პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა იმ ადამიანთან ერთად ვარ, რომელიც თავიდან ბოლომდე "მერგება" - რატომ დაასრულა 12-წლიანი ცოლ-ქმრული ურთიერთობა ნუკა კვალიაშვილმა
"ახლა იმ ადამიანთან ერთად ვარ, რომელიც თავიდან ბოლომდე "მერგება" - რატომ დაასრულა 12-წლიანი ცოლ-ქმრული ურთიერთობა ნუკა კვალიაშვილმა

ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი - ნუკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი რე­ა­ლის­ტია და რო­გორც ამ­ბობს, ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით ცხოვ­რობს. ფუ­ჭად სა­უ­ბა­რი არ სჩ­ვე­ვია: მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად არა­ფე­რი უთ­ქვამს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ დიდ სცე­ნა­ზე მალე ვი­ხი­ლავთ. სა­მა­გი­ე­როდ, გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, წარ­სულ­ზე, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დებ­ზე...

- იმა­ზე ბევ­რად უკეთ ვარ, ვიდ­რე აქამ­დე ვი­ყა­ვი. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ მოხ­და - ცუ­დით და­წყე­ბუ­ლი, კარ­გით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი. ახლა ყვე­ლა­ფე­რი ისეა, რო­გორც დიდი ხნის წინ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ამის­თვის მად­ლი­ე­რი ვარ ღმერ­თის და სამ­ყა­რო­სი.

- რა არის მი­ზე­ზი, რის გა­მოც დიდი ხა­ნია, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არ გა­მო­ჩე­ნილ­ხარ?

- შვი­ლე­ბის მი­მართ ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერ­ზე წინ დგას. მხო­ლოდ დედა (რო­მე­ლიც ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ, სუს­ტად არის) და ძიძა მყავს, ვინც შვი­ლე­ბის გაზ­რდა­ში მეხ­მა­რე­ბი­ან. თუ საქ­მე მაქვს და ბავ­შვე­ბის და­ტო­ვე­ბა მჭირ­დე­ბა, მხო­ლოდ ამ 2 ადა­მი­ა­ნის იმე­დი შე­მიძ­ლია მქონ­დეს, ანუ ისე­თი ხელ­შე­წყო­ბა არ მაქვს, რო­გო­რიც კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის­თვი­საა სა­ჭი­რო. ბევ­რი ნი­უ­ან­სი არ­სე­ბობს, რაც მა­ფერ­ხებს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, ისე თუ მო­ვინ­დო­მე, რო­გორც სა­ჭი­როა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ იმას, რა­საც ვამ­ბობ. ჩემს სი­ტყვას, სა­კუ­თარ თავს დიდ პა­ტივს ვცემ.

- რო­გორ ფიქ­რობ, ძლი­ე­რი ქალი ხარ?

- ვარ. იმ­დე­ნი რამ გა­მო­ვი­ა­რე, რაც ადა­მი­ანს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, მო­რა­ლუ­რად და სუ­ლი­ე­რად ავი­თა­რებს, რომ ახლა თა­ვად ვეხ­მა­რე­ბი იმათ, ვინც კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ასე­თი ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად რამ გამ­ხა­და, ამა­ზე სა­უ­ბარს არ ვა­პი­რებ, რად­გან მი­მაჩ­ნია - ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის ისე გა­მო­ფე­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, რომ ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი, გან­სა­ხილ­ვე­ლი და სა­ლა­პა­რა­კო გახ­დეს.

- ყვე­ლა­ზე დიდი სირ­თუ­ლე, რაც ცხოვ­რე­ბა­ში შე­გქმნია, რა იყო?..

- ცხოვ­რე­ბა­ში იმ­დე­ნი სირ­თუ­ლე შემ­ხვედ­რია, რომ ვერ ჩა­მოვ­თვლი და ვერც გა­მოვ­ყოფ. მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ ამ სირ­თუ­ლე­ე­ბის ფონ­ზე განვვი­თარ­დი, გავძლი­ერ­დი, სა­კუ­თა­რი თავი გავ­ზარ­დე და ახლა სირ­თუ­ლეს, პრობ­ლე­მას ფსი­ქო­ლო­გი­ურ საზ­რდოდ აღ­ვიქ­ვამ. თუ ვი­ღა­ცის­თვის პრობ­ლე­მა რე­ა­ლუ­რად პრობ­ლე­მას ნიშ­ნავს, ჩემ­თვის სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გამ­ყა­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვა გახ­ლავთ, რა­ზეც არა­სო­დეს ვი­წუ­წუ­ნებ. სირ­თუ­ლე­ებს არა­სო­დეს ვნებ­დე­ბი, პი­რი­ქით - მო­ტი­ვა­ცია მე­მა­ტე­ბა, რომ გა­დავ­ლა­ხო.

- შენი, რო­გორც დე­დის ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მა რას მო­ი­ცავს?

- იმას, რა­საც ნე­ბის­მი­ე­რი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე დე­დის საქ­მი­ა­ნო­ბა მო­ი­ცავს. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ეს რა იქ­ნე­ბა: და­ლა­გე­ბა, გა­რე­ცხვა, საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა, ბავ­შვე­ბის კვე­ბა, იმ რა­ღა­ცე­ბის ახ­სნა, რაც ადა­მი­ა­ნად გვა­ყა­ლი­ბებს და გვზრდის, სწავ­ლე­ბა და ა.შ. ჩემი გა­რეგ­ნო­ბის გამო ბევ­რს ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია, რომ შე­იძ­ლე­ბა, არა­ნორ­მა­ლუ­რად "გა­დამ­კვდა­რი" დედა ვიყო, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად, ეს ის ხალ­ხია, ვინც არ მიც­ნობს და შე­უძ­ლია, გა­რეგ­ნო­ბა ადა­მი­ა­ნო­ბა­ზე წინ და­ა­ყე­ნოს, შო­რი­დან გან­მი­კი­თხოს. ასე­თი ადა­მი­ა­ნის აზრი ჩემ­თვის არა­ფერს ნიშ­ნავს. უბ­რა­ლოდ, მი­მაჩ­ნია, რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია და მახ­სე­ნებს - წიგ­ნი ყდის მი­ხედ­ვით არ უნდა გან­ვსა­ჯოთ.

- ცოლ­ქმრულ ცხოვ­რე­ბა­ში კრი­ზი­სულ პე­რი­ო­დებს რო­გორ უმკლავ­დე­ბო­დი? ამ­ჟა­მად რა ეტაპ­ზეა შენი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა?

- რო­გორც ყვე­ლა წყვილს, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კრი­ზი­სი მეც მქო­ნია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას - იმა­ზე მე­ტიც, რაც ჩემს ასაკ­ში უნდა გა­და­მე­ლა­ხა... იმით ვუმკლავ­დე­ბო­დი, რომ წყე­ნას, გუ­ლის ტკე­ნას ად­ვი­ლად ვი­ვი­წყებ, ბოღ­მით არ ვცხოვ­რობ. თუ რამე მწყინს ან ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რა­ღაც ეშ­ლე­ბათ, რაც ჩემს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე მოქ­მე­დებს, ყვე­ლა­ნა­ირ ნე­გა­ტი­ურ შეგ­რძნე­ბას ჩემ­გან ვუშ­ვებ. იმი­ტომ - არა, რომ ვინ­მე ამას იმ­სა­ხუ­რებს. უბ­რა­ლოდ, თა­ვად ვიმ­სა­ხუ­რებ ში­ნა­გან სიმ­შვი­დეს და არ მინ­და, იმ ად­გი­ლებს, რო­მელ­თა შევ­სე­ბაც ბედ­ნი­ე­რე­ბით მსურს, რა­ღაც ნე­გა­ტი­უ­რი ეპი­ზო­დე­ბი ავ­სებ­დეს. 12 წელი ცოტა დრო არ არის. ამ 12 წე­ლი­წად­ში უამ­რა­ვი გა­მოც­და წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე და არ გავ­ტყდი, რად­გან ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. უბ­რა­ლოდ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უამ­რა­ვი ცდის მერე, მეც და ჩემი შვი­ლე­ბის მა­მაც მივ­ხვდით, რომ ერ­თმა­ნეთს არა­ნა­ი­რად არ ვე­წყო­ბო­დით და სა­კუ­თარ თა­ვებს უფ­ლე­ბა მი­ვე­ცით, ცალ-ცალ­კე ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყოთ. ამ­ჟა­მად, ისეთ ადა­მი­ან­თან ერ­თად ვარ, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ბო­ლომ­დე "მერ­გე­ბა", თუნ­დაც - სუ­ლი­ე­რად, მო­რა­ლუ­რად, ხე­ლოვ­ნე­ბის მხრივ... ეს ადა­მი­ა­ნი ისე­თი თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც კა­ცე­ბის (ვი­საც ვიც­ნობ) 99%-ს არ გა­აჩ­ნია. ისე­თია, რომ გა­იღ­ვი­ძებ და კი­თხვა გე­ბა­დე­ბა - თუ რით და­იმ­სა­ხუ­რე ასე­თი ადა­მი­ა­ნი და მად­ლო­ბე­ლი ხარ ღმერ­თის და სამ­ყა­რო­სი, რომ მას შე­გახ­ვედ­რა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ახლა იმ ადამიანთან ერთად ვარ, რომელიც თავიდან ბოლომდე "მერგება" - რატომ დაასრულა 12-წლიანი ცოლ-ქმრული ურთიერთობა ნუკა კვალიაშვილმა

"ახლა იმ ადამიანთან ერთად ვარ, რომელიც თავიდან ბოლომდე "მერგება" - რატომ დაასრულა 12-წლიანი ცოლ-ქმრული ურთიერთობა ნუკა კვალიაშვილმა

ახალგაზრდა მომღერალი - ნუკა კვალიაშვილი რეალისტია და როგორც ამბობს, ფაქტებზე დაყრდნობით ცხოვრობს. ფუჭად საუბარი არ სჩვევია: მომღერლის კარიერასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ დეტალურად არაფერი უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ დიდ სცენაზე მალე ვიხილავთ. სამაგიეროდ, გულახდილად გვესაუბრა პირად ცხოვრებაზე, წარსულზე, ცხოვრებისეულ გამოცდებზე...

- იმაზე ბევრად უკეთ ვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა - ცუდით დაწყებული, კარგით გაგრძელებული. ახლა ყველაფერი ისეა, როგორც დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო. ამისთვის მადლიერი ვარ ღმერთის და სამყაროსი.

- რა არის მიზეზი, რის გამოც დიდი ხანია, ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილხარ?

- შვილების მიმართ ჩემი პასუხისმგებლობა, რომელიც ყველასა და ყველაფერზე წინ დგას. მხოლოდ დედა (რომელიც ჯანმრთელობის მხრივ, სუსტად არის) და ძიძა მყავს, ვინც შვილების გაზრდაში მეხმარებიან. თუ საქმე მაქვს და ბავშვების დატოვება მჭირდება, მხოლოდ ამ 2 ადამიანის იმედი შემიძლია მქონდეს, ანუ ისეთი ხელშეწყობა არ მაქვს, როგორიც კარიერული ზრდისთვისაა საჭირო. ბევრი ნიუანსი არსებობს, რაც მაფერხებს, მაგრამ რეალურად, ისე თუ მოვინდომე, როგორც საჭიროა, აუცილებლად გავაკეთებ იმას, რასაც ვამბობ. ჩემს სიტყვას, საკუთარ თავს დიდ პატივს ვცემ.

- როგორ ფიქრობ, ძლიერი ქალი ხარ?

- ვარ. იმდენი რამ გამოვიარე, რაც ადამიანს ფსიქოლოგიურად, მორალურად და სულიერად ავითარებს, რომ ახლა თავად ვეხმარები იმათ, ვინც კრიზისულ მდგომარეობაშია. ასეთი ძლიერი პიროვნება კონკრეტულად რამ გამხადა, ამაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან მიმაჩნია - ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პირადი პრობლემებისა და გამოცდილების ისე გამოფენა აუცილებელი არ არის, რომ ყველასთვის გასაგები, განსახილველი და სალაპარაკო გახდეს.

- ყველაზე დიდი სირთულე, რაც ცხოვრებაში შეგქმნია, რა იყო?..

- ცხოვრებაში იმდენი სირთულე შემხვედრია, რომ ვერ ჩამოვთვლი და ვერც გამოვყოფ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ სირთულეების ფონზე განვვითარდი, გავძლიერდი, საკუთარი თავი გავზარდე და ახლა სირთულეს, პრობლემას ფსიქოლოგიურ საზრდოდ აღვიქვამ. თუ ვიღაცისთვის პრობლემა რეალურად პრობლემას ნიშნავს, ჩემთვის საკუთარი თავის განვითარების, ფსიქოლოგიურად გამყარების გამოწვევა გახლავთ, რაზეც არასოდეს ვიწუწუნებ. სირთულეებს არასოდეს ვნებდები, პირიქით - მოტივაცია მემატება, რომ გადავლახო.

- შენი, როგორც დედის ყოველდღიური შრომა რას მოიცავს?

- იმას, რასაც ნებისმიერი, პასუხისმგებლობის მქონე დედის საქმიანობა მოიცავს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რა იქნება: დალაგება, გარეცხვა, საჭმლის მომზადება, ბავშვების კვება, იმ რაღაცების ახსნა, რაც ადამიანად გვაყალიბებს და გვზრდის, სწავლება და ა.შ. ჩემი გარეგნობის გამო ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება, არანორმალურად "გადამკვდარი" დედა ვიყო, მაგრამ ძირითადად, ეს ის ხალხია, ვინც არ მიცნობს და შეუძლია, გარეგნობა ადამიანობაზე წინ დააყენოს, შორიდან განმიკითხოს. ასეთი ადამიანის აზრი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ინტელექტუალურად დეგრადირებულია და მახსენებს - წიგნი ყდის მიხედვით არ უნდა განვსაჯოთ.

- ცოლქმრულ ცხოვრებაში კრიზისულ პერიოდებს როგორ უმკლავდებოდი? ამჟამად რა ეტაპზეა შენი ოჯახური ცხოვრება?

- როგორც ყველა წყვილს, ურთიერთობაში კრიზისი მეც მქონია, შეიძლება ითქვას - იმაზე მეტიც, რაც ჩემს ასაკში უნდა გადამელახა... იმით ვუმკლავდებოდი, რომ წყენას, გულის ტკენას ადვილად ვივიწყებ, ბოღმით არ ვცხოვრობ. თუ რამე მწყინს ან ჩემთან ურთიერთობაში რაღაც ეშლებათ, რაც ჩემს თავმოყვარეობაზე მოქმედებს, ყველანაირ ნეგატიურ შეგრძნებას ჩემგან ვუშვებ. იმიტომ - არა, რომ ვინმე ამას იმსახურებს. უბრალოდ, თავად ვიმსახურებ შინაგან სიმშვიდეს და არ მინდა, იმ ადგილებს, რომელთა შევსებაც ბედნიერებით მსურს, რაღაც ნეგატიური ეპიზოდები ავსებდეს. 12 წელი ცოტა დრო არ არის. ამ 12 წელიწადში უამრავი გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და არ გავტყდი, რადგან ძლიერი ადამიანი ვარ. უბრალოდ, საბოლოო ჯამში, უამრავი ცდის მერე, მეც და ჩემი შვილების მამაც მივხვდით, რომ ერთმანეთს არანაირად არ ვეწყობოდით და საკუთარ თავებს უფლება მივეცით, ცალ-ცალკე ბედნიერები ვიყოთ. ამჟამად, ისეთ ადამიანთან ერთად ვარ, რომელიც თავიდან ბოლომდე "მერგება", თუნდაც - სულიერად, მორალურად, ხელოვნების მხრივ... ეს ადამიანი ისეთი თვისებებით გამოირჩევა, რაც კაცების (ვისაც ვიცნობ) 99%-ს არ გააჩნია. ისეთია, რომ გაიღვიძებ და კითხვა გებადება - თუ რით დაიმსახურე ასეთი ადამიანი და მადლობელი ხარ ღმერთის და სამყაროსი, რომ მას შეგახვედრა...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ