მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც ბიზნესს ვიწყებდი..." -  როგორია საქართველოში ქალებისთვის ბიზნესის კეთება
"როდესაც ბიზნესს ვიწყებდი..." -  როგორია საქართველოში ქალებისთვის ბიზნესის კეთება

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნეს­სექ­ტორ­ში ქა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა მა­მა­კა­ცე­ბის წილს ბევ­რად ჩა­მორ­ჩე­ბა.

ქალ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მიღ­წე­ვის პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს და სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის წეს­რი­გის მთა­ვა­რი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი შე­ხე­დე­ბუ­ლე­ბა და სფე­რო­ე­ბის და­ყო­ფა ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის საქ­მედ. ამ სტე­რე­ო­ტიპს დღეს ბევ­რი ქარ­თვე­ლი ქალი არ­ღვევს და ბიზ­ნეს ისეთ სფე­რო­ში იწყებს, სა­დაც მა­მა­კა­ცე­ბი დო­მი­ნი­რე­ბენ.

„ბიზ­ნესპრე­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და, რთუ­ლია თუ მარ­ტი­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლის­თვის ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა.

ნა­თია მე­ფა­რიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­წარ­მე ქალ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე:

„სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალი მე­წარ­მე­ე­ბი ძი­რი­თა­დად წარ­მოდ­გე­ნენ მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის კომ­პა­ნი­ებს. სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ქა­ლე­ბი უმე­ტე­სად თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან, შე­სა­ბა­მი­სად ირ­გე­ბენ ინდ. მე­წარ­მი­სა და მიკ­რო მე­წარ­მის სტა­ტუსს. მომ­რავ­ლდნენ ქალი სტარ­ტა­პე­რე­ბი, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ თა­ვი­ან­თი იდეა ბიზ­ნე­სად აქ­ცი­ონ და შემ­დეგ გა­ნა­ვი­თა­რონ. თუმ­ცა, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ქა­ლე­ბის­თვის ფი­ნან­სებ­ზე მეტი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ქა­ლე­ბის­თვის, რომ უფრო რთუ­ლია ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა, ამა­ზე მთე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო სა­უბ­რობს, კერ­ძოთ, ევ­რო­კავ­ში­რი სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტე­ბი­სა და პროგ­რა­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლობს ქალ­თა რო­ლის ეკო­ნო­მი­კა­ში გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. უფრო მე­ტიც, რო­დე­საც ხდე­ბა ქვეყ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ სხვა გან­ვი­თა­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით, ქვეყ­ნის­თვის ად­გი­ლის მი­ნი­ჭე­ბი­სას ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტორს ინ­დი­კა­ტო­რის თა­ნახ­მად “ქა­ლებს ბიზ­ნეს­ში” წარ­მო­ად­გენს. ინ­დი­კა­ტო­რის მი­ნი­ჭე­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქალი თა­ვად იყოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და თა­ვად­ვე მარ­თავ­დეს კომ­პა­ნი­ას. ჩვენ არ გაგ­ვაჩ­ნია მე­წარ­მე ქალ­თა რე­ესტრი, რაც ნიშ­ნავს, რომ ქალ­თა ინ­დი­კა­ტო­რის ეს ნა­წი­ლი, სა­დაც სა­ჭი­როა სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ. ეს სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დო­ნო­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ასე­ვე სა­ჯა­რო სექ­ტორ­თან ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, სხვა­დას­ხვა ქა­ლე­ბის­თვის პროგ­რა­მე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბი­სათ­ვის. უფრო გა­სა­გებ ენა­ზე რომ ვთქვა, ჩვე­ნი სო­ცი­უ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მრა­ვა­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც კომ­პა­ნია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ქალ­ზე, თუმ­ცა მხო­ლოდ ფიქ­ტი­უ­რად.

მნიშ­ვნე­ლო­ვან ბა­რი­ე­რებს ჰქმნის სტე­რე­ო­ტი­პე­ბი (ქა­ლე­ბის­თვის ე.წ ტი­პი­ურ, ბიზ­ნე­სად მო­აზ­რე­ბუ­ლი სფე­რო­ე­ბი), გა­რე­მო-იფ­რას­ტრუქ­ტუ­რა, სა­მე­წარ­მეო უნა­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, ფი­ნან­სებ­ზე წვდო­მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა. ის რომ, ქა­ლებ­მა ფეხი მო­ი­კი­დეს მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ში, მე­ფუტკრე­ო­ბა­ში, ენერ­გე­ტი­კა­სა და ლო­ჯის­ტი­კა­ში მიგ­ვა­ნიშ­ნებს ქარ­თველ ქალ­თა გამ­ბე­და­ო­ბა­ზე ბიზ­ნეს­ში. ქა­ლე­ბი თან­და­თან სცდე­ბი­ან ე.წ ტრა­დი­ცი­ულ სფე­რო­ებ­ში საქ­მი­ა­ნო­ბას და ირ­ჩე­ვენ კონ­კუ­რენ­ტულ სექ­ტო­რებს.

მე ვურ­ჩევ­დი ყვე­ლა დამ­წყებ მე­წარ­მე ქალს და თუ ჯერ არ არის რო­მე­ლი­მე დარ­გობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ძი­ოს სა­სურ­ვე­ლი და გახ­დეს წევ­რი. ესე­თი კავ­ში­რე­ბი ნიშ­ნავს იყო ეპი­ცენ­ტრში და ჩა­ერ­თო სხვა­დას­ხვა ინი­ცი­ა­ტი­ვებ­სა თუ აქ­ტი­ვო­ბებ­ში“. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"როდესაც ბიზნესს ვიწყებდი..." -  როგორია საქართველოში ქალებისთვის ბიზნესის კეთება

"როდესაც ბიზნესს ვიწყებდი..." -  როგორია საქართველოში ქალებისთვის ბიზნესის კეთება

საქართველოში ბიზნესსექტორში ქალების ჩართულობა მამაკაცების წილს ბევრად ჩამორჩება.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს და საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარი შემადგენელი ნაწილია.

საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპული შეხედებულება და სფეროების დაყოფა ქალისა და მამაკაცის საქმედ. ამ სტერეოტიპს დღეს ბევრი ქართველი ქალი არღვევს და ბიზნეს ისეთ სფეროში იწყებს, სადაც მამაკაცები დომინირებენ.

„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, რთულია თუ მარტივი საქართველოში ქალისთვის ბიზნესის კეთება.

ნათია მეფარიშვილი საქართველოში მეწარმე ქალთა საბჭოს თავმჯდომარე:

„საქართველოში ქალი მეწარმეები ძირითადად წარმოდგენენ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ქალები უმეტესად თვითდასაქმებულები არიან, შესაბამისად ირგებენ ინდ. მეწარმისა და მიკრო მეწარმის სტატუსს. მომრავლდნენ ქალი სტარტაპერები, რაც ძალიან სასიხარულოა, რომლებიც ცდილობენ თავიანთი იდეა ბიზნესად აქციონ და შემდეგ განავითარონ. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ განვითარებისთვის ქალებისთვის ფინანსებზე მეტი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია.

ქალებისთვის, რომ უფრო რთულია ბიზნესის კეთება, ამაზე მთელი თანამედროვე სამყარო საუბრობს, კერძოთ, ევროკავშირი სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების საშუალებით ცდილობს ქალთა როლის ეკონომიკაში გაძლიერებაზე. უფრო მეტიც, როდესაც ხდება ქვეყნების შეფასება, ეკონომიკური თუ სხვა განვითარების მაჩვენებლებით, ქვეყნისთვის ადგილის მინიჭებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ინდიკატორის თანახმად “ქალებს ბიზნესში” წარმოადგენს. ინდიკატორის მინიჭებისას მნიშვნელოვანია, რომ ქალი თავად იყოს დამფუძნებელი და თავადვე მართავდეს კომპანიას. ჩვენ არ გაგვაჩნია მეწარმე ქალთა რეესტრი, რაც ნიშნავს, რომ ქალთა ინდიკატორის ეს ნაწილი, სადაც საჭიროა სტატისტიკური ინფორმაცია, ვერ ვაკმაყოფილებთ. ეს სტატისტიკური ინფორმაცია მნიშვნელოვანია დონორებთან მიმართებაში და ასევე საჯარო სექტორთან ინიციატივების მხარდასაჭერად, სხვადასხვა ქალებისთვის პროგრამების გააქტიურებისათვის. უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, ჩვენი სოციუმიდან გამომდინარე მრავალი შემთხვევაა, როდესაც კომპანია რეგისტრირებულია ქალზე, თუმცა მხოლოდ ფიქტიურად.

მნიშვნელოვან ბარიერებს ჰქმნის სტერეოტიპები (ქალებისთვის ე.წ ტიპიურ, ბიზნესად მოაზრებული სფეროები), გარემო-იფრასტრუქტურა, სამეწარმეო უნარების ნაკლებობა, ფინანსებზე წვდომის ეფექტიანობა. ის რომ, ქალებმა ფეხი მოიკიდეს მეღვინეობაში, მეფუტკრეობაში, ენერგეტიკასა და ლოჯისტიკაში მიგვანიშნებს ქართველ ქალთა გამბედაობაზე ბიზნესში. ქალები თანდათან სცდებიან ე.წ ტრადიციულ სფეროებში საქმიანობას და ირჩევენ კონკურენტულ სექტორებს.

მე ვურჩევდი ყველა დამწყებ მეწარმე ქალს და თუ ჯერ არ არის რომელიმე დარგობრივი ასოციაციის წევრი, აუცილებლად მოიძიოს სასურველი და გახდეს წევრი. ესეთი კავშირები ნიშნავს იყო ეპიცენტრში და ჩაერთო სხვადასხვა ინიციატივებსა თუ აქტივობებში“. წაიკითხეთ სრულად

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ