პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფინანსთა სამინისტრო "ფრესკოს" დამფუძნებელს პასუხობს - "თუ არ დადასტურდა ბრალდებები, მივმართავთ სამართლებრივ გზას"
ფინანსთა სამინისტრო "ფრესკოს" დამფუძნებელს პასუხობს - "თუ არ დადასტურდა ბრალდებები, მივმართავთ სამართლებრივ გზას"

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო შპს "ფრეს­კო შო­პინგ ცენ­ტრის" მფლო­ბე­ლის, ვა­სილ სოფ­რო­მა­ძის მიერ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა. ფი­ნან­სუ­რი უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის მიზ­ნით სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს შემ­დეგს: 2018 წლის 20 თე­ბერ­ვალს, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტმა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დაც­ვით, და­ი­წყო შპს "ფრეს­კო შო­პინგ ცენ­ტრის" საქ­მი­ა­ნო­ბის გას­ვლი­თი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მოწ­მე­ბა.

შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, შემ­დგა­რია შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მოწ­მე­ბის აქ­ტის პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც არ ეთან­ხმე­ბა გა­დამ­ხდე­ლი. ამ ეტაპ­ზე, და­ვას გა­ნი­ხი­ლავს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის და­ვე­ბის გან­ხილ­ვის საბ­ჭო, რომ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­დამ­ხდელს, ასე­ვე, შე­უძ­ლია გა­ა­სა­ჩივ­როს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს და­ვე­ბის გან­ხილ­ვის საბ­ჭოს ფორ­ტში, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნილ­ნი არი­ან, რო­გორც სხვა­დას­ხვა უწყე­ბის, ისე ბიზ­ნე­სის სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

შე­სა­ბა­მი­სად, და­ვის გარ­შე­მო სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე, მიგ­ვაჩ­ნია, რომ „შპს „ფრეს­კო შო­პინგ ცენ­ტრის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მის ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არის უსა­ფუძ­ვლო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ტო­ნი ვა­სილ სოფ­რო­მა­ძის მიერ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელ­თა მიერ ჩა­დე­ნილ შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტებ­ზე.

პირ­ველ რიგ­ში, გვსურს გან­ვა­ცხა­დოთ, რომ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თვის, რო­გორც პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი სა­ჯა­რო უწყე­ბის­თვის, ცალ­სა­ხად მი­უ­ღე­ბე­ლია ისე­თი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით შე­ლა­ხავს სის­ტე­მი­სა და იქ მო­მუ­შა­ვე ათა­სო­ბით მო­ხე­ლის რე­პუ­ტა­ცი­ა­სა და პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას.

სწო­რედ ამ პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შპს "ფრეს­კო შო­პინგ ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლის მიერ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მი­სი მოკ­ვლე­ვა უკვე და­ი­წყო სა­მი­ნის­ტროს შიდა აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტმა.

შიდა აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლე­ბი მზად არი­ან გა­ეც­ნონ იმ ვი­დე­ო­მა­სა­ლას, რო­მელ­ზე­დაც სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა­ში ისა­უბ­რა "ფრეს­კოს" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი მოხ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა, სა­მი­ნის­ტრო მო­ახ­დენს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ რე­ა­გი­რე­ბას.

აქვე, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დე­ბით, რომ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მის მო­ხე­ლე­ებს, გარ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა, არ აქვთ ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა, ხოლო სა­მი­ნის­ტროს რო­გორც გარე, ისე შიდა პე­რი­მეტ­რის დაც­ვა, არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მის თა­ნამ­შრო­მელ­თა მიერ.

შე­სა­ბა­მი­სად, მოკ­ვლე­ვის პე­რი­ოდ­ში, სა­მი­ნის­ტროს შიდა აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტი მზა­დაა, კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ცი­დენ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ეც­ნოს შე­სა­ბა­მის ვი­დე­ო­მა­სა­ლას და მა­სა­ლე­ბი რე­ა­გი­რე­ბის­თვის გა­დას­ცეს ძა­ლო­ვან უწყე­ბებს.

ამას­თან, თუკი სა­მი­ნის­ტროს შიდა აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მა­სა­ლის გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად, არ და­დას­ტურ­და შპს „ფრეს­კო შო­პინგ ცენ­ტრის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის მიერ სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოთ­ქმუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი, სა­მი­ნის­ტრო იტო­ვებს უფ­ლე­ბას, მი­მარ­თოს სა­მარ­თლებ­რივ გზას, ასე­ვე, ბა­ტო­ნი სოფ­რო­მა­ძის მხრი­დან მო­ი­თხო­ვოს სა­ჯა­რო ბო­დი­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნი­სა და სის­ტე­მის რე­პუ­ტა­ცი­ის შეგ­ნე­ბუ­ლად შე­ლახ­ვის გამო", – ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

ფინანსთა სამინისტრო "ფრესკოს" დამფუძნებელს პასუხობს - "თუ არ დადასტურდა ბრალდებები, მივმართავთ სამართლებრივ გზას"

ფინანსთა სამინისტრო "ფრესკოს" დამფუძნებელს პასუხობს - "თუ არ დადასტურდა ბრალდებები, მივმართავთ სამართლებრივ გზას"

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შპს "ფრესკო შოპინგ ცენტრის" მფლობელის, ვასილ სოფრომაძის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. ფინანსური უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოების ინფორმირებისა და მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით სამინისტრო განმარტავს შემდეგს: 2018 წლის 20 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა კანონმდებლობის დაცვით, დაიწყო შპს "ფრესკო შოპინგ ცენტრის" საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგად, შემდგარია შესაბამისი საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, რომელსაც არ ეთანხმება გადამხდელი. ამ ეტაპზე, დავას განიხილავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო, რომლის გადაწყვეტილებაც საჭიროების შემთხვევაში, გადამხდელს, ასევე, შეუძლია გაასაჩივროს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ფორტში, სადაც წარმოდგენილნი არიან, როგორც სხვადასხვა უწყების, ისე ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები.

შესაბამისად, დავის გარშემო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მიგვაჩნია, რომ „შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ გამოთქმული ბრალდებები სახელმწიფოს მხრიდან მის ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

რაც შეეხება ბატონი ვასილ სოფრომაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე.

პირველ რიგში, გვსურს განვაცხადოთ, რომ ფინანსთა სამინისტროსთვის, როგორც პასუხისმგებლიანი საჯარო უწყებისთვის, ცალსახად მიუღებელია ისეთი ქმედება, რომელიც ნებისმიერი ფორმით შელახავს სისტემისა და იქ მომუშავე ათასობით მოხელის რეპუტაციასა და პროფესიულ საქმიანობას.

სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს "ფრესკო შოპინგ ცენტრის" ხელმძღვანელის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი მოკვლევა უკვე დაიწყო სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა.

შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელები მზად არიან გაეცნონ იმ ვიდეომასალას, რომელზედაც საჯარო გამოსვლაში ისაუბრა "ფრესკოს" დამფუძნებელმა და იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება აღნიშნული ბრალდების დადასტურება, სამინისტრო მოახდენს კანონით დადგენილ რეაგირებას.

აქვე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებით, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემის მოხელეებს, გარდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისა, არ აქვთ იარაღის ტარების უფლება, ხოლო სამინისტროს როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრის დაცვა, არ ხორციელდება სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ.

შესაბამისად, მოკვლევის პერიოდში, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მზადაა, კონკრეტული ინციდენტების არსებობის შემთხვევაში, გაეცნოს შესაბამის ვიდეომასალას და მასალები რეაგირებისთვის გადასცეს ძალოვან უწყებებს.

ამასთან, თუკი სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მასალის გამოკვლევის შედეგად, არ დადასტურდა შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიმართოს სამართლებრივ გზას, ასევე, ბატონი სოფრომაძის მხრიდან მოითხოვოს საჯარო ბოდიში საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სისტემის რეპუტაციის შეგნებულად შელახვის გამო", – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ