საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასაქმების ღონისძიება "დაასაქმე სმარტსტუდენტი" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში
დასაქმების ღონისძიება "დაასაქმე სმარტსტუდენტი" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

მსხვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო და ქარ­თუ­ლი ბრენ­დე­ბი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბის მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტში ჩა­ერ­თნენ. პრო­ექ­ტის "და­ა­საქ­მე სმარტსტუ­დენ­ტი" პრე­ზენ­ტა­ცია დღეს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თა.

და­საქ­მე­ბის პრო­ექ­ტში მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. მას­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა კი ყვე­ლა სხარტ და ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის მქო­ნე სტუ­დენტს შე­უძ­ლია. სწო­რედ ამ სმარტსტუ­დენ­ტებს უამ­რა­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­კუ­თარ კომ­პა­ნი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ციფ­რულ ტრანსფორ­მა­ცი­ა­ში ჩარ­თავს.

ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ზარ­ზე ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი გა­მორ­ჩე­ულ ად­გილს იკა­ვებს სტუ­დენ­დე­ბის და­საქ­მე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და კო­მერ­ცი­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო სტარ­ტა­პე­ბის სიმ­რავ­ლით. შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა მას­შტა­ბი­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ამ სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბა და მათ მიერ ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის და­ნერგვა სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვაა.

რო­გორც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი ნინო ენუ­ქი­ძე გან­მარ­ტავს, მათ­თვის სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბა და პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დის დან­რეგ­ვა ნო­მერ პირ­ვე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტია. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სწო­რედ სწავ­ლი­სა და მუ­შა­ო­ბის ინ­ტეგ­რა­ცია გვაძ­ლევს მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცურ კადრს. სწო­რედ ამი­ტომ აქ­ცე­ვენ ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­საქ­მე­ბას ასეთ დიდ ყუ­რა­დღე­ბას.

ამ ეტაპ­ზე სმარტსტუ­დენ­ტე­ბის დამ­საქ­მებ­ლე­ბე შო­რის არი­ან: PSP, Muk, GMA Georgia, Sky Hi, Mccann, Spectre, mercedes benz, Biblus, Palitra L, Greennet, UGT, BOG, Nordic, Beta solution, BDO, Evex, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი, West Invest.

სტუ­დენ­ტე­ბი და­საქმდე­ბი­ან სხვა­დას­ხვა დე­პარ­ტა­მენ­ტებ­ში: ფი­ნან­სე­ბი, მარ­კე­ტინ­გი, ოპე­რა­ცი­ე­ბი, ლო­ჯის­ტი­კა, ად­მი­ნის­ტრა­ცია და სხვა, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შა­ოს პა­რა­ლე­ლუ­რად მო­ახ­დე­ნენ პრო­ცე­სე­ბის სკა­ნი­რე­ბას და მათი შეს­რუ­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე ინო­ვა­ცი­უ­რი, ეფექ­ტი­ა­ნი და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას მე­ნე­ჯმენ­ტის­თვის. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და მათ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­მუ­შაო პო­ზი­ცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი სის­ტე­მა­ტი­უ­რად იზ­რდე­ბა და გა­მარ­თუ­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში BTU-მ ყვე­ლა დე­ტა­ლი წა­რუდ­გე­ნა სტუ­დენ­ტებს და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა კი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყო­ველ­სე­მესტრუ­ლად ტარ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

დასაქმების ღონისძიება "დაასაქმე სმარტსტუდენტი" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

დასაქმების ღონისძიება "დაასაქმე სმარტსტუდენტი" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

მსხვილი საერთაშორისო და ქართული ბრენდები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმების მასშტაბურ პროექტში ჩაერთნენ. პროექტის "დაასაქმე სმარტსტუდენტი" პრეზენტაცია დღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა.

დასაქმების პროექტში მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულებით არიან ჩართულები. მასში გაწევრიანება კი ყველა სხარტ და ინოვაციური იდეების მქონე სტუდენტს შეუძლია. სწორედ ამ სმარტსტუდენტებს უამრავი ორგანიზაცია საკუთარ კომპანიაში მიმდინარე პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში ჩართავს.

ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გამორჩეულ ადგილს იკავებს სტუდენდების დასაქმებისა და სტუდენტების მიერ შექმნილი ტექნოლოგიური და კომერციულად საინტერესო სტარტაპების სიმრავლით. შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბისა და მიმართულების კომპანიებისთვის ამ სტუდენტების დასაქმება და მათ მიერ ინოვაციური პროცესების დანერგვა საინტერესო გამოწვევაა.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ნინო ენუქიძე განმარტავს, მათთვის სტუდენტების დასაქმება და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის დანრეგვა ნომერ პირველი პრიორიტეტია. მისივე განმარტებით, სწორედ სწავლისა და მუშაობის ინტეგრაცია გვაძლევს მაღალკვალიფიცურ კადრს. სწორედ ამიტომ აქცევენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დასაქმებას ასეთ დიდ ყურადღებას.

ამ ეტაპზე სმარტსტუდენტების დამსაქმებლებე შორის არიან: PSP, Muk, GMA Georgia, Sky Hi, Mccann, Spectre, mercedes benz, Biblus, Palitra L, Greennet, UGT, BOG, Nordic, Beta solution, BDO, Evex, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, West Invest.

სტუდენტები დასაქმდებიან სხვადასხვა დეპარტამენტებში: ფინანსები, მარკეტინგი, ოპერაციები, ლოჯისტიკა, ადმინისტრაცია და სხვა, სადაც ყოველდღიურად შესასრულებელი სამუშაოს პარალელურად მოახდენენ პროცესების სკანირებას და მათი შესრულებისთვის ყველაზე ინოვაციური, ეფექტიანი და მაღალტექნოლოგიური მეთოდების შეთავაზებას მენეჯმენტისთვის. ორგანიზაციების და მათ მიერ შეთავაზებული სამუშაო პოზიციების ჩამონათვალი სისტემატიურად იზრდება და გამართული პრეზენტაციის ფარგლებში BTU-მ ყველა დეტალი წარუდგენა სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.

ღონისძიება კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ყოველსემესტრულად ტარდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი