პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედი მაქვს, რომ მუხტი და "დრაივი" არ დააკლდება, რომ წინ იაროს" - ნათია თოდუა "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალის შესახებ
"იმედი მაქვს, რომ მუხტი და "დრაივი" არ დააკლდება, რომ წინ იაროს" - ნათია თოდუა "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალის შესახებ

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ოთო ნემ­სა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს "ევ­რო­ვი­ზია 2019"-ზე მა­ის­ში წა­რად­გენს. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" გრან­დი­ო­ზუ­ლი ფი­ნა­ლუ­რი შოუ 3 მარტს ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში გა­ი­მარ­თა და შო­უ­ში მა­ყუ­რებ­ლის არ­ნა­ხუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა და­ფიქ­სირ­და - კონ­კურ­სან­ტე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად ფი­ნალ­ში 235 000-მდე ხმა შე­ვი­და და მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ოთო ნემ­სა­ძემ მი­ი­ღო.

AMBEBI.GE-მ, რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" მე­დია-პარტნი­ორ­მა, კონ­კურ­სში სა­კუ­თა­რი რჩე­უ­ლი და­ა­სა­ხე­ლა - ეს კონ­კურ­სან­ტი ლიზა კა­ლან­და­ძეა. ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში AMBEBI.GE-ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­კი­თხვა, რომ­ლი­თაც სა­ი­ტის მკი­თხველს სა­კუ­თა­რი ფა­ვო­რი­ტი უნდა აერ­ჩია. გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 20 000-მა უნი­კა­ლურ­მა მკი­თხველ­მა მი­ი­ღო (ერთი კომ­პი­უ­ტე­რი­დან მხო­ლოდ ერთხელ იყო ხმის მი­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლი) და მათ­მა 39%-მა ლიზა კა­ლან­და­ძეს მის­ცა ხმა.

AMBEBI.GE-ს მკი­თხვე­ლის რჩე­ულს სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცა ორ­დღი­ა­ნი საგ­ზუ­რი ორ პერ­სო­ნა­ზე სას­ტუმ­რო "კაჭ­რე­თის ამ­ბა­სა­დორ­ში", ამას­თან ვებ-გვერ­დზე მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­შუქ­დე­ბა ლიზა კა­ლან­და­ძის კა­რი­ე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი.

ფი­ნა­ლურ შო­უ­ში „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­რა ჟი­უ­რის ერთ-ერ­თმა წევ­რმა ნა­თია თო­დუ­ამ:

- ოთო ნემ­სა­ძეს სუ­ლით და გუ­ლით ვუ­ლო­ცავ წარ­მა­ტე­ბას. ძა­ლი­ან იბ­რძო­ლა და იშ­რო­მა იმის­თვის, რომ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ე­კა­ვე­ბი­ნა. მე ყო­ველ­თვის ვა­ცხა­დებ­დი სა­ჯა­როდ, რომ ჩემი ფა­ვო­რი­ტი არის ლიზა კა­ლან­და­ძე. ის არის და იქ­ნე­ბა ჩემი ფა­ვო­რი­ტი სულ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მას არა­ერ­თხელ შევ­ხვდე­ბი სცე­ნა­ზე და ერ­თა­დაც ვი­მუ­შა­ვებთ მო­მა­ვალ­ში.

გი­ორ­გი ფრუ­ი­ძის პრი­ზით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ! (შოუს ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მო­ნა­წი­ლე საფ­რან­გეთ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლურ აკა­დე­მი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­ულ კურსს გა­ივ­ლის, ავტ.) მად­ლო­ბა „პირ­ველ არხს“, თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვილს, რომ კონ­კრე­ტუ­ლად მისი მხარ­და­ჭე­რა ასე გა­და­წყვი­ტეს, მა­გა­რი შან­სი მის­ცეს, რომ კვა­ლი­ფი­კა­ცია აი­მაღ­ლოს უცხო­ეთ­ში და თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კი­დევ უკეთ გა­მო­ამ­ჟღავ­ნოს, რო­გორც მუ­სი­კის ავ­ტორ­მა და მომ­ღე­რალ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძეს, იმე­დი მაქვს, რომ მუხ­ტი და „დრა­ი­ვი“ მას არ და­აკ­ლდე­ბა არას­დროს, რომ წინ ია­როს. კონ­კურ­სი დას­რულ­და და გული მწყდე­ბა, რომ შემ­დეგ შა­ბათს აღარ გაგ­რძელ­დე­ბა.

მად­ლო­ბე­ლი ვარ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“, ასე­თი შან­სი რომ მომ­ცა, ამ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბა მი­მე­ღო, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სცე­ნა­ზე, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­მე­ღო. ვი­სურ­ვებ­დი, ამ კონ­კურ­სან­ტებ­მა მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა გა­აგ­რძე­ლონ, ჩა­წე­რონ სიმ­ღე­რე­ბი, ჩა­ა­ტა­რონ კონ­ცერ­ტე­ბი, არ გა­ჩერ­დნენ და თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­აგ­რძე­ლონ. უბ­რა­ლოდ, უნდა მო­ინ­დო­მონ, იბ­რძო­ლონ, სა­კუ­თა­რი თავი იპო­ვონ იმ ჟანრ­ში, რა­შიც ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რე­ბი არი­ან. მჯე­რა იმის, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. უბ­რა­ლოდ, ოც­ნე­ბებს უნდა მივ­ცეთ არ­სე­ბო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა", - გვი­თხრა ნა­თია თო­დუ­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"იმედი მაქვს, რომ მუხტი და "დრაივი" არ დააკლდება, რომ წინ იაროს" - ნათია თოდუა "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალის შესახებ

"იმედი მაქვს, რომ მუხტი და "დრაივი" არ დააკლდება, რომ წინ იაროს" - ნათია თოდუა "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალის შესახებ

"საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ოთო ნემსაძე საქართველოს "ევროვიზია 2019"-ზე მაისში წარადგენს. "საქართველოს ვარსკვლავის" გრანდიოზული ფინალური შოუ 3 მარტს ფილარმონიაში გაიმართა და შოუში მაყურებლის არნახული აქტივობა დაფიქსირდა - კონკურსანტების მხარდასაჭერად ფინალში 235 000-მდე ხმა შევიდა და მათი უმრავლესობა ოთო ნემსაძემ მიიღო.

AMBEBI.GE-მ, როგორც "საქართველოს ვარსკვლავის" მედია-პარტნიორმა, კონკურსში საკუთარი რჩეული დაასახელა - ეს კონკურსანტი ლიზა კალანდაძეა. ერთი კვირის განმავლობაში AMBEBI.GE-ზე მიმდინარეობდა გამოკითხვა, რომლითაც საიტის მკითხველს საკუთარი ფავორიტი უნდა აერჩია. გამოკითხვაში მონაწილეობა 20 000-მა უნიკალურმა მკითხველმა მიიღო (ერთი კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ იყო ხმის მიცემა შესაძლებელი) და მათმა 39%-მა ლიზა კალანდაძეს მისცა ხმა.

AMBEBI.GE-ს მკითხველის რჩეულს საჩუქრად გადაეცა ორდღიანი საგზური ორ პერსონაზე სასტუმრო "კაჭრეთის ამბასადორში", ამასთან ვებ-გვერდზე მთელი წლის განმავლობაში გაშუქდება ლიზა კალანდაძის კარიერასთან დაკავშირებული სიახლეები.

ფინალურ შოუში „საქართველოს ვარსკვლავის“ შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ნათია თოდუამ:

- ოთო ნემსაძეს სულით და გულით ვულოცავ წარმატებას. ძალიან იბრძოლა და იშრომა იმისთვის, რომ პირველი ადგილი დაეკავებინა. მე ყოველთვის ვაცხადებდი საჯაროდ, რომ ჩემი ფავორიტი არის ლიზა კალანდაძე. ის არის და იქნება ჩემი ფავორიტი სულ და დარწმუნებული ვარ, მას არაერთხელ შევხვდები სცენაზე და ერთადაც ვიმუშავებთ მომავალში.

გიორგი ფრუიძის პრიზით აღფრთოვანებული ვარ! (შოუს ყველაზე პატარა მონაწილე საფრანგეთში, საერთაშორისო მუსიკალურ აკადემიაში სპეციალურად შერჩეულ კურსს გაივლის, ავტ.) მადლობა „პირველ არხს“, თიკო ბერძენიშვილს, რომ კონკრეტულად მისი მხარდაჭერა ასე გადაწყვიტეს, მაგარი შანსი მისცეს, რომ კვალიფიკაცია აიმაღლოს უცხოეთში და თავისი შესაძლებლობები კიდევ უკეთ გამოამჟღავნოს, როგორც მუსიკის ავტორმა და მომღერალმა.

რაც შეეხება გიორგი ნაკაშიძეს, იმედი მაქვს, რომ მუხტი და „დრაივი“ მას არ დააკლდება არასდროს, რომ წინ იაროს. კონკურსი დასრულდა და გული მწყდება, რომ შემდეგ შაბათს აღარ გაგრძელდება.

მადლობელი ვარ „საქართველოს ვარსკვლავის“, ასეთი შანსი რომ მომცა, ამხელა გამოცდილება მიმეღო, არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად ვყოფილიყავი სცენაზე, დიდი გამოცდილება მიმეღო. ვისურვებდი, ამ კონკურსანტებმა მუსიკალური კარიერა გააგრძელონ, ჩაწერონ სიმღერები, ჩაატარონ კონცერტები, არ გაჩერდნენ და თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ. უბრალოდ, უნდა მოინდომონ, იბრძოლონ, საკუთარი თავი იპოვონ იმ ჟანრში, რაშიც ყველაზე ძლიერები არიან. მჯერა იმის, რომ შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ, ოცნებებს უნდა მივცეთ არსებობის შესაძლებლობა", - გვითხრა ნათია თოდუამ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"