პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუქარის წერილში, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიამ გაუგზავნა, სამი ტელევიზიაა მოხსენიებული
მუქარის წერილში, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიამ გაუგზავნა, სამი ტელევიზიაა მოხსენიებული

„თი­ბი­სი ბან­კის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის მიერ პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის გა­და­ცე­მულ წე­რილ­ში, რო­მელ­საც სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა ასა­ჯა­რო­ებს, „ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბის გა­რე­შე“ შე­სას­რუ­ლე­ბელ 3 სა­ხის ულ­ტი­მა­ტუმ­ზეა სა­უ­ბა­რი.

ამას­თან, წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, „გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მათ ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ და ობი­ექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბას და გა­ა­კე­თე­ბენ ამას სა­ჯა­როდ შიდა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის“.

წე­რილ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია სამი ტე­ლე­კომ­პა­ნია - "ტვ პირ­ვე­ლი", რო­მე­ლიც ვახ­ტანგ წე­რეთ­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­შია. ვახ­ტანგ წე­რეთ­ლის მამა, ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი თა­ვის მხრივ "თი­ბი­სი ბან­კის" საქ­მე­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი „სამ­გო­რი M”-ისა და „სამ­გო­რი თრე­ი­დის“ მფლო­ბე­ლია.

წე­რილ­ში ასე­ვე ნახ­სე­ნე­ბია "ტელე იმე­დი" და ტე­ლე­კომ­პა­ნია "არ­ტა­რეა", რო­მე­ლიც "თი­ბი­სი ბან­კის" მიერ და­ფუძნ­და.

AMBEBI.GE პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წე­რი­ლის ში­ნა­არს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ვი­ცით, რომ გვებ­რძვით და აქ საქ­მე არ ეხე­ბა მხო­ლოდ ფი­ნან­სებს; ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის, თუმ­ცა თქვე­ნი მხრი­დან გრძელ­დე­ბა დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი.

ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბის გა­რე­შე:

1. უახ­ლო­ეს 5 დღე­ში "TV 1" უნდა დაჯ­დეს "TV იმე­დის" ტრენ­დზე, გა­და­ვი­დეს მა­უ­წყებ­ლო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე (ეს უნდა და­ვი­ნა­ხოთ არ­ხის სა­რე­და­ციო პო­ლი­ტი­კი­დან).

2. მ.ხ-მ (მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე წე­რილ­ში ინი­ცი­ა­ლე­ბი­თაა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი) უნდა გა­ა­კე­თოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რომ მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რე­ვან­ში. ქარ­თულ ბიზ­ნესს კარ­გად ახ­სოვს, რო­გორ ექ­ცე­ოდ­ნენ მას „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პი­რო­ბებ­ში და რომ ამის გან­მე­ო­რე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. მან უნდა მო­უ­წო­დოს ბიზ­ნეს­მე­ნებს, მათ, ვი­საც მსგავ­სი პო­ზი­ცია აქვთ, გა­ერ­თი­ან­დნენ და ერ­თობ­ლი­ვად იმოქ­მე­დონ (შემ­დეგ უკვე მისი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აა შე­საძ­ლე­ბე­ლი).

3. "არ­ტა­რე­ას" უნდა და­ე­ტყოს ობი­ექ­ტუ­რო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი

ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ მზად ვართ, ვა­წარ­მო­ოთ ჯან­სა­ღი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ყვე­ლა­ნი­რი წი­ნა­პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ გა­მო­ვი­ყე­ნებთ ჩვენს ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ და ობი­ექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბას და გა­ვა­კე­თებთ ამას სა­ჯა­როდ შიდა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის" - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა აქ­ვეყ­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

მუქარის წერილში, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიამ გაუგზავნა, სამი ტელევიზიაა მოხსენიებული

მუქარის წერილში, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიამ გაუგზავნა, სამი ტელევიზიაა მოხსენიებული

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ წერილში, რომელსაც საგამოძიებო უწყება ასაჯაროებს, „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“ შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი.

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გააკეთებენ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის“.

წერილში მოხსენიებულია სამი ტელეკომპანია - "ტვ პირველი", რომელიც ვახტანგ წერეთლის მფლობელობაშია. ვახტანგ წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი თავის მხრივ "თიბისი ბანკის" საქმეში მოხსენიებული „სამგორი M”-ისა და „სამგორი თრეიდის“ მფლობელია.

წერილში ასევე ნახსენებია "ტელე იმედი" და ტელეკომპანია "არტარეა", რომელიც "თიბისი ბანკის" მიერ დაფუძნდა.

AMBEBI.GE პროკურატურის მიერ გავრცელებული წერილის შინაარს უცვლელად გთავაზობთ:

„დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს; ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები.

ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

1. უახლოეს 5 დღეში "TV 1" უნდა დაჯდეს "TV იმედის" ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაციო პოლიტიკიდან).

2. მ.ხ-მ (მამუკა ხაზარაძე წერილში ინიციალებითაა მოხსენიებული) უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში და რომ ამის განმეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).

3. "არტარეას" უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი

ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანირი წინაპირობების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის" - ნათქვამია წერილში, რომელსაც პროკურატურა აქვეყნებს.

კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გოგონას მეუღლეს ბრალი წაუყენეს

სასამართლომ "რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილი დააყადაღა

თბილისში კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავეს