Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ასაჯაროვებს წერილს, რომელიც ხაზარაძემ წარუდგინა - "ვიცით რომ გვებრძვით და საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს"
პროკურატურა ასაჯაროვებს წერილს, რომელიც ხაზარაძემ წარუდგინა - "ვიცით რომ გვებრძვით და საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს"

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა „თი­ბი­სი ბან­კის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის მიერ პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის გა­და­ცე­მულ წე­რილს ასა­ჯა­რო­ებს.

ამას­თან, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ წე­რილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ ითა­ნამ­შრომ­ლა, რის გა­მოც პრო­კუ­რა­ტუ­რა მოკ­ლე­ბუ­ლია მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის და მისი უტყუ­ა­რო­ბის დად­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194 მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით.

2019 წლის 4 მარტს, ამ საქ­მის ერთ-ერ­თმა ცენ­ტრა­ლურ­მა ფი­გუ­რან­ტმა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­მოს­ვლი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­გან მი­ი­ღო მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი წე­რი­ლი.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან მოჰ­ყვა მყი­სი­ე­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა და იგი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქნა გა­მო­სა­კი­თხად გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, რა­ზეც ამ უკა­ნას­კნელ­მა უარი გა­ნა­ცხა­და, რის გა­მოც 2019 წლის 5 მარტს იგი მოწ­მის სა­ხით და­მა­ტე­ბით და­ი­კი­თხა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ და­კი­თხვი­სას წარ­მო­ად­გი­ნა კომ­პი­უ­ტე­რულ პრინ­ტერ­ზე და­ბეჭ­დი­ლი ე.წ. დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც არ გა­აჩ­ნია არა­ნა­ი­რი მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და ნიშ­ნე­ბი, მათ შო­რის არც შედ­გე­ნის თა­რი­ღი, ად­გი­ლი, შემ­დგე­ნის ვი­ნა­ო­ბა, ხელ­მო­წე­რა და სი­ტყვი­ე­რად კი გან­მარ­ტა, რომ მუ­ქა­რის წე­რი­ლის დე­და­ნი კვლე­ვის­თვის სა­ზღვარ­გა­რეთ აქვს გაგ­ზავ­ნი­ლი და ამი­ტომ, გა­მო­ძი­ე­ბას წარ­მო­უდ­გი­ნა მხო­ლოდ ამ ე.წ. დო­კუ­მენ­ტის ასლი.

გარ­და ამი­სა, მან, არა­ერ­თი მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, არ და­ა­სა­ხე­ლა იმ შუ­ა­მავ­ლის ვი­ნა­ო­ბა, ვინც მას ეს ე.წ. წე­რი­ლი, მისი სი­ტყვე­ბის თა­ნახ­მად, გა­დას­ცა. აღ­ნიშ­ნულ გა­რე­მო­ე­ბა­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა, ამ ეტაპ­ზე, მოკ­ლე­ბუ­ლია მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის და მისი უტყუ­ა­რო­ბის დად­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რად­გან ვერც დო­კუ­მენ­ტის ავ­თენ­ტი­კუ­რო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით მო­ახ­დენს ექ­სპერ­ტუ­ლი კვლე­ვის ინი­ცი­რე­ბას, რად­გან სა­ხე­ზე მხო­ლოდ ე.წ. დო­კუ­მენ­ტის ას­ლია და ვერც ე.წ. შუ­ა­მა­ვალს და­კი­თხავს, მოწ­მე ხა­ზა­რა­ძის მიერ მისი ვი­ნა­ო­ბის გა­უმ­ჟღავ­ნებ­ლო­ბის გამო.

მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აქ­ვეყ­ნებს სა­სა­მარ­თლო­ში მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის მიერ წარ­დგე­ნილ ე.წ. დო­კუ­მენტს და კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტავს, რომ სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვი­სას მოწ­მე ხა­ზა­რა­ძემ სრულ­ყო­ფი­ლად არ ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

პროკურატურა ასაჯაროვებს წერილს, რომელიც ხაზარაძემ წარუდგინა - "ვიცით რომ გვებრძვით და საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს"

პროკურატურა ასაჯაროვებს წერილს, რომელიც ხაზარაძემ წარუდგინა - "ვიცით რომ გვებრძვით და საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს"

მთავარი პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ წერილს ასაჯაროებს.

ამასთან, როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მამუკა ხაზარაძემ წერილთან დაკავშირებით გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, რის გამოც პროკურატურა მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

2019 წლის 4 მარტს, ამ საქმის ერთ-ერთმა ცენტრალურმა ფიგურანტმა მამუკა ხაზარაძემ, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი.

მამუკა ხაზარაძის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პროკურატურის მხრიდან მოჰყვა მყისიერი სამართლებრივი რეაგირება და იგი დაუყოვნებლივ იქნა გამოსაკითხად გამოძახებული პროკურატურაში, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, რის გამოც 2019 წლის 5 მარტს იგი მოწმის სახით დამატებით დაიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი.

გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც მას ეს ე.წ. წერილი, მისი სიტყვების თანახმად, გადასცა. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, გამოძიება, ამ ეტაპზე, მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა აქვეყნებს სასამართლოში მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ ე.წ. დოკუმენტს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ხაზარაძემ სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს