პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფრესკოს" დამფუძნებელი ხელისუფლებას აფრთხილებს - "კაპიკს" ვერ აიღებთ ჩემგან"
"ფრესკოს" დამფუძნებელი ხელისუფლებას აფრთხილებს - "კაპიკს" ვერ აიღებთ ჩემგან"

კომ­პა­ნია „ფრეს­კოს“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ბიზ­ნეს­მე­ნი ვა­სილ სოფ­რო­მა­ძე პო­ლი­ტი­კო­სებს მი­მარ­თავს. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში სოფ­რო­მა­ძე ბიზ­ნე­სი­სად­მი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს და პო­ლი­ტი­კო­სებს გონ­ზე მოს­ვლის­კენ მო­უ­წო­დებს.

„მე არ ვარ არც ერთი ასო­ცი­ა­ცი­ის, არც ერთი ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რი. არაფ­რის პრი­ვა­ტი­ზე­ბა არ გა­მი­კე­თე­ბია ცხოვ­რე­ბა­ში არც სა­ქარ­თვე­ლო­ში და არც სხვა ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ბიზ­ნე­სი მი­კე­თე­ბია. არას­დროს ვყო­ფილ­ვარ შემ­ჩნე­უ­ლი რო­მე­ლი­მე მთავ­რო­ბას­თან მე­გობ­რო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ან ყო­ფი­ლის, ან ახ­ლან­დე­ლის. მე, ვასო სოფ­რო­მა­ძე არ ვარ გა­ჩე­რე­ბუ­ლი, მე ხმას ვი­ღებ, მე ვლა­პა­რა­კობ, მე ვიბ­რძვი და მერე რა, რომ მე ერთი წე­ლი­წა­დია უკვე ჰა­ერ­ში და­კი­დე­ბუ­ლი ვყა­ვარ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­და­სა­ხა­დო სტრუქ­ტუ­რებს, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა რეგ­ლა­მენ­ტის დარ­ღვე­ვით ვერ და­დეს სა­გა­და­სა­ხა­დო დას­კვნა, ვი­ნა­ი­დან იცი­ან, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს.

მათ არც იმან უშ­ვე­ლა, რომ ჩვენ მო­ვიწ­ვი­ეთ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის დიდი ოთხე­უ­ლი­დან ერთ-ერთი და მან დადო დას­კვნა, რო­მელ­მაც ქვა-ქვა­ზე არ და­ტო­ვა ყვე­ლა იმ შე­ნიშ­ვნი­დან, რო­მე­ლიც სა­გა­და­სა­ხა­დო სტრუქ­ტუ­რებ­მა ჩვენ წაგ­ვი­ყე­ნეს. მერე რა, რომ მე ამის შე­სა­ხებ ღიად ვი­ლა­პა­რა­კე, მერე რა, რომ მე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ვი­ტა­ნე ჩემი სა­ჩი­ვა­რი, მერე რა, რომ მე ფი­ნანსთა მი­ნისტრს წე­რი­ლი მივ­წე­რე, მერე რა, რომ მე ამა­ზე ღიად ვლა­პა­რა­კობ, რამე შე­იც­ვა­ლა, რამე მოხ­და? რას გვე­უბ­ნე­ბით ჩვენ თქვენ? - მე თქვენ მოგ­მარ­თავთ - პო­ლი­ტი­კო­სებს.

ჩვე­ნი გა­და­სა­ხა­დე­ბით, ჩვე­ნი თან­ხე­ბით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი და­დი­ხართ ჩვენს ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ში და ას­ხამთ ბენ­ზინს, და­დი­ხართ ჩვენს მარ­კე­ტებ­ში და ყი­დუ­ლობთ პრო­დუქ­ცი­ას, და­დი­ხართ ჩვენს ბან­კებ­ში და ღე­ბუ­ლობთ მომ­სა­ხუ­რე­ბას, თქვენ ჩვენ გვებ­ნე­ბით ამას? თქვენ მი­იყ­ვა­ნეთ ეს ქვე­ყა­ნა აქამ­დე, თქვენ, ბა­ტო­ნე­ბო, თქვენ - ყვე­ლა თქვენ­თა­გან­მა და არა ოპო­ზი­ცი­ამ, ერ­თმა­ნეთ­თან კინ­კლა­ო­ბით, ერ­თმა­ნეთ­ში გა­უ­გებ­რო­ბე­ბით. რა გინ­დათ თქვენ, რა? - ამ მში­ერ­მა ხალ­ხმა...

მე ხალ­ხის სა­ხე­ლით კი არ ვლა­პა­რა­კობ, მე ვლა­პა­რა­კობ იმას, რა­საც ვგრძნობ, რომ ხალ­ხს უჭირს. ღერ­ღილ­ზე და სი­მინ­დის ფქვილ­ზე და 5 და 10-ლარ­ზე მოგ­ცათ ხმა და თქვენ არ იცით რო­გო­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ხართ თქვენ და სა­ი­დან მოხ­ვე­დით და რო­გორ მოხ­ვდით პარ­ლა­მენ­ტში არ იცით? - რა გინ­დათ ჩვენ­გან, რა გა­ვა­კე­თოთ? გე­კი­თხე­ბით, რა გა­ვა­კე­თოთ? გვე­უბ­ნე­ბით, სა­კუ­თა­რი თავი და­ი­ცა­ვი­თო? ვე­ლუ­რი და­სავ­ლე­თია? ვინ­ჩეს­ტე­რი ავი­ღოთ ხელ­ში? რა გინ­დათ, რომ გა­ვა­კე­თოთ? ჩვენ არ ვამ­ბობთ იმას, რომ თუ რამე არას­წო­რად ხდე­ბა, არ უნდა იყოს სას­ჯე­ლი.

ჩვენ ვამ­ბობთ, რომ გა­მო­ი­ძი­ეთ, და­უმ­ტკი­ცეთ და და­სა­ჯეთ. სად არის პრე­ზუმფცია, რომ ადა­მი­ა­ნი თა­ვი­დან მარ­თა­ლია? მე, ვასო სოფ­რო­მა­ძემ რა გა­ვა­კე­თო, გარ­და იმი­სა, რა­საც ვა­კე­თებ? იმის გამო, რა­საც ვამ­ბობ, გგო­ნი­ათ მე მე­ში­ნია? ვინც არ უნდა აბა­კუ­ნოს ფეხი თქვენს წყნარ პო­ლი­ტი­კურ კა­ბი­ნე­ტებ­ში, თქვენ გგო­ნი­ათ, მე თქვე­ნი მე­ში­ნია და თქვენ მე გა­მა­ჩე­რებთ? რო­გორ ფიქ­რობთ, თქვენ მე ხმას ჩა­მაგ­დე­ბი­ნებთ? ყო­ველ დღე რომ ეუბ­ნე­ბით ჩვენს ხალ­ხს და ჩვენ რომ ცხვრე­ბი ვართ, თქვენ მე მარ­თლა ცხვა­რი გგო­ნი­ვართ? რო­გორ ფიქ­რობთ, ბა­ტო­ნე­ბო? - ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა იცით რა არის? თქვენ უმე­ტე­სო­ბა ცხვრე­ბი, მგლე­ბის ტყავ­ში გა­დაც­მუ­ლე­ბი რომ ჭკუ­ას და ნო­ტა­ცი­ას გვი­კი­თხავთ.

ხში­რად მსმე­ნია, არ უნდა იყოს ამ ქვე­ყა­ნა­ში და არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი. ვე­თან­ხმე­ბი ამას. არ უნდა იყოს, და­ვა­მა­ტებ, არც გა­მორ­ჩე­უ­ლი ბიზ­ნე­სე­ბი უნდა იყოს, მაგ­რამ სწო­რია, როცა ჩემი კონ­კუ­რენ­ტი კომ­პა­ნია „კარ­ფუ­რი“ დღემ­დე არ იხ­დის დღგ-ს გა­და­სა­ხადს და მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი არ შე­დის სა­ხელ­მწი­ფოს ბი­უ­ჯეტ­ში? ეს ჩემი ბრა­ლია და ეს არის თქვე­ნი სწო­რი მიდ­გო­მა ბიზ­ნე­სის მი­მართ? თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, იმას, რა­საც ჩვენ ვფლობთ, იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მა­გა­ლი­თად, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში, იმ სა­კი­თხებ­ზე, რა­ზეც გვე­და­ვე­ბი­ან, თქვენ მარ­თლა გინ­დათ და­გი­დოთ კად­რე­ბი, რო­გორ იპა­რა­ვენ თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი? - პა­სუხს ვა­გებ ჩემს ყვე­ლა სი­ტყვა­ზე - რო­გორ იპა­რა­ვენ თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, თქვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩემს მა­ღა­ზი­ებ­ში? რო­გორ ატ­რი­ა­ლე­ბენ ია­რაღს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ე­ბის წი­ნა­შე თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, გინ­დათ და­გი­დოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი?

მე არ მინ­დო­და, რომ ასე ემო­ცი­უ­რი ყო­ფი­ლი­ყო ჩემი გა­მოს­ვლა. მინ­დო­და უფრო ცი­ვი­ლურ, მშვიდ ტემ­ბრში მე­ლა­პა­რა­კა თქვენ­თან - თქვენ გზას არ გვი­ტო­ვებთ.

მო­გი­წო­დებთ, კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დებთ, ნუ ექ­ცე­ვით ბიზ­ნესს, რო­გორც ქუ­ჩის ქალს. ბიზ­ნე­სი სა­კად­რის პა­სუხს გაგ­ცემთ, და­მი­ჯე­რეთ. როცა ერთ მშვე­ნი­ერ დღეს თქვენ გა­მოხ­ვალთ თქვე­ნი სახ­ლე­ბი­დან - თქვენ, პო­ლი­ტი­კო­სებს გე­უბ­ნე­ბით და ვერ ჩა­ას­ხამთ ბენ­ზინს ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ში, ვერ იყი­დით პრო­დუქტს ჩვენს მარ­კე­ტებ­ში, ვერ მი­ი­ღებთ მომ­სა­ხუ­რე­ბას ჩვენს ბან­კებ­ში და ჩვენ ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებთ.

გონს მო­ე­გეთ, მე გირ­ჩევთ. არც იმის გან­ცდა მაქვს, რომ თქვენ მე ამას შე­მარ­ჩენთ. ჩემი მი­სა­მარ­თი ხომ იცით? სა­დაა ჩემი სა­თაო ოფი­სი, ხომ იცით? ყვე­ლა­ფე­რი ინ­ფორ­მა­ცია ხომ გაქვთ ჩემ­ზე? მე გე­ლით! მე ჩემ­სას გა­ვა­კე­თებ, მე ჩემ­სას მი­ვაღ­წევ. "კა­პიკს" ვერ აი­ღებთ ჩემ­გან", - ნათ­ქვა­მია პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სად­მი ვა­სილ სოფ­რო­მა­ძის მი­მარ­თვა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა
ავტორი:

"ფრესკოს" დამფუძნებელი ხელისუფლებას აფრთხილებს - "კაპიკს" ვერ აიღებთ ჩემგან"

"ფრესკოს" დამფუძნებელი ხელისუფლებას აფრთხილებს - "კაპიკს" ვერ აიღებთ ჩემგან"

კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე პოლიტიკოსებს მიმართავს. ვიდეომიმართვაში სოფრომაძე ბიზნესისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას მწვავედ აკრიტიკებს და პოლიტიკოსებს გონზე მოსვლისკენ მოუწოდებს.

„მე არ ვარ არც ერთი ასოციაციის, არც ერთი ფედერაციის წევრი. არაფრის პრივატიზება არ გამიკეთებია ცხოვრებაში არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში, სადაც ბიზნესი მიკეთებია. არასდროს ვყოფილვარ შემჩნეული რომელიმე მთავრობასთან მეგობრობაში საქართველოში ან ყოფილის, ან ახლანდელის. მე, ვასო სოფრომაძე არ ვარ გაჩერებული, მე ხმას ვიღებ, მე ვლაპარაკობ, მე ვიბრძვი და მერე რა, რომ მე ერთი წელიწადია უკვე ჰაერში დაკიდებული ვყავარ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუქტურებს, რომლებმაც ყველა რეგლამენტის დარღვევით ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა, ვინაიდან იციან, რომ აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს.

მათ არც იმან უშველა, რომ ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი და მან დადო დასკვნა, რომელმაც ქვა-ქვაზე არ დატოვა ყველა იმ შენიშვნიდან, რომელიც საგადასახადო სტრუქტურებმა ჩვენ წაგვიყენეს. მერე რა, რომ მე ამის შესახებ ღიად ვილაპარაკე, მერე რა, რომ მე პროკურატურაში შევიტანე ჩემი საჩივარი, მერე რა, რომ მე ფინანსთა მინისტრს წერილი მივწერე, მერე რა, რომ მე ამაზე ღიად ვლაპარაკობ, რამე შეიცვალა, რამე მოხდა? რას გვეუბნებით ჩვენ თქვენ? - მე თქვენ მოგმართავთ - პოლიტიკოსებს.

ჩვენი გადასახადებით, ჩვენი თანხებით დაფინანსებული დადიხართ ჩვენს ავტოგასამართ სადგურებში და ასხამთ ბენზინს, დადიხართ ჩვენს მარკეტებში და ყიდულობთ პროდუქციას, დადიხართ ჩვენს ბანკებში და ღებულობთ მომსახურებას, თქვენ ჩვენ გვებნებით ამას? თქვენ მიიყვანეთ ეს ქვეყანა აქამდე, თქვენ, ბატონებო, თქვენ - ყველა თქვენთაგანმა და არა ოპოზიციამ, ერთმანეთთან კინკლაობით, ერთმანეთში გაუგებრობებით. რა გინდათ თქვენ, რა? - ამ მშიერმა ხალხმა...

მე ხალხის სახელით კი არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ იმას, რასაც ვგრძნობ, რომ ხალხს უჭირს. ღერღილზე და სიმინდის ფქვილზე და 5 და 10-ლარზე მოგცათ ხმა და თქვენ არ იცით როგორი პოლიტიკოსები ხართ თქვენ და საიდან მოხვედით და როგორ მოხვდით პარლამენტში არ იცით? - რა გინდათ ჩვენგან, რა გავაკეთოთ? გეკითხებით, რა გავაკეთოთ? გვეუბნებით, საკუთარი თავი დაიცავითო? ველური დასავლეთია? ვინჩესტერი ავიღოთ ხელში? რა გინდათ, რომ გავაკეთოთ? ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ თუ რამე არასწორად ხდება, არ უნდა იყოს სასჯელი.

ჩვენ ვამბობთ, რომ გამოიძიეთ, დაუმტკიცეთ და დასაჯეთ. სად არის პრეზუმფცია, რომ ადამიანი თავიდან მართალია? მე, ვასო სოფრომაძემ რა გავაკეთო, გარდა იმისა, რასაც ვაკეთებ? იმის გამო, რასაც ვამბობ, გგონიათ მე მეშინია? ვინც არ უნდა აბაკუნოს ფეხი თქვენს წყნარ პოლიტიკურ კაბინეტებში, თქვენ გგონიათ, მე თქვენი მეშინია და თქვენ მე გამაჩერებთ? როგორ ფიქრობთ, თქვენ მე ხმას ჩამაგდებინებთ? ყოველ დღე რომ ეუბნებით ჩვენს ხალხს და ჩვენ რომ ცხვრები ვართ, თქვენ მე მართლა ცხვარი გგონივართ? როგორ ფიქრობთ, ბატონებო? - ყველაზე დიდი პრობლემა იცით რა არის? თქვენ უმეტესობა ცხვრები, მგლების ტყავში გადაცმულები რომ ჭკუას და ნოტაციას გვიკითხავთ.

ხშირად მსმენია, არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში და არც ერთ ქვეყანაში გამორჩეული ბიზნესმენები. ვეთანხმები ამას. არ უნდა იყოს, დავამატებ, არც გამორჩეული ბიზნესები უნდა იყოს, მაგრამ სწორია, როცა ჩემი კონკურენტი კომპანია „კარფური“ დღემდე არ იხდის დღგ-ს გადასახადს და მილიონობით ლარი არ შედის სახელმწიფოს ბიუჯეტში? ეს ჩემი ბრალია და ეს არის თქვენი სწორი მიდგომა ბიზნესის მიმართ? თქვენ როგორ ფიქრობთ, იმას, რასაც ჩვენ ვფლობთ, იმ ინფორმაციას, მაგალითად, ფინანსთა სამინისტროში, იმ საკითხებზე, რაზეც გვედავებიან, თქვენ მართლა გინდათ დაგიდოთ კადრები, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები? - პასუხს ვაგებ ჩემს ყველა სიტყვაზე - როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, თქვენი დეპარტამენტების წამყვანი სპეციალისტები ჩემს მაღაზიებში? როგორ ატრიალებენ იარაღს ახალგაზრდა გოგოების წინაშე თქვენი თანამშრომლები, დაცვის თანამშრომლები, გინდათ დაგიდოთ ეს ყველაფერი?

მე არ მინდოდა, რომ ასე ემოციური ყოფილიყო ჩემი გამოსვლა. მინდოდა უფრო ცივილურ, მშვიდ ტემბრში მელაპარაკა თქვენთან - თქვენ გზას არ გვიტოვებთ.

მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ ექცევით ბიზნესს, როგორც ქუჩის ქალს. ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ, დამიჯერეთ. როცა ერთ მშვენიერ დღეს თქვენ გამოხვალთ თქვენი სახლებიდან - თქვენ, პოლიტიკოსებს გეუბნებით და ვერ ჩაასხამთ ბენზინს ბენზინგასამართ სადგურში, ვერ იყიდით პროდუქტს ჩვენს მარკეტებში, ვერ მიიღებთ მომსახურებას ჩვენს ბანკებში და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

გონს მოეგეთ, მე გირჩევთ. არც იმის განცდა მაქვს, რომ თქვენ მე ამას შემარჩენთ. ჩემი მისამართი ხომ იცით? სადაა ჩემი სათაო ოფისი, ხომ იცით? ყველაფერი ინფორმაცია ხომ გაქვთ ჩემზე? მე გელით! მე ჩემსას გავაკეთებ, მე ჩემსას მივაღწევ. "კაპიკს" ვერ აიღებთ ჩემგან", - ნათქვამია პოლიტიკოსებისადმი ვასილ სოფრომაძის მიმართვაში.

ბათუმის ბულვარის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს - "მათ დამსაჯეს, ეს მოსალოდნელი იყო... ეს არის მათი დასასრულის დასაწყისი"

"დავიტანჯე იმაზე ფიქრით, პარლამენტში ვინ შემოვა და ვინ არა - 2 კინკილა კაცი ვართ, 2 დეპუტატის საქმესაც გავაკეთებთ და გაცილებით მეტსაც" - ელისაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"