მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფეხსაცმლის 6 სახეობა, რომელიც ჯანმრთელობას აზიანებს - როგორ  შევარჩიოთ "ბოტასი" სირბილისთვის
ფეხსაცმლის 6 სახეობა, რომელიც ჯანმრთელობას აზიანებს - როგორ  შევარჩიოთ "ბოტასი" სირბილისთვის

წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნი, სა­შუ­ა­ლოდ, 245-292 კი­ლო­მეტრს გა­დის ფე­ხით. ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფეხ­საც­მლის სწო­რად შერ­ჩე­ვა. რა თქმა უნდა, ყვე­ლას უნდა მო­დუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, ხში­რად ამის გამო ადა­მი­ა­ნე­ბი არ­ჩე­ვენ ისეთ ფეხ­საც­მელს, რო­მე­ლიც აზი­ა­ნებს სხე­ულს და შე­საძ­ლოა, ჯან­მრთე­ლო­ბა­საც.

წარ­მო­გიდ­გენთ რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბას, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა საგრნობ­ლად და­ა­ზი­ა­ნოს თქვე­ნი სხე­უ­ლი და ჯან­მრთე­ლო­ბა.

1. არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი

თუ სარ­ბე­ნად გინ­დათ სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი, ის არ უნდა იყოს ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქი, რად­გან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა. თუ კვი­რა­ში 3-ჯერ მა­ინც ცდი­ლობთ სირ­ბილს, ისე­თი სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი უნდა შე­არ­ჩი­ოთ, რო­მე­ლიც ტრავ­მებს აგა­რი­დებთ. ასეთ დროს ფეხ­საც­მლის უმ­თავ­რე­სი ფუნ­ქცია ამორ­ტი­ზა­ცი­აა:

სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი - 100% გა­რან­ტია ხა­რისხზე

  • ამორ­ტი­ზა­ცი­ის არ­სე­ბო­ბა - ის უნდა იყოს ქუს­ლი­სა და თი­თის წვე­რის მი­და­მო­ში;
  • ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მა­სა­ლას. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, სად აპი­რებთ ვარ­ჯიშს - ას­ფალტზე თუ ქვი­შა­ზე, ფეხ­საც­მე­ლი ისე­თი მა­სა­ლის­გან უნდა იყოს, რო­მე­ლიც "სუნ­თქავს".
  • სირ­ბი­ლის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი არ უნდა იყოს ტყა­ვის ან ეკო­ტყა­ვის. ქუს­ლი­სა და წვე­რის არე­ში ლან­ჩა გა­მაგ­რე­ბუ­ლი უნდა იყოს რე­ზი­ნის ჩა­ნარ­თით.
  • სირ­ბი­ლის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მლის მასა 400 გრა­მამ­დე უნდა იყოს, თას­მე­ბი ასი­მეტ­რი­უ­ლად გან­თავ­სე­ბუ­ლი, რომ ტერ­ფი სა­ი­მე­დოდ და­ფიქ­სირ­დეს.

2. სა­ზა­ფხუ­ლო ფლოს­ტე­ბი

თუ სა­ზა­ფხუ­ლო ფლოს­ტე­ბი სწო­რად არაა შერ­ჩე­უ­ლი, მა­გა­ლი­თად, თუ არ აქვს ფე­ხის ტერ­ფის შე­სა­ბა­მი­სად ამოზ­ნე­ქი­ლი და ჩაზ­ნე­ქი­ლი ად­გი­ლე­ბი ანუ არის მთლი­ა­ნად სწო­რი ზე­და­პი­რის, შე­იძ­ლე­ბა ამან გა­მო­იწ­ვი­ოს ფე­ხის გამ­რუ­დე­ბა და მა­ზო­ლე­ბი.

3. მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი

ასე­თი ფეხ­საც­მლის 2 სა­ათ­ზე დიდ­ხანს ხმა­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ნერ­ვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა. რე­გუ­ლა­რუ­ლად მათი მოხ­მა­რე­ბა იწ­ვევს ვა­რი­კო­ზუ­ლი ვე­ნე­ბი­სა და სახ­სრე­ბის და­ა­ვა­დე­ბებს. ასე­ვე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­მა­რე­ბა იწ­ვევს ზურ­გის ტკი­ვილ­სა და ხერ­ხემ­ლის გამ­რუ­დე­ბა­საც, თუ ამას ყო­ველ­დღი­უ­რი სახე აქვს.

4. ე.წ ბა­ლეტ­კე­ბი

შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ მა­თაც შე­უძ­ლი­ათ თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა. მათ არ აქვს ტერ­ფის სარ­ტყე­ლი, რო­მე­ლიც ანა­წი­ლებს ფეხ­ზე და­წო­ლილ წო­ნას, ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა მათ­მა მუდ­მივ­მა ხმა­რე­ბამ გა­მო­იწ­ვი­ოს ფე­ხის შე­შუ­პე­ბა, მუხ­ლე­ბი­სა და წე­ლის ტკი­ვი­ლი.

5. სამ­კუ­თხე­დი ფორ­მის, ვიწ­რო ფეხ­საც­მე­ლი

ასე­თი ფეხ­საც­მლის ხმა­რე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის ფე­ხის სის­ქე­სა და სი­გა­ნე­ზე, ხში­რად ასე­თი ფეხ­საც­მლის რე­გუ­ლა­რუ­ლი ხმა­რე­ბი­სას ფეხ­ზე ჩნდე­ბა ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ბუშ­ტუ­კე­ბი, რო­მე­ლიც იწ­ვევს კა­პი­ლა­რე­ბი­სა და ნერ­ვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა­საც.

6. პლატ­ფორ­მი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი

საგ­რძნობ­ლად აზი­ა­ნებს თქვენს ტერ­ფებ­სა და ქუს­ლებს. ერთი შე­ხედ­ვით, მარ­ტი­ვია მათი ტა­რე­ბა, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რად მათი მოხ­მა­რე­ბა აზი­ა­ნებს თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბას, რად­გან ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა ხდე­ბა მოძ­რა­ო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ამი­ტომ ექი­მე­ბი გირ­ჩე­ვენ, რომ სა­ერ­თოდ არ იხ­მა­როთ იგი.

სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი - გა­ე­ცა­ნით ფას­დაკ­ლე­ბებს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

ფეხსაცმლის 6 სახეობა, რომელიც ჯანმრთელობას აზიანებს - როგორ  შევარჩიოთ "ბოტასი" სირბილისთვის

ფეხსაცმლის 6 სახეობა, რომელიც ჯანმრთელობას აზიანებს - როგორ  შევარჩიოთ "ბოტასი" სირბილისთვის

წლის განმავლობაში ადამიანი, საშუალოდ, 245-292 კილომეტრს გადის ფეხით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის სწორად შერჩევა. რა თქმა უნდა, ყველას უნდა მოდურად გამოიყურებოდეს, ხშირად ამის გამო ადამიანები არჩევენ ისეთ ფეხსაცმელს, რომელიც აზიანებს სხეულს და შესაძლოა, ჯანმრთელობასაც.

წარმოგიდგენთ რამდენიმე სახეობას, რომელმაც შეიძლება საგრნობლად დააზიანოს თქვენი სხეული და ჯანმრთელობა.

1. არასწორად შერჩეული სპორტული ფეხსაცმელი

თუ სარბენად გინდათ სპორტული ფეხსაცმელი, ის არ უნდა იყოს ძალიან მსუბუქი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ტრავმა. თუ კვირაში 3-ჯერ მაინც ცდილობთ სირბილს, ისეთი სპორტული ფეხსაცმელი უნდა შეარჩიოთ, რომელიც ტრავმებს აგარიდებთ. ასეთ დროს ფეხსაცმლის უმთავრესი ფუნქცია ამორტიზაციაა:

საუკეთესო სპორტული ფეხსაცმელი - 100% გარანტია ხარისხზე

  • ამორტიზაციის არსებობა - ის უნდა იყოს ქუსლისა და თითის წვერის მიდამოში;
  • ყურადღება მიაქციეთ მასალას. მნიშვნელობა არ აქვს, სად აპირებთ ვარჯიშს - ასფალტზე თუ ქვიშაზე, ფეხსაცმელი ისეთი მასალისგან უნდა იყოს, რომელიც "სუნთქავს".
  • სირბილისთვის განკუთვნილი სპორტული ფეხსაცმელი არ უნდა იყოს ტყავის ან ეკოტყავის. ქუსლისა და წვერის არეში ლანჩა გამაგრებული უნდა იყოს რეზინის ჩანართით.
  • სირბილისთვის განკუთვნილი სპორტული ფეხსაცმლის მასა 400 გრამამდე უნდა იყოს, თასმები ასიმეტრიულად განთავსებული, რომ ტერფი საიმედოდ დაფიქსირდეს.

2. საზაფხულო ფლოსტები

თუ საზაფხულო ფლოსტები სწორად არაა შერჩეული, მაგალითად, თუ არ აქვს ფეხის ტერფის შესაბამისად ამოზნექილი და ჩაზნექილი ადგილები ანუ არის მთლიანად სწორი ზედაპირის, შეიძლება ამან გამოიწვიოს ფეხის გამრუდება და მაზოლები.

3. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

ასეთი ფეხსაცმლის 2 საათზე დიდხანს ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვების დაზიანება. რეგულარულად მათი მოხმარება იწვევს ვარიკოზული ვენებისა და სახსრების დაავადებებს. ასევე დღის განმავლობაში მოხმარება იწვევს ზურგის ტკივილსა და ხერხემლის გამრუდებასაც, თუ ამას ყოველდღიური სახე აქვს.

4. ე.წ ბალეტკები

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მათაც შეუძლიათ თქვენი ჯანმრთელობის დაზიანება. მათ არ აქვს ტერფის სარტყელი, რომელიც ანაწილებს ფეხზე დაწოლილ წონას, ამიტომ შეიძლება მათმა მუდმივმა ხმარებამ გამოიწვიოს ფეხის შეშუპება, მუხლებისა და წელის ტკივილი.

5. სამკუთხედი ფორმის, ვიწრო ფეხსაცმელი

ასეთი ფეხსაცმლის ხმარება დამოკიდებულია ადამიანის ფეხის სისქესა და სიგანეზე, ხშირად ასეთი ფეხსაცმლის რეგულარული ხმარებისას ფეხზე ჩნდება ჰემორაგიული ბუშტუკები, რომელიც იწვევს კაპილარებისა და ნერვების დაზიანებასაც.

6. პლატფორმიანი ფეხსაცმელი

საგრძნობლად აზიანებს თქვენს ტერფებსა და ქუსლებს. ერთი შეხედვით, მარტივია მათი ტარება, მაგრამ ყოველდღიურად მათი მოხმარება აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას, რადგან ნაბიჯების გადადგმა ხდება მოძრაობის საწინააღმდეგოდ. ამიტომ ექიმები გირჩევენ, რომ საერთოდ არ იხმაროთ იგი.

საუკეთესო სპორტული ფეხსაცმელი - გაეცანით ფასდაკლებებს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ