Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს კინო უკვე ნანახი მაქვს..." - "ტვ პირველის" დამფუძნებელი პროკურატურის გასაჯაროებულ წერილზე განცხადებას ავრცელებს
"ეს კინო უკვე ნანახი მაქვს..." - "ტვ პირველის" დამფუძნებელი პროკურატურის გასაჯაროებულ წერილზე განცხადებას ავრცელებს

ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვახ­ტანგ წე­რე­თე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ წე­რილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც წე­რე­თე­ლი აცხა­დებს, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლის ში­ნა­არ­სი "ტვ პირ­ვე­ლის" მხრი­დან აღ­ქმუ­ლია, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი არ­ხის გა­კონ­ტრო­ლე­ბის სურ­ვი­ლი, რად­გან 11 წლის წი­ნან­დელ საქ­მე­ში, რომ­ლი­თაც ხა­ზა­რა­ძეს და­უ­პი­რის­პირ­დნენ, მისი კომ­პა­ნი­ე­ბი და ინი­ცი­ა­ლე­ბიც ფი­გუ­რი­რებს.

„მაქვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ სწო­რედ ამის გამო შე­იძ­ლე­ბა მო­ე­თხო­ვათ ხა­ზა­რა­ძის­თვის გად­მო­ე­ცა ჩვენ­თვის გზავ­ნი­ლი "ტვ პირ­ვე­ლის" სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით... "ტვ პირ­ვე­ლის" 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი ვარ მე, ვახ­ტანგ წე­რე­თე­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ მინ­და ვუ­თხრა, რომ „ტვ პირ­ვე­ლი“ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლით არ­სე­ბობს და ეს შე­მო­სა­ვა­ლი არის გამჭვირ­ვა­ლე. ამ არ­ხის სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას გან­სა­ზღვრავს არხი და მისი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. არ­ხის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა არა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ ან სხვა სა­ხის კო­ნი­უნ­ქტუ­რა­სა და "ტრენ­დს", რა­საც ადას­ტუ­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დას­კვნე­ბი და ამ არხზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის რე­პუ­ტა­ცია. არხი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კით გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას და ეს არას­დროს შე­იც­ვლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით“, - აცხა­დებს ვახ­ტანგ წე­რე­თე­ლი და იქვე აღ­ნიშ­ნავს: „ეს კინო უკვე ნა­ნა­ხი მაქვს... პირ­ვე­ლი სე­რია გა­და­ვი­ტა­ნეთ“.

ავტორი:

"ეს კინო უკვე ნანახი მაქვს..." - "ტვ პირველის" დამფუძნებელი პროკურატურის გასაჯაროებულ წერილზე განცხადებას ავრცელებს

"ეს კინო უკვე ნანახი მაქვს..." - "ტვ პირველის" დამფუძნებელი პროკურატურის გასაჯაროებულ წერილზე განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ წერილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც წერეთელი აცხადებს, გამოქვეყნებული წერილის შინაარსი "ტვ პირველის" მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპირდნენ, მისი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს.

„მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავნილი "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით... "ტვ პირველის" 100%-იანი წილის მფლობელი ვარ მე, ვახტანგ წერეთელი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ „ტვ პირველი“ მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე. ამ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას განსაზღვრავს არხი და მისი ჟურნალისტები. არხის სარედაქციო პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ან სხვა სახის კონიუნქტურასა და "ტრენდს", რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნები და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების რეპუტაცია. არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და ეს არასდროს შეიცვლება პოლიტიკური კალენდრის მიხედვით“, - აცხადებს ვახტანგ წერეთელი და იქვე აღნიშნავს: „ეს კინო უკვე ნანახი მაქვს... პირველი სერია გადავიტანეთ“.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეიდან 20 ლარით დაჯარიმდებით, თუ დახურულ საჯარო სივრცეებსა და ტრანსპორტში პირბადეს არ გამოიყენებთ

გურჯაანში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა