საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საღამოს დასთან წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა - რას ჰყვება "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებამდე გატაცებული მამაკაცის დედა
საღამოს დასთან წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა - რას ჰყვება "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებამდე გატაცებული მამაკაცის დედა

„სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბამ­დე გა­ტა­ცე­ბუ­ლი ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის, 30 წლის მა­მა­კა­ცის დედა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ადას­ტუ­რებს, რომ მისი ვაჟი წუ­ხელ შინ არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

მისი თქმით, შვი­ლი ბო­ლოს სა­ღა­მოს ნახა, შემ­დეგ ის დას­თან წა­ვი­და, თუმ­ცა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე ვერ მი­ვი­და.

რო­გორც გა­ტა­ცე­ბუ­ლის დედა აცხა­დებს, დღეს, 10:50 სა­ათ­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­უ­კავ­შირ­დნენ და აც­ნო­ბეს, რომ მათი შვი­ლი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სხვა და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ ფლო­ბენ. ისი­ნი და­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბას გლ­დან­ში მდე­ბა­რე პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან ელო­დე­ბი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე გა­ტა­ცე­ბულს, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ახალ­გაზ­რდა ქა­ლიც და­ი­კი­თხა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დამ­სხმე­ლებ­მა „სუ­ბა­რუს“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, ორ ადა­მი­ან­თან ერ­თად, ბანკზე თავ­დას­ხმამ­დე, ჯერ კი­დევ გუ­შინ ღა­მით გა­ი­ტა­ცეს.

„ახალ­გაზ­რდა გოგო მან­ქა­ნით იყო, როცა მათ­ზე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და და ის მან­ქა­ნი­ა­ნად გა­ი­ტა­ცეს. მას­თან ერ­თად გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო კი­დევ ერთი ბიჭი. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ-ფეხ­შეკ­რუ­ლი ჰყავ­დათ, ბანკზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ კი, ბან­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან­ქა­ნი­დან ჩა­მო­აგ­დეს, თა­ვად ჩას­ხდნენ იმა­ვე მან­ქა­ნა­ში და გა­იქ­ცნენ“, - უყ­ვე­ბა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი წყა­რო.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შსს-ს მიერ გლ­დან­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სამი მუხ­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც ერთ-ერთი - 143-ე სწო­რედ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ მიერ მო­პო­ვე­ბულ აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს-ში ამ ეტაპ­ზე არ ადას­ტუ­რე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

საღამოს დასთან წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა - რას ჰყვება "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებამდე გატაცებული მამაკაცის დედა

საღამოს დასთან წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა - რას ჰყვება "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებამდე გატაცებული მამაკაცის დედა

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებამდე გატაცებული ერთ-ერთი მოქალაქის, 30 წლის მამაკაცის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებს, რომ მისი ვაჟი წუხელ შინ არ იმყოფებოდა.

მისი თქმით, შვილი ბოლოს საღამოს ნახა, შემდეგ ის დასთან წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა.

როგორც გატაცებულის დედა აცხადებს, დღეს, 10:50 საათზე, სამართალდამცველები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მათი შვილი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. სხვა დამატებით ინფორმაციას ოჯახის წევრები არ ფლობენ. ისინი დაკითხვის დასრულებას გლდანში მდებარე პოლიციის შენობასთან ელოდებიან.

რაც შეეხება მეორე გატაცებულს, პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდა ქალიც დაიკითხა.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებმა „სუბარუს“ მარკის ავტომობილი, ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე, ჯერ კიდევ გუშინ ღამით გაიტაცეს.

„ახალგაზრდა გოგო მანქანით იყო, როცა მათზე თავდასხმა განხორციელდა და ის მანქანიანად გაიტაცეს. მასთან ერთად გატაცებული იყო კიდევ ერთი ბიჭი. რამდენიმე საათის განმავლობაში ხელ-ფეხშეკრული ჰყავდათ, ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და გაიქცნენ“, - უყვება „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებული წყარო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შსს-ს მიერ გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი - 143-ე სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა „ინტერპრესნიუსის“ მიერ მოპოვებულ აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს