პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდამსხმელებმა ყაჩაღობამდე ორი ადამიანი გაიტაცეს - "რამდენიმე საათი ხელ-ფეხშეკრული საბარგულში ჰყავდათ"
თავდამსხმელებმა ყაჩაღობამდე ორი ადამიანი გაიტაცეს - "რამდენიმე საათი ხელ-ფეხშეკრული საბარგულში ჰყავდათ"

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გლ­დან­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ი­მალ­ნენ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, თავ­დამ­სხმე­ლებ­მა „სუ­ბა­რუს“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, ორ ადა­მი­ან­თან ერ­თად, ბანკზე თავ­დას­ხმამ­დე ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე გა­ი­ტა­ცეს.

„ახალ­გაზ­რდა გოგო მან­ქა­ნით იყო, როცა მას­ზე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და და ის მან­ქა­ნი­ა­ნად გა­ი­ტა­ცეს. მას­თან ერ­თად გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო კი­დევ ერთი ბიჭი. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ-ფეხ­შეკ­რუ­ლი ჰყავ­დათ, ბანკზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ კი, ბან­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან­ქა­ნი­დან ჩა­მო­აგ­დეს, თა­ვად ჩას­ხდნენ იმა­ვე მან­ქა­ნა­ში და გა­იქ­ცნენ“, - უყ­ვე­ბა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი წყა­რო.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შსს-ს მიერ გლ­დან­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც ერთ-ერთი - 143-ე სწო­რედ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ მიერ მო­პო­ვე­ბულ აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს-ში ამ ეტაპ­ზე არ ადას­ტუ­რე­ბენ.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა გოგო და ბიჭი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ მან­ქა­ნი­ა­ნად გა­ი­ტა­ცეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ბან­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ყა­ჩა­ღო­ბის ად­გილ­ზე ჩა­მო­აგ­დეს, ამ დრო­ის­თვის და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

თავდამსხმელებმა ყაჩაღობამდე ორი ადამიანი გაიტაცეს - "რამდენიმე საათი ხელ-ფეხშეკრული საბარგულში ჰყავდათ"

თავდამსხმელებმა ყაჩაღობამდე ორი ადამიანი გაიტაცეს - "რამდენიმე საათი ხელ-ფეხშეკრული საბარგულში ჰყავდათ"

არსებული ინფორმაციით, გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელები ტერიტორიიდან გატაცებული ავტომობილით მიიმალნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, თავდამსხმელებმა „სუბარუს“ მარკის ავტომობილი, ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე ჯერ კიდევ რამდენიმე საათით ადრე გაიტაცეს.

„ახალგაზრდა გოგო მანქანით იყო, როცა მასზე თავდასხმა განხორციელდა და ის მანქანიანად გაიტაცეს. მასთან ერთად გატაცებული იყო კიდევ ერთი ბიჭი. რამდენიმე საათის განმავლობაში ხელ-ფეხშეკრული ჰყავდათ, ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და გაიქცნენ“, - უყვება „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებული წყარო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შსს-ს მიერ გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლითაა დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი - 143-ე სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა „ინტერპრესნიუსის“ მიერ მოპოვებულ აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო და ბიჭი, რომლებიც საკუთარ მანქანიანად გაიტაცეს, მოგვიანებით კი, ბანკის ტერიტორიაზე, ყაჩაღობის ადგილზე ჩამოაგდეს, ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს