სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება საქართველოს "სამეფო კარზე" - რაში სდებს ბრალს ყოფილ მეუღლეს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი
დაპირისპირება საქართველოს "სამეფო კარზე" - რაში სდებს ბრალს ყოფილ მეუღლეს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი

ნუგ­ზარ და ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკე­ბი და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ - სა­სა­მარ­თლო­ში ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო სახ­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის და­ვას იწყე­ბა. მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე, ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი ყო­ფილ მე­უღ­ლეს სა­მე­ფო სა­ხე­ლის უნე­ბარ­თვოდ სარ­გებ­ლო­ბა­ში სდებს ბრალს. მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის კი სიმ­ბო­ლურ თან­ხას - 1 ლა­რის გა­დახ­დას ითხოვს.

სა­მო­ქა­ლა­ქო დავა სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ერთი წლის წინ და­ი­წყო, თუმ­ცა მა­შინ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. მო­სარ­ჩე­ლე მხა­რემ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა, მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ამ და­ვის გან­ხილ­ვა და­ა­ვა­ლა. საქ­მეს მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა, სამი მო­სა­მარ­თლე გა­ნი­ხი­ლავს. სხდო­მა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის სტა­ტუ­სით მიწ­ვე­ულ­ნი იქ­ნე­ბი­ან ის­ტო­რი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­კო­სე­ბი - როინ მეტ­რე­ვე­ლი და გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი.

ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლი 2009 წლი­დან 2016 წლამ­დე კა­ნო­ნი­ერ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათ ერთი შვი­ლი - ექ­ვსი წლის უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გი ჰყავთ. სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა ყო­ფილ ცოლ-ქმარს შო­რის მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თავი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მემ­კვიდ­რედ წარ­მო­ა­ჩი­ნა.

2017 წელს და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალს, ელი­ზა­ბეტ მე­ო­რეს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი გა­უგ­ზავ­ნა, რა­საც ბრი­ტა­ნულ მე­დი­ა­ში სკან­და­ლიც კი მოჰ­ყვა. მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ Daily Mail-მა და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის "კლო­უ­ნი პრინ­ცი" უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ იგი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მემ­კვიდ­რის სა­ხე­ლით არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად სარ­გებ­ლობ­და, რად­გან ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის გა­და­ცე­მის­თვის კონ­კრე­ტულ თან­ხას ითხოვ­და.

მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია „სა­მარ­თლის გზის“ ად­ვო­კა­ტი ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვი­ლი იცავს. რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გო­რე­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­მე­ფო სახ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლად თავს მხო­ლოდ იმ მიზ­ნით ასა­ღებს, რომ ამით ფული იშოვ­ნოს.

VIDEO: "სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შე­ბი" ქარ­თუ­ლად და უპ­რე­ცე­დენ­ტო დავა: რაში სდებს ბრალს ყო­ფილ მე­უღ­ლეს ანა ბაგ­რა­ტი­ო­ნი?

და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დგომ გა­მარ­თულ ვახ­შამ­ზე შეხ­ვდა

„ის სი­ნამ­დვი­ლე­ში არ წარ­მო­ად­გენს ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­თა იმ შტოს, რო­მე­ლიც მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას. ამას ყვე­ლა ის­ტო­რი­კო­სი და­გი­დას­ტუ­რებთ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს სარ­ჩელს, ვი­თხოვთ აღიკ­ვე­თოს სა­მე­ფო სა­ხე­ლის უნე­ბარ­თვოდ გა­მო­ყე­ნე­ბა, ამ და­ვის თა­ვის­თა­ვა­დო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­ნო­ნით ზუს­ტად ეს სა­კი­თხი არ არის და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსში არ­სე­ბობს მე-17, მე-18, მე-19 მუხ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კრძა­ლავს სა­ხე­ლის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას.

სა­ხე­ლის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვაა მე­ო­რე ადა­მი­ან­თან თა­ვის გა­ი­გი­ვე­ბა, მარ­თა­ლია, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი არ ამ­ბობს, რომ ის არის ანა ბაგ­რა­ტი­ო­ნი, მაგ­რამ მის სტა­ტუსს იყე­ნებს არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად

ამა­ზე გა­ჩუ­მე­ბა იქ­ნე­ბა უდი­დე­სი და­ნა­შა­უ­ლი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­ე­ბის სუ­ლე­ბის წი­ნა­შე, რო­მელ­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი წმინ­და­ნე­ბა­დაც არის შე­რა­ცხუ­ლი, ისე პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გის წი­ნა­შე. ჩვენ ვი­თხოვთ, რომ სა­ხელ­მწი­ფომ აღი­ა­როს, რომ ის თვით­მარ­ქვი­აა, ის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რიც არ არის, ყო­ფი­ლი სი­ძეა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მან სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის სა­ხე­ლით ასე ისარ­გებ­ლოს? ჯილ­დო­ე­ბი გას­ცეს?“ - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

მო­პა­სუ­ხე მხა­რის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ლე­ვან ჩხე­ი­ძე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­სა­მარ­თლო დავა მათ სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდე­ბა. ად­ვო­კა­ტი მო­სარ­ჩე­ლე მხა­რის სარ­ჩელს უსა­ფუძ­ვლოდ მი­იჩ­ნევს:

"მთა­ვა­რი ნონ­სენ­სი ამ სარ­ჩე­ლის არის ის, რომ მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე აცხა­დებს, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს არ­სად მათი სა­ხე­ლი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია. რო­გორც ვი­ცით, სა­ხე­ლი შედ­გე­ბა სა­ხე­ლი­სა და გვა­რის­გან, ასე წე­რია კა­ნონ­ში. მათი სა­ხე­ლე­ბია ანა და ნუგ­ზა­რი და არა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ისი­ნი ითხო­ვენ აეკ­რძა­ლოს ჩემს მარ­წმუ­ნე­ბელს სა­მე­ფო სახ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის სა­ხე­ლით სარ­გებ­ლო­ბა, ასე­თი სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მო­წყო­ბის მი­ხედ­ვით ოფი­ცი­ა­ლუ­რად არც არ­სე­ბობს.

1921 წლის კონ­სტი­ტუ­ცი­ამ გა­ა­უქ­მა ყო­ველ­გვა­რი არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი ტი­ტუ­ლე­ბი და თუ ვინ­მეს ჩვენ ვუ­წო­დებთ მა­გა­ლი­თად ბა­ტო­ნიშ­ვილს, ეს აღი­ა­რე­ბა არის კერ­ძო და არა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და სა­მარ­თლებ­რი­ვი. ეს სარ­ჩე­ლი ატა­რებს ფა­რულ მი­ზანს, რაც იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ სა­ხელ­წი­ფომ აღი­ა­როს, რომ ისი­ნი არი­ან სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი, თუნ­დაც სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს მათი სარ­ჩე­ლი, მაგ­რამ სა­მო­ტი­ვა­ციო ნა­წილ­ში სა­დღაც მი­უ­თი­თოს, რომ ისი­ნი მარ­თლაც სა­მე­ფო ოჯა­ხის მემ­კვიდ­რე­ე­ბი არი­ან, უკვე მო­გე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩე­ბი­ან. მო­ვუ­წო­დეთ გა­იხ­მონ სარ­ჩე­ლი და შე­წყვი­ტონ ეს სა­მარ­ცხვი­ნო დავა!" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლის ად­ვო­კა­ტი.

ლე­ვან ჩხე­ი­ძის თქმით, გრუ­ზინ­სკი არ არის სი­ნამ­დვი­ლე­ში პეტ­რე ალექ­სან­დრეს ძე გრუ­ზინ­სკის შვი­ლი, რად­გან არ მო­ი­პო­ვე­ბა ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი. ად­ვო­კატ­მა AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ეჭ­ვის გა­სა­ქარ­წყლებ­ლად, მათ მო­სარ­ჩე­ლე მხა­რეს შეს­თა­ვა­ზეს ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ დნმ-ის კვლე­ვა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­საც თა­ვად და­ა­ფი­ნან­სებ­დნენ, თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკებ­მა ამა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს.

"გრუ­ზინ­სკის არ აქვს იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი, რომ ის მარ­თლაც იყო პეტ­რე ალექ­სან­დრეს ძე გრუ­ზინ­სკის შვი­ლიშ­ვი­ლია. ეს უკა­ნას­კნე­ლი ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რომ არ არ­სე­ბობს სა­აქ­ტო ჩა­ნა­წე­რი, რომ პეტ­რე პეტ­რეს ძე გრუ­ზინ­სკი მისი შვი­ლი იყო. დნმ-ის ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარს აცხა­დე­ბენ, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რომ ტეს­ტი ნე­გა­ტი­ურ შე­დეგს აჩ­ვე­ნებს", - აღ­ნიშ­ნა ჩხე­ი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბაა Daily Mail-ის სტა­ტი­ას და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის შე­სა­ხებ, რო­გორც მის­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა აღ­ნიშ­ნა, ამ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის რე­პუ­ტა­ცია სა­ეჭ­ვოა დიდ ბრი­ტა­ნეთ­შიც კი და რომ, გა­მო­ცე­მა თა­ნამ­შრომ­ლობს გრუ­ზინ­სკებ­თან.

ის­ტო­რი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­კო­სი გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტის სტა­ტუ­სი­თაა მიწ­ვე­უ­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ადას­ტუ­რებს, რომ ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო გვა­რის ლე­გი­ტი­მუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ნუგ­ზარ და ანა ბაგ­რა­ტი­ონ გრუ­ზინ­სკე­ბი არი­ან, ხოლო და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი ამ სტა­ტუს­ზე პრე­ტენ­ზი­ას არ უნდა აცხა­დებ­დეს.

და­ვით და უგო ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი

"და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი მუხ­რან­ბა­ტონ­თა შტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და იჩე­მებს, რომ არის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის და თავს აძ­ლევ უფ­ლე­ბას, რომ რა­ღაც წო­დე­ბე­ბი გას­ცეს, რაც არას­წო­რია.

ბაგ­რა­ტი­ონ­თა ნამ­დვი­ლი შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან სწო­რედ გრუ­ზინ­სკე­ბი და ნუგ­ზარ გაბ­რა­ტი­ო­ნი. ისი­ნი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს უკა­ნას­კნე­ლი მე­ფის, გი­ორ­გი მერ­ვეს პირ­და­პი­რი შთა­მო­მავ­ლე­ბი

მუხ­რან­ბა­ტო­ნებს რაც შე­ე­ხე­ბა, ისი­ნი მარ­თლაც იყ­ვნენ ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში საკ­მა­ოდ დიდ­ხანს - 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­დნენ ქარ­თლის სა­მე­ფოს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ცოტა ღრმად თუ მი­მო­ვი­ხი­ლავთ, მუხ­რან­ბა­ტო­ნი იშ­ვი­ლა როს­ტომ ხან­მა, თვი­თონ როს­ტომ ხანი იყო სი­მონ მე­ფის ძმის, დაუთ ხა­ნის უკა­ნო­ნო შვი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად იუ­რი­დი­უ­ლად და ის­ტო­რი­უ­ლად, მათ წე­სით ტახ­ტი არ ეკუთ­ვნო­დათ", - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი.

ის­ტო­რი­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ბაგ­რა­ტი­ონ­თა სამი შტო არ­სე­ბობს - კა­ხე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი, იმე­რე­ლი, ღვან­კი­თე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი და რუ­სეთ­ში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ გრუ­ზინ­სკე­ბი. ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი რე­ჟი­სორ ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი და ცნო­ბი­ლი პო­ე­ტის - პეტ­რე გრუ­ზინ­სკის შვი­ლიშ­ვი­ლია. ის უკა­ნას­კნე­ლი ქარ­თვე­ლი მე­ფის - გი­ორ­გი XII-ის შთა­მო­მა­ვა­ლია. და­ვი­თი და ანა, ბაგ­რა­ტი­ონ­თა ორი სხვა­დას­ხვა შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი ეს­პა­ნეთ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2003 წელს ჩა­მო­ვი­და და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე გახ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

დაპირისპირება საქართველოს "სამეფო კარზე" - რაში სდებს ბრალს ყოფილ მეუღლეს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი

დაპირისპირება საქართველოს "სამეფო კარზე" - რაში სდებს ბრალს ყოფილ მეუღლეს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელის წინააღმდეგ - სასამართლოში ქართული სამეფო სახლის მემკვიდრეობისთვის დავას იწყება. მოსარჩელე მხარე, ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობაში სდებს ბრალს. მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის კი სიმბოლურ თანხას - 1 ლარის გადახდას ითხოვს.

სამოქალაქო დავა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს შორის ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა მაშინ საქალაქო სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა. მოსარჩელე მხარემ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მეორე ინსტანციის სასამართლომ საქალაქო სასამართლოს ამ დავის განხილვა დაავალა. საქმეს მოსამართლეთა კოლეგიური შემადგენლობა, სამი მოსამართლე განიხილავს. სხდომაზე სპეციალისტების სტატუსით მიწვეულნი იქნებიან ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსები - როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ბაგრატიონ მუხრანელი 2009 წლიდან 2016 წლამდე კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. მათ ერთი შვილი - ექვსი წლის უფლისწული გიორგი ჰყავთ. სამართლებრივი დავა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საერთაშორისო საზოგადოებაში თავი საქართველოს სამეფო სახლის მემკვიდრედ წარმოაჩინა.

2017 წელს დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელიზაბეტ მეორეს ღირსების ორდენი გაუგზავნა, რასაც ბრიტანულ მედიაში სკანდალიც კი მოჰყვა. მსოფლიოში ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail-მა დავით ბაგრატიონ-გრუზინსკის "კლოუნი პრინცი" უწოდა და აღნიშნა, რომ იგი საქართველოს სამეფო სახლის მემკვიდრის სახელით არაკეთილსინდისიერად სარგებლობდა, რადგან ღირსების ორდენის გადაცემისთვის კონკრეტულ თანხას ითხოვდა.

მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში იურიდიული კომპანია „სამართლის გზის“ ადვოკატი ლევან გორელაშვილი იცავს. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში გორელაშვილი განმარტავს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საერთაშორისო საზოგადოებაში სამეფო სახლის წარმომადგენლად თავს მხოლოდ იმ მიზნით ასაღებს, რომ ამით ფული იშოვნოს.

VIDEO: "სამეფო კარის თამაშები" ქართულად და უპრეცედენტო დავა: რაში სდებს ბრალს ყოფილ მეუღლეს ანა ბაგრატიონი?

დავით ბაგრატიონი სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციის შემდგომ გამართულ ვახშამზე შეხვდა

„ის სინამდვილეში არ წარმოადგენს ბაგრატიონ-მუხრანელთა იმ შტოს, რომელიც მართავდა ქვეყანას. ამას ყველა ისტორიკოსი დაგიდასტურებთ. რაც შეეხება ჩვენს სარჩელს, ვითხოვთ აღიკვეთოს სამეფო სახელის უნებართვოდ გამოყენება, ამ დავის თავისთავადობიდან გამომდინარე, კანონით ზუსტად ეს საკითხი არ არის დარეგულირებული, თუმცა სამოქალაქო კოდექსში არსებობს მე-17, მე-18, მე-19 მუხლები, რომლებიც კრძალავს სახელის უფლების გამოყენებას.

სახელის უფლების დარღვევაა მეორე ადამიანთან თავის გაიგივება, მართალია, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი არ ამბობს, რომ ის არის ანა ბაგრატიონი, მაგრამ მის სტატუსს იყენებს არაკეთილსინდისიერად

ამაზე გაჩუმება იქნება უდიდესი დანაშაული, როგორც საქართველოს მეფეების სულების წინაშე, რომელთა გარკვეული ნაწილი წმინდანებადაც არის შერაცხული, ისე პატარა უფლისწული გიორგის წინაშე. ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ აღიაროს, რომ ის თვითმარქვიაა, ის სამეფო ოჯახის წევრიც არ არის, ყოფილი სიძეა და როგორ შეიძლება მან საქართველოს სამეფო სახლის სახელით ასე ისარგებლოს? ჯილდოები გასცეს?“ - აღნიშნა ლევან გორელაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

მოპასუხე მხარის უფლებადამცველი ლევან ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ სასამართლო დავა მათ სასარგებლოდ გადაწყდება. ადვოკატი მოსარჩელე მხარის სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს:

"მთავარი ნონსენსი ამ სარჩელის არის ის, რომ მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არსად მათი სახელი არ გამოუყენებია. როგორც ვიცით, სახელი შედგება სახელისა და გვარისგან, ასე წერია კანონში. მათი სახელებია ანა და ნუგზარი და არა საქართველოს სამეფო სახლი. რაც შეეხება იმას, რომ ისინი ითხოვენ აეკრძალოს ჩემს მარწმუნებელს სამეფო სახლის წარმომადგენლის სახელით სარგებლობა, ასეთი სტატუსი საქართველოში ამჟამად არსებული სახელმწიფოებრივი მოწყობის მიხედვით ოფიციალურად არც არსებობს.

1921 წლის კონსტიტუციამ გააუქმა ყოველგვარი არისტოკრატიული ტიტულები და თუ ვინმეს ჩვენ ვუწოდებთ მაგალითად ბატონიშვილს, ეს აღიარება არის კერძო და არა სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი. ეს სარჩელი ატარებს ფარულ მიზანს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სახელწიფომ აღიაროს, რომ ისინი არიან სამეფო ოჯახის წევრები, თუნდაც სასამართლომ არ დააკმაყოფილოს მათი სარჩელი, მაგრამ სამოტივაციო ნაწილში სადღაც მიუთითოს, რომ ისინი მართლაც სამეფო ოჯახის მემკვიდრეები არიან, უკვე მოგებულები დარჩებიან. მოვუწოდეთ გაიხმონ სარჩელი და შეწყვიტონ ეს სამარცხვინო დავა!" - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი.

ლევან ჩხეიძის თქმით, გრუზინსკი არ არის სინამდვილეში პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის შვილი, რადგან არ მოიპოვება ამის დამადასტურებელი დოკუმენტები. ადვოკატმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ აღნიშნული ეჭვის გასაქარწყლებლად, მათ მოსარჩელე მხარეს შესთავაზეს ჩაეტარებინათ დნმ-ის კვლევა, რომლის ღირებულებასაც თავად დააფინანსებდნენ, თუმცა, მისივე თქმით, ბაგრატიონ-გრუზინსკებმა ამაზე უარი განაცხადეს.

"გრუზინსკის არ აქვს იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ის მართლაც იყო პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის შვილიშვილია. ეს უკანასკნელი ისე გარდაიცვალა, რომ არ არსებობს სააქტო ჩანაწერი, რომ პეტრე პეტრეს ძე გრუზინსკი მისი შვილი იყო. დნმ-ის ანალიზის ჩატარებაზე უარს აცხადებენ, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ ტესტი ნეგატიურ შედეგს აჩვენებს", - აღნიშნა ჩხეიძემ.

რაც შეეხებაა Daily Mail-ის სტატიას დავით ბაგრატიონ-მუხრანელის შესახებ, როგორც მისმა უფლებადამცველმა აღნიშნა, ამ ბრიტანული გამოცემის რეპუტაცია საეჭვოა დიდ ბრიტანეთშიც კი და რომ, გამოცემა თანამშრომლობს გრუზინსკებთან.

ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსი გიორგი ოთხმეზური, რომელიც სასამართლო პროცესზე სპეციალისტის სტატუსითაა მიწვეული AMBEBI.GE-სთან საუბარში ადასტურებს, რომ ქართული სამეფო გვარის ლეგიტიმური წარმომადგენლები ნუგზარ და ანა ბაგრატიონ გრუზინსკები არიან, ხოლო დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ამ სტატუსზე პრეტენზიას არ უნდა აცხადებდეს.

დავით და უგო ბაგრატიონები

"დავით ბაგრატიონი მუხრანბატონთა შტოს წარმომადგენელია და იჩემებს, რომ არის წარმომადგენელი საქართველოს სამეფო სახლის და თავს აძლევ უფლებას, რომ რაღაც წოდებები გასცეს, რაც არასწორია.

ბაგრატიონთა ნამდვილი შთამომავლები არიან სწორედ გრუზინსკები და ნუგზარ გაბრატიონი. ისინი არიან გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მერვეს პირდაპირი შთამომავლები

მუხრანბატონებს რაც შეეხება, ისინი მართლაც იყვნენ ქვეყნის სათავეში საკმაოდ დიდხანს - 70 წლის განმავლობაში მართავდნენ ქართლის სამეფოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცოტა ღრმად თუ მიმოვიხილავთ, მუხრანბატონი იშვილა როსტომ ხანმა, თვითონ როსტომ ხანი იყო სიმონ მეფის ძმის, დაუთ ხანის უკანონო შვილი და შესაბამისად იურიდიულად და ისტორიულად, მათ წესით ტახტი არ ეკუთვნოდათ", - აღნიშნავს გიორგი ოთხმეზური.

ისტორიულად საქართველოში ბაგრატიონთა სამი შტო არსებობს - კახელი ბაგრატიონები, იმერელი, ღვანკითელი ბაგრატიონები და რუსეთში გადასახლებული ბაგრატიონ გრუზინსკები. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი რეჟისორ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის უფროსი ქალიშვილი და ცნობილი პოეტის - პეტრე გრუზინსკის შვილიშვილია. ის უკანასკნელი ქართველი მეფის - გიორგი XII-ის შთამომავალია. დავითი და ანა, ბაგრატიონთა ორი სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები არიან. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ესპანეთში დაიბადა და გაიზარდა. იგი საქართველოში 2003 წელს ჩამოვიდა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გახდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ