პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გვერევა ალერგია სურდოში და როდის შეიძლება გახდეს საჭირო ოპერაციული ჩარევა
რატომ გვერევა ალერგია სურდოში და როდის შეიძლება გახდეს საჭირო ოპერაციული ჩარევა

გა­ზა­ფხუ­ლი დგე­ბა და ბევრ ადა­მი­ან­ში თავს იჩენს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბა, რო­გო­რი­ცაა ალერ­გია. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია შე­საძ­ლოა, ყო­ველ მე-10 ადა­მი­ანს ჰქონ­დეს, ხოლო პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­წილს იგი არა ბავ­შვო­ბი­დან, არა­მედ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზეც უვი­თარ­დე­ბა.

ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ავა­დო­ბი­სა და უუ­ნა­რო­ბის გა­მომ­წვე­ვი ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზია და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვეყ­ნის, ყვე­ლა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი­სა თუ ასა­კის პა­ცი­ენ­ტებ­ში გვხვდე­ბა.

მარ­თა­ლია, ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ, მძი­მე და­ა­ვა­დე­ბებს არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა, მაგ­რამ ცვლის პა­ცი­ენ­ტთა სო­ცი­ა­ლურ ყო­ფას, იწ­ვევს ძი­ლის დარ­ღვე­ვებს, გავ­ლე­ნას ახ­დენს სას­კო­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­სა თუ მუ­შა­ო­ბის ხა­რისხზე. გარ­და ამი­სა, რი­ნი­ტე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ხარ­ჯე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტის მი­ზე­ზებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე AMBEBI.GE-ს ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გი ხა­თუ­ნა ჩი­ტა­ძე ესა­უბ­რე­ბა:

"ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი არ­სე­ბობს:

  • გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბე­ბი;
  • გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის ფაქ­ტო­რი;
  • გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა

თუმ­ცა, ხში­რად ალერ­გი­უ­ლი შე­ტე­ვა შე­საძ­ლოა სურ­დო­ში აგ­ვე­რი­ოს: ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მა ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტია, რო­მე­ლიც გა­ზა­ფხუ­ლი-შე­მოდ­გო­მის პე­რი­ოდ­ში მწვავ­დე­ბა. სტა­ტის­ტი­კუ­რა­დაც, სწო­რედ ალერ­გი­ულ რი­ნიტს უკა­ვია პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ალერ­გი­ულ გა­მოვ­ლი­ნე­ბებს შო­რის.

რი­ნი­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბია: ცე­მი­ნე­ბა; ცრემ­ლდე­ნა; ცხვი­რით სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა; გა­ჭე­დი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა; ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი (უმე­ტე­სად - ცხვირ-ხა­ხა­ში ჩა­ნა­დე­ნის სა­ხით); ყელ­ში ქა­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა; თვა­ლე­ბის ქა­ვი­ლი, ცრემ­ლდე­ნა; ყნოს­ვის და­კარ­გვა.

ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტის დროს, რო­გორც წესი, აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მი­დან ვლინ­დე­ბა ორი ან სამი ჩი­ვი­ლი. ცხვი­რით სუნ­თქვა თან­და­თა­ნო­ბით ძნელ­დე­ბა და შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან გარ­თულ­დეს, გახ­დეს, რაც ხში­რად პა­ცი­ენ­ტი­სათ­ვის ძლი­ე­რი სტრე­სის მი­ზე­ზიც ხდე­ბა.

თუ ადა­მი­ან­მა იცის ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი, თავი უნდა აა­რი­დოს მას, თუმ­ცა უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვებ­ში, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გვერ­დის ავლა გუ­ლის­ხმობს: სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მოს შეც­ვლას, ყო­ველ­დღი­უ­რი ყო­ფის გა­მოც­ვლას. და ა.შ.

თუმ­ცა, არის რამ­დე­ნი­მე რე­კო­მენ­და­ცია:

  • ალერ­გენ­თან კონ­ტაქ­ტის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა;
  • ზა­ფხულ­ში ქუ­ჩა­ში ნაკ­ლე­ბი დრო­ის გა­ტა­რე­ბა;
  • სახ­ლის სა­გულ­და­გუ­ლოდ და­სუფ­თა­ვე­ბა;
  • ახა­ლი კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე და­ტესტვა ამ­ტა­ნო­ბა­ზე;
  • სწო­რი კვე­ბა

- რო­გორ ვიქ­ცე­ვით ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტის დროს?

- აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, და­ზუს­ტდე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოგ­ვარ­დე­ბა თუ პა­ცი­ენ­ტის­თვის სა­სურ­ვე­ლი ეფექ­ტის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა.

ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტის დროს, რო­გორც წესი, ობი­ექ­ტუ­რად იც­ვლე­ბა ცხვი­რის ორი­ვე სა­ვალ­ში ცხვი­რის ნი­ჟა­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბა და ვი­თარ­დე­ბა ნი­ჟა­რე­ბის ჰი­პერტრო­ფია. თუ პრობ­ლე­მა მო­ი­ცავს რამ­დე­ნი­მე წელს, ცხვი­რის ქვე­და ნი­ჟა­რე­ბი მო­ცუ­ლო­ბა­ში იმ­დე­ნად იზ­რდე­ბა, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა მათი შეჭ­მუხვნა მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. დაგ­ვი­ა­ნე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბას ხში­რად მივ­ყა­ვართ ოპე­რა­ცი­ულ ჩა­რე­ვამ­დე, თვით­მკურ­ნა­ლო­ბას კი სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბამ­დე. სწო­რი სუნ­თქვის აღ­დგე­ნის მიზ­ნით, გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მკურ­ნა­ლო­ბის სწო­რი ტაქ­ტი­კის შერ­ჩე­ვას, რაც ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გის კომ­პე­ტენ­ცი­აა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რატომ გვერევა ალერგია სურდოში და როდის შეიძლება გახდეს საჭირო ოპერაციული ჩარევა

რატომ გვერევა ალერგია სურდოში და როდის შეიძლება გახდეს საჭირო ოპერაციული ჩარევა

გაზაფხული დგება და ბევრ ადამიანში თავს იჩენს ისეთი დაავადება, როგორიცაა ალერგია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ალერგიული რეაქცია შესაძლოა, ყოველ მე-10 ადამიანს ჰქონდეს, ხოლო პაციენტების ნაწილს იგი არა ბავშვობიდან, არამედ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზეც უვითარდება.

ალერგიული რინიტები ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც ავადობისა და უუნარობის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია და მსოფლიოს ყველა ქვეყნის, ყველა ეთნიკური ჯგუფისა თუ ასაკის პაციენტებში გვხვდება.

მართალია, ალერგიული რინიტები, ჩვეულებრივ, მძიმე დაავადებებს არ მიეკუთვნება, მაგრამ ცვლის პაციენტთა სოციალურ ყოფას, იწვევს ძილის დარღვევებს, გავლენას ახდენს სასკოლო საქმიანობასა თუ მუშაობის ხარისხზე. გარდა ამისა, რინიტებით გამოწვეული ხარჯებიც მნიშვნელოვანია.

ალერგიული რინიტის მიზეზებსა და რეკომენდაციებზე AMBEBI.GE-ს ოტორინოლარინგოლოგი ხათუნა ჩიტაძე ესაუბრება:

"ალერგიული რეაქციების გააქტიურების რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  • გარემოს ცვლილებები;
  • გლობალური დათბობის ფაქტორი;
  • გენეტიკური განწყობა

თუმცა, ხშირად ალერგიული შეტევა შესაძლოა სურდოში აგვერიოს: ალერგიული რეაქციებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ალერგიული რინიტია, რომელიც გაზაფხული-შემოდგომის პერიოდში მწვავდება. სტატისტიკურადაც, სწორედ ალერგიულ რინიტს უკავია პირველი ადგილი ალერგიულ გამოვლინებებს შორის.

რინიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: ცემინება; ცრემლდენა; ცხვირით სუნთქვის გაძნელება; გაჭედილობის შეგრძნება; ცხვირიდან გამონადენი (უმეტესად - ცხვირ-ხახაში ჩანადენის სახით); ყელში ქავილის შეგრძნება; თვალების ქავილი, ცრემლდენა; ყნოსვის დაკარგვა.

ალერგიული რინიტის დროს, როგორც წესი, აღნიშნული სიმპტომიდან ვლინდება ორი ან სამი ჩივილი. ცხვირით სუნთქვა თანდათანობით ძნელდება და შესაძლოა, ძალიან გართულდეს, გახდეს, რაც ხშირად პაციენტისათვის ძლიერი სტრესის მიზეზიც ხდება.

თუ ადამიანმა იცის ალერგიული რინიტის გამომწვევი მიზეზი, თავი უნდა აარიდოს მას, თუმცა უმრავლეს შემთხვევებში, ეს შეუძლებელია, ვინაიდან აღნიშნული ფაქტორების გვერდის ავლა გულისხმობს: საცხოვრებელი გარემოს შეცვლას, ყოველდღიური ყოფის გამოცვლას. და ა.შ.

თუმცა, არის რამდენიმე რეკომენდაცია:

  • ალერგენთან კონტაქტისგან თავის შეკავება;
  • ზაფხულში ქუჩაში ნაკლები დროის გატარება;
  • სახლის საგულდაგულოდ დასუფთავება;
  • ახალი კოსმეტიკური საშუალების გამოყენებამდე დატესტვა ამტანობაზე;
  • სწორი კვება

- როგორ ვიქცევით ალერგიული რინიტის დროს?

- აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია, რის საფუძველზეც, დაზუსტდება აღნიშნული პრობლემა მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე მოგვარდება თუ პაციენტისთვის სასურველი ეფექტის მისაღებად საჭირო იქნება ქირურგიული ჩარევა.

ალერგიული რინიტის დროს, როგორც წესი, ობიექტურად იცვლება ცხვირის ორივე სავალში ცხვირის ნიჟარების მოცულობა და ვითარდება ნიჟარების ჰიპერტროფია. თუ პრობლემა მოიცავს რამდენიმე წელს, ცხვირის ქვედა ნიჟარები მოცულობაში იმდენად იზრდება, რომ შეუძლებელი ხდება მათი შეჭმუხვნა მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე. დაგვიანებულ მკურნალობას ხშირად მივყავართ ოპერაციულ ჩარევამდე, თვითმკურნალობას კი სავალალო შედეგებამდე. სწორი სუნთქვის აღდგენის მიზნით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევას, რაც ოტორინოლარინგოლოგის კომპეტენციაა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ