პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობდა წლების წინ უცხოურ მედიასთან ივანიშვილი ბიზნესის რეკეტზე - ფრაგმენტები იშვიათი ინტერვიუებიდან
რას ამბობდა წლების წინ უცხოურ მედიასთან ივანიშვილი ბიზნესის რეკეტზე - ფრაგმენტები იშვიათი ინტერვიუებიდან

ქარ­თუ­ლი ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი მო­თა­მა­შის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნა ჩა­ირ­თო. პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის­გან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის მო­თხოვ­ნა და მუ­ქა­რის წე­რი­ლი ქვეყ­ნის შს მი­ნის­ტრის­გან - ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, "თი­ბი­სი ბან­კის" ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნია გა­მო­იწ­ვევს იმას, რომ ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არც ად­გი­ლობ­რივ და მით უმე­ტეს არც უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებს არ მო­უნ­დე­ბათ, ეს კი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას მკვეთ­რად გა­ა­უ­ა­რე­სებს.

ამა­ვეს ამ­ბობ­და ქვეყ­ნის უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ახლა უკვე კრი­ტი­კი­სა და ბრალ­დე­ბე­ბის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი 7 წლის წინ, თუმ­ცა მა­შინ­დე­ლი მისი შე­ფა­სე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხრი­დან ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლის პრაქ­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი.

AMBEBI.GE-მ მო­ი­ძია ის იშ­ვი­ა­თი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი მსოფ­ლიო მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, სა­დაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ბიზ­ნე­სის რე­კეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რობ­და:

"ერთი რამ ცხა­დია: რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბიზ­ნესს სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებს, ერთი ინ­ვეს­ტი­ცი­აც კი არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში" - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა 2012 წლის აგ­ვის­ტო­ში, ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა The Atlantic-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ა­კე­თა ("მი­ლი­არ­დე­რი სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლად - ინ­ტერ­ვიუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან", ავ­ტო­რი: არ­მინ რო­სე­ნი).

7 წლის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, ბიზ­ნე­სის მხურ­ვა­ლე დამ­ცველს დღეს იმა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, რომ ანაკ­ლი­ის პორ­ტის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა სურს და ხა­ზა­რა­ძე-ჯა­ფა­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­აც ამას უკავ­შირ­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც შე­იც­ვა­ლა, რად­გან ჯერ კი­დევ 2012 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ თა­მა­მი იყო ბრალ­დე­ბებ­ში, რო­დე­საც იმა­ვე და­ნა­შა­ულს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­ში­რებ­და.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მა­ტყუ­ა­რაა. მან შე­ის­წავ­ლა რო­გორ დგინ­დე­ბა მსოფ­ლიო ბან­კის რე­ი­ტინ­გე­ბი. თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოხ­ვალთ, კომ­პა­ნი­ის გახ­სნას ერთ დღე­ში შეძ­ლებთ. მაგ­რამ, თუ მხო­ლოდ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცე­სებს და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ეს ნამ­დვი­ლად არის მიღ­წე­ვა ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო ბან­კის თვალ­ში. კი, ეს აძ­ლევს მათ სა­შუ­ა­ლე­ბას თქვან, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

მაგ­რამ, რო­გორც კი კომ­პა­ნია მო­გე­ბის მი­ღე­ბას იწყებს, ისი­ნი მო­დი­ან და გარ­თმე­ვენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა ერთ დღე­ში შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს და არა­ნა­ი­რი რე­ა­ლუ­რი ბიზ­ნე­სი აქ არ კეთ­დე­ბა" - ამ­ბობ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი The Atlantic-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­ლი­არ­დე­რი ივა­ნიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ბიზ­ნე­სის რე­კეტ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მას­თან ხში­რად სა­უბ­რობ­და. მა­გა­ლი­თად, Forbes-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მან პირ­და­პირ და­ა­სა­ხე­ლა ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებს აკონ­ტრო­ლებ­დნენ.

"მთე­ლი ბიზ­ნე­სი კონ­ტროლ­დე­ბო­და. ამის სა­თა­ვე­ში კი ძი­რი­თა­დად ოთხი ადა­მი­ა­ნი იყო (სა­ა­კაშ­ვი­ლი, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მე­რა­ბიშ­ვი­ლი, იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ადე­იშ­ვი­ლი და თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი უგუ­ლა­ვა), მათ მთე­ლი ფული თა­ვის­თვის მიჰ­ქონ­დათ. მათი შე­მო­სავ­ლე­ბი, რო­გორც ამ­ბობ­დნენ, 40-50 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენ­და თვე­ში. ეს არა­ნორ­მა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

კონ­ტროლ­დე­ბო­და არა მხო­ლოდ თი­თო­ე­უ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, არა­მედ ყო­ვე­ლი გამ­ყიდ­ვე­ლი ბაზ­რო­ბა­ზე, რო­მე­ლიც დღე­ში 10 დო­ლა­რის სა­ქო­ნელს ვაჭ­რობ­და. მათი მი­ზა­ნი იყო არა იმ­დე­ნად ქო­ნე­ბა, რამ­დე­ნა­დაც კონ­ტრო­ლი, თუმ­ცა ქო­ნე­ბა­საც ით­ვი­სებ­დნენ. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი ჰქონ­დათ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე თავს შე­და­რე­ბით თა­ვი­სუფ­ლად გრძნობ­დნენ. შემ­დეგ მათ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ: ან მოგ­ვცემ ყვე­ლა­ფერს, ან ცი­ხე­ში წახ­ვალ, იქ იჯ­დე­ბი და შემ­დეგ მოგ­ვცემ ყვე­ლა­ფერს. ნა­ხე­ვა­რი აძ­ლევ­და. მათ წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც ქო­ნე­ბის დათ­მო­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და, დევ­ნა იწყე­ბო­და, ვი­ღაც ას­წრებ­და სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლას, ვი­ღაც კი ვერა" - ამ­ბობ­და ივა­ნიშ­ვი­ლი 2013 წელს Forbes-ის ჟურ­ნა­ლისტ ელე­ნა ბე­რე­ზენ­სკა­ი­ას­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რო­გორ ხდე­ბო­და ბიზ­ნე­სის კონ­ტრო­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ივა­ნიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა:

"მთა­ვარ პრო­კუ­რორს ჰყავ­და ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც 5 000 დო­ლარ­ზე მეტი ოდე­ნო­ბის გა­და­რი­ცხვებს აკონ­ტრო­ლებ­და. ამის შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცო­და, შე­სა­ბა­მი­სად თით­ქმის მთე­ლი ფუ­ლა­დი ნა­კა­დი კონ­ტროლ­დე­ბო­და და ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, რომ ეს ნა­კა­დი მათ­თან მი­სუ­ლი­ყო.

რო­დე­საც ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვე­დით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნისტრს ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის შეკ­რე­ბა ვთხო­ვე, რომ­ლე­ბიც ამ სფე­რო­ში მუ­შა­ობ­დნენ, მინ­დო­და მე­სა­უბ­რა მა­თან, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და გან­გვე­ვი­თა­რე­ბი­ნა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, რითი შე­მეძ­ლო დავ­ხმა­რე­ბო­დი. მან და­მი­რე­კა და მი­თხრა: "შოკ­ში ვარ, ეს ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი არ არი­ან, ეს მო­ნე­ბი არი­ან". მიმ­წყვდე­უ­ლე­ბი, თვა­ლებ­ში მუ­და­რით ელოდ­ნენ, რომ ჩვენ მათ­გან რა­მის მო­თხოვ­ნას და­ვი­წყებ­დით" - ამ­ბობ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

იმის­თვის, რომ მი­ლი­არ­დე­რი ბიზ­ნე­სის შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ში და­ე­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ნათ, სულ რამ­დე­ნი­მე წელი აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი, არა­და ივა­ნიშ­ვილ­მა ყვე­ლა­ზე უკეთ უნდა იცო­დეს, რას ნიშ­ნავს ტე­ლე­ფონ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რის ზარი აქ­ცი­ე­ბის დათ­მო­ბის მო­თხოვ­ნით. რო­გორც Forbes-ის­თვის 2005 წელს მი­ცე­მულ ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებს, 1996 წელს სან-ტრო­პე­ში კერ­ძო ვი­ლა­ზე ყოფ­ნი­სას, მას და­უ­რე­კეს და КраМЗа-ს (კრას­ნო­ი­არ­სკის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხა­ნა) აქ­ცი­ე­ბის გა­ყიდ­ვა მოს­თხო­ვეს.

"ისე­თი ხმით ლა­პა­რა­კობ­და რომ შიგ­ნით ყვე­ლა­ფე­რი გა­მე­ყი­ნა. საფ­რან­გეთ­ში ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ღა­მით ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის ყვე­ლა კარი ჩავ­კე­ტე" - იხ­სე­ნებ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი Forbes-თან სა­უ­ბარ­ში ("ადა­მი­ა­ნი ფუ­ლით", 2005 წლის მა­ი­სი. ავ­ტო­რი: ელე­ნა ბე­რე­ზენ­სკა­ია).

ქარ­თულ მე­დი­ას ჯერ არ მის­ცე­მია შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ეს­მი­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რი "თი­ბი­სი ბან­კის" საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ახლა პარ­ტი­ა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის და­ლა­გე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი....

ავტორი:

რას ამბობდა წლების წინ უცხოურ მედიასთან ივანიშვილი ბიზნესის რეკეტზე - ფრაგმენტები იშვიათი ინტერვიუებიდან

რას ამბობდა წლების წინ უცხოურ მედიასთან ივანიშვილი ბიზნესის რეკეტზე - ფრაგმენტები იშვიათი ინტერვიუებიდან

ქართული ბიზნესსექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშის წინააღმდეგ სახელმწიფო მანქანა ჩაირთო. პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება, ეროვნული ბანკისგან უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნა და მუქარის წერილი ქვეყნის შს მინისტრისგან - ექსპერტების შეფასებით, "თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელება არც ადგილობრივ და მით უმეტეს არც უცხოელ ინვესტორებს არ მოუნდებათ, ეს კი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას მკვეთრად გააუარესებს.

ამავეს ამბობდა ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ახლა უკვე კრიტიკისა და ბრალდებების მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი 7 წლის წინ, თუმცა მაშინდელი მისი შეფასება მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალების" მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის პრაქტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული.

AMBEBI.GE-მ მოიძია ის იშვიათი ინტერვიუები მსოფლიო მედიის წარმომადგენლებთან, სადაც ბიძინა ივანიშვილი ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით საუბრობდა:

"ერთი რამ ცხადია: როდესაც ხელისუფლება ბიზნესს სრულად აკონტროლებს, ერთი ინვესტიციაც კი არ განხორციელდება ქვეყანაში" - აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის აგვისტოში, ამერიკული გამოცემა The Atlantic-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა ("მილიარდერი საქართველოს მმართველად - ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან", ავტორი: არმინ როსენი).

7 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ბიზნესის მხურვალე დამცველს დღეს იმაში ადანაშაულებენ, რომ ანაკლიის პორტის წარმატებული პროექტის ხელში ჩაგდება სურს და ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიაც ამას უკავშირდება. ყველაფერი მართლაც შეიცვალა, რადგან ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ თამამი იყო ბრალდებებში, როდესაც იმავე დანაშაულს მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირებდა.

"სააკაშვილი პროფესიონალი მატყუარაა. მან შეისწავლა როგორ დგინდება მსოფლიო ბანკის რეიტინგები. თუ საქართველოში ჩამოხვალთ, კომპანიის გახსნას ერთ დღეში შეძლებთ. მაგრამ, თუ მხოლოდ დოკუმენტების გაფორმებასთან დაკავშირებულ პროცესებს დავაკვირდებით, ეს ნამდვილად არის მიღწევა ევროპისა და მსოფლიო ბანკის თვალში. კი, ეს აძლევს მათ საშუალებას თქვან, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება შეიძლება.

მაგრამ, როგორც კი კომპანია მოგების მიღებას იწყებს, ისინი მოდიან და გართმევენ. აქედან გამომდინარე, ის რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება ერთ დღეში შეიძლება, ბევრს არაფერს ნიშნავს და არანაირი რეალური ბიზნესი აქ არ კეთდება" - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი The Atlantic-თან ინტერვიუში.

მილიარდერი ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის რეკეტზე სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემასთან ხშირად საუბრობდა. მაგალითად, Forbes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან პირდაპირ დაასახელა ის მაღალჩინოსნები, რომლებიც აღნიშნულ პროცესებს აკონტროლებდნენ.

"მთელი ბიზნესი კონტროლდებოდა. ამის სათავეში კი ძირითადად ოთხი ადამიანი იყო (სააკაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი და თბილისის ყოფილი მერი უგულავა), მათ მთელი ფული თავისთვის მიჰქონდათ. მათი შემოსავლები, როგორც ამბობდნენ, 40-50 მილიონ დოლარს შეადგენდა თვეში. ეს არანორმალური შემოსავალია, განსაკუთრებით საქართველოსთვის.

კონტროლდებოდა არა მხოლოდ თითოეული ბიზნესმენი, არამედ ყოველი გამყიდველი ბაზრობაზე, რომელიც დღეში 10 დოლარის საქონელს ვაჭრობდა. მათი მიზანი იყო არა იმდენად ქონება, რამდენადაც კონტროლი, თუმცა ქონებასაც ითვისებდნენ. ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი ჰქონდათ, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე თავს შედარებით თავისუფლად გრძნობდნენ. შემდეგ მათ ეუბნებოდნენ: ან მოგვცემ ყველაფერს, ან ციხეში წახვალ, იქ იჯდები და შემდეგ მოგვცემ ყველაფერს. ნახევარი აძლევდა. მათ წინააღმდეგ, ვინც ქონების დათმობაზე უარს ამბობდა, დევნა იწყებოდა, ვიღაც ასწრებდა საზღვარგარეთ წასვლას, ვიღაც კი ვერა" - ამბობდა ივანიშვილი 2013 წელს Forbes-ის ჟურნალისტ ელენა ბერეზენსკაიასთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ხდებოდა ბიზნესის კონტროლი სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ივანიშვილმა უპასუხა:

"მთავარ პროკურორს ჰყავდა ჯგუფი, რომელიც 5 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადარიცხვებს აკონტროლებდა. ამის შესახებ ყველამ იცოდა, შესაბამისად თითქმის მთელი ფულადი ნაკადი კონტროლდებოდა და ყველაფერი ისე იყო ორგანიზებული, რომ ეს ნაკადი მათთან მისულიყო.

როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, სოფლის მეურნეობის მინისტრს ბიზნესმენების შეკრება ვთხოვე, რომლებიც ამ სფეროში მუშაობდნენ, მინდოდა მესაუბრა მათან, თუ როგორ შეიძლებოდა განგვევითარებინა სოფლის მეურნეობა, რითი შემეძლო დავხმარებოდი. მან დამირეკა და მითხრა: "შოკში ვარ, ეს ბიზნესმენები არ არიან, ეს მონები არიან". მიმწყვდეულები, თვალებში მუდარით ელოდნენ, რომ ჩვენ მათგან რამის მოთხოვნას დავიწყებდით" - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში.

იმისთვის, რომ მილიარდერი ბიზნესის შევიწროვებაში დაედანაშაულებინათ, სულ რამდენიმე წელი აღმოჩნდა საკმარისი, არადა ივანიშვილმა ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ტელეფონზე განხორციელებული მუქარის ზარი აქციების დათმობის მოთხოვნით. როგორც Forbes-ისთვის 2005 წელს მიცემულ ვრცელ ინტერვიუში იხსენებს, 1996 წელს სან-ტროპეში კერძო ვილაზე ყოფნისას, მას დაურეკეს და КраМЗа-ს (კრასნოიარსკის მეტალურგიული ქარხანა) აქციების გაყიდვა მოსთხოვეს.

"ისეთი ხმით ლაპარაკობდა რომ შიგნით ყველაფერი გამეყინა. საფრანგეთში ვიყავი, თუმცა ღამით ყოველი შემთხვევისთვის ყველა კარი ჩავკეტე" - იხსენებდა ბიძინა ივანიშვილი Forbes-თან საუბარში ("ადამიანი ფულით", 2005 წლის მაისი. ავტორი: ელენა ბერეზენსკაია).

ქართულ მედიას ჯერ არ მისცემია შესაძლებლობა, მოესმინა ბიძინა ივანიშვილის კომენტარი "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ახლა პარტიაში სიტუაციის დალაგებით არის დაკავებული....

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"

იტალიასთან ფრენების შეჩერების საკითხი განიხილება

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"