პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
CO-თი მოწამვლისა და გარდაცვალების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება - რა ინფორმაციას ავრცელებს "ყაზტრანსგაზ-თბილისი"
CO-თი მოწამვლისა და გარდაცვალების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება - რა ინფორმაციას ავრცელებს "ყაზტრანსგაზ-თბილისი"

გლ­დან­ში CO-თი ერთი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პა­ნია „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი“ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

კომ­პა­ნია „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი“ აფრ­თხი­ლებს გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი და და­გი­რა­ვე­ბუ­ლი ბი­ნე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს, სას­წრა­ფოდ ჩახ­სნან ღია წვის კა­მე­რი­ა­ნი წყალ­გა­მა­ცხე­ლებ­ლე­ბი (ე.წ. კა­ლონ­კე­ბი) და გაზ­გა­მათ­ბობ­ლე­ბი. ასე­ვე, ნუ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ კორ­პუ­სის სა­ვენ­ტი­ლა­ციო არ­ხებს საკ­ვამ­ლე მი­ლე­ბის და­სა­ერ­თებ­ლად, რად­გან ამით კორ­პუს­ში მცხოვ­რებ სხვა მო­ბი­ნად­რე­ე­ბის სი­ცო­ცხლეს სპო­ბენ.

„წუ­ხელ გლ­და­ნის III ა მკრ-ში, აკ­რძა­ლუ­ლი ღია წვის კა­მე­რი­ა­ნი წყალ­გა­მა­ცხე­ლებ­ლის მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ერთი ადა­მი­ა­ნი CO-თი გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე კი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ამ ბი­ნა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კუს­ტა­რუ­ლი წყალ­გა­მა­ცხე­ლებ­ლის საკ­ვამ­ლე მილი ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს კორ­პუ­სის სა­ვენ­ტი­ლა­ციო არხზე ჰქონ­და მი­ერ­თე­ბუ­ლი, რა­მაც CO-თი ამა­ვე კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე მცხოვ­რე­ბი ორი მე­ზობ­ლის მო­წამ­ვლაც გა­მო­იწ­ვია. „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ ად­გილ­ზე მი­სულ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი აკ­რძა­ლუ­ლი ღია წვის კა­მე­რი­ა­ნი და­ნად­გა­რი ჩაჭ­რეს.

კომ­პა­ნია „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი“ აფრ­თხი­ლებს გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი და და­გი­რა­ვე­ბუ­ლი ბი­ნე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს! სას­წრა­ფოდ ჩახ­სე­ნით ღია წვის კა­მე­რი­ა­ნი წყალ­გა­მა­ცხე­ლებ­ლე­ბი (ე.წ. კა­ლონ­კე­ბი) და გაზ­გა­მათ­ბობ­ლე­ბი, ასე­ვე, ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ კორ­პუ­სის სა­ვენ­ტი­ლა­ციო არ­ხებს საკ­ვამ­ლე მი­ლე­ბის და­სა­ერ­თებ­ლად, რად­გან ამით კლავთ თქვენს კორ­პუს­ში მცხოვ­რებ სხვა მო­ბი­ნად­რე­ებს. გა­უფრ­თხილ­დით თქვე­ნი ოჯა­ხი­სა და მე­ზობ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას.

სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, CO-თი მო­წამ­ვლი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის 70% გა­ქი­რა­ვე­ბულ და და­გი­რა­ვე­ბულ ბი­ნებ­ში ხდე­ბა, რად­გან ბი­ნის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი ნაკ­ლე­ბად იცა­ვენ უსაფრ­თხო­ე­ბას იქ, სა­დაც თა­ვად არ ცხოვ­რო­ბენ, რაც და­ნა­შა­უ­ლია“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

CO-თი მოწამვლისა და გარდაცვალების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება - რა ინფორმაციას ავრცელებს "ყაზტრანსგაზ-თბილისი"

CO-თი მოწამვლისა და გარდაცვალების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება - რა ინფორმაციას ავრცელებს "ყაზტრანსგაზ-თბილისი"

გლდანში CO-თი ერთი ადამიანის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აფრთხილებს გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს, სასწრაფოდ ჩახსნან ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლები (ე.წ. კალონკები) და გაზგამათბობლები. ასევე, ნუ გამოიყენებენ კორპუსის სავენტილაციო არხებს საკვამლე მილების დასაერთებლად, რადგან ამით კორპუსში მცხოვრებ სხვა მობინადრეების სიცოცხლეს სპობენ.

„წუხელ გლდანის III ა მკრ-ში, აკრძალული ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლის მოხმარების შედეგად, ნაქირავებ ბინაში მცხოვრები ერთი ადამიანი CO-თი გარდაიცვალა, მეორე კი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ ბინაში დამონტაჟებული კუსტარული წყალგამაცხელებლის საკვამლე მილი ბინის მეპატრონეს კორპუსის სავენტილაციო არხზე ჰქონდა მიერთებული, რამაც CO-თი ამავე კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრები ორი მეზობლის მოწამვლაც გამოიწვია. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ადგილზე მისულმა თანამშრომლებმა კუსტარულად დამონტაჟებული აკრძალული ღია წვის კამერიანი დანადგარი ჩაჭრეს.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აფრთხილებს გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს! სასწრაფოდ ჩახსენით ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლები (ე.წ. კალონკები) და გაზგამათბობლები, ასევე, ნუ გამოიყენებთ კორპუსის სავენტილაციო არხებს საკვამლე მილების დასაერთებლად, რადგან ამით კლავთ თქვენს კორპუსში მცხოვრებ სხვა მობინადრეებს. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახისა და მეზობლების უსაფრთხოებას.

სტატისტიკის მიხედვით, CO-თი მოწამვლისა და გარდაცვალების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება, რადგან ბინის მეპატრონეები ნაკლებად იცავენ უსაფრთხოებას იქ, სადაც თავად არ ცხოვრობენ, რაც დანაშაულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ