მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აკლდამაში ჩვილზე გადამხობილი დედის ჩონჩხი იპოვეს..." - სოფელი ხევსურეთში, რომელიც შავმა ჭირმა ამოწყვიტა
"აკლდამაში ჩვილზე გადამხობილი დედის ჩონჩხი იპოვეს..." - სოფელი ხევსურეთში, რომელიც შავმა ჭირმა ამოწყვიტა

ანა­ტო­რი ხევ­სუ­რე­თის ულა­მა­ზე­სი ნა­სოფ­ლა­რია, სა­დაც მზე ორ­ჯერ ამო­დის. ასე იმი­ტომ ამ­ბო­ბენ, რომ დი­ლით ამო­სუ­ლი მზე გო­რას მო­ე­ფა­რე­ბა და შემ­დეგ ისევ ამო­დის... სოფ­ლის შე­სა­ხებ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და კვლე­ვებ­ში სუ­ლი­შემ­ძვრე­ლი, სევ­დი­ა­ნი ის­ტო­რი­ე­ბია შე­მო­ნა­ხუ­ლი. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, სო­ფელს ჭირი მო­ე­დო, სხვა სოფ­ლებ­შიც რომ არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო, ხალ­ხი აკ­ლდა­მებ­ში თა­ვი­სი ნე­ბით შე­დი­ო­და და სიკ­ვდილს იქ ელო­და...

მიხა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გზამ­კვლევ­ში "შა­ტი­ლი" (2008 წელი) წერს: "სო­ფე­ლი ანა­ტო­რი მდე­ბა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის მხა­რე­ში, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ის­ტო­რი­ულ ხევ­სუ­რეთ­ში (პი­რი­ქი­თა), მდი­ნა­რე არ­ღუ­ნი­სა და მუ­ცოს­წყლის შე­სარ­თავ­თან, შა­ტი­ლი­დან ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით 2-3 კი­ლო­მეტრში.

XVIII სა­უ­კუ­ნე­ში ამო­წყდა ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი სო­ფე­ლი. ისე, რომ ერთი ადა­მი­ა­ნიც არ გა­ვი­და მე­ზო­ბელ სოფ­ლებ­ში. რა­ღაც ინ­ფექ­ცია, აქა­უ­რად "ჟამი" მო­ე­დო სო­ფელს და რაკი დამ­მარ­ხა­ვი და აკ­ლდა­მამ­დე მიმყვა­ნი აღა­რა­ვინ რჩე­ბო­და, ავად­მყო­ფი ანა­ტორ­ლე­ბი თა­ვი­სი ფე­ხით მი­დი­ოდ­ნენ აკ­ლდა­მა­ში. გარ­დაც­ვლი­ლებს სა­წო­ლი თა­რო­ე­ბი­დან ძირს გად­მო­აგ­დებ­დნენ და მში­ერ მწყურ­ვალ­ნი, ვინ იცის, რამ­დენ ხანს ელოდ­ნენ სიკ­ვდილს... ასე­თი თვით­და­მარ­ხვა კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის ალ­ბათ უც­ნო­ბია და ის­ტო­რი­კო­სე­ბი­სა და ეთ­ნოგ­რა­ფე­ბის სა­თა­ნა­დო შეს­წავ­ლა­სა და შე­ფა­სე­ბას ელო­დე­ბა".

პრო­ფე­სო­რი ამი­რან არა­ბუ­ლი ამ­ბობს რომ, რო­დე­საც სო­ფელს შავი ჭირი მო­ე­დო, ამ­ბო­ბენ, ერთ დღეს 60 ადა­მი­ა­ნი გა­ვი­და სოფ­ლი­დან, თა­ვის ნე­ბით შე­ვიდ­ნენ აკ­ლდა­მებ­ში და და­ი­ხოც­ნენ: "სოფ­ლი­დან ჭირი რომ სხვა სოფ­ლებ­ში არ გა­სუ­ლი­ყო, კა­ცე­ბი, ქა­ლე­ბი თუ ბავ­შვე­ბი ასე იღუ­პე­ბოდ­ნენ... დღეს შა­ტილ­ში ჩამ­სვლე­ლე­ბი ანა­ტორ­საც სტუმ­რო­ბენ, რად­გან იქ­ვეა. სა­ო­ცა­რი წარ­სუ­ლის სო­ფე­ლია და ვი­სურ­ვებ­დი მათ შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ოს გა­ე­გო!"

წარ­მო­შო­ბით ანა­ტო­რე­ლი, ხა­ტია ლი­ქო­კე­ლი სო­ფელ­ზე გა­გო­ნილ ლე­გენ­დებს გვიყ­ვე­ბა:

"პირ­ვე­ლად სო­ფე­ლი ანა­ტო­რი 23 წლის ასაკ­ში, 2013 წელს ვნა­ხე და ის ემო­ცი­ე­ბი არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა! სოფ­ლის გა­ნა­პი­რას არის აკ­ლდა­მე­ბი, სა­დაც მთე­ლი სო­ფე­ლი ამო­წყდა... ბე­ბი­ა­ჩე­მი ბავ­შვო­ბა­ში მი­ამ­ბობ­და, რომ იყო ერთი სო­ფე­ლი, სა­დაც ჭირი გაჩ­ნდა, აკ­ლდა­მებ­ში გა­ი­ხიზ­ნა მთე­ლი სო­ფე­ლი, სხვა სოფ­ლებ­საც ჭირი რომ არ გა­და­დე­ბო­დათ.

აკ­ლდა­მა­ში იპო­ვეს აკ­ვან­ზე გა­დამ­ხო­ბი­ლი ქა­ლის ჩონ­ჩხი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ შვილს ძუ­ძუს აწო­ვებ­და, რად­გან ჩვი­ლის ჩონ­ჩხიც იქვე ნა­ხეს... ეს იყო ამ სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის გა­უ­გო­ნა­რი თავ­და­დე­ბა, რად­გან ბავ­შვე­ბიც კი არ გა­აგ­ზავ­ნეს სხვა სოფ­ლებ­ში და დი­დი­ან-პა­ტა­რი­ა­ნად და­ი­ხოც­ნენ... ამ აკ­ლდა­მებ­ში აუ­ა­რე­ბე­ლი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა ინა­ხე­ბო­და, რად­გან ხევ­სუ­რეთ­ში ბევ­რი ვერ­ცხლის სამ­კა­უ­ლე­ბი ჰქონ­დათ, საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, აკ­ლა­დე­მე­ბი გა­ი­ძარ­ცვა, ბევრ შემ­თხვე­ვა­ში უცხო­ე­ლე­ბის­გა­ნაც კი და არა­თუ ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვის ქა­ლე­ბი და ძვლე­ბიც კი წა­ი­ღეს...

ბავ­შვო­ბა­ში რა­საც ბე­ბია მიყ­ვე­ბო­და, მითი მე­გო­ნა... ბე­ბია გვა­რად არა­ბუ­ლი, ხევ­სუ­რი გახ­ლავთ და ხევ­სუ­რეთ­ზე ბევ­რი იცის! აკ­ლდა­მე­ბი თა­ვად რომ ვნა­ხე, ჩემ­თვის შო­კი­მომ­გვრე­ლი იყო და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­ში, არ­ქივ­ში ვე­ძებ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას ანა­ტო­რის შე­სა­ხებ... იმ პე­რი­ოდ­ში სულ ცუდ სიზ­მრებს ვხე­დავ­დი, თით­ქოს აკ­ლდა­მა­ში ვი­დე­ქი, შავ­ნაბ­დი­ა­ნი ხალ­ხი ირ­გვლივ მეხ­ვე­ო­და, დამ­წუხ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით მი­ყუ­რებ­დნენ და ხში­რად ტი­რი­ლით მეღ­ვი­ძე­ბო­და...

- ანა­ტორ­ზე რა ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძი­ეთ?

- აკ­ლდა­მებ­თან მთას ჰყოფს მდი­ნა­რე და ამ მთის გა­დაღ­მა იყო სო­ფე­ლი ანა­ტო­რი. სო­ფელ­ში მეჩ­ვიდ­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში მოხ­და ჭი­რის აფეთ­ქე­ბა, რაც სა­ოც­რე­ბა იყო, რად­გან მთა­ში ჭი­რი­ა­ნო­ბა უიშ­ვი­ა­თე­სი იყო... ერთ ვაჟ­კაც, ხევ­სურ მე­ო­მარს რა­ღაც უთან­ხმო­ე­ბა მოს­ვლია თა­ვის ხალ­ხთან და ხატი შუ­ბით გა­უ­პია. მერე ამ­ბობ­დნენ, რომ ხა­ტის რის­ხვა და­ა­ტყდა თავს მთელ სო­ფელს და ჭირ­მა იფეთ­ქა... იმ­დე­ნად ვა­კჟა­ცუ­რი ხალ­ხი იყ­ვნენ ძვე­ლი ხევ­სუ­რე­ბი, მთე­ლი ხევ­სუ­რე­თი რომ არ ამო­წყვე­ტი­ლი­ყო, მდი­ნა­რის გად­მოღ­მა აა­შე­ნეს აკ­ლდა­მე­ბი - ვინც ჭი­რით დას­ნე­ულ­დე­ბო­და, თა­ვის ფე­ხით მი­დი­ოდ­ნენ და სიკ­ვდილს იქ ელო­დე­ბოდ­ნენ. იმ­დე­ნად ბევ­რი ხალ­ხი იყო აკ­ლდა­მებ­ში, უკვე მო­მაკ­ვდავს კლდე­ზე გა­და­აწ­ვენ­დნენ და მის ად­გილს იკა­ვებ­დნენ. ხალ­ხი, ვინც იქ ამო­ი­ხო­ცა, მათი გვა­რი იყო - სის­ვა­უ­რი (სი­სა­უ­რი სხვაა). სის­ვი ხევ­სუ­რუ­ლად მწვა­ნე ფერს ნიშ­ნავს, მწვა­ნე თვა­ლე­ბი ჰქონ­დათ და მწვა­ნე ტა­ლა­ვე­რი ედ­გათ. ჩემი ნამ­დვი­ლი გვა­რიც სის­ვა­უ­რი ყო­ფი­ლა...

- რო­გორ გა­დარ­ჩა თქვე­ნი შტო?

- ჭირ­მა პი­რი­ქი­თა ხევ­სუ­რეთ­ში - ანა­ტორ­ში იფეთ­ქა. სა­ნამ ჭირი გაჩ­ნდე­ბო­და, პი­რა­ქე­თა ხევ­სუ­რეთ­ში ერთ ქალს ვაჟი ჰყო­ლია დე­დუ­ლეთ­ში გა­მოგ­ზავ­ნი­ლი. იგი ბე­ბი­ამ და პა­პამ გა­ზარ­დეს, რო­მე­ლიც ლი­ქო­კის ჭა­ლა­ში და­სახ­ლდა და გამ­რავ­ლდა... ლი­ქო­კი ამ­ბო­ბენ, რომ ქის­ტუ­რი სა­ხე­ლია და მთის ძირ­ში მა­ცხოვ­რე­ბელს ნიშ­ნავს. ქის­ტე­ბი შე­მო­სე­ვას ვერ ბე­დავ­დნენ მისი ში­შით, ყვე­ლას ხო­ცავ­დაო... აქე­დან წა­მო­ვი­და ჩვე­ნი გვა­რიც...

- ანა­ტორ­ში დღეს ნა­სახ­ლა­რე­ბი არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი?

- ნა­სახ­ლა­რე­ბი იშ­ვი­ა­თად არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი... არ­ქე­ო­ლო­გე­ბის­თვის ალ­ბათ იქ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იქ­ნე­ბო­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. არ ვიცი რა­ტომ, მაგ­რამ აკ­ლდა­მებ­თან ყო­ველ­თვის იმ­დე­ნად სა­ში­ნე­ლი ქარი ქრის, სან­თლებ­საც კი ვერ ვან­თებთ. ძა­ლი­ან მის­ტი­უ­რი ად­გი­ლია! წინ უზარ­მა­ზა­რი შავი კლდეა...

სო­ფელ­ში და­სახ­ლე­ბა ვე­ღა­რა­ვინ გა­ბე­და, რად­გან და­წყევ­ლილ ად­გილ­ზე ხევ­სუ­რი არ და­სახ­ლდე­ბა... მე ძა­ლი­ან მინ­დო­და ჩემი წი­ნაპ­რე­ბის ნა­სახ­ლა­რის ნახ­ვა, მაგ­რამ იქ მე­სა­ზღვრე­ე­ბი დგა­ნან და გარ­კვე­უ­ლი ნე­ბარ­თვაა სა­ჭი­რო... იქა­ურ მი­წა­ზე რომ ვდგა­ვარ, ცრემ­ლე­ბი ღა­პა­ღუ­პით ჩა­მომ­დის. ამ დროს უცხო­ე­ლებს ვხე­დავ­დი, რომ­ლე­ბიც იქ დახ­ტუ­ნა­ობ­დნენ, რად­გან წარ­წე­რე­ბიც კი არ აღირ­სეს აკ­ლდა­მებს არ­ცერთ ენა­ზე, თუ რამ­დე­ნად დიდი ტრა­გე­დი­ე­ბი დატ­რი­ალ­და იქ...

მქონ­და სურ­ვი­ლი ძვლე­ბი დაგ­ვე­მარ­ხა, მაგ­რამ ასე შე­მო­ი­ნა­ხეს, თვალ­ნათ­ლივ რომ დარ­ჩეს ხევ­სუ­რე­ბის უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი. აკ­ლდა­მე­ბი­დან აკ­ვა­ნიც კი მო­ი­პა­რეს, რად­გან ბე­ბია ამ­ბობ­და, რომ მის ბავ­შვო­ბა­ში იყო აკ­ვა­ნი აკ­ლდა­მა­ში... აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ აკ­ლდა­მებს სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცეს და მსოფ­ლი­ოს შე­მო­ვუ­ნა­ხოთ ის­ტო­რია ხევ­სურ­თა, ქარ­თველ­თა თავ­და­დე­ბის შე­სა­ხებ!"

მთა­ვა­რი ფოტო: გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შაკო
0

ასეთები წერეთ, ადამიანობისა და ნამდვილი ადამიანების შესახებ, თორემ ამ ჭირიან სნობ ვაკელებზე სტატიები ამოვიდა ყელში

მალეჰხ
0

დაუწერელი კანონი იყო ხევსურეთში, დასნეულებული ხევსური ან თავს იკლავდა, ან აკლდამაში მარტოვდებოდა, სიცოცხლის ბოლომდე. ეს მთელს ხევსურეთში ხდებოდა. მაგრამ ეს ერთი მთლიანი სოფელი მართლა განადგურდა. ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"აკლდამაში ჩვილზე გადამხობილი დედის ჩონჩხი იპოვეს..." - სოფელი ხევსურეთში, რომელიც შავმა ჭირმა ამოწყვიტა

"აკლდამაში ჩვილზე გადამხობილი დედის ჩონჩხი იპოვეს..." - სოფელი ხევსურეთში, რომელიც შავმა ჭირმა ამოწყვიტა

ანატორი ხევსურეთის ულამაზესი ნასოფლარია, სადაც მზე ორჯერ ამოდის. ასე იმიტომ ამბობენ, რომ დილით ამოსული მზე გორას მოეფარება და შემდეგ ისევ ამოდის... სოფლის შესახებ ლიტერატურაში და კვლევებში სულიშემძვრელი, სევდიანი ისტორიებია შემონახული. გადმოცემის თანახმად, სოფელს ჭირი მოედო, სხვა სოფლებშიც რომ არ გავრცელებულიყო, ხალხი აკლდამებში თავისი ნებით შედიოდა და სიკვდილს იქ ელოდა...

მიხა ჭინჭარაული გზამკვლევში "შატილი" (2008 წელი) წერს: "სოფელი ანატორი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში (პირიქითა), მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან, შატილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრში.

XVIII საუკუნეში ამოწყდა ზემოთ ნახსენები სოფელი. ისე, რომ ერთი ადამიანიც არ გავიდა მეზობელ სოფლებში. რაღაც ინფექცია, აქაურად "ჟამი" მოედო სოფელს და რაკი დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი აღარავინ რჩებოდა, ავადმყოფი ანატორლები თავისი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში. გარდაცვლილებს საწოლი თაროებიდან ძირს გადმოაგდებდნენ და მშიერ მწყურვალნი, ვინ იცის, რამდენ ხანს ელოდნენ სიკვდილს... ასეთი თვითდამარხვა კაცობრიობისთვის ალბათ უცნობია და ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების სათანადო შესწავლასა და შეფასებას ელოდება".

პროფესორი ამირან არაბული ამბობს რომ, როდესაც სოფელს შავი ჭირი მოედო, ამბობენ, ერთ დღეს 60 ადამიანი გავიდა სოფლიდან, თავის ნებით შევიდნენ აკლდამებში და დაიხოცნენ: "სოფლიდან ჭირი რომ სხვა სოფლებში არ გასულიყო, კაცები, ქალები თუ ბავშვები ასე იღუპებოდნენ... დღეს შატილში ჩამსვლელები ანატორსაც სტუმრობენ, რადგან იქვეა. საოცარი წარსულის სოფელია და ვისურვებდი მათ შესახებ მსოფლიოს გაეგო!"

წარმოშობით ანატორელი, ხატია ლიქოკელი სოფელზე გაგონილ ლეგენდებს გვიყვება:

"პირველად სოფელი ანატორი 23 წლის ასაკში, 2013 წელს ვნახე და ის ემოციები არასოდეს დამავიწყდება! სოფლის განაპირას არის აკლდამები, სადაც მთელი სოფელი ამოწყდა... ბებიაჩემი ბავშვობაში მიამბობდა, რომ იყო ერთი სოფელი, სადაც ჭირი გაჩნდა, აკლდამებში გაიხიზნა მთელი სოფელი, სხვა სოფლებსაც ჭირი რომ არ გადადებოდათ.

აკლდამაში იპოვეს აკვანზე გადამხობილი ქალის ჩონჩხი, რომელიც სავარაუდოდ შვილს ძუძუს აწოვებდა, რადგან ჩვილის ჩონჩხიც იქვე ნახეს... ეს იყო ამ სოფლის მაცხოვრებლების გაუგონარი თავდადება, რადგან ბავშვებიც კი არ გააგზავნეს სხვა სოფლებში და დიდიან-პატარიანად დაიხოცნენ... ამ აკლდამებში აუარებელი ძვირფასეულობა ინახებოდა, რადგან ხევსურეთში ბევრი ვერცხლის სამკაულები ჰქონდათ, საკმაოდ შეძლებული ხალხი იყო. სამწუხაროდ, აკლადემები გაიძარცვა, ბევრ შემთხვევაში უცხოელებისგანაც კი და არათუ ძვირფასეულობა, ადამიანების თავის ქალები და ძვლებიც კი წაიღეს...

ბავშვობაში რასაც ბებია მიყვებოდა, მითი მეგონა... ბებია გვარად არაბული, ხევსური გახლავთ და ხევსურეთზე ბევრი იცის! აკლდამები თავად რომ ვნახე, ჩემთვის შოკიმომგვრელი იყო და თბილისში დაბრუნებული ინტერნეტში, არქივში ვეძებდი ინფორმაციას ანატორის შესახებ... იმ პერიოდში სულ ცუდ სიზმრებს ვხედავდი, თითქოს აკლდამაში ვიდექი, შავნაბდიანი ხალხი ირგვლივ მეხვეოდა, დამწუხრებული სახეებით მიყურებდნენ და ხშირად ტირილით მეღვიძებოდა...

- ანატორზე რა ინფორმაცია მოიძიეთ?

- აკლდამებთან მთას ჰყოფს მდინარე და ამ მთის გადაღმა იყო სოფელი ანატორი. სოფელში მეჩვიდმეტე საუკუნეში მოხდა ჭირის აფეთქება, რაც საოცრება იყო, რადგან მთაში ჭირიანობა უიშვიათესი იყო... ერთ ვაჟკაც, ხევსურ მეომარს რაღაც უთანხმოება მოსვლია თავის ხალხთან და ხატი შუბით გაუპია. მერე ამბობდნენ, რომ ხატის რისხვა დაატყდა თავს მთელ სოფელს და ჭირმა იფეთქა... იმდენად ვაკჟაცური ხალხი იყვნენ ძველი ხევსურები, მთელი ხევსურეთი რომ არ ამოწყვეტილიყო, მდინარის გადმოღმა ააშენეს აკლდამები - ვინც ჭირით დასნეულდებოდა, თავის ფეხით მიდიოდნენ და სიკვდილს იქ ელოდებოდნენ. იმდენად ბევრი ხალხი იყო აკლდამებში, უკვე მომაკვდავს კლდეზე გადააწვენდნენ და მის ადგილს იკავებდნენ. ხალხი, ვინც იქ ამოიხოცა, მათი გვარი იყო - სისვაური (სისაური სხვაა). სისვი ხევსურულად მწვანე ფერს ნიშნავს, მწვანე თვალები ჰქონდათ და მწვანე ტალავერი ედგათ. ჩემი ნამდვილი გვარიც სისვაური ყოფილა...

- როგორ გადარჩა თქვენი შტო?

- ჭირმა პირიქითა ხევსურეთში - ანატორში იფეთქა. სანამ ჭირი გაჩნდებოდა, პირაქეთა ხევსურეთში ერთ ქალს ვაჟი ჰყოლია დედულეთში გამოგზავნილი. იგი ბებიამ და პაპამ გაზარდეს, რომელიც ლიქოკის ჭალაში დასახლდა და გამრავლდა... ლიქოკი ამბობენ, რომ ქისტური სახელია და მთის ძირში მაცხოვრებელს ნიშნავს. ქისტები შემოსევას ვერ ბედავდნენ მისი შიშით, ყველას ხოცავდაო... აქედან წამოვიდა ჩვენი გვარიც...

- ანატორში დღეს ნასახლარები არის შემორჩენილი?

- ნასახლარები იშვიათად არის შემორჩენილი... არქეოლოგებისთვის ალბათ იქ ძალიან ბევრი რამ იქნებოდა მნიშვნელოვანი. არ ვიცი რატომ, მაგრამ აკლდამებთან ყოველთვის იმდენად საშინელი ქარი ქრის, სანთლებსაც კი ვერ ვანთებთ. ძალიან მისტიური ადგილია! წინ უზარმაზარი შავი კლდეა...

სოფელში დასახლება ვეღარავინ გაბედა, რადგან დაწყევლილ ადგილზე ხევსური არ დასახლდება... მე ძალიან მინდოდა ჩემი წინაპრების ნასახლარის ნახვა, მაგრამ იქ მესაზღვრეები დგანან და გარკვეული ნებართვაა საჭირო... იქაურ მიწაზე რომ ვდგავარ, ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდის. ამ დროს უცხოელებს ვხედავდი, რომლებიც იქ დახტუნაობდნენ, რადგან წარწერებიც კი არ აღირსეს აკლდამებს არცერთ ენაზე, თუ რამდენად დიდი ტრაგედიები დატრიალდა იქ...

მქონდა სურვილი ძვლები დაგვემარხა, მაგრამ ასე შემოინახეს, თვალნათლივ რომ დარჩეს ხევსურების უდიდესი ტკივილი. აკლდამებიდან აკვანიც კი მოიპარეს, რადგან ბებია ამბობდა, რომ მის ბავშვობაში იყო აკვანი აკლდამაში... აუცილებელია ამ აკლდამებს სათანადო ყურადღება მიექცეს და მსოფლიოს შემოვუნახოთ ისტორია ხევსურთა, ქართველთა თავდადების შესახებ!"

მთავარი ფოტო: გიორგი ნიკოლავა

"ჯერ აპარატზე არ იყო შეერთებული, როცა ბადრის გარდაცვალების ამბავი შეიტყო" - რას ჰყვებიან მოსამართლეზე, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს ემსხვერპლა

მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსით გარდაიცვალა

"სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები ბრწყინვალე "შვიდეულის პერიოდში" იქნება" - ამირან გამყრელიძე