პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას არ სურს, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას არ სურს, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

სან­ზო­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის გო­გო­ნას დე­დამ, ლელა ქსოვ­რელ­მა მისი საქ­მის ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გან­ხილ­ვა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ჟორ­ჟო­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს, გარ­დაც­ვლილ ბავ­შვს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და, რაც მას­ზე დე­დის მხრი­დან სის­ტე­მა­ტურ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"და­ზი­ა­ნე­ბე­ბის სიმ­რავ­ლე და მათი გან­ლა­გე­ბა სხე­უ­ლის ყვე­ლა ნა­წილ­ში, ჩვე­ნი და ექ­სპერ­ტი­ზის მო­საზ­რე­ბით, გა­მო­რი­ცხავს ერთჯე­რა­დი და­ცე­მის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბას ამას­თა­ნა­ვე, დას­კვნის მი­ხედ­ვით, სიკ­ვდი­ლის დად­გო­მამ­დე, მოკ­ლე პე­რი­ოდ­შია მი­ღე­ბუ­ლი ეს და­ზი­ა­ნე­ბა. არას­რულ­წლო­ვანს არა­ერ­თი და­ზი­ა­ნე­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­თა ხან­დაზ­მუ­ლო­ბაც სხვა­დას­ხვაა. მათ შო­რის არის, 4-5 დღის, ასე­ვე 8-9 დღის და­ზი­ა­ნე­ბა. ამი­ტომ ლელა ქსოვ­რელს არა­მარ­ტო ერთჯე­რა­დი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბის­თვის აქვს ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი, მას ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სის­ტე­მა­ტი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის­თვი­საც, რაც არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა.

VIDEO: შიდა კად­რე­ბი სა­სა­მარ­თლო­დან, სა­დაც 4 წლის გო­გო­ნას ცე­მით სიკ­ვდილ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დე­დის, ლელა ქსოვ­რე­ლის საქ­მე გა­ნი­ხი­ლე­ბა

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს. ასე­ვე გა­და­ი­სინ­ჯა ქსოვ­რე­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა და ის უც­ვლე­ლი დარ­ჩა. ლელა ქსოვ­რე­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მას პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი და­უმ­ძი­მა. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, 4 წლის გო­გო­ნას ქსოვ­რელ­მა თა­ვის არე­ში სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა ქალა-ტვი­ნის ბლაგ­ვი ტრავ­მის სა­ხით, რა­მაც მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას ტვი­ნის მკვეთ­რი შე­შუ­პე­ბა და სის­ხლჩაქ­ცე­ვა გა­მო­იწ­ვია, რის შემ­დე­გაც ის გარ­და­იც­ვა­ლა.

"2019 წლის 25 თე­ბერ­ვალს ლ.ქ.-ს წა­რედ­გი­ნა და­ზუს­ტე­ბუ­ლი ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 111.117-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯა­ხის წევ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას, რა­მაც მისი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ. ასე­ვე, 111.126-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “დ“ ქვე­პუნ­ქტით, რაც ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის სის­ტე­მა­ტურ ცე­მა­სა და ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და 111.381-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით, რაც შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2019 წლის 21 იან­ვრი­დან - 22 იან­ვრამ­დე ღა­მის პე­რი­ოდ­ში, ლ.ქ.-მ თა­ვის არას­რულ­წლო­ვან შვილს ნ.ზ.-ს თა­ვის არე­ში მი­ა­ყე­ნა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ქალა-ტვი­ნის ბლაგ­ვი ტრავ­მის სა­ხით. მი­ყე­ნე­ბულ­მა და­ზი­ა­ნე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია სის­ხლჩაქ­ცე­ვა და თა­ვის ტვი­ნის მკვეთ­რი შე­შუ­პე­ბა, შე­დე­გად 2019 წლის 22 იან­ვა­რის დი­ლის სა­ა­თებ­ში ნ.ზ. გარ­და­იც­ვა­ლა", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 22 იან­ვარს, სან­ზო­ნა­ში 4 წლის ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა, ლელა ქსოვ­რე­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს, მას არას­რულ­წლო­ვან­თან კონ­ტაქ­ტი ეკ­რძა­ლე­ბო­და.

00:00 / 00:00
ავტორი:

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას არ სურს, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას არ სურს, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედამ, ლელა ქსოვრელმა მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განხილვაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ განუცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, გარდაცვლილ ბავშვს სხეულის სხვადასხვა ადგილებზე დაზიანებები ჰქონდა, რაც მასზე დედის მხრიდან სისტემატურ ძალადობას გულისხმობს.

"დაზიანებების სიმრავლე და მათი განლაგება სხეულის ყველა ნაწილში, ჩვენი და ექსპერტიზის მოსაზრებით, გამორიცხავს ერთჯერადი დაცემის შედეგად დაზიანების მიყენებას ამასთანავე, დასკვნის მიხედვით, სიკვდილის დადგომამდე, მოკლე პერიოდშია მიღებული ეს დაზიანება. არასრულწლოვანს არაერთი დაზიანება აქვს მიყენებული, რომელთა ხანდაზმულობაც სხვადასხვაა. მათ შორის არის, 4-5 დღის, ასევე 8-9 დღის დაზიანება. ამიტომ ლელა ქსოვრელს არამარტო ერთჯერადი მძიმე დაზიანების მიყენებისთვის აქვს ბრალი წაყენებული, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სისტემატიური ძალადობისთვისაც, რაც არასრულწლოვნის მიმართ მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

VIDEO: შიდა კადრები სასამართლოდან, სადაც 4 წლის გოგონას ცემით სიკვდილში ბრალდებული დედის, ლელა ქსოვრელის საქმე განიხილება

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ასევე გადაისინჯა ქსოვრელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა და ის უცვლელი დარჩა. ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

"2019 წლის 25 თებერვალს ლ.ქ.-ს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან - 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა", - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, სანზონაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა გარდაცვლილი გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს