პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი ქართველი მოსწავლე, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით ჩაირიცხნენ
სამი ქართველი მოსწავლე, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით ჩაირიცხნენ

ლუკა გურ­გე­ნი­ძე, ლექ­სო ბო­რაშ­ვი­ლი და ლუკა მდი­ვა­ნი იმ ქარ­თველ მოს­წავ­ლე­თა შო­რის არი­ან, ვინც სექ­ტემ­ბრი­დან ამე­რი­კულ გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღებს და რაც მთა­ვა­რია, სრუ­ლი­ად უფა­სოდ!

ბი­ჭე­ბი სკო­ლა-პან­სი­ონ კო­მა­რო­ვის იმ ხუთ მოს­წავ­ლეს შო­რის არი­ან, რომ­ლებ­მაც შეძ­ლეს მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ ამე­რი­კის პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლის უფ­ლე­ბა სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით. მოს­წავ­ლე­ებ­მა AMBEBI.GE-ს მკი­თხველს თა­ვი­ან­თი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ ემო­ცი­ე­ბი გა­უ­ზი­ა­რეს და უამ­ბეს, რო­გორ შეძ­ლეს რამ­დე­ნი­მე ათა­სი აშშ დო­ლა­რის და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში.

ლუკა გურ­გე­ნი­ძე და ლექ­სო ბო­რაშ­ვი­ლი სწავ­ლას აშშ-ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ, ლუკა მდი­ვა­ნი კი სექ­ტემ­ბრი­დან მომ­დევ­ნო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ნეთ­ში იცხოვ­რებს და ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­წავ­ლის.

ლუკა გურ­გე­ნი­ძე, Vanderbilt University

ლუკა გურ­გე­ნი­ძე აშშ-ში, ნეშ­ვილ­ში მდე­ბა­რე "ვან­დერ­ბილ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში" (Vanderbilt University) ჩა­ი­რი­ცხა. სას­წავ­ლე­ბე­ლი ტე­ნე­სის შტატ­ში მდე­ბა­რე­ობს და სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს. დღე­ის­თვის, "ვან­დერ­ბილ­ტის" ოთხ სა­ბა­კა­ლავ­რო და ექვს სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე 11 000 სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს, რომ­ლებ­მაც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­სახ­ვედ­რად საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რეს.

"ვან­დერ­ბილტმა" ლუ­კას წე­ლი­წად­ში 80 000 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პროგ­რა­მა და­უ­ფი­ნან­სა. ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ი­ღებს ცოდ­ნას.

"დიდი ხა­ნია, გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს, რომ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი ვის­წავ­ლო და ვე­ძებ­დი უნი­ვერ­სი­ტეტს, სა­დაც თავს მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძნობ­დი და ამავდრო­უ­ლად, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მექ­ნე­ბო­და, სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა მო­მე­პო­ვე­ბი­ნა. და­ფი­ნან­სე­ბის გა­რე­შე იმ­დე­ნად დი­დია გა­და­სა­ხა­დი, რომ იქ წას­ვლა თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლია.

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი ალ­ბათ იმი­ტომ ავირ­ჩიე, რომ ბავ­შვო­ბა­ში­ვე მქონ­და ამ სფე­როს­თან შე­ხე­ბა. მე-6 კლა­სი­დან დავ­დი­ო­დი სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრ "მზი­ურ­ში" და ეს სფე­რო ძა­ლი­ან მომ­წონ­და. შემ­დეგ აღარ მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სწავ­ლა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა "მზი­ურ­ში" და მოვ­წყდი ამ სფე­როს.

გა­და­ვე­დი მა­თე­მა­ტი­კა­ში, თუმ­ცა სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ტე­რე­სი დამ­რჩა. კომ­პი­უ­ტე­რი, პროგ­რა­მი­რე­ბა, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა - მსგავ­სი სა­კი­თხე­ბი ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს და ამი­ტომ ჩა­ვა­ბა­რე კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ზე. "მზი­უ­რის" პროგ­რა­მა საკ­მა­ოდ რთუ­ლია და გაძ­ლევს შანსს, რომ პროგ­რა­მი­რე­ბის სა­წყი­სე­ბი შე­ის­წავ­ლო" - გვე­უბ­ნე­ბა ლუკა.

იმის­თვის, რომ სწავ­ლა "ვან­დერ­ბილ­ტში" გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, ლუკა სა­კუ­თარ თავ­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. ეს პრო­ცე­სი რო­გორც სხვა­დას­ხვა ოლიმ­პი­ა­დას, ისე მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ და სხვა ტი­პის საქ­მი­ა­ნო­ბას მო­ი­ცავ­და.

"იმის­თვის, რომ ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვდე, უნდა და­წე­რო პერ­სო­ნა­ლუ­რი ესე, რო­მელ­საც შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და ქუ­ლე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბის გარ­და ალ­ბათ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე-12 კლა­სამ­დე უნდა მო­ას­წრო ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა, გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბაც, კარ­გი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბაც" - ამ­ბობს ლუკა და შე­კი­თხვა­ზე - რო­გორ ფიქ­რობს, რა­ტომ მოხ­ვდა იმ იღ­ბლი­ან სტუ­დენ­ტებს შო­რის, ვინც "ვან­დერ­ბილ­ტში" ის­წავ­ლის, გვპა­სუ­ხობს, რომ ერთ-ერ­თია, ვი­საც მო­მა­ვალ­ში "საქ­მის კე­თე­ბა" მარ­თლა სურს და მისი წარ­მა­ტე­ბაც ამან გა­ნა­პი­რო­ბა.

ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტი­პენ­დი­ან­ტმა ჯერ­ჯე­რო­ბით არ იცის, სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა და მი­ღე­ბულ ცოდ­ნას აქ გა­მო­ი­ყე­ნებს თუ მუ­შა­ო­ბას აშშ-ში გა­აგ­რძე­ლებს. ჯერ­ჯე­რო­ბით, იცის ის, რომ სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლად და უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბე­ბით უნდა და­ას­რუ­ლოს.

ლექ­სო ბო­რაშ­ვი­ლი, Lafayette College

2019 წლის სექ­ტემ­ბე­რი ლექ­სო ბო­რაშ­ვი­ლის­თვი­საც გარ­დამ­ტე­ხი იქ­ნე­ბა. 17 წლის ახალ­გაზ­რდა სწავ­ლას პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში, "ლა­ფა­ი­ე­ტის კო­ლე­ჯში" (Lafayette College) სა­ვა­რა­უ­დოდ, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლებს.

ლექ­სოს 4-წლი­ა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის სრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 280 000 დო­ლა­რია და მან სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­სახ­ვედ­რად ლექ­სო­მაც აპ­ლი­კა­ცია შე­ავ­სო, მი­უ­თი­თა თა­ვი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ნიშ­ნე­ბი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, ერთი თვის შემ­დეგ კი მის­თვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი და სა­სი­ხა­რუ­ლო პა­სუ­ხი მი­ი­ღო.

კო­ლე­ჯში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად სხვა­დას­ხვა სა­გან­ში ტეს­ტის და­წე­რაც მო­უხ­და, სა­ი­და­ნაც ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კა­ში უმაღ­ლე­სი - 800 ქულა მი­ი­ღო.

"ამ­ხე­ლა ქუ­ლას იშ­ვი­ა­თად იღე­ბენ ხოლ­მე და სკო­ლის გა­ნათ­ლე­ბა ამა­ში კარ­გად და­მეხ­მა­რა. მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი აბა­რებს ამ გა­მოც­დას, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ­ხე­ლა ქუ­ლას 5%-იც ვერ იღებს. ამე­რი­კა­ში ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბას სხვა­ნა­ი­რად იღე­ბენ და სკო­ლებ­ში ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბაც სხვაგ­ვა­რად ხდე­ბა. ამ მხრივ კო­მა­რო­ვის სკო­ლა­ში ხელ­შე­წყო­ბა არის, რომ ის მა­სა­ლა, რისი სწავ­ლაც უცხო­ეთ­შიც მო­უ­წევთ, ბავ­შვებ­მა მარ­ტი­ვად აით­ვი­სონ" - გვი­თხრა ლექ­სომ.

ლუკა მდი­ვა­ნი, Duke Kunshan University

ლუკა გურ­გე­ნი­ძი­სა და ლექ­სო ბო­რაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ლუკა მდი­ვა­ნი არა აშშ-ში, არა­მედ ჩი­ნეთ­ში, დუკ კუნ­შა­ნის ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (Duke Kunshan University) ის­წავ­ლის. ჯერ­ჯე­რო­ბით ჩი­ნუ­რად ვერ სა­უბ­რობს, თუმ­ცა იმე­დოვ­ნებს, რომ ახლო მო­მა­ვალ­ში ის­წავ­ლის. სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­ზეც ლუკა ის­წავ­ლის, წე­ლი­წად­ში 55 000 დო­ლა­რია.

"კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას ვა­პი­რებ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ მხრივ ჩი­ნე­თი ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ქვე­ყა­ნაა. როცა უნი­ვერ­სი­ტეტს ვარ­ჩევ­დი, ვი­ფიქ­რე იმა­ზე, რომ სწავ­ლას­თან ერ­თად, ჩი­ნურ კულ­ტუ­რას გა­ვეც­ნო­ბო­დი და თან ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვის­წავ­ლი­დი" - აღ­ნიშ­ნა ლუკა მდი­ვან­მა.

რა­ტომ ირ­ჩე­ვენ ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი უცხო­ურ გა­ნათ­ლე­ბას? - ამ შე­კი­თხვა­ზე ლუ­კას ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი აქვს: "სწავ­ლე­ბის დონე იქ უფრო მა­ღა­ლია და უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ტა­ნა და სხვე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა შე­გიძ­ლია".

სკო­ლა-პან­სი­ონ კო­მა­რო­ვის მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით, სრუ­ლად აკა­დე­მი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, სა­მო­მავ­ლოდ, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ თა­ვი­ანთ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას, ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უჭირთ.

ავტორი:

სამი ქართველი მოსწავლე, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით ჩაირიცხნენ

სამი ქართველი მოსწავლე, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით ჩაირიცხნენ

ლუკა გურგენიძე, ლექსო ბორაშვილი და ლუკა მდივანი იმ ქართველ მოსწავლეთა შორის არიან, ვინც სექტემბრიდან ამერიკულ განათლებას მიიღებს და რაც მთავარია, სრულიად უფასოდ!

ბიჭები სკოლა-პანსიონ კომაროვის იმ ხუთ მოსწავლეს შორის არიან, რომლებმაც შეძლეს მოეპოვებინათ ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის უფლება სრული დაფინანსებით. მოსწავლეებმა AMBEBI.GE-ს მკითხველს თავიანთი წარმატების შესახებ ემოციები გაუზიარეს და უამბეს, როგორ შეძლეს რამდენიმე ათასი აშშ დოლარის დაფინანსების მოპოვება მსოფლიოს ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტებში.

ლუკა გურგენიძე და ლექსო ბორაშვილი სწავლას აშშ-ში გააგრძელებენ, ლუკა მდივანი კი სექტემბრიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩინეთში იცხოვრებს და ამერიკულ უნივერსიტეტში ისწავლის.

ლუკა გურგენიძე, Vanderbilt University

ლუკა გურგენიძე აშშ-ში, ნეშვილში მდებარე "ვანდერბილტის უნივერსიტეტში" (Vanderbilt University) ჩაირიცხა. სასწავლებელი ტენესის შტატში მდებარეობს და საუკუნოვანი ისტორია აქვს. დღეისთვის, "ვანდერბილტის" ოთხ საბაკალავრო და ექვს სამაგისტრო პროგრამაზე 11 000 სტუდენტი სწავლობს, რომლებმაც უნივერსიტეტში მოსახვედრად საკმაოდ რთული გზა გაიარეს.

"ვანდერბილტმა" ლუკას წელიწადში 80 000 დოლარის ღირებულების პროგრამა დაუფინანსა. ქართველი სტუდენტი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით მიიღებს ცოდნას.

"დიდი ხანია, გადაწყვეტილი მაქვს, რომ კომპიუტერული მეცნიერებები ვისწავლო და ვეძებდი უნივერსიტეტს, სადაც თავს მაქსიმალურად კომფორტულად ვიგრძნობდი და ამავდროულად, შესაძლებლობა მექნებოდა, სრული დაფინანსება მომეპოვებინა. დაფინანსების გარეშე იმდენად დიდია გადასახადი, რომ იქ წასვლა თითქმის ყველა ქართველისთვის შეუძლებელია.

კომპიუტერული მეცნიერებები ალბათ იმიტომ ავირჩიე, რომ ბავშვობაშივე მქონდა ამ სფეროსთან შეხება. მე-6 კლასიდან დავდიოდი საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურში" და ეს სფერო ძალიან მომწონდა. შემდეგ აღარ მქონდა შესაძლებლობა, სწავლა გამეგრძელებინა "მზიურში" და მოვწყდი ამ სფეროს.

გადავედი მათემატიკაში, თუმცა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ინტერესი დამრჩა. კომპიუტერი, პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება - მსგავსი საკითხები ძალიან მაინტერესებს და ამიტომ ჩავაბარე კომპიუტერულ მეცნიერებებზე. "მზიურის" პროგრამა საკმაოდ რთულია და გაძლევს შანსს, რომ პროგრამირების საწყისები შეისწავლო" - გვეუბნება ლუკა.

იმისთვის, რომ სწავლა "ვანდერბილტში" გაეგრძელებინა, ლუკა საკუთარ თავზე წლების განმავლობაში მუშაობდა. ეს პროცესი როგორც სხვადასხვა ოლიმპიადას, ისე მოხალისეობრივ და სხვა ტიპის საქმიანობას მოიცავდა.

"იმისთვის, რომ ამ უნივერსიტეტში მოხვდე, უნდა დაწერო პერსონალური ესე, რომელსაც შერჩევის პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ქულებისა და სხვადასხვა აქტივობის გარდა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. წლების განმავლობაში, მე-12 კლასამდე უნდა მოასწრო ამ ყველაფრის გაკეთება, გამოცდების ჩაბარებაც, კარგი აკადემიური მოსწრებაც" - ამბობს ლუკა და შეკითხვაზე - როგორ ფიქრობს, რატომ მოხვდა იმ იღბლიან სტუდენტებს შორის, ვინც "ვანდერბილტში" ისწავლის, გვპასუხობს, რომ ერთ-ერთია, ვისაც მომავალში "საქმის კეთება" მართლა სურს და მისი წარმატებაც ამან განაპირობა.

ამერიკული უნივერსიტეტის სტიპენდიანტმა ჯერჯერობით არ იცის, სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში ჩამოვა და მიღებულ ცოდნას აქ გამოიყენებს თუ მუშაობას აშშ-ში გააგრძელებს. ჯერჯერობით, იცის ის, რომ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები წარმატებულად და უმაღლესი შეფასებებით უნდა დაასრულოს.

ლექსო ბორაშვილი, Lafayette College

2019 წლის სექტემბერი ლექსო ბორაშვილისთვისაც გარდამტეხი იქნება. 17 წლის ახალგაზრდა სწავლას პენსილვანიაში, "ლაფაიეტის კოლეჯში" (Lafayette College) სავარაუდოდ, კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით გააგრძელებს.

ლექსოს 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამის სრული ღირებულება 280 000 დოლარია და მან სრული დაფინანსების მოპოვება შეძლო. უნივერსიტეტში მოსახვედრად ლექსომაც აპლიკაცია შეავსო, მიუთითა თავისი აქტივობები, ნიშნები, რეკომენდაციები, ერთი თვის შემდეგ კი მისთვის ყველაზე სასურველი და სასიხარულო პასუხი მიიღო.

კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად სხვადასხვა საგანში ტესტის დაწერაც მოუხდა, საიდანაც ფიზიკა-მათემატიკაში უმაღლესი - 800 ქულა მიიღო.

"ამხელა ქულას იშვიათად იღებენ ხოლმე და სკოლის განათლება ამაში კარგად დამეხმარა. მილიონობით ადამიანი აბარებს ამ გამოცდას, თუმცა, სავარაუდოდ, ამხელა ქულას 5%-იც ვერ იღებს. ამერიკაში ფიზიკის მიმართულებით განათლებას სხვანაირად იღებენ და სკოლებში ამ საგნის სწავლებაც სხვაგვარად ხდება. ამ მხრივ კომაროვის სკოლაში ხელშეწყობა არის, რომ ის მასალა, რისი სწავლაც უცხოეთშიც მოუწევთ, ბავშვებმა მარტივად აითვისონ" - გვითხრა ლექსომ.

ლუკა მდივანი, Duke Kunshan University

ლუკა გურგენიძისა და ლექსო ბორაშვილისგან განსხვავებით, ლუკა მდივანი არა აშშ-ში, არამედ ჩინეთში, დუკ კუნშანის ამერიკულ უნივერსიტეტში (Duke Kunshan University) ისწავლის. ჯერჯერობით ჩინურად ვერ საუბრობს, თუმცა იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში ისწავლის. საბაკალავრო პროგრამის ღირებულება, რომელზეც ლუკა ისწავლის, წელიწადში 55 000 დოლარია.

"კარიერის გაგრძელებას ვაპირებ კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. ამ მხრივ ჩინეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. როცა უნივერსიტეტს ვარჩევდი, ვიფიქრე იმაზე, რომ სწავლასთან ერთად, ჩინურ კულტურას გავეცნობოდი და თან ამერიკულ უნივერსიტეტში ვისწავლიდი" - აღნიშნა ლუკა მდივანმა.

რატომ ირჩევენ ქართველი სტუდენტები უცხოურ განათლებას? - ამ შეკითხვაზე ლუკას ცალსახა პასუხი აქვს: "სწავლების დონე იქ უფრო მაღალია და უცხოური გამოცდილების საქართველოში ჩამოტანა და სხვებისთვის გაზიარება შეგიძლია".

სკოლა-პანსიონ კომაროვის მოსწავლეების სამომავლო გეგმები ჯერჯერობით, სრულად აკადემიურ საქმიანობას უკავშირდება, სამომავლოდ, როგორ გამოიყენებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას, ამის პროგნოზირება ჯერჯერობით უჭირთ.

ქართველმა კალათბურთელებმა ბელგრადში სერბი მეტოქეები დაამარცხეს

კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო იტალიაში მყოფ თანამოქალაქეებს მიმართავს

ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა