პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ზუგ­დიდ­ში, „ლი­ბერ­თი ბან­კის” ინ­კა­სა­ტო­რე­ბის და­ყა­ჩა­ღე­ბის ფაქ­ტზე ორი პირი და­ა­კა­ვა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი: 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ჯ. და 1964 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ხ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით ზუგ­დიდ­ში და­ა­კა­ვა.

„დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფუ­რად, დიდი ოდე­ნო­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით რამ­დე­ნი­მე ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმა და­გეგ­მეს. მიმ­დი­ნა­რე წლის 2 მარტს, დი­ლის სა­ა­თებ­ში ზუგ­დიდ­ში მდე­ბა­რე "ლი­ბერ­თი ბან­კის" ფი­ლი­ალ­თან ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ბან­კის სა­ინ­კა­სა­ციო მან­ქა­ნას თავს და­ესხნენ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს ბან­კის ერთ-ერთ ინ­კა­სა­ტორს. გ.ჯ.-მ და ო.ხ.-მ გა­ი­ტა­ცეს სა­ინ­კა­სა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბულ ბან­კის ფული, ინ­კა­სა­ტო­რე­ბის კუთ­ვნი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ი­მალ­ნენ“, – აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ინ­კა­სა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­ყა­ჩა­ღე­ბამ­დე, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, ზუგ­დიდ­ში, სო­ფელ ონა­რი­ა­შიც ჩა­ი­დი­ნეს და­ნა­შა­უ­ლი.

„ნიღ­ბე­ბით და ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა გ.ჯ.-მ და ო.ხ.-მ ელექტრო­სად­გუ­რის და­რა­ჯებს უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რის შემ­დე­გაც ია­რა­ღის მუ­ქა­რით მათ პი­რა­დი ნივ­თე­ბი და კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი გას­ტა­ცეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ბან­კის ინ­კა­სა­ტო­რებ­ზე ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმა და დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლის გა­ტა­ცე­ბა შეძ­ლეს.

და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ცხელ კვალ­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ამ გა­ტა­ცე­ბულ ავ­ტო­მო­ბილს ერთ-ერთ სო­ფელ­ში მი­ტო­ვე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­აკ­ვლია.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი 6 მარტს, ზუგ­დიდ­ში და­ა­კა­ვეს. გა­ტა­ცე­ბუ­ლი ფული, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ორი ცალი "კა­ლაშ­ნი­კო­ვი"-ს სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ინ­კა­სა­ტო­რე­ბის­გან გა­ტა­ცე­ბუ­ლი "გირ­სა­ნის" ტი­პის პის­ტო­ლე­ტე­ბი, ნიღ­ბე­ბი, და­რა­ჯის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი პო­ლი­ცი­ამ ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო.

ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა და და­უფ­ლე­ბის, ასე­ვე ჯანმთე­ლო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე, 143-ე, 236-ე, 237-ე და 118-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

და­ნა­შა­უ­ლი 11-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში, „ლიბერთი ბანკის” ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ბრალდებულის სახით ზუგდიდში დააკავა.

„დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმეს. მიმდინარე წლის 2 მარტს, დილის საათებში ზუგდიდში მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალთან ბრალდებულები ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ბანკის ერთ-ერთ ინკასატორს. გ.ჯ.-მ და ო.ხ.-მ გაიტაცეს საინკასაციოდ გამზადებულ ბანკის ფული, ინკასატორების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღები და შემთხვევის ადგილიდან მსუბუქი ავტომობილით მიიმალნენ“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ინკასაციის სამსახურის თანამშრომლების დაყაჩაღებამდე, რამდენიმე საათით ადრე, ზუგდიდში, სოფელ ონარიაშიც ჩაიდინეს დანაშაული.

„ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.ჯ.-მ და ო.ხ.-მ ელექტროსადგურის დარაჯებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგაც იარაღის მუქარით მათ პირადი ნივთები და კუთვნილი ავტომობილი გასტაცეს. მოგვიანებით, აღნიშნული მსუბუქი ავტომობილით ბრალდებულებმა ბანკის ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმა და დიდი ოდენობით ფულის გატაცება შეძლეს.

დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ გატაცებულ ავტომობილს ერთ-ერთ სოფელში მიტოვებულ მდგომარეობაში მიაკვლია.

სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები 6 მარტს, ზუგდიდში დააკავეს. გატაცებული ფული, დანაშაულის ჩადენის იარაღი ორი ცალი "კალაშნიკოვი"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ინკასატორებისგან გატაცებული "გირსანის" ტიპის პისტოლეტები, ნიღბები, დარაჯის კუთვნილი ავტომობილი პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და დაუფლების, ასევე ჯანმთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 143-ე, 236-ე, 237-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ორქუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს - რა ბედი ელის ე.წ. მატროსოვის ციხეს