პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეწყდება თუ არა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2020 წელს - დავით სერგეენკოს კომენტარი
შეწყდება თუ არა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2020 წელს - დავით სერგეენკოს კომენტარი

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის 2020 წელს შე­წყვე­ტის რის­კი არ­სე­ბობს. ამის შე­სა­ხებ მი­ნის­ტრმა “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის” მიერ პროგ­რა­მის შე­წყვე­ტის ვა­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მუ­ლი შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელი­მი­ნა­ცი­ის მიზ­ნე­ბი 2020 წლამ­დეა გა­წე­რი­ლი, თუმ­ცა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მომ­წო­დე­ბელ ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ას­თან უფრო ხან­გრძლი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაა და­დე­ბუ­ლი.

„ფორ­მა­ლუ­რად კონ­ტრაქ­ტში ასეა - ელი­მი­ნა­ცი­ის მიზ­ნე­ბი 2020 წლამ­დეა გა­წე­რი­ლი. ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უფრო ხან­გრძლი­ვია, მაგ­რამ ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, რამ­დე­ნად მეტი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თვე­ბა, რომ 2020 წლის­თვის მკა­ფიო შე­დე­გე­ბი გვქონ­დეს. მე ვერ და­ვა­დას­ტუ­რებ, რომ ეს ხის­ტად შე­წყდე­ბა, მაგ­რამ ამის რის­კი ალ­ბათ, არ­სე­ბობს”, - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში უკვე 125 000-მა პირ­მა იმ­კურ­ნა­ლა.

„პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ 3-ჯერ ან 4-ჯერ მეტი იყოს, რომ ეს პრო­ექ­ტი სწო­რად და გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე და­ვამ­თავ­როთ. ამი­ტომ კი­დევ ერთხელ ვთხოვ ყვე­ლას, რომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ. მიზ­ნე­ბი არის, რომ მათ 90%-ს ჩა­უ­ტარ­დეს სკრი­ნინ­გი და მი­ნი­მუმ 90% სკრი­ნინ­გში ჩა­ერ­თოს. ვინც ჩა­ერ­თვე­ბა, მათ­გან მი­ნი­მუმ 95% გა­მო­ჯან­მრთელ­დეს. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის ბოლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 98%-ია, ანუ ბევ­რად უფრო კარ­გი. ჩარ­თუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით გა­მო­დის, რომ და­ახ­ლო­ე­ბით, 125 000 ადა­მი­ანს უკვე ვუმ­კურ­ნა­ლეთ, ახლა და­ახ­ლო­ე­ბით 50 000-მდე გვყავს, ვი­საც მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა, ად­რე­უ­ლი სტა­დია აქვთ და სიმპტო­მე­ბი არ აწუ­ხებთ, ამი­ტომ ნაკ­ლე­ბად ერ­თვე­ბი­ან პროგ­რა­მა­ში”,- გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

შეწყდება თუ არა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2020 წელს - დავით სერგეენკოს კომენტარი

შეწყდება თუ არა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2020 წელს - დავით სერგეენკოს კომენტარი

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 2020 წელს შეწყვეტის რისკი არსებობს. ამის შესახებ მინისტრმა “ინტერპრესნიუსის” მიერ პროგრამის შეწყვეტის ვადებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ელიმინაციის მიზნები 2020 წლამდეა გაწერილი, თუმცა მედიკამენტების მომწოდებელ ფარმაცევტულ კომპანიასთან უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულებაა დადებული.

„ფორმალურად კონტრაქტში ასეა - ელიმინაციის მიზნები 2020 წლამდეა გაწერილი. ფარმაცევტულ კომპანიასთან ხელშეკრულება უფრო ხანგრძლივია, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად მეტი ადამიანი ჩაერთვება, რომ 2020 წლისთვის მკაფიო შედეგები გვქონდეს. მე ვერ დავადასტურებ, რომ ეს ხისტად შეწყდება, მაგრამ ამის რისკი ალბათ, არსებობს”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე 125 000-მა პირმა იმკურნალა.

„პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს, მაგრამ დღის განმავლობაში ჩართული პაციენტების რაოდენობასთან დაკავშირებით არის შესაძლებლობა, რომ 3-ჯერ ან 4-ჯერ მეტი იყოს, რომ ეს პროექტი სწორად და გართულებების გარეშე დავამთავროთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ. მიზნები არის, რომ მათ 90%-ს ჩაუტარდეს სკრინინგი და მინიმუმ 90% სკრინინგში ჩაერთოს. ვინც ჩაერთვება, მათგან მინიმუმ 95% გამოჯანმრთელდეს. გამოჯანმრთელების ბოლო მაჩვენებელი 98%-ია, ანუ ბევრად უფრო კარგი. ჩართულობის მიხედვით გამოდის, რომ დაახლოებით, 125 000 ადამიანს უკვე ვუმკურნალეთ, ახლა დაახლოებით 50 000-მდე გვყავს, ვისაც მკურნალობა სჭირდება, ადრეული სტადია აქვთ და სიმპტომები არ აწუხებთ, ამიტომ ნაკლებად ერთვებიან პროგრამაში”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი