პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება თბილისის სადგურებში, საიდანაც ყოველდღიურად საქალაქთაშორისო ტრანსპორტი დადის
რა ხდება თბილისის სადგურებში, საიდანაც ყოველდღიურად საქალაქთაშორისო ტრანსპორტი დადის

თბი­ლის­ში მდე­ბა­რე სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტის სად­გუ­რებს ყო­ველ­დღი­უ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი აკი­თხავს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის სურ­ვი­ლით. თუ იქ ერთხელ მა­ინც ყო­ფილ­ხართ, არ­სე­ბუ­ლი ან­ტი­სა­ნი­ტა­რია და მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცია ნამ­დვი­ლად არ და­გა­ვი­წყდე­ბო­დათ.

ერთ-ერ­თმა მკი­თხველ­მა თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­სად­გურ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი მოგ­ვა­წო­და, რო­მელ­ზეც კარ­გად არის ასა­ხუ­ლი, ყო­ველ­დღი­უ­რად რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უწევთ მძღო­ლებ­სა თუ მგზავ­რებს დე­და­ქა­ლა­ქი­დან გამ­გზავ­რე­ბა. ან­ტი­სა­ნი­ტა­რია სა­პირ­ფა­რე­შო­ებ­ში, რო­მელ­თა გვერ­დით კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბიც იყი­დე­ბა; "მარ­შუტ­კე­ბის" ქა­ო­ტუ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბის გამო შე­ფერ­ხე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბა, ხმა­უ­რი, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­ლა­რო­ე­ბი, სა­დაც მგზავ­რე­ბი ხში­რად ბი­ლეთს არც ყი­დუ­ლო­ბენ და თან­ხას პირ­და­პირ მძღო­ლებს უხ­დი­ან და ა.შ.

წე­სით და რი­გით, იმ კომ­პა­ნი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, მალე გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ. აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ავ­ტო­სად­გუ­რე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ნონპ­რო­ექ­ტიც შე­ი­მუ­შა­ვა, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბამ 2018 წლის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ა­ზე წა­რად­გი­ნა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტში ვკი­თხუ­ლობთ: "უწეს­რი­გო­ბას ვა­წყდე­ბით სად­გუ­რე­ბის გვერ­დის ავ­ლით მგზავ­რთა კო­მერ­ცი­უ­ლი გა­დაყ­ვა­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას. სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნამ მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი­დან, ნაც­ვლად ავ­ტო­სად­გუ­რე­ბი­სა, რის გა­მოც მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და ავ­ტო­ბუ­სე­ბის ქა­ო­სუ­რი მოძ­რა­ო­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა, იქ­მნე­ბა სა­ცო­ბე­ბი, საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რეს­და ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

ხშირ შემ­თხვე­ვებ­ში გა­და­ზიდ­ვე­ბის პრო­ცე­სი ხორ­ცი­ელ­დე­ბა არა­ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი (სა­მე­წარ­მეო რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცი­ის გა­რე­შე მო­მუ­შა­ვე) გა­დამ­ზიდ­ვე­ლე­ბის მიერ მოძ­რა­ო­ბის გან­რი­გე­ბის გა­რე­შე, მოძ­რა­ო­ბის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და მძღოლ­თა შრო­მი­სა და დას­ვე­ნე­ბის ნორ­მე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე არაპრო­ფე­სი­ო­ნალ­თა რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც იძე­ნენ ია­ფ­ფა­სი­ან ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა არც ტექ­ნი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბით და არც ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნებს და იწყე­ბენ მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნას" - აღ­ნიშ­ნუ­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რა ხდება თბილისის სადგურებში, საიდანაც ყოველდღიურად საქალაქთაშორისო ტრანსპორტი დადის

რა ხდება თბილისის სადგურებში, საიდანაც ყოველდღიურად საქალაქთაშორისო ტრანსპორტი დადის

თბილისში მდებარე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სადგურებს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი აკითხავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაადგილების სურვილით. თუ იქ ერთხელ მაინც ყოფილხართ, არსებული ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი სიტუაცია ნამდვილად არ დაგავიწყდებოდათ.

ერთ-ერთმა მკითხველმა თბილისის რამდენიმე ავტოსადგურზე გადაღებული ფოტოები მოგვაწოდა, რომელზეც კარგად არის ასახული, ყოველდღიურად რა სიტუაციაში უწევთ მძღოლებსა თუ მგზავრებს დედაქალაქიდან გამგზავრება. ანტისანიტარია საპირფარეშოებში, რომელთა გვერდით კვების პროდუქტებიც იყიდება; "მარშუტკების" ქაოტური გადაადგილების გამო შეფერხებული მოძრაობა, ხმაური, მოუწესრიგებელი სალაროები, სადაც მგზავრები ხშირად ბილეთს არც ყიდულობენ და თანხას პირდაპირ მძღოლებს უხდიან და ა.შ.

წესით და რიგით, იმ კომპანიებმა, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას უზრუნველყოფენ, მალე გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ. აუცილებელი გახდება ავტოსადგურების სერტიფიცირებაც.

აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალური კანონპროექტიც შეიმუშავა, რომელიც მთავრობამ 2018 წლის საშემოდგომო სესიაზე წარადგინა.

კანონპროექტში ვკითხულობთ: "უწესრიგობას ვაწყდებით სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანების განხორციელებისას. სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, ნაცვლად ავტოსადგურებისა, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა.

ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი ხორციელდება არალეგალიზებული (სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მომუშავე) გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე, მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით. მნიშვნელოვნად გაიზარდა დაბალი კვალიფიკაციის მქონე არაპროფესიონალთა რიცხვი, რომლებიც იძენენ იაფფასიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა უმრავლესობა არც ტექნიკური პარამეტრებით და არც ეკონომიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება მგზავრთა გადაყვანის მოთხოვნებს და იწყებენ მგზავრთა გადაყვანას" - აღნიშნულია კანონპროექტში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 337 ახალი შემთხვევაა - ბოლო დღე-ღამეში 10 ადამიანი გარდაიცვალა

"საქართველო აღარ ითვლება დაბალშემოსავლიან ქვეყნად... ამან შეიძლება ცუდი როლი ითამაშა, რადგან ვაქცინა ჯერ დაბალშემოსავლიანებს გადასცეს" - იმნაძე

"თუ მკაცრად არ გაკონტროლდება რეგულაციების დაცვა, ეს აუცილებლად გამოიწვევს ეპიდაფეთქებას აპრილის თვეში" - რა შეიძლება მოჰყვეს შეზღუდვების მასშტაბურ შემსუბუქებას?