სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არა ინტელექტის ოკუპაციას - საავტორო უფლებების სფეროში რუსული საფრთხე ძლიერდება
არა ინტელექტის ოკუპაციას - საავტორო უფლებების სფეროში რუსული საფრთხე ძლიერდება

რუ­სე­თის ოკუ­პა­ცია, რო­მე­ლიც გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ით და­ი­წყო, სხვა­დას­ხვა ფორ­მით კვლა­ვაც გრძელ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე მწვა­ვე და მტკივ­ნე­უ­ლი მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­აა, თუმ­ცა არა­ნაკ­ლებ სა­ყუ­რა­დღე­ბოა ინ­ტე­ლექ­ტის ოკუ­პა­ცია, რო­მელ­მაც უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში მე­ტად აქ­ტი­უ­რი სახე მი­ი­ღო. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზე ხდე­ბა, თუმ­ცა რუ­სე­თი ცდი­ლობს ეს ინ­ფორ­მა­ცია არას­წო­რად და სა­თა­ვი­სოდ მი­ა­წო­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და თა­ვად და­ი­წყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და ჰო­ნო­რა­რე­ბის მი­ღე­ბა-გა­ნა­წი­ლე­ბა. საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია, რად­გან რუ­სე­თი ცი­ხის შიგ­ნი­დან გა­ტეხ­ვის გზით მოქ­მე­დებს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის ასო­ცი­ა­ცია 1999 წელს შე­იქ­მნა და მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი და საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი­თაა გა­წე­რი­ლი. თუმ­ცა ბევ­რი სუ­ბი­ექ­ტუ­რი თუ ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზის გამო ასო­ცი­ა­ცი­ამ აქ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა 2012 წლი­დან და­წყო. აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში ჰო­ნო­რა­რის შეგ­რო­ვე­ბის მხრივ რე­გი­ო­ნის ლი­დე­რე­ბი უკ­რა­ი­ნა და რუ­სე­თი იყ­ვნენ. სა­ქარ­თვე­ლო 2012 წლამ­დე წლი­უ­რად 250 000 ლარს აგ­რო­ვებ­და. 2015 წელს უკვე რე­გი­ო­ნის ლი­დე­რად იქცა. 2018 წელს ჰო­ნო­რარ­მა 5 100 000 ლარს მი­აღ­წია. ამ შე­დე­გით სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ბი­ცია აქვს, რომ გა­უ­თა­ნაბრდეს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებს. ასო­ცი­ა­ცი­ის ანა­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით 239-ია და მათ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას CISAC ჰქვია. სწო­რედ CISAC-ის რე­ი­ტინ­გით გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს 2015 წელს რე­გი­ო­ნის ლი­დე­რი, რაც რუ­სე­თის­თვის სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა.

რუ­სე­თის სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯი იყო 2017 წელს ევ­რა­ზი­ის უფ­ლე­ბის მფლო­ბელ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის (EACOP) და­არ­სე­ბა. რუ­სეთ­მა კონ­ფე­დე­რა­ცი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა ხუთი ქვე­ყა­ნა: აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი, ხა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი და ბე­ლო­რუ­სი. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, შე­იქ­მნა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ობი­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრი, რო­მელ­მაც და­ი­წყო კონ­ფე­დე­რა­ცი­ის წევრ ქვეყ­ნებ­ში შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რი­სა და ამ ჰო­ნო­რა­რის მფლო­ბელ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­კონ­ტრო­ლე­ბა.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში (GCA) გან­მარ­ტა­ვენ, EACOP-ის და­არ­სე­ბის­თა­ნა­ვე რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­ი­წყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რო­მელ­საც რე­ა­ლუ­რად ზე­წო­ლის სახე ჰქონ­და. სა­ქარ­თვე­ლოს­გან ევ­რა­ზი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ.

„ჩვენ, ბუ­ნებ­რი­ვია, მათ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე უარი ვთქვით, რა­საც არა­ერ­თი მი­ზე­ზი ჰქონ­და. ჩვენ ვართ ლი­დე­რი რე­გი­ონ­ში და აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ამ პო­ზი­ცი­ას აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვა­კარ­გი­ნებ­და. მე­ო­რე მხრივ, ეს კავ­ში­რი ურ­თი­ერ­თო­ბას გაგ­ვი­ფუ­ჭებ­და CISAC-თან. ასე­ვე, ეს ხელს შე­უშ­ლი­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ხელ­მო­წე­რილ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ევ­რო­კავ­შირ­თან, სა­დაც ერთი მთლი­ა­ნი თავი ეთ­მო­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბას და მისი დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ნა­კის­რი აქვს ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს. ანუ ეს პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას.

უა­რით რუ­სე­თი ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ან­და და ზე­წო­ლის ახა­ლი ხერ­ხს მი­მარ­თეს. მათ შექ­მნეს ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია დათო ხუ­ჯა­ძი­სა და აჩი ფურ­ცე­ლა­ძის ჩარ­თუ­ლო­ბით, რო­მე­ლიც რუ­სე­თის გეგ­მით GCA-ის ალ­ტერ­ნა­ტი­ვად მო­ი­აზ­რე­ბა.

ოკუ­პან­ტი სწო­რედ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს ჩვენ­ზე. ამ­ბო­ბენ, რომ თით­ქოს რუ­სე­თის მიერ მარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია უკეთ იმუ­შა­ვებს, მეტ ჰო­ნო­რარს შე­აგ­რო­ვებს და მის­ცემს ავ­ტო­რებს. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უკვე და­ი­წყეს შეხ­ვედ­რე­ბი ავ­ტო­რებ­თან და გა­და­ბი­რე­ბის მიზ­ნით მათ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა“ - გან­მარ­ტავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე გიგა კო­ბა­ლა­ძე.

რო­გორც სა­კი­თხის მოკ­ვლე­ვი­სას გა­ირ­კვა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია GCA-ს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და შემ­ცვლე­ლი ვერ გახ­დე­ბა, რად­გან ამის იუ­რი­დი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა უბ­რა­ლოდ არ აქვს. კა­ნო­ნით მკაც­რად არის გან­სა­ზღვრუ­ლი, რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გას­ცეს ნე­ბარ­თვა და შე­აგ­რო­ვოს ჰო­ნო­რა­რი, ანუ იყოს კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის სტა­ტუ­სის მქო­ნე, ამის­თვის მას მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ანა­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან ურ­თი­ერ­თწარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს გა­ფორ­მე­ბუ­ლი. თუ მხო­ლოდ მუ­სი­კის სფე­რო­ზე ვი­სა­უბ­რებთ, მათ უნდა ჰქონ­დეთ მი­ნი­მუმ 120 ასე­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რად­გან სულ 239 ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით.

GCA-ს 202 ასე­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აქვს. თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც კი უმ­ცი­რე­სია იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი მო­აგ­რო­ვოს, რად­გან უცხო­ე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა შე­უძ­ლი­ათ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ისი­ნი GCA-სთან გა­წყვე­ტენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. ამას კი კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბი სჭირ­დე­ბა, რაც არ არ­სე­ბობს.

მე­ო­რე იუ­რუ­დუ­ი­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არის ასე­ვე კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი კრი­ტე­რი­უ­მი, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ერთ სფე­რო­ში შე­იქ­მნას მხო­ლოდ ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებს და­ა­რე­გუ­ლი­რებს. ის კი GCA-ის სა­ხით უკვე არ­სე­ბობს.

რუ­სე­თის მიერ მარ­თუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი ავ­ტო­რებ­ზე ფუ­ლით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა­საც ცდი­ლო­ბენ და ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თით­ქოს რუ­სეთს ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ლარი აქვს გად­მო­რი­ცხუ­ლი, ვიდ­რე ავ­ტო­რებ­მა მი­ი­ღეს. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით ოფი­ცი­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით და გა­ვარ­კვი­ეთ, რომ უკა­ნას­კნე­ლი 5 წლის მან­ძილ­ზე რუ­სეთს გად­მო­რი­ცხუ­ლი აქვს ჯამ­ში 125 000 ლარი, სა­ქარ­თვე­ლოს კი რუ­სე­თის­თვის გა­რა­დი­ცხუ­ლი აქვს 420 000 ლარი. ამ ციფ­რე­ბი­და­ნაც ცალ­სა­ხაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის ასო­ცი­ა­ცია რუ­სე­თი­სა­ზე უკეთ მუ­შა­ობს.

„ისი­ნი იმა­საც კი ამ­ბო­ბენ, რომ ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის სა­ხელ­ზე რუ­სეთ­ში უკვე შეგ­რო­ვე­ბუ­ლია დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჰო­ნო­რა­რი, რო­მე­ლიც მათ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შემ­დეგ ჩა­ე­რი­ცხე­ბათ. მთა­ვა­რი საფრ­თხე კი არის RAO-ს მიერ შექ­მნი­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ობი­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრი IP CHAIN, რო­მე­ლიც კონ­ფე­დე­რა­ცი­ის წევრ წვეყ­ნებ­ში შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რის და ამ ჰო­ნო­რა­რის მფლო­ბელ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის აკონ­ტრო­ლებს. სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქარ­თველ ავ­ტორ­თა შე­სა­ხებ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც რუ­სე­თის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა,“ - და­ა­მა­ტა გიგა კო­ბა­ლა­ძემ.

ინ­ტე­ლექ­ტის ოკუ­პა­ცი­ის საფრ­თხე რომ რე­ა­ლუ­რია, ამა­ზე ნათ­ლად მე­ტყვე­ლე­ბის უკ­რა­ი­ნის მა­გა­ლი­თიც. გეგ­მა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლო­ში სურს, მან უკ­რა­ი­ნა­ში 2013 წელს უკვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. უკ­რა­ი­ნის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია (UACRR) 2013 წლამ­დე რე­გი­ონ­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე იყო. რუ­სეთ­მა, ზუს­ტად იგი­ვე მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, უკვე არ­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­სუს­ტე­ბის მიზ­ნით, შეძ­ლო შე­ექ­მნა თავ­და­პირ­ვე­ლად 2, ხოლო სა­ბო­ლოო ჯამ­ში 19 და­მა­ტე­ბი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რა­მაც სი­ტუ­ა­ცი­ის უკი­დუ­რე­სად გა­უ­ა­რე­სე­ბა და შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რის ათ­ჯერ შემ­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. შე­დე­გად, უკ­რა­ი­ნამ არა­თუ და­კარ­გა ლი­დე­რის პო­ზი­ცია, არა­მედ აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლა­ზე ჩა­მორ­ჩე­ნილ ქვე­ყა­ნა­თა შო­რის.

„ახლა რუ­სე­თი ცდი­ლობს იგი­ვე სცე­ნა­რი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­შიც. უკ­რა­ი­ნის მა­გა­ლი­თი ცხადს ხდის იმ ფაქტს, რომ თუ ოკუ­პან­ტმა გეგ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰო­ნო­რა­რი და­რა­მა­ტუ­ლად შემ­ცირ­დე­ბა. ეს რომ არ მოხ­დეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ თვი­თონ ავ­ტო­რე­ბი არ წა­მო­ე­გონ პრვო­ვო­კა­ცი­ა­ზე და არ და­ი­ჯე­რონ და­პი­რე­ბე­ბი, რო­მელ­საც ჩვენ მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი აწ­ვდი­ან მათ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რაც. მე უკვე შე­ვა­ტყო­ბი­ნე საფრ­თხის შე­სა­ხებ მათ და ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნის სცე­ნა­რი სა­ქარ­თვე­ლო­შიც არ მოხ­დეს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია საქპა­ტენ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბაც, რო­მე­ლიც არის სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის გან­მსა­ზღვრე­ლი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებ­ში. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ საქპა­ტენ­ტის პო­ზი­ცია დღემ­დე ადეკ­ვა­ტუ­რია და ისი­ნი ცალ­სა­ხად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ რუ­სე­თის მიერ და­გეგ­მი­ლი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა პირ­და­პირ შე­უშ­ლის ხელს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პაკვში­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლა­სა და ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას,“ - აღ­ნიშ­ნავს GCA-ის თავ­მჯდო­მა­რე.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის ასო­ცი­ა­ცია, ამ სფე­როს მთა­ვარ მო­თა­მა­შე­ებ­თან, ბრა­ვო რე­ქორდსთან და GMI Rights Management-თან ერ­თად გრძნობს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე და სწო­რედ ამი­ტომ, იწყებს სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას: არა ინ­ტე­ლექ­ტის ოკუ­პა­ცი­ას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

არა ინტელექტის ოკუპაციას - საავტორო უფლებების სფეროში რუსული საფრთხე ძლიერდება

არა ინტელექტის ოკუპაციას - საავტორო უფლებების სფეროში რუსული საფრთხე ძლიერდება

რუსეთის ოკუპაცია, რომელიც გასულ საუკუნეში საბჭოთა ოკუპაციით დაიწყო, სხვადასხვა ფორმით კვლავაც გრძელდება. ყველაზე მწვავე და მტკივნეული მცოცავი ოკუპაციაა, თუმცა არანაკლებ საყურადღებოა ინტელექტის ოკუპაცია, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში მეტად აქტიური სახე მიიღო. საავტორო უფლებების დაცვა საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალ დონეზე ხდება, თუმცა რუსეთი ცდილობს ეს ინფორმაცია არასწორად და სათავისოდ მიაწოდოს საზოგადოებას და თავად დაიწყოს საქართველოში საავტორო უფლებების დაცვა და ჰონორარების მიღება-განაწილება. საფრთხე რეალურია, რადგან რუსეთი ციხის შიგნიდან გატეხვის გზით მოქმედებს.

საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია 1999 წელს შეიქმნა და მისი უფლებამოსილებები და საქმიანობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონითაა გაწერილი. თუმცა ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო ასოციაციამ აქტიური საქმიანობა 2012 წლიდან დაწყო. აღნიშნულ პერიოდში ჰონორარის შეგროვების მხრივ რეგიონის ლიდერები უკრაინა და რუსეთი იყვნენ. საქართველო 2012 წლამდე წლიურად 250 000 ლარს აგროვებდა. 2015 წელს უკვე რეგიონის ლიდერად იქცა. 2018 წელს ჰონორარმა 5 100 000 ლარს მიაღწია. ამ შედეგით საქართველოს ამბიცია აქვს, რომ გაუთანაბრდეს აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს. ასოციაციის ანალოგიური ორგანიზაციები მსოფლიო მასშტაბით 239-ია და მათ გაერთიანებას CISAC ჰქვია. სწორედ CISAC-ის რეიტინგით გახდა საქართველოს 2015 წელს რეგიონის ლიდერი, რაც რუსეთისთვის სასიხარულო ამბავი ნამდვილად არ ყოფილა.

რუსეთის საპასუხო ნაბიჯი იყო 2017 წელს ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაციის (EACOP) დაარსება. რუსეთმა კონფედერაციაში შეიყვანა ხუთი ქვეყანა: აზერბაიჯანი, სომხეთი, ხაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი. პარალელურ რეჟიმში, შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი, რომელმაც დაიწყო კონფედერაციის წევრ ქვეყნებში შეგროვებული ჰონორარისა და ამ ჰონორარის მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გაკონტროლება.

როგორც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) განმარტავენ, EACOP-ის დაარსებისთანავე რუსეთმა საქართველოსთან დაიწყო მოლაპარაკებები, რომელსაც რეალურად ზეწოლის სახე ჰქონდა. საქართველოსგან ევრაზიის კონფედერაციაში გაერთიანებას მოითხოვდნენ.

„ჩვენ, ბუნებრივია, მათთან გაერთიანებაზე უარი ვთქვით, რასაც არაერთი მიზეზი ჰქონდა. ჩვენ ვართ ლიდერი რეგიონში და აღნიშნული გაერთიანება ამ პოზიციას აუცილებლად დაგვაკარგინებდა. მეორე მხრივ, ეს კავშირი ურთიერთობას გაგვიფუჭებდა CISAC-თან. ასევე, ეს ხელს შეუშლიდა საქართველოს სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, სადაც ერთი მთლიანი თავი ეთმობა ინტელექტუალურ საკუთრებას და მისი დაცვის ვალდებულებას, რომელიც ნაკისრი აქვს ჩვენს სახელმწიფოს. ანუ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ასოცირების ხელშეკრულებას.

უარით რუსეთი ძალიან გაღიზიანდა და ზეწოლის ახალი ხერხს მიმართეს. მათ შექმნეს ახალი ორგანიზაცია დათო ხუჯაძისა და აჩი ფურცელაძის ჩართულობით, რომელიც რუსეთის გეგმით GCA-ის ალტერნატივად მოიაზრება.

ოკუპანტი სწორედ ამ ორგანიზაციის ჩართულობით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს ჩვენზე. ამბობენ, რომ თითქოს რუსეთის მიერ მართული ორგანიზაცია უკეთ იმუშავებს, მეტ ჰონორარს შეაგროვებს და მისცემს ავტორებს. სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს შეხვედრები ავტორებთან და გადაბირების მიზნით მათთან მოლაპარაკება“ - განმარტავს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე.

როგორც საკითხის მოკვლევისას გაირკვა, აღნიშნული ორგანიზაცია GCA-ს ალტერნატივა და შემცვლელი ვერ გახდება, რადგან ამის იურიდიული შესაძლებლობა უბრალოდ არ აქვს. კანონით მკაცრად არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება ორგანიზაციას ჰქონდეს უფლებამოსილება გასცეს ნებართვა და შეაგროვოს ჰონორარი, ანუ იყოს კოლექტიური მართვის სტატუსის მქონე, ამისთვის მას მსოფლიოში არსებული ანალოგიური ორგანიზაციების უმრავლესობასთან ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს გაფორმებული. თუ მხოლოდ მუსიკის სფეროზე ვისაუბრებთ, მათ უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 120 ასეთი ხელშეკრულება, რადგან სულ 239 ორგანიზაციაა მსოფლიო მასშტაბით.

GCA-ს 202 ასეთი ხელშეკრულება აქვს. თეორიული შანსიც კი უმცირესია იმისა, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ საჭირო რაოდენობის ხელშეკრულებები მოაგროვოს, რადგან უცხოეთის ორგანიზაციებს ხელშეკრულების გაფორმება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი GCA-სთან გაწყვეტენ თანამშრომლობას. ამას კი კონკრეტული მიზეზები სჭირდება, რაც არ არსებობს.

მეორე იურუდუილი წინააღმდეგობა არის ასევე კანონით დადგენილი კრიტერიუმი, რომ შესაძლებელია, ერთ სფეროში შეიქმნას მხოლოდ ერთი ორგანიზაცია, რომელიც საავტორო უფლებებს დაარეგულირებს. ის კი GCA-ის სახით უკვე არსებობს.

რუსეთის მიერ მართული გაერთიანებები ავტორებზე ფულით მანიპულირებასაც ცდილობენ და ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს რუსეთს ამ წლების განმავლობაში რამდენიმე მილიონი ლარი აქვს გადმორიცხული, ვიდრე ავტორებმა მიიღეს. ჩვენ დავინტერესდით ოფიციალური მაჩვენებლებით და გავარკვიეთ, რომ უკანასკნელი 5 წლის მანძილზე რუსეთს გადმორიცხული აქვს ჯამში 125 000 ლარი, საქართველოს კი რუსეთისთვის გარადიცხული აქვს 420 000 ლარი. ამ ციფრებიდანაც ცალსახაა, რომ საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია რუსეთისაზე უკეთ მუშაობს.

„ისინი იმასაც კი ამბობენ, რომ ქართველი ავტორების სახელზე რუსეთში უკვე შეგროვებულია დიდი რაოდენობით ჰონორარი, რომელიც მათ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ ჩაერიცხებათ. მთავარი საფრთხე კი არის RAO-ს მიერ შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი IP CHAIN, რომელიც კონფედერაციის წევრ წვეყნებში შეგროვებული ჰონორარის და ამ ჰონორარის მფლობელთა შესახებ ინფორმაციის აკონტროლებს. საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში ქართველ ავტორთა შესახებ სრული ინფორმაციაც რუსეთის ხელში აღმოჩნდება,“ - დაამატა გიგა კობალაძემ.

ინტელექტის ოკუპაციის საფრთხე რომ რეალურია, ამაზე ნათლად მეტყველების უკრაინის მაგალითიც. გეგმა, რომლის განხორციელებაც რუსეთს საქართველოში სურს, მან უკრაინაში 2013 წელს უკვე განახორციელა. უკრაინის საავტორო უფლებების ორგანიზაცია (UACRR) 2013 წლამდე რეგიონში ლიდერის პოზიციაზე იყო. რუსეთმა, ზუსტად იგივე მეთოდების გამოყენებით, უკვე არსებული ორგანიზაციის დასუსტების მიზნით, შეძლო შეექმნა თავდაპირველად 2, ხოლო საბოლოო ჯამში 19 დამატებითი ორგანიზაცია, რამაც სიტუაციის უკიდურესად გაუარესება და შეგროვებული ჰონორარის ათჯერ შემცირება გამოიწვია. შედეგად, უკრაინამ არათუ დაკარგა ლიდერის პოზიცია, არამედ აღმოჩნდა ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანათა შორის.

„ახლა რუსეთი ცდილობს იგივე სცენარი განახორციელოს საქართველოშიც. უკრაინის მაგალითი ცხადს ხდის იმ ფაქტს, რომ თუ ოკუპანტმა გეგმა განახორციელა, საქართველოში ჰონორარი დარამატულად შემცირდება. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია, რომ თვითონ ავტორები არ წამოეგონ პრვოვოკაციაზე და არ დაიჯერონ დაპირებები, რომელსაც ჩვენ მიერ დასახელებული პირები აწვდიან მათ. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაც. მე უკვე შევატყობინე საფრთხის შესახებ მათ და ვთხოვე დახმარება, რომ უკრაინის სცენარი საქართველოშიც არ მოხდეს. აუცილებელია საქპატენტის ჩართულობაც, რომელიც არის სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი საავტორო უფლებებში. მოხარული ვარ, რომ საქპატენტის პოზიცია დღემდე ადეკვატურია და ისინი ცალსახად აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი გეგმის განხორციელება პირდაპირ შეუშლის ხელს საქართველოს ევროპაკვშირის მიმართულებით სვლასა და ასოცირების ხელშეკრულებას,“ - აღნიშნავს GCA-ის თავმჯდომარე.

საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია, ამ სფეროს მთავარ მოთამაშეებთან, ბრავო რექორდსთან და GMI Rights Management-თან ერთად გრძნობს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და სწორედ ამიტომ, იწყებს საინფორმაციო კამპანიას: არა ინტელექტის ოკუპაციას!

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ