პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაულ ხაჯიმბა ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლას იწყებს - ვინ დგას აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტების სათავეში
რაულ ხაჯიმბა ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლას იწყებს - ვინ დგას აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტების სათავეში

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი რაულ ხა­ჯიმ­ბა "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ გა­ლაშ­ქრე­ბას გეგ­მავს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აფხა­ზუ­რი მე­დია "პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის" სა­იტ­ზე presidentofabkhazia.org - დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ხა­ჯიმ­ბა გა­მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სის­ხლის სა­მარ­თლის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ა­ნი­ჭონ იმ ადა­მი­ან­თა საქ­მეს, ვინც "ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში" გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს. "კა­ნონპ­რო­ექ­ტი" უკვე მზად არის და ის გან­სა­ხილ­ვე­ლად "პარ­ლა­მენტს" უნდა წა­რედ­გი­ნოს.

ამას­თან, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ნი­ჭე­ბა ე.წ. ქურ­დულ ობ­ში­ა­კებ­საც, რომ­ლე­ბიც აფხა­ზეთ­ში უკვე წლე­ბია დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია და რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ერთი ნა­წი­ლი ამ­ბობს, რა­ღაც დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი და ტუ­რიზ­მი სწო­რედ მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რად­გან ამ სფე­რო­ებს სწო­რედ ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი "კრი­შა­ვენ".

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, სწო­რედ ამ "კა­ნონპ­რო­ექ­ტის" გან­ხილ­ვი­სას გა­მოჩ­ნდე­ბა, დე­პუ­ტა­ტე­ბი რამ­დე­ნად არი­ან შეკ­რულ­ნი კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან.

ცნო­ბის­თვის, აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლო­ბას არ თმობს "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი", გუ­და­უ­თის დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რი, რაულ ბარცბა, იგი­ვე "პიზა", რო­მელ­მაც არც ისე დიდი ხნის წინ, გა­ლის რა­ი­ო­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბა­ზეც გა­მოთ­ქვა პრე­ტენ­ზია.

გა­სულ წელს, აფხა­ზუ­რი მე­დია და ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ გალ­ში გუ­და­უ­თე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" ჩას­ვლას, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რად იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლი და გა­ლის რა­ი­ო­ნის "ობ­ში­ა­კის" გა­და­ცე­მას ითხოვ­დნენ. მა­ნამ­დე გა­ლის რა­ი­ო­ნი ქარ­თვე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის "ჩირო გალ­სკის" ნა­თე­სა­ვის, გია შო­ნი­ას გავ­ლე­ნის ზონა იყო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცით, შო­ნია დათ­მო­ბას არ აპი­რებ­და, თუმ­ცა, რუ­სე­თი­დან "ჩირო გალ­სკის" ინ­სტრუქ­ცია მი­ი­ღო, რის შე­დე­გა­დაც პო­ზი­ცი­ე­ბი დათ­მო.

საქ­მე­ში მა­შინ ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, მურ­მან ლე­მონ­ჯა­ვა და "მა­ყუ­რე­ბე­ლი" კახა ფარ­ფა­ლი­აც ჩა­ერ­თვნენ, რომ­ლებ­მაც შო­ნი­ას ასე­ვე დათ­მო­ბა ურ­ჩი­ეს.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ეს ბარცბას­თვის კი­დევ ერთი გა­მარ­ჯვე­ბაა, თა­ნაც პო­ლი­ტი­კუ­რი, რად­გან მას პო­ლი­ტი­კა­ში საკ­მა­ოდ ფარ­თო სა­ნაც­ნო­ბო ჰყავს. შე­სა­ბა­მი­სად, რე­გი­ო­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი გა­ლის რა­ი­ო­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბა მის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი "ბო­ნუ­სია".

უფრო ადრე, რაულ ბარცბას დაჯ­გუ­ფე­ბას დიდი შე­ტა­კე­ბა ჰქონ­და ასე­ვე ქარ­თველ კრი­მი­ნალ­თან "ნიკა გაგ­რინ­სკის­თან". "პი­ზას" კავ­კა­სი­ის კლან­ში საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტილ პერ­სო­ნად მი­იჩ­ნე­ვენ, მისი ხის­ტი პო­ზი­ცი­ე­ბის გამო, რაც არა­ერ­თი კრი­მი­ნა­ლის მტრად გა­და­კი­დე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაც გახ­და, მათ შო­რი­საა ნა­დირ სა­ლი­ფო­ვი, იგი­ვე "გული", რომ­ლის კლან­ში მო­ი­აზ­რე­ბა "ნიკა გაგ­რინ­სკიც", რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი "გარ­ჩე­ვი­სას" დაჭ­რეს. შე­სა­ბა­მი­სად, ბარცბა საკ­მაო წნე­ხის ქვეშ არის, რად­გან აფხაზ კრი­მი­ნალს "გუ­ლიმ" შე­უთ­ვა­ლა, რომ ეს მას არ შერ­ჩე­ბო­და. არც ისე დიდი ხნის წინ, ბარცბას მან­ქა­ნას ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნი­დან ეს­რო­ლეს, თუმ­ცა, არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ამის შემ­დეგ მან უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გა­აძ­ლი­ე­რა.

abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, რე­გი­ონ­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის ამ­გვა­რი გავ­ლე­ნე­ბი წლე­ბია ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თია. მათი თქმით, ისი­ნი იქ ბიზ­ნეს­მე­ნებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე უკე­თე­სად ცხოვ­რო­ბენ და მა­შინ, რო­დე­საც "მი­ლი­ცი­ას" გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის მან­ქა­ნა არ ჰყავს, ისი­ნი რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ათას დო­ლა­რი­ა­ნი ჯი­პე­ბით მოძ­რა­ო­ბენ. ამი­ტო­მაც მო­სახ­ლე­ო­ბას არ სჯე­რა, რომ "გა­სა­ცო­და­ვე­ბულ და ჩა­უც­მელ მი­ლი­ცი­ას და პრო­კუ­რა­ტუ­რას მათი ალაგმვა შე­უძ­ლია".

"მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს სწო­რედ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" უმაგ­რე­ბენ ზურგს და მათი დამ­სა­ხუ­რე­ბით ფლო­ბენ 500 ათას დო­ლა­რი­ან ქო­ნე­ბას და რო­გორ ფიქ­რობთ, სა­კუ­თარ თავს შე­უქ­მნი­ან პრობ­ლე­მას? ან რით და­უმ­ტკი­ცე­ბენ, რომ ქურ­დია? ის სა­სა­მარ­თლო­ზე არ აღი­ა­რებს ამას და რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ? ხომ არ ჯო­ბია ჯერ მექ­რთა­მე ჩი­ნოვ­ნი­კებს მი­ხე­დონ", - წერს ად­გილბ­რი­ვი ზა­ხა­რი.

"თუ სწო­რად მახ­სოვს, ჩვენს მე­ზობ­ლებს ამ საქ­მეს­თან ბრძო­ლის ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. მა­თაც სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლად აღი­ა­რეს "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დობ­თან" კავ­ში­რი და შე­დეგ­საც მი­აღ­წი­ეს. ჩვენ რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი გვაქვს ამის­თვის? ამ და­პი­რე­ბებ­ში კი გა­ვი­და ცხოვ­რე­ბა და რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბა ჩა­ი­კარ­გა ამ კრი­მი­ნალ­სა და ნარ­კო­მა­ნი­ა­ში", - ამ­ბობს "ან­ტო­შა ჩე­ხონ­ტე".

"კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი უკეთ მუ­შა­ო­ბენ, ვიდ­რე ისი­ნი, ვინც მათ და­პა­ტიმ­რე­ბას უპი­რებს. "ობ­ში­ა­კის" ფუ­ლის მო­პარ­ვა აკ­რძა­ლუ­ლია. მათ თა­ვი­ან­თი კა­ნო­ნე­ბი აქვთ. ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი არა­ვი­თა­რი კა­ნო­ნი არ აქვს, ყვე­ლა ისე იპა­რავს, რო­გორც სურს", - წერს ნი­კი­ტა ბურ­და­ნო­ვი.

ავტორი:

რაულ ხაჯიმბა ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლას იწყებს - ვინ დგას აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტების სათავეში

რაულ ხაჯიმბა ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლას იწყებს - ვინ დგას აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტების სათავეში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ გალაშქრებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" საიტზე presidentofabkhazia.org - დაყრდნობით ავრცელებს.

ხაჯიმბა გამოდის ინიციატივით, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიანიჭონ იმ ადამიანთა საქმეს, ვინც "ქურდულ სამყაროში" გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს. "კანონპროექტი" უკვე მზად არის და ის განსახილველად "პარლამენტს" უნდა წარედგინოს.

ამასთან, სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაცია მიენიჭება ე.წ. ქურდულ ობშიაკებსაც, რომლებიც აფხაზეთში უკვე წლებია დამკვიდრებულია და როგორც ადგილობრივების ერთი ნაწილი ამბობს, რაღაც დონეზე განვითარებული ბიზნესი და ტურიზმი სწორედ მათი დამსახურებაა, რადგან ამ სფეროებს სწორედ ე.წ. კანონიერი ქურდები "კრიშავენ".

აფხაზური მედიის ცნობით, სწორედ ამ "კანონპროექტის" განხილვისას გამოჩნდება, დეპუტატები რამდენად არიან შეკრულნი კრიმინალურ სამყაროსთან.

ცნობისთვის, აფხაზეთის რეგიონში პირველობას არ თმობს "კრიმინალური ავტორიტეტი", გუდაუთის დაჯგუფების ლიდერი, რაულ ბარცბა, იგივე "პიზა", რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ, გალის რაიონის გაკონტროლებაზეც გამოთქვა პრეტენზია.

გასულ წელს, აფხაზური მედია და ადგილობრივი ინტერნეტ-მომხმარებლები აქტიურად განიხილავდნენ გალში გუდაუთელი "კანონიერი ქურდების" ჩასვლას, რომლებიც საკმაოდ მასშტაბურად იყვნენ წარმოდგენილი და გალის რაიონის "ობშიაკის" გადაცემას ითხოვდნენ. მანამდე გალის რაიონი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის "ჩირო გალსკის" ნათესავის, გია შონიას გავლენის ზონა იყო. არსებული ინფორმაცით, შონია დათმობას არ აპირებდა, თუმცა, რუსეთიდან "ჩირო გალსკის" ინსტრუქცია მიიღო, რის შედეგადაც პოზიციები დათმო.

საქმეში მაშინ ადგილობრივი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, მურმან ლემონჯავა და "მაყურებელი" კახა ფარფალიაც ჩაერთვნენ, რომლებმაც შონიას ასევე დათმობა ურჩიეს.

აფხაზური მედიის ცნობით, ეს ბარცბასთვის კიდევ ერთი გამარჯვებაა, თანაც პოლიტიკური, რადგან მას პოლიტიკაში საკმაოდ ფართო სანაცნობო ჰყავს. შესაბამისად, რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გალის რაიონის გაკონტროლება მისთვის სერიოზული "ბონუსია".

უფრო ადრე, რაულ ბარცბას დაჯგუფებას დიდი შეტაკება ჰქონდა ასევე ქართველ კრიმინალთან "ნიკა გაგრინსკისთან". "პიზას" კავკასიის კლანში საკმაოდ ჩაკეტილ პერსონად მიიჩნევენ, მისი ხისტი პოზიციების გამო, რაც არაერთი კრიმინალის მტრად გადაკიდების წინაპირობაც გახდა, მათ შორისაა ნადირ სალიფოვი, იგივე "გული", რომლის კლანში მოიაზრება "ნიკა გაგრინსკიც", რომელიც აფხაზეთში მომხდარი სისხლიანი "გარჩევისას" დაჭრეს. შესაბამისად, ბარცბა საკმაო წნეხის ქვეშ არის, რადგან აფხაზ კრიმინალს "გულიმ" შეუთვალა, რომ ეს მას არ შერჩებოდა. არც ისე დიდი ხნის წინ, ბარცბას მანქანას ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, თუმცა, არავინ დაშავებულა. ამის შემდეგ მან უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, რეგიონში კრიმინალური ავტორიტეტების ამგვარი გავლენები წლებია ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითია. მათი თქმით, ისინი იქ ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებზე უკეთესად ცხოვრობენ და მაშინ, როდესაც "მილიციას" გადაადგილებისთვის მანქანა არ ჰყავს, ისინი რამდენიმე ასეულ ათას დოლარიანი ჯიპებით მოძრაობენ. ამიტომაც მოსახლეობას არ სჯერა, რომ "გასაცოდავებულ და ჩაუცმელ მილიციას და პროკურატურას მათი ალაგმვა შეუძლია".

"მაღალჩინოსნებს სწორედ "კანონიერი ქურდები" უმაგრებენ ზურგს და მათი დამსახურებით ფლობენ 500 ათას დოლარიან ქონებას და როგორ ფიქრობთ, საკუთარ თავს შეუქმნიან პრობლემას? ან რით დაუმტკიცებენ, რომ ქურდია? ის სასამართლოზე არ აღიარებს ამას და რა მტკიცებულება ექნებათ? ხომ არ ჯობია ჯერ მექრთამე ჩინოვნიკებს მიხედონ", - წერს ადგილბრივი ზახარი.

"თუ სწორად მახსოვს, ჩვენს მეზობლებს ამ საქმესთან ბრძოლის ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ. მათაც სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარეს "კანონიერ ქურდობთან" კავშირი და შედეგსაც მიაღწიეს. ჩვენ რა მექანიზმები გვაქვს ამისთვის? ამ დაპირებებში კი გავიდა ცხოვრება და რამდენიმე თაობა ჩაიკარგა ამ კრიმინალსა და ნარკომანიაში", - ამბობს "ანტოშა ჩეხონტე".

"კანონიერი ქურდები უკეთ მუშაობენ, ვიდრე ისინი, ვინც მათ დაპატიმრებას უპირებს. "ობშიაკის" ფულის მოპარვა აკრძალულია. მათ თავიანთი კანონები აქვთ. ჩვენს ხელისუფლებას კი არავითარი კანონი არ აქვს, ყველა ისე იპარავს, როგორც სურს", - წერს ნიკიტა ბურდანოვი.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი