პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ქადაგიძე - "თიბისი ბანკის" საქმე ოპერაციების საკითხს გასცდა
გიორგი ქადაგიძე - "თიბისი ბანკის" საქმე ოპერაციების საკითხს გასცდა

დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი პარტნი­ო­რე­ბი აკე­თე­ბენ გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც ისი­ნი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ ად­გი­ლი აქვს ორ­კესტრი­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ შე­ტე­ვას, - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ამ წუ­თებ­ში, მა­გის­ტრი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე იკი­თხე­ბა.

რო­გორც ქა­და­გი­ძემ გან­მარ­ტა, "თი­ბი­სი ბან­კის" საქ­მე ოპე­რა­ცი­ე­ბის სა­კითხს გას­ცდა. ის საქ­მის მაქ­სი­მა­ლუ­რი სა­ჯა­რო­ო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

"მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ზეა სა­უ­ბა­რი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 11 წლის წი­ნან­დე­ლია, 22 წლის, თუ შარ­შან­დე­ლი, რა ხდე­ბა მთე­ლი ამ ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის ირ­გვლივ, ბუნ­დო­ვა­ნე­ბით არის მო­ცუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით იმის ფონ­ზე, როცა დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი პარტნი­ო­რე­ბი აკე­თე­ბენ გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც ისი­ნი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ ად­გი­ლი აქვს ორ­კესტრი­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ შე­ტე­ვას. ამი­ტომ ამ კონ­ტექ­სტში და ამ პრიზ­მა­ში, სა­კი­თხი არის გა­ცი­ლე­ბით უფრო ფარ­თო, გა­ცი­ლე­ბით უფრო სა­ჯა­რო, ვიდ­რე კონ­კრე­ტუ­ლი ტრან­ზაქ­ცია გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვით, თუ პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვით. გა­ცი­ლე­ბით დიდი მას­შტა­ბის საქ­მეს­თან გვაქვს საქ­მე და გაც­და ეს სა­კი­თხი ამ ოპე­რა­ცი­ე­ბის სა­კითხს. ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მაქ­სი­მა­ლუ­რი სა­ჯა­რო­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გი­ძემ.

გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ „თი­ბი­სი ბან­კის“ საქ­მე­ზე პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია ყვე­ლა­ზე უფრო ადეკ­ვა­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

„მე მი­ვე­სალ­მე­ბი მაქ­სი­მა­ლურ სა­ჯა­რო­ო­ბას ამ პრო­ცე­სე­ბის. ასე­ვე ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პარ­ლა­მენ­ტის როლი გაძ­ლი­ერ­დეს ამ პრო­ცეს­ში. ვი­ნა­დან ჩვენ ვნა­ხეთ, რომ პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტეტ­ზე გა­ის­მა ყვე­ლა­ზე უფრო ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი და ბრალ­დე­ბე­ბი, ამი­ტომ ვფიქ­რობ, დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია არის ყვე­ლა­ზე უფრო ადეკ­ვა­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მან­და­ტის ქვეშ ყვე­ლა მო­ხე­ლეს, მოქ­მედს, ყო­ფილს, წა­სულს, და ა.შ. აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევთ გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა და ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა “, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

გიორგი ქადაგიძე - "თიბისი ბანკის" საქმე ოპერაციების საკითხს გასცდა

გიორგი ქადაგიძე - "თიბისი ბანკის" საქმე ოპერაციების საკითხს გასცდა

დამფუძნებელი პარტნიორები აკეთებენ განცხადებას, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ადგილი აქვს ორკესტრირებულ პოლიტიკურ შეტევას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ამ წუთებში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება.

როგორც ქადაგიძემ განმარტა, "თიბისი ბანკის" საქმე ოპერაციების საკითხს გასცდა. ის საქმის მაქსიმალური საჯაროობის აუცილებლობაზე საუბრობს.

"მაინტერესებს, რაზეა საუბარი. მოგეხსენებათ, 11 წლის წინანდელია, 22 წლის, თუ შარშანდელი, რა ხდება მთელი ამ ტრანზაქციების ირგვლივ, ბუნდოვანებით არის მოცული. განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა დამფუძნებელი პარტნიორები აკეთებენ განცხადებას, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ადგილი აქვს ორკესტრირებულ პოლიტიკურ შეტევას. ამიტომ ამ კონტექსტში და ამ პრიზმაში, საკითხი არის გაცილებით უფრო ფართო, გაცილებით უფრო საჯარო, ვიდრე კონკრეტული ტრანზაქცია განხორციელებული პროცედურების დარღვევით, თუ პროცედურების დაცვით. გაცილებით დიდი მასშტაბის საქმესთან გვაქვს საქმე და გაცდა ეს საკითხი ამ ოპერაციების საკითხს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მაქსიმალური საჯაროობა", - განაცხადა ქადაგიძემ.

გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ყველაზე უფრო ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება.

„მე მივესალმები მაქსიმალურ საჯაროობას ამ პროცესების. ასევე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი გაძლიერდეს ამ პროცესში. ვინადან ჩვენ ვნახეთ, რომ პარლამენტის კომიტეტზე გაისმა ყველაზე უფრო ხმაურიანი განცხადებები და ბრალდებები, ამიტომ ვფიქრობ, დროებითი საგამოძიებო კომისია არის ყველაზე უფრო ადეკვატური გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საგამოძიებო კომისიის მანდატის ქვეშ ყველა მოხელეს, მოქმედს, ყოფილს, წასულს, და ა.შ. აუცილებლად მოუწევთ განმარტებების გაკეთება და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება “, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ