასი ფუნტი შეეგროვებინათ. ზაკს ლიმფობლასტური ლეიკემიის იშვიათი ფორმა 2018 წლის მაისში დაუდგინეს. ლეიკემიის აღნიშნული ტიპით მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 200 ბავშვია დაავადებული.

ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოში ზაკი ნოემბერში მოათავსეს. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ 17 კვირიანი თერაპია ბავშვის გადარჩენის შანსს 60-დან 80%-მდე გაზრდიდა. თერაპიის დროს კიბოს პაციენტის იმუნური უჯრედების საშუალებით ებრძვიან.

BBC-სთან ზაკის მამა განმარტავს, რომ მედიკოსებმა ბავშვის იმუნური სისტემის გენმოდიფიცირება შეძლეს და მოამზადეს, რომ ებრძოლა კიბოს წინააღმდეგ.

რამდენიმე დღის წინ ექიმებმა ოჯახს აცნობეს, რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღო. ზაკი და მისი მშობლები ბრიტანეთში, სახლში დაბრუნდნენ.

ბიჭი ფილადელფიაში გაზაფხულზე კიდევ ერთხელ გაემგზავრება, სადაც ბიოფსიას ჩაუტარებენ და ორგანიზმს კიდევ ერთხელ შეუმოწმებენ.

„ის კვლავ ისეთი ზაკია, როგორსაც ვიცნობდით, ენერგიით სავსე. მას სიმსივნე აღარ აქვს, ვლოცულობთ, რომ აღარასოდეს დაემართოს,“ - ამბობს ზაკის მამა.

ჯოს გაფრთხილება პუტინს - აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი სატელეფონო დიალოგი: რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ

"სიახლეებს შორის არის მითითება..." - რა რეკომენდაციას იძლევა ჯანმო ინფიცირებულებში თრომბის თავიდან ასაცილებლად?

"მოსაწყენია, გოგოებო“ - რა განაცხადა ვლადიმირ პუტინმა გელენჯიკის სასახლეზე, რომელიც ალექსი ნავალნის გამოძიების თანახმად, მისია