პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავინახე, როგორ მოიცელა ჩემს წინ რამდენიმე ბიჭი..." - 63 წელი თბილისის "სისხლიანი მარტის" მოვლენებიდან
"დავინახე, როგორ მოიცელა ჩემს წინ რამდენიმე ბიჭი..." - 63 წელი თბილისის "სისხლიანი მარტის" მოვლენებიდან

1956 წლის 9 მარ­ტი ის­ტო­რი­ას “სის­ხლი­ა­ნი მარ­ტის” სა­ხე­ლით შე­მორ­ჩა. და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნებს 150-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, ძი­რი­თა­დად სტუ­დენ­ტე­ბი და სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­ე­წირ­ნენ... უმ­კაც­რე­სი საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში, კი­თხვის დას­მას, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რა და­ნა­შა­უ­ლი მი­უ­ძღო­დათ ამ ადა­მი­ა­ნებს - ცხა­დია, ვე­რა­ვინ გა­ბე­დავ­და. მე­ტიც - და­ხო­ცი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ოჯა­ხებ­მა ჩუ­მად და­ი­ტი­რეს...

სტა­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ყო­ველ წელს, 3-დან 9 მარ­ტის ჩათ­ვლით თბი­ლის­ში, სა­ნა­პი­რო­ზე, სტა­ლი­ნის ძეგლ­თან იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბით ამ­კობ­დნენ ძეგლს და იგო­ნებ­დნენ „ხალ­ხის მა­მას”. 1955 წელს კი იქ იმ­დე­ნი ხალ­ხი შე­იკ­რი­ბა, შეკ­რე­ბა არა­სან­ქცი­რე­ბულ მი­ტინგს და­ემ­სგავ­სა. 1956 წელს ხრუშ­ჩო­ვის მიერ პარ­ტი­ის მე-20 ყრი­ლო­ბა­ზე სტა­ლი­ნის კულ­ტის დაგ­მო­ბამ, ბე­ლა­დის უფრო მეტი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გა­ა­აქ­ტი­უ­რა.

3 მარ­ტი­დან თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი და­ი­წყო, 7 მარტს კი ლე­ნი­ნის (ახ­ლან­დელ თა­ვი­სუფ­ლე­ბის) მო­ე­დან­ზე გა­მარ­თულ მი­ტინ­გებ­ზე, 70-80 ათა­სამ­დე ადა­მი­ან­მა მო­ი­ყა­რა თავი... 9 მარტს, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სას­ტი­კად და­არ­ბია მი­ტინ­გი, ჯა­რის­კა­ცებ­მა ტყვი­ე­ბით და­ხო­ცეს ათო­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი.

მას შემ­დეგ 63 წელი გა­ვი­და, თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღე­საც აწუ­ხებს კი­თხვა, რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად იმ ღა­მეს თბი­ლის­ში, ვის უქ­მნიდ­ნენ საფრ­თხეს უია­რა­ღო და მშვი­დო­ბი­ა­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი და ვისი ბრძა­ნე­ბით გა­უხ­სნეს ცე­ცხლი, რა­ტომ არ და­ინ­დო საბ­ჭო­თა ჯარ­მა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბი.

მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დუმ­და, შემ­დეგ კი, მომ­ზად­და ჩვე­უ­ლი საბ­ჭო­თა პა­თო­სით გა­ჯე­რე­ბუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, “თუ რა საფრ­თხეს უქ­მნი­და გა­ვე­შე­ბუ­ლი ბრბო კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის შე­ნო­ბა­ში მყოფ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს..."

9 მარ­ტის ღა­მეს და­ღუ­პუ­ლე­ბი

იმ­დრო­ინ­დე­ლი მი­ტინ­გე­ბის მო­ნა­წი­ლე რო­ლანდ სი­ნა­ტაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მა­შინ ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო, AMBEBI.GE-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში 63 წლის წინ მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს იხ­სე­ნებს:

"1953 წელს სტა­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი გახ­და, ხრუშ­ჩო­ვი და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი იმ­დე­ნად მწვა­ვედ და ღიად ცდი­ლობ­დნენ სტა­ლი­ნი­სა და ბე­რი­ას პერ­სო­ნის დაკ­ნი­ნე­ბას, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ერის მი­მართ დის­კრე­დი­ტა­ცი­ულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ჩვენ იმ თა­ო­ბა­ში, იმ წლებ­ში და­ვი­ბა­დეთ და გა­ვი­ზარ­დეთ და ვა­მა­ყობ­დით სტა­ლი­ნის პი­როვ­ნე­ბით...

53-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. სტა­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, გლო­ვის ნიშ­ნად, მა­შინ­დელ პი­ო­ნე­რებს წი­თელ ყელ­სახ­ვევ­ში შავი ნა­ჭე­რი ჰქონ­დათ ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი... ამი­ტო­მაც, ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვის აგ­რე­სი­უ­ლი და ცი­ნი­კუ­რი ქმე­დე­ბე­ბი სტა­ლი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბის სა­ბა­ბი გახ­და. შე­საძ­ლოა, შემ­დეგ ის­ტო­რი­ამ ბევ­რი რამე გა­და­ა­ფა­სა, მაგ­რამ სტა­ლი­ნი ხრუშ­ჩო­ვის გა­საკ­რი­ტი­კე­ბე­ლი და მით უფრო, გა­სა­ქი­ლი­კე­ბე­ლი, ნამ­დვი­ლად არ იყო.

მახ­სოვს, 1956 წელს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყრი­ლო­ბა­ზე კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ნი­კი­ტა ხრუშ­ჩოვ­მა თა­ვის მოხ­სე­ნე­ბა­ში სტა­ლი­ნის პი­როვ­ნე­ბის კულ­ტის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. გა­მომ­სვლე­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ადრე სტა­ლი­ნის ყვე­ლა სი­ტყვა­სა და ნა­მოქ­მე­დარს გე­ნი­ა­ლურს უწო­დებ­დნენ, ბე­ლა­დი გა­აკ­რი­ტი­კეს.

1956 წლის 9 მარტს სა­პა­ტიო ყა­რა­ულ­ში დგო­მის დროს

- ამან გა­მო­იწ­ვია მა­შინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აგ­რე­სია?

- ეს იყო კი­დევ ერთი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­ბო­ლოო ბიძ­გი და ხრუშ­ჩო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ტალ­ღა აგორ­და... 1956 წლის 3 მარ­ტი­დან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყო თბი­ლის­ში. სტუ­დენ­ტებ­მა თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში სტა­ლი­ნის პორ­ტრე­ტე­ბით მო­ა­წყვეს მსვლე­ლო­ბა, მის ძეგლ­თან ვიკ­რი­ბე­ბო­დით და ღა­მეს ვა­თე­ნებ­დით. ძა­ლი­ან ცი­ო­და და მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, თითო სა­ა­თი ვი­დე­ქით მის ძეგლ­თან, შემ­დეგ მო­მი­ტინ­გე­ებს ვუ­ერ­თდე­ბო­დით, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­მო­ვი­და ხალ­ხი... ახ­ლაც მიკ­ვირს რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს.

სკო­ლის შემ­დეგ სახ­ლში არ მივ­დი­ო­დით, მშობ­ლე­ბი ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ, მაგ­რამ ვერ გვი­მორ­ჩი­ლებ­დნენ... 8 მარტს დე­მონ­სტრან­ტებს მხარ­და­ჭე­რა თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა ქარ­ხნი­სა და ფაბ­რი­კის მუ­შებ­მაც გა­მო­უ­ცხა­დეს. ორად გა­ი­ყო მა­შინ­დე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მო­სახ­ლე­ო­ბაც - ერთი ნა­წი­ლის­თვის ეს კრი­ტი­კა მი­სა­ღე­ბი იყო, მე­ო­რე - ვერ ეგუ­ე­ბო­და... საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი, სტა­ლი­ნი­სა და ბე­რი­ას შემ­დეგ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე გა­და­ვი­და. ჩვე­უ­ლებ­რივ, უბ­რა­ლო ქარ­თვე­ლებ­საც ერ­ჩოდ­ნენ, ხრუშ­ჩო­ვის ხალ­ხი თით­ქმის უმი­ზე­ზოდ აპა­ტიმ­რებ­და და ხვრეტ­და ქარ­თვე­ლებს...

- რას ითხოვ­დით?

- ხრუშ­ჩო­ვის პო­ლი­ტი­კის შეც­ვლას. მის სი­ტყვებს უკვე ეთ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, ეროვ­ნულ შე­უ­რა­ცხყო­ფად ვი­ღებ­დით. მო­თხოვ­ნე­ბი თან­და­თან უფრო პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი ხდე­ბო­და. გაჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნაც... მე კლა­სე­ლებ­თან, ლე­ვან ბარ­ბა­ქა­ძე­სა და ოთარ ურუ­შა­ძეს­თან ერ­თად დავ­დი­ო­დი მი­ტინ­გებ­ზე, რო­მელ­საც სტუ­დენ­ტე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ.

ხალ­ხთან სა­სა­უბ­როდ მა­შინ­დე­ლი ცე­კას პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძეც გა­მო­ვი­და, რო­მელ­მაც მო­მი­ტინ­გე­ებ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა სცა­და, მაგ­რამ ამით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა... (ცნო­ბის­თვის, მჟა­ვა­ნა­ძეს “ბავ­შვე­ბის” წყლის ჭავ­ლით დაშ­ლა შეს­თა­ვა­ზეს თურ­მე, რა­ზეც უპა­სუხ­ნია - რას ამ­ბობთ, გა­ცივ­დე­ბი­ა­ნო...)

8 მარ­ტის ღა­მეს, სტუ­დენ­ტებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ვი­ა­ჩეს­ლავ მო­ლო­ტო­ვის­თვის, რო­მე­ლიც სტა­ლი­ნის მე­გობ­რად ით­ვლე­ბო­და, დე­პე­შა გა­ეგ­ზავ­ნათ და აეხ­სნათ, თუ რა ცუდ დღე­ში იყ­ვნენ. თუმ­ცა, ეს ამ­ბა­ვი გახ­მა­ურ­და და წე­რი­ლის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი და­ა­კა­ვეს. კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ჰყავ­დათ ჩა­კე­ტი­ლი. რო­გორც გა­ირ­კვა, იმა­ვე შე­ნო­ბა­ში რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბიც ჰყავ­დათ შეყ­ვა­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც მზად­ყოფ­ნა­ში იყ­ვნენ... ხალ­ხის ტალ­ღა შე­ნო­ბის­კენ წა­ვი­და, რომ ამ ახალ­გაზ­რდე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ე­თხო­ვათ.

გვი­ა­ნი ღამე იყო, რომ კი­ნო­თე­ატრ “თბი­ლი­სის” ბოლო სე­ან­სი­დან გა­მო­სუ­ლე­ბი შე­მოგ­ხვდნენ. პა­რას­კე­ვი ღამე იყო... ეზოს ჭიშ­კა­რი ჩა­კე­ტი­ლი დაგ­ვხვდა. უფ­რო­სე­ბი წინ წა­ვიდ­ნენ, ჩვენ მა­ინც გვიფრ­თხილ­დე­ბოდ­ნენ... ამ დროს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, შე­ნო­ბის თა­ღე­ბი­დან, ფან­ჯრე­ბი­დან სა­ხუ­რა­ვი­დან სამ­ხედ­რო­ებ­მა სრო­ლა და­ი­წყეს. ეს არ იყო “პუს­ტოი” ტყვი­ე­ბი და არც ჰა­ერ­ში უს­ვრი­ათ, და­ვი­ნა­ხე რო­გორ მო­ი­ცე­ლა ჩემს წინ რამ­დე­ნი­მე ბიჭი... ხალ­ხი ჯერ და­იბ­ნა. შემ­დეგ კი ერ­თმა­ნეთს მი­ა­წყდნენ, სრო­ლა არ წყდე­ბო­და... მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი შე­ნო­ბის კე­დელ­თან, კუ­თხე­ში ვი­დე­ქით და ამან გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა.

შემ­დეგ ვი­ღა­ცე­ებ­მა დაგ­ვავ­ლეს ხელი და ქვე­მოთ ჩაგ­ვათ­რი­ეს. ჩი­ტა­ძის ქუ­ჩი­დან, ხოხ­ვით გა­ვე­დით სამ­შვი­დო­ბოს. მე­ო­რე და შემ­დეგ დღე­ებ­ში იყო ჩე­კის­ტე­ბის ფუთ­ფუ­თი, ცდი­ლობ­დნენ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი­ნათ. ით­ქვა, რომ უამ­რა­ვი დაჭ­რი­ლი მან­ქა­ნა­ში შე­ყა­რეს და კაც­მა არ იცის, სად წა­იყ­ვა­ნეს...

შემ­დეგ ისიც ით­ქვა, რომ დაჭ­რი­ლე­ბი პირ­და­პირ მტკვარ­ში გა­და­ყა­რე­სო... წლე­ბის შემ­დეგ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა გვი­თხრეს, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ხო­ცი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მტკვარს ჩა­მოჰ­ქონ­დაო..." - იხ­სე­ნებს რო­ლანდ სი­ნა­ტაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ფო­ტო­ე­ბი: ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე; შსს-ს არ­ქი­ვი; მფლო­ბე­ლე­ბი - ოთარ ურუ­შა­ძე, გივი და­თიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"დავინახე, როგორ მოიცელა ჩემს წინ რამდენიმე ბიჭი..." - 63 წელი თბილისის "სისხლიანი მარტის" მოვლენებიდან

"დავინახე, როგორ მოიცელა ჩემს წინ რამდენიმე ბიჭი..." - 63 წელი თბილისის "სისხლიანი მარტის" მოვლენებიდან

1956 წლის 9 მარტი ისტორიას “სისხლიანი მარტის” სახელით შემორჩა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ტრაგიკულ მოვლენებს 150-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები შეეწირნენ... უმკაცრესი საბჭოთა რეჟიმის პირობებში, კითხვის დასმას, თუ კონკრეტულად რა დანაშაული მიუძღოდათ ამ ადამიანებს - ცხადია, ვერავინ გაბედავდა. მეტიც - დახოცილი ახალგაზრდები ოჯახებმა ჩუმად დაიტირეს...

სტალინის გარდაცვალებიდან ყოველ წელს, 3-დან 9 მარტის ჩათვლით თბილისში, სანაპიროზე, სტალინის ძეგლთან იკრიბებოდნენ ადამიანები, ყვავილებით ამკობდნენ ძეგლს და იგონებდნენ „ხალხის მამას”. 1955 წელს კი იქ იმდენი ხალხი შეიკრიბა, შეკრება არასანქცირებულ მიტინგს დაემსგავსა. 1956 წელს ხრუშჩოვის მიერ პარტიის მე-20 ყრილობაზე სტალინის კულტის დაგმობამ, ბელადის უფრო მეტი თაყვანისმცემელი გაააქტიურა.

3 მარტიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, 7 მარტს კი ლენინის (ახლანდელ თავისუფლების) მოედანზე გამართულ მიტინგებზე, 70-80 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი... 9 მარტს, საბჭოთა ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია მიტინგი, ჯარისკაცებმა ტყვიებით დახოცეს ათობით უდანაშაულო ადამიანი.

მას შემდეგ 63 წელი გავიდა, თუმცა, საზოგადოებას დღესაც აწუხებს კითხვა, რა მოხდა რეალურად იმ ღამეს თბილისში, ვის უქმნიდნენ საფრთხეს უიარაღო და მშვიდობიანი ახალგაზრდები და ვისი ბრძანებით გაუხსნეს ცეცხლი, რატომ არ დაინდო საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი მომიტინგეები.

მაშინდელი ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში დუმდა, შემდეგ კი, მომზადდა ჩვეული საბჭოთა პათოსით გაჯერებული პუბლიკაციები, “თუ რა საფრთხეს უქმნიდა გავეშებული ბრბო კავშირგაბმულობის შენობაში მყოფ მაღალჩინოსნებს..."

9 მარტის ღამეს დაღუპულები

იმდროინდელი მიტინგების მონაწილე როლანდ სინატაშვილი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, AMBEBI.GE-თან ინტერვიუში 63 წლის წინ მომხდარ მოვლენებს იხსენებს:

"1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი გახდა, ხრუშჩოვი და მისი თანამოაზრეები იმდენად მწვავედ და ღიად ცდილობდნენ სტალინისა და ბერიას პერსონის დაკნინებას, რომ ეს ყველაფერი ერის მიმართ დისკრედიტაციულ დამოკიდებულებაში გადაიზარდა. ჩვენ იმ თაობაში, იმ წლებში დავიბადეთ და გავიზარდეთ და ვამაყობდით სტალინის პიროვნებით...

53-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, გლოვის ნიშნად, მაშინდელ პიონერებს წითელ ყელსახვევში შავი ნაჭერი ჰქონდათ ჩატანებული... ამიტომაც, ნიკიტა ხრუშჩოვის აგრესიული და ცინიკური ქმედებები სტალინის წინააღმდეგ, სახალხო მღელვარების საბაბი გახდა. შესაძლოა, შემდეგ ისტორიამ ბევრი რამე გადააფასა, მაგრამ სტალინი ხრუშჩოვის გასაკრიტიკებელი და მით უფრო, გასაქილიკებელი, ნამდვილად არ იყო.

მახსოვს, 1956 წელს საბჭოთა კავშირის ყრილობაზე კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა თავის მოხსენებაში სტალინის პიროვნების კულტის შესახებ ისაუბრა. გამომსვლელებმა, რომლებიც ადრე სტალინის ყველა სიტყვასა და ნამოქმედარს გენიალურს უწოდებდნენ, ბელადი გააკრიტიკეს.

1956 წლის 9 მარტს საპატიო ყარაულში დგომის დროს

- ამან გამოიწვია მაშინდელი საზოგადოების აგრესია?

- ეს იყო კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას, საბოლოო ბიძგი და ხრუშჩოვის წინააღმდეგ ტალღა აგორდა... 1956 წლის 3 მარტიდან საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისში. სტუდენტებმა თბილისის ქუჩებში სტალინის პორტრეტებით მოაწყვეს მსვლელობა, მის ძეგლთან ვიკრიბებოდით და ღამეს ვათენებდით. ძალიან ციოდა და მახსოვს, რამდენიმე ადამიანი, თითო საათი ვიდექით მის ძეგლთან, შემდეგ მომიტინგეებს ვუერთდებოდით, მთელი საქართველოდან ჩამოვიდა ხალხი... ახლაც მიკვირს როგორ მოახერხეს.

სკოლის შემდეგ სახლში არ მივდიოდით, მშობლები ნერვიულობდნენ, მაგრამ ვერ გვიმორჩილებდნენ... 8 მარტს დემონსტრანტებს მხარდაჭერა თბილისის სხვადასხვა ქარხნისა და ფაბრიკის მუშებმაც გამოუცხადეს. ორად გაიყო მაშინდელი საბჭოთა კავშირის მოსახლეობაც - ერთი ნაწილისთვის ეს კრიტიკა მისაღები იყო, მეორე - ვერ ეგუებოდა... საბჭოთა ხელისუფლება კი, სტალინისა და ბერიას შემდეგ, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაზე გადავიდა. ჩვეულებრივ, უბრალო ქართველებსაც ერჩოდნენ, ხრუშჩოვის ხალხი თითქმის უმიზეზოდ აპატიმრებდა და ხვრეტდა ქართველებს...

- რას ითხოვდით?

- ხრუშჩოვის პოლიტიკის შეცვლას. მის სიტყვებს უკვე ეთნიკური ხასიათი ჰქონდა, ეროვნულ შეურაცხყოფად ვიღებდით. მოთხოვნები თანდათან უფრო პოლიტიზებული ხდებოდა. გაჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაც... მე კლასელებთან, ლევან ბარბაქაძესა და ოთარ ურუშაძესთან ერთად დავდიოდი მიტინგებზე, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობდნენ.

ხალხთან სასაუბროდ მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძეც გამოვიდა, რომელმაც მომიტინგეებთან დალაპარაკება სცადა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა... (ცნობისთვის, მჟავანაძეს “ბავშვების” წყლის ჭავლით დაშლა შესთავაზეს თურმე, რაზეც უპასუხნია - რას ამბობთ, გაცივდებიანო...)

8 მარტის ღამეს, სტუდენტებმა გადაწყვიტეს, ვიაჩესლავ მოლოტოვისთვის, რომელიც სტალინის მეგობრად ითვლებოდა, დეპეშა გაეგზავნათ და აეხსნათ, თუ რა ცუდ დღეში იყვნენ. თუმცა, ეს ამბავი გახმაურდა და წერილის ინიციატორები დააკავეს. კავშირგაბმულობის სამინისტროში ჰყავდათ ჩაკეტილი. როგორც გაირკვა, იმავე შენობაში რუსი სამხედროებიც ჰყავდათ შეყვანილი, რომლებიც მზადყოფნაში იყვნენ... ხალხის ტალღა შენობისკენ წავიდა, რომ ამ ახალგაზრდების გათავისუფლება მოეთხოვათ.

გვიანი ღამე იყო, რომ კინოთეატრ “თბილისის” ბოლო სეანსიდან გამოსულები შემოგხვდნენ. პარასკევი ღამე იყო... ეზოს ჭიშკარი ჩაკეტილი დაგვხვდა. უფროსები წინ წავიდნენ, ჩვენ მაინც გვიფრთხილდებოდნენ... ამ დროს, მოულოდნელად, შენობის თაღებიდან, ფანჯრებიდან სახურავიდან სამხედროებმა სროლა დაიწყეს. ეს არ იყო “პუსტოი” ტყვიები და არც ჰაერში უსვრიათ, დავინახე როგორ მოიცელა ჩემს წინ რამდენიმე ბიჭი... ხალხი ჯერ დაიბნა. შემდეგ კი ერთმანეთს მიაწყდნენ, სროლა არ წყდებოდა... მე და ჩემი მეგობრები შენობის კედელთან, კუთხეში ვიდექით და ამან გადაგვარჩინა.

შემდეგ ვიღაცეებმა დაგვავლეს ხელი და ქვემოთ ჩაგვათრიეს. ჩიტაძის ქუჩიდან, ხოხვით გავედით სამშვიდობოს. მეორე და შემდეგ დღეებში იყო ჩეკისტების ფუთფუთი, ცდილობდნენ ეს ყველაფერი გაესაიდუმლოებინათ. ითქვა, რომ უამრავი დაჭრილი მანქანაში შეყარეს და კაცმა არ იცის, სად წაიყვანეს...

შემდეგ ისიც ითქვა, რომ დაჭრილები პირდაპირ მტკვარში გადაყარესო... წლების შემდეგ, აზერბაიჯანელებმა გვითხრეს, მაშინ საქართველოში დახოცილი ადამიანები, მტკვარს ჩამოჰქონდაო..." - იხსენებს როლანდ სინატაშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე; შსს-ს არქივი; მფლობელები - ოთარ ურუშაძე, გივი დათიშვილი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ურეკავენ მოქალაქეებს და, ლუგარის ლაბორატორიის სახელით, სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც სიცრუეა" - დაავადებათა კონტროლის ცენტრი