ერთადერთი მოლოდინი მაქვს, სამუდამო უნდა მისცენ. ეს მოთხოვნა მხოლოდ მე არ მაქვს, მთელ საქართველოს აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ, გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მამამ, მიშა ბერიაშვილმა განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, ექსპერტიზის დასკვნამ ყველა შეკითხვას პასუხი გასცა. ბერიაშვილი დარწმუნებულია, რომ იაგო ნებიერიძე დანაშაულის ჩადენისას მარტო მოქმედებდა.
"სასამართლო გადაიდო, არაფერი განხილულა. ერთადერთი მოლოდინი მაქვს, სამუდამო უნდა მისცენ. ეს მოთხოვნა მხოლოდ მე არ მაქვს, მთელ საქართველოს აქვს, რომ სამუდამო მისცენ, თუ არადა, საერთოდ გამოუშვან, არც 14 და 15 წელი მინდა და არც არაფერი. როგორც მითხრეს, ყველაფერში მარტო მოქმედებდა. რასაც აკეთებდა, აცნობიერებდა ყველაფერს", - განაცხადა ბერიაშვილმა.
9 წლის გოგონას მკველელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო, გადაიდო.
აღნიშნულის მიზეზი სხდომაზე ბრალდებულის გამოუცხადებლობა გახდა.