მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმოიდგინეთ, "დაშლილებში" მაღალ ქუსლებზე და მაკიაჟით რომ ვიარო" - 21 წლის გოგონა, რომელიც გაფუჭებული ავტომობილების გაკეთებაში დაგეხმარებათ
"წარმოიდგინეთ, "დაშლილებში" მაღალ ქუსლებზე და მაკიაჟით რომ ვიარო" - 21 წლის გოგონა, რომელიც გაფუჭებული ავტომობილების გაკეთებაში დაგეხმარებათ

ანა აბა­ში­ძე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც ავ­ტო­ა­სის­ტენ­ტად მუ­შა­ობს. მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი 21 წლის სტუ­დენ­ტი გო­გო­ნა ხში­რად ამ­სხვრევს სტე­რე­ო­ტიპს. 16 წლის იყო, კა­ფე­ში რომ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა ჭურ­ჭლის მრე­ცხა­ვად, შემ­დეგ მუ­შა­ობ­და მიმ­ტა­ნა­დაც, არი­გებ­და ფლა­ე­რებს. მოკ­ლედ, პა­ტარ-პა­ტა­რა სურ­ვი­ლე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად თა­ვი­სი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­და, რაც და­მო­უ­კი­დე­ბელს ხდი­და.

- მიყ­ვარს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი. სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გო­რი შეგ­რძნე­ბა იყო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. მინ­დო­და, სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი მქო­ნო­და და სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით გა­და­მე­ნა­წი­ლე­ბი­ნა ხარ­ჯე­ბი. იმის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ ასეთ ასაკ­ში მე­მუ­შა­ვა, ნამ­დვი­ლად არ იყო. მშობ­ლე­ბი ზრუ­ნავ­დნენ, რომ რაც მინ­დო­და, არ მომ­კლე­ბო­და, მაგ­რამ გა­მიჩ­ნდა ინ­ტე­რე­სი, თვი­თონ მე­შო­ვა ფული. ვფიქ­რობ­დი, რომ უკვე დიდი ვი­ყა­ვი და არა­ვინ იყო ვალ­დე­ბუ­ლი, ჩემ­თვის რა­ღა­ცე­ბი ეყი­და. კარ­გად მახ­სოვს, პირ­ვე­ლად 400 ლარი ავი­ღე ხელ­ფა­სი და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ის ფული უაზ­რო რა­მე­ებ­ში გავფლან­გე, რად­გან მა­შინ არ ვი­ცო­დი, სწო­რად რო­გორ გა­და­მე­ნა­წი­ლე­ბი­ნა.

- არა მგო­ნია, ბავ­შვო­ბა­ში ავ­ტო­ა­სის­ტენ­ტო­ბა­ზე გე­ოც­ნე­ბა...

- სკო­ლა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ ეს საქ­მე ყო­ველ­თვის მომ­წონ­და. ჩემი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო, მქო­ნო­და სა­კუ­თა­რი პრო­ფი­ლაქ­ტი­კა და მან­ქა­ნე­ბი შე­მე­კე­თე­ბი­ნა, რაც ნა­წი­ლობ­რივ ავიხ­დი­ნე კი­დეც. ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი მა­მა­ჩე­მი­სა და ჩემი ძმის წყა­ლო­ბით პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე შე­მიყ­ვარ­და. 13-ის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მა­მამ და­მო­უ­კი­დებ­ლად დამ­სვა სა­ჭეს­თან და მას შემ­დეგ ვმარ­თავ ავ­ტო­მო­ბილს.

- რო­გორც მი­თხა­რი, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბიზ­ნე­სად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტის მე-3 კურ­სის სტუ­დენ­ტი ხარ. ეს პრო­ფე­სია რა­ტომ აირ­ჩიე?

- იმ­დე­ნად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვარ, რომ ვი­ცო­დი, დიდ­ხანს ვერ­სად ვი­მუ­შა­ვებ­დი, რო­გორც და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი პირი. მინ­დო­და, ჩემი საქ­მე მქო­ნო­და და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე მეს­წავ­ლა, რო­გორ ვა­კე­თო ბიზ­ნე­სი. მარ­კე­ტინ­გი და პი­ა­რი მომ­წონს, ამ კუ­თხით მინ­და განვვი­თარ­დე. სა­მო­მავ­ლოდ ბევ­რი იდეა და გეგ­მა მაქვს, მთა­ვა­რია, რო­გორ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ.

- რა გე­ვა­ლე­ბა რო­გორც ავ­ტო­ა­სის­ტენტს? რო­გო­რია შენი ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო დღე?

- ჩემ­მა ძმამ, რო­მელ­მაც ეს კომ­პა­ნია და­ა­ფუძნა, მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა მე­კე­თე­ბი­ნა საქ­მე. ვიცი, უკვე ბევ­რი ქალი ტაქ­სა­ობს, მაგ­რამ ავ­ტო­ა­სის­ტენ­ტი ქალი აქამ­დე არა­ვინ ყო­ფი­ლა, პირ­ვე­ლი ვარ. მე მე­ვა­ლე­ბა მი­ვი­დე კლი­ენ­ტთან, წა­მო­ვიყ­ვა­ნო მან­ქა­ნა, ვაჩ­ვე­ნო ხე­ლო­სანს, გა­ვარ­კვიო რა სჭირს, რა დაჯ­დე­ბა მისი შე­კე­თე­ბა და მერე კლი­ენტს ამის შე­სა­ხებ შე­ვა­ტყო­ბი­ნო. თუ მის­თვის მი­სა­ღე­ბია შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ფასი, შე­ვა­კე­თე­ბი­ნო და და­ვუბ­რუ­ნო "ჯან­მრთე­ლი", "ნამ­კურ­ნა­ლე­ვი" ავ­ტო­მო­ბი­ლი. ასე­ვე, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მან­ქა­ნა მიმ­ყავს გა­სა­რე­ცხა­დაც, ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ზეც. და­ნარ­ჩენ დროს ოფის­ში ვმუ­შა­ობ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"წარმოიდგინეთ, "დაშლილებში" მაღალ ქუსლებზე და მაკიაჟით რომ ვიარო" - 21 წლის გოგონა, რომელიც გაფუჭებული ავტომობილების გაკეთებაში დაგეხმარებათ

"წარმოიდგინეთ, "დაშლილებში" მაღალ ქუსლებზე და მაკიაჟით რომ ვიარო" - 21 წლის გოგონა, რომელიც გაფუჭებული ავტომობილების გაკეთებაში დაგეხმარებათ

ანა აბაშიძე რამდენიმე თვეა, რაც ავტოასისტენტად მუშაობს. მიზანდასახული და ექსპერიმენტების მოყვარული 21 წლის სტუდენტი გოგონა ხშირად ამსხვრევს სტერეოტიპს. 16 წლის იყო, კაფეში რომ დაიწყო მუშაობა ჭურჭლის მრეცხავად, შემდეგ მუშაობდა მიმტანადაც, არიგებდა ფლაერებს. მოკლედ, პატარ-პატარა სურვილების დასაკმაყოფილებლად თავისი შემოსავალი ჰქონდა, რაც დამოუკიდებელს ხდიდა.

- მიყვარს ექსპერიმენტები. სულ მაინტერესებდა, როგორი შეგრძნება იყო დამოუკიდებლობა. მინდოდა, საკუთარი შემოსავალი მქონოდა და სურვილის მიხედვით გადამენაწილებინა ხარჯები. იმის საჭიროება, რომ ასეთ ასაკში მემუშავა, ნამდვილად არ იყო. მშობლები ზრუნავდნენ, რომ რაც მინდოდა, არ მომკლებოდა, მაგრამ გამიჩნდა ინტერესი, თვითონ მეშოვა ფული. ვფიქრობდი, რომ უკვე დიდი ვიყავი და არავინ იყო ვალდებული, ჩემთვის რაღაცები ეყიდა. კარგად მახსოვს, პირველად 400 ლარი ავიღე ხელფასი და ძალიან გამიხარდა. ის ფული უაზრო რამეებში გავფლანგე, რადგან მაშინ არ ვიცოდი, სწორად როგორ გადამენაწილებინა.

- არა მგონია, ბავშვობაში ავტოასისტენტობაზე გეოცნება...

- სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ეს საქმე ყოველთვის მომწონდა. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მქონოდა საკუთარი პროფილაქტიკა და მანქანები შემეკეთებინა, რაც ნაწილობრივ ავიხდინე კიდეც. ავტომანქანები მამაჩემისა და ჩემი ძმის წყალობით პატარაობიდანვე შემიყვარდა. 13-ის ვიყავი, როდესაც მამამ დამოუკიდებლად დამსვა საჭესთან და მას შემდეგ ვმართავ ავტომობილს.

- როგორც მითხარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ხარ. ეს პროფესია რატომ აირჩიე?

- იმდენად დამოუკიდებელი ვარ, რომ ვიცოდი, დიდხანს ვერსად ვიმუშავებდი, როგორც დაქირავებული, დაქვემდებარებული პირი. მინდოდა, ჩემი საქმე მქონოდა და ამიტომაც გადავწყვიტე მესწავლა, როგორ ვაკეთო ბიზნესი. მარკეტინგი და პიარი მომწონს, ამ კუთხით მინდა განვვითარდე. სამომავლოდ ბევრი იდეა და გეგმა მაქვს, მთავარია, როგორ განვახორციელებ.

- რა გევალება როგორც ავტოასისტენტს? როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე?

- ჩემმა ძმამ, რომელმაც ეს კომპანია დააფუძნა, მომცა საშუალება მეკეთებინა საქმე. ვიცი, უკვე ბევრი ქალი ტაქსაობს, მაგრამ ავტოასისტენტი ქალი აქამდე არავინ ყოფილა, პირველი ვარ. მე მევალება მივიდე კლიენტთან, წამოვიყვანო მანქანა, ვაჩვენო ხელოსანს, გავარკვიო რა სჭირს, რა დაჯდება მისი შეკეთება და მერე კლიენტს ამის შესახებ შევატყობინო. თუ მისთვის მისაღებია შეთავაზებული ფასი, შევაკეთებინო და დავუბრუნო "ჯანმრთელი", "ნამკურნალევი" ავტომობილი. ასევე, სურვილის შემთხვევაში, მანქანა მიმყავს გასარეცხადაც, ტექდათვალიერებაზეც. დანარჩენ დროს ოფისში ვმუშაობ...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ