პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის "ჩიკაც" მოხვდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის "ჩიკაც" მოხვდა

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან 61 თა­ნამ­შრო­მე­ლი უკვე გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ამ­ჟა­მად მე­სა­მე ეტა­პი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რის შემ­დე­გაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სულ 60 თა­ნამ­შრო­მე­ლი უნდა დარ­ჩეს.

რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ო­ბი ანი ჩი­რა­ძეც (ჩიკა) მოხ­ვდა. იგი პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან არ­სე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­უქ­მე­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რა და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ძველ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად ვერც ანი ჩი­რა­ძე და­საქმდა.

საბ­ჭო 16 ნო­ემ­ბერს გა­უქ­მდა, რის შემ­დე­გაც ანი ჩი­რა­ძემ "ფე­ის­ბუქ­ზე" სამ­სა­ხურ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, წარ­წე­რით, "#გა­უქ­მე­ბუ­ლი­ნაშ­რო­მი", რა­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ მისი სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბას გუ­ლის­ხმობ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჩი­რა­ძე უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში იმ დრო­ი­დან მუ­შა­ობ­და, რაც საბ­ჭოს მდივ­ნად ირი­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ჩი­რა­ძე და იმერ­ლიშ­ვი­ლი მე­გობ­რო­ბენ.

იმერ­ლიშ­ვი­ლი საბ­ჭოს მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2013 წლი­დან მუ­შა­ობ­და, მას შემ­დეგ კი რაც ის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ და­ნიშ­ნა, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ვით რაქ­ვი­აშ­ვილ­მა და­ი­კა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის "ჩიკაც" მოხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის "ჩიკაც" მოხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი უკვე გათავისუფლდა. ამჟამად მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რის შემდეგაც ადმინისტრაციაში სულ 60 თანამშრომელი უნდა დარჩეს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ანი ჩირაძეც (ჩიკა) მოხვდა. იგი პრეზიდენტ მარგველაშვილთან არსებულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობდა, რომელიც ახალი კონსტიტუციით გაუქმებას დაექვემდებარა და სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ძველ თანამშრომლებთან ერთად ვერც ანი ჩირაძე დასაქმდა.

საბჭო 16 ნოემბერს გაუქმდა, რის შემდეგაც ანი ჩირაძემ "ფეისბუქზე" სამსახურში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით, "#გაუქმებულინაშრომი", რაშიც, სავარაუდოდ, სწორედ მისი სამსახურის გაუქმებას გულისხმობდა. როგორც ცნობილია, ჩირაძე უშიშროების საბჭოში იმ დროიდან მუშაობდა, რაც საბჭოს მდივნად ირინა იმერლიშვილი დაინიშნა. ასევე ცნობილია, რომ ჩირაძე და იმერლიშვილი მეგობრობენ.

იმერლიშვილი საბჭოს მდივნის თანამდებობაზე 2013 წლიდან მუშაობდა, მას შემდეგ კი რაც ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა, უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა დავით რაქვიაშვილმა დაიკავა.

"წინასწარი ინფორმაციით, ახალი პაციენტის დაინფიცირება მოგზაურობას არ უკავშირდება"

"ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა" - მარინა ეზუგბაია

"თავი ფილმში მგონია, ყველაზე ხალხმრავალი "თაიმს სქვერი" თითქმის ცარიელია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მსახიობი