პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტანდარტად ქცეული წარმატება - ტოიოტამ უახლესი Corolla და მეხუთე თაობის RAV4  წარადგინა
სტანდარტად ქცეული წარმატება - ტოიოტამ უახლესი Corolla და მეხუთე თაობის RAV4  წარადგინა

1 მარტს, რუს­თა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტოდ­რომ­ზე ლე­გენ­და­რუ­ლი სე­და­ნის - ტო­ი­ო­ტა Corolla-ს მე-12 თა­ო­ბა და ახა­ლი, მე­ხუ­თე თა­ო­ბის RAV4 ქარ­თველ, სო­მეხ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტებს „ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სი­ამ“ წა­რუდ­გი­ნა. პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნეს ტო­ი­ო­ტას უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა (TSS) და ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია. ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის მო­ე­წყო ტესტ-დრა­ი­ვი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ, ასე­ვე დაბ­რკო­ლე­ბე­ბი­ან (Off Road) გზებ­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­მოც­დას.

ტო­ი­ო­ტა კო­რო­ლა

ტო­ი­ო­ტა Corolla-ს უახ­ლე­სი მო­დე­ლის წარ­დგე­ნის დროს, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ეს ლე­გენ­და­რუ­ლი სე­და­ნი ახა­ლი და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი 1.6-ლიტ­რი­ა­ნი ბენ­ზი­ნის ძრა­ვის გარ­და, პირ­ვე­ლად იქნა აღ­ჭურ­ვი­ლი 1.8-ლიტ­რი­ა­ნი თვით­და­მუხ­ტვა­დი ჰიბ­რი­დუ­ლი ძრა­ვით. ამის გარ­და, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Corolla აგე­ბუ­ლია ტო­ი­ო­ტას მო­წი­ნა­ვე TNGA სა­ინ­ჟინ­რო პლატ­ფორ­მა­ზე, რის შე­დე­გა­დაც, მისი მარ­თვა უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო და უსაფრ­თხო გახ­და.

ახალ ჰიბ­რი­დულ კო­რო­ლა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მცი­რე გა­მო­ნა­ბოლ­ქვის პა­რა­ლე­ლუ­რად მფლო­ბე­ლი მი­ი­ღებს საწ­ვა­ვის ხარ­ჯვის ეფექ­ტუ­რო­ბის მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს. ხოლო, მხო­ლოდ ელექტროძ­რა­ვის მეშ­ვე­ო­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ნულს უტოლ­დე­ბა, რაც ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­რე­მოს­თვის.

„უფრო ხის­ტი ძა­რის და სიმ­ძი­მის და­ბა­ლი ცენ­ტრის ერ­თობ­ლი­ო­ბა ამ­ცი­რებს მო­სახ­ვე­ვებ­ში ძა­რის გა­ნივ დახ­რას, ხოლო ორ­ბერ­კე­ტი­ა­ნი სა­კი­და­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს უფრო ეფექ­ტურ ამორ­ტი­ზა­ცი­ას, რაც თქვენს მგზავ­რო­ბას უფრო კომ­ფორ­ტულს ხდის. ხან­გრძლი­ვი მგზავ­რო­ბი­სას დაღ­ლი­ლო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, ჩვენ მძღო­ლის სხე­უ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­აც კი მო­ვახ­დი­ნეთ.“ - გან­მარ­ტა ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სი­ის პრო­დუქ­ტი­სა და ფა­სე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტმა, სან­დრო ბე­რუ­ლა­ვამ.

პრეს­ტი­ჟუ­ლი, დი­ნა­მი­უ­რი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, ელე­გან­ტუ­რი სე­და­ნი - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ მე-12 თა­ო­ბის Corolla-ს ამ სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. პირ­ვე­ლი Corolla 1966 წელს გა­მო­უშ­ვა ტო­ი­ო­ტამ. მისი სლო­გა­ნი - „სტან­დარ­ტად ქცე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა“გა­მარ­თლდა, რად­გან დღეს ის ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი მან­ქა­ნაა მსოფ­ლი­ო­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბო­და ”ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სი­ის” პრე­ზი­დენ­ტი - მი­ცუ­რუ კო­ნი­ში.

„ამა­ყი ვარ, რომ ქარ­თვე­ლებს ახალ RAV4-სა და Corolla-ს წარ­მო­გიდ­გენთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ ლე­გენ­და­რუ­ლი მან­ქა­ნე­ბის ახა­ლი მო­დე­ლე­ბი ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელს მალე შე­უყ­ვარ­დე­ბა. ამას კი ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნი, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი კომ­ფორ­ტი და უსაფრ­თხო­ე­ბის პა­რა­მეტ­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს. კი­დევ ერთი სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქ­ტი ისაა, რომ ორი­ვე მო­დე­ლი წა­მოდ­გე­ნი­ლია ჰიბ­რი­დუ­ლი ძრა­ვე­ბით, რაც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ასე მო­თხოვ­ნა­დი და პო­პუ­ლა­რუ­ლია,“ - გა­ნა­ცხა­და მი­ცუ­რუ კო­ნი­შიმ.

ტო­ი­ო­ტას უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის (TSS) გამო ახა­ლი კო­რო­ლა კი­დევ უფრო უსაფრ­თხოა. მისი უსაფრ­თხო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი სის­ტე­მე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ შე­ჯა­ხე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის თუ მომ­ხდა­რი ავა­რი­ის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის ეფექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბას. უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა აფრ­თხი­ლებს მძღოლს, ამ­ზა­დებს შე­სა­ბა­მის სის­ტე­მებს ოპ­ტი­მა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის და, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, რთავს ავ­ტო­მა­ტუ­რი და­მუხ­რუ­ჭე­ბის თუ მარ­თვის დამ­ხმა­რე რე­ჟი­მებს.

ტო­ი­ო­ტას უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა მო­ი­ცავს შე­ჯა­ხე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის სის­ტე­მის (PCS), ადაპ­ტი­რე­ბა­დი კრუ­იზ კონ­ტრო­ლის (AAC), ზო­ლი­დან გა­დახ­ვე­ვის სიგ­ნა­ლი­სა და მარ­თვის დამ­ხმა­რე რე­ჟი­მის (LDA + SA), ისე­ვე რო­გორც ავ­ტო­მა­ტუ­რი შორი გა­ნა­თე­ბის გა­ნახ­ლე­ბულ ვერ­სი­ებს. გარ­და ამი­სა, ის პირ­ვე­ლად იყე­ნებს ზო­ლის ხა­ზე­ბის აღ­ქმის დამ­ხმა­რე სის­ტე­მას (LTA), რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის დახ­ვე­წილ დამ­ხმა­რე სის­ტე­მას წარ­მო­ად­გენს.

მე-12 თა­ო­ბის ტო­ი­ო­ტა Corolla-სთან ერ­თად, ტესტ-დრა­ივ­ზე მისი წი­ნა­მორ­ბე­დი მო­დე­ლე­ბიც გა­მოვ­ცა­დეთ. ახალ ავ­ტო­მო­ბილს აქვს ტე­ვა­დი სა­ლო­ნი, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლია სენ­სო­რე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით და მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით. წინა თა­ო­ბის მო­დელ­თან შე­და­რე­ბით, საგ­რძნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია რო­გორც მა­ნევ­რი­რე­ბა, ისე გა­და­ად­გი­ლე­ბის კომ­ფორ­ტი, სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მისი უხ­მა­უ­რო­ბა გზებ­ზე სი­ა­რუ­ლის დროს.

ტო­ი­ო­ტა RAV 4 - კომ­პრო­მი­სე­ბის გა­რე­შე

1994 წელს ტო­ი­ო­ტამ თა­ვი­სი პირ­ვე­ლი RAV 4 -ის გა­მოშ­ვე­ბით მსოფ­ლი­ოს ახა­ლი ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლი წა­რუდ­გი­ნა - მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბი­სა და მდგრა­დი კორ­პუ­სის მქო­ნე ყველ­გან­მა­ვა­ლი, კომ­პაქ­ტურ და იო­ლად სა­მარ­თავ ჰეჩ­ბექთან იყო შერ­წყმუ­ლი.

2019 წელს კი, ახა­ლი მე­ხუ­თე თა­ო­ბის RAV 4 -ით ტო­ი­ო­ტა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ერას წარ­მოგ­ვიდ­გენს, რო­მე­ლიც ტო­ი­ო­ტას უახ­ლე­სი პლა­ტოფრ­მის - GA-K-ს დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ახა­ლი 2.0 ბენ­ზი­ნის ძრა­ვის გარ­და, ახა­ლი RAV 4 ერ­თა­დერ­თია თა­ვის კლას­ში, რო­მე­ლიც მყიდ­ვე­ლებს თვით­და­ტენ­ვად, ჰიბ­რი­დულ მო­დელს სთა­ვა­ზობს - არ­ჩე­ვანს, რო­მელ­საც და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში მყიდ­ველ­თა დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა ემ­ხრო­ბა. ახა­ლი 2.5 ჰიბ­რი­დუ­ლი ძრა­ვი 218 ცხე­ნის ძა­ლით (წინა წამ­ყვა­ნი თვლე­ბით) და 222 ცხე­ნის ძა­ლით (სრუ­ლი ამძრა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში) ახალ, თა­ვის კლას­ში ყვე­ლა­ზე ეკო­ნო­მი­ურ ბენ­ზი­ნის მოხ­მა­რე­ბას (4.4 ლ / 100 კმ) და ეკო­ლო­გი­უ­რად უფრო უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბას (CO - 100გ/კმ) გვთა­ვა­ზობს.

უკე­თე­სი მარ­თვა­დო­ბის, კომ­ფორ­ტუ­ლი მგზავ­რო­ბის, ტე­ვა­დი ინ­ტე­რი­ე­რი­სა და თა­ვის კლას­ში წამ­ყვა­ნი სა­ბარ­გუ­ლის მო­ცუ­ლო­ბის (580 ლიტ­რი ) გარ­და, ამ მო­დელს გა­აჩ­ნია იმის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ ძლი­ე­რი, და­ბალ სა­ხუ­რა­ვი­ა­ნი თვა­ლის­მომჭრე­ლი დი­ზა­ი­ნის ფონ­ზე უჩ­ვე­უ­ლოდ მა­ღა­ლი ძა­რით მო­ი­წო­ნოს თავი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ლონს, იგი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მა­ტე­რი­ი­თა და მა­სა­ლე­ბით არის შექ­მნი­ლი.

„დღეს რუს­თა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტოდ­რომ­ზე წარ­მო­გიდ­გი­ნეთ ტო­ი­ო­ტას ორი უახ­ლე­სი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც აგე­ბუ­ლია TNGA სა­ინ­ჟინ­რო პლატ­ფორ­მა­ზე. ორი­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლი არის მთლი­ა­ნად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი, რო­გორც ინ­ტე­რი­ე­რის, ასე­ვე ექ­სტე­რი­ე­რის მხრივ. დღეს წარ­მო­ვად­გი­ნეთ ტო­ი­ო­ტას უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც. ახალ მო­დე­ლი ყვე­ლა დე­ტა­ლი არის შეც­ვლი­ლი და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი. გა­ყიდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლო­დი­ნე­ბი გვაქვს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი, რად­გან ორი­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლია ჰიბ­რი­დის წი­ლიც, ახლა ვცდი­ლობთ, რომ რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­ში, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­შიც მო­ვახ­დი­ნოთ ჰიბ­რი­დის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.“ - აღ­ნიშ­ნა სან­დრო ბე­რუ­ლა­ვამ.

ისე­ვე რო­გორც ახა­ლი Corolla, მე­ხუ­თე თა­ო­ბის RAV4 - იც აღ­ჭურ­ვი­ლია ტო­ი­ო­ტას უსაფრ­თხო მარ­თვის სის­ტე­მით(Toyota Safety Sense), რაც მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­სა და უსაფრ­თხო მარ­თვა­ში ხე­ლის შე­წყო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ახა­ლი RAV4 - ის მფლო­ბე­ლი და მისი მგზავ­რე­ბი ერ­თნა­ი­რად კომ­ფორ­ტუ­ლად იმ­გზავ­რე­ბენ რო­გორც ქა­ლაქ­ში, ასე­ვე უგ­ზო­ო­ბის პი­რო­ბებ­ში. ამის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად რუს­თა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტოდ­რომ­ზე ახალ მო­დელ­თან ერ­თად, წინა თა­ო­ბის RAV4 გავ­ტეს­ტეთ.

ავ­ტოდ­რომ­ზე მგზავ­რო­ბის დროს, ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა რომ უახ­ლე­სი მო­დე­ლი უფრო მსუ­ბუ­ქი, უხ­მა­უ­რო და კომ­ფორ­ტუ­ლია. ხოლო უგ­ზო­ო­ბის პი­რო­ბებ­ში, მან შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გი გვაჩ­ვე­ნა. რთუ­ლად სა­მოძ­რაო მო­ნაკ­ვე­თებს ახა­ლი RAV4 მარ­ტი­ვად, თა­მა­მად და ღირ­სე­უ­ლად გა­უმკლავ­და.

სრუ­ლი­ად გა­ნახ­ლე­ბუ­ლია დი­ზა­ი­ნის დე­ტა­ლე­ბიც: ციფ­რუ­ლი უკა­ნა ხედ­ვის სარ­კე აუმ­ჯო­ბე­სებს მძღო­ლის მხედ­ვე­ლო­ბის არე­ალს, ახალ მო­დელ­ში ვხვდე­ბით პა­ნო­რა­მულ ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბულ ლუქს, ვენ­ტი­ლი­რე­ბად სა­ვარ­ძლებს, უსა­დე­ნო და­ტენ­ვის სის­ტე­მასს­მარ­ტფო­ნი­სათ­ვის და ხუ­თამ­დე USB პორ­ტს სა­ლონ­ში. აჩ­ქა­რე­ბის­თვის მას მხო­ლოდ 8,1 წამი სჭირ­დე­ბა და წინა მო­დელ­თან შე­და­რე­ბით 13 %-ის ნაკ­ლებ საწ­ვავს მო­იხ­მარს.

(R)

ავ­ტო­რი: თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი

ავტორი:

სტანდარტად ქცეული წარმატება - ტოიოტამ უახლესი Corolla და მეხუთე თაობის RAV4  წარადგინა

სტანდარტად ქცეული წარმატება - ტოიოტამ უახლესი Corolla და მეხუთე თაობის RAV4  წარადგინა

1 მარტს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ლეგენდარული სედანის - ტოიოტა Corolla-ს მე-12 თაობა და ახალი, მეხუთე თაობის RAV4 ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს „ტოიოტა კავკასიამ“ წარუდგინა. პრეზენტაციისას, საზოგადოებას გააცნეს ტოიოტას უსაფრთხოების სისტემა (TSS) და ჰიბრიდული ტექნოლოგია. ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის მოეწყო ტესტ-დრაივი, რომელიც ითვალისწინებდა როგორც ჩვეულებრივ, ასევე დაბრკოლებებიან (Off Road) გზებზე ავტომობილების გამოცდას.

ტოიოტა კოროლა

ტოიოტა Corolla-ს უახლესი მოდელის წარდგენის დროს, ცნობილი გახდა, რომ ეს ლეგენდარული სედანი ახალი და გაუმჯობესებული 1.6-ლიტრიანი ბენზინის ძრავის გარდა, პირველად იქნა აღჭურვილი 1.8-ლიტრიანი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავით. ამის გარდა, აღსანიშნავია, რომ Corolla აგებულია ტოიოტას მოწინავე TNGA საინჟინრო პლატფორმაზე, რის შედეგადაც, მისი მართვა უფრო სასიამოვნო და უსაფრთხო გახდა.

ახალ ჰიბრიდულ კოროლაში, განსაკუთრებულად მცირე გამონაბოლქვის პარალელურად მფლობელი მიიღებს საწვავის ხარჯვის ეფექტურობის მაღალ მაჩვენებელს. ხოლო, მხოლოდ ელექტროძრავის მეშვეობით გადაადგილებისას, ავტომობილის გამონაბოლქვი ნულს უტოლდება, რაც ასე მნიშვნელოვანია გარემოსთვის.

„უფრო ხისტი ძარის და სიმძიმის დაბალი ცენტრის ერთობლიობა ამცირებს მოსახვევებში ძარის განივ დახრას, ხოლო ორბერკეტიანი საკიდარი უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ ამორტიზაციას, რაც თქვენს მგზავრობას უფრო კომფორტულს ხდის. ხანგრძლივი მგზავრობისას დაღლილობის შესამცირებლად, ჩვენ მძღოლის სხეულის მდგომარეობის ოპტიმიზაციაც კი მოვახდინეთ.“ - განმარტა ტოიოტა კავკასიის პროდუქტისა და ფასების სპეციალისტმა, სანდრო ბერულავამ.

პრესტიჟული, დინამიური, გაწონასწორებული, ელეგანტური სედანი - ასე ახასიათებენ მე-12 თაობის Corolla-ს ამ სფეროს სპეციალისტები. პირველი Corolla 1966 წელს გამოუშვა ტოიოტამ. მისი სლოგანი - „სტანდარტად ქცეული წარმატება“გამართლდა, რადგან დღეს ის ყველაზე გაყიდვადი მანქანაა მსოფლიოში.

ღონისძიებას ესწრებოდა ”ტოიოტა კავკასიის” პრეზიდენტი - მიცურუ კონიში.

„ამაყი ვარ, რომ ქართველებს ახალ RAV4-სა და Corolla-ს წარმოგიდგენთ. დარწმუნებული ვარ, ამ ლეგენდარული მანქანების ახალი მოდელები ქართველ მომხმარებელს მალე შეუყვარდება. ამას კი ახალი, თანამედროვე დიზაინი, გაუმჯობესებული კომფორტი და უსაფრთხოების პარამეტრები განაპირობებს. კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი ისაა, რომ ორივე მოდელი წამოდგენილია ჰიბრიდული ძრავებით, რაც ქართულ ბაზარზე ასე მოთხოვნადი და პოპულარულია,“ - განაცხადა მიცურუ კონიშიმ.

ტოიოტას უსაფრთხოების სისტემის (TSS) გამო ახალი კოროლა კიდევ უფრო უსაფრთხოა. მისი უსაფრთხოების აქტიური სისტემები წარმოადგენენ შეჯახების თავიდან აცილების თუ მომხდარი ავარიის მიერ გამოწვეული ზიანის შემცირების ეფექტურ საშუალებას. უსაფრთხოების სისტემა აფრთხილებს მძღოლს, ამზადებს შესაბამის სისტემებს ოპტიმალური მუშაობისათვის და, საჭიროებისამებრ, რთავს ავტომატური დამუხრუჭების თუ მართვის დამხმარე რეჟიმებს.

ტოიოტას უსაფრთხოების სისტემა მოიცავს შეჯახების თავიდან აცილების სისტემის (PCS), ადაპტირებადი კრუიზ კონტროლის (AAC), ზოლიდან გადახვევის სიგნალისა და მართვის დამხმარე რეჟიმის (LDA + SA), ისევე როგორც ავტომატური შორი განათების განახლებულ ვერსიებს. გარდა ამისა, ის პირველად იყენებს ზოლის ხაზების აღქმის დამხმარე სისტემას (LTA), რომელიც ავტომობილის მართვის დახვეწილ დამხმარე სისტემას წარმოადგენს.

მე-12 თაობის ტოიოტა Corolla-სთან ერთად, ტესტ-დრაივზე მისი წინამორბედი მოდელებიც გამოვცადეთ. ახალ ავტომობილს აქვს ტევადი სალონი, რომელიც გამორჩეულია სენსორების მაღალი ხარისხით და მოწინავე ტექნოლოგიებით. წინა თაობის მოდელთან შედარებით, საგრძნობლად გაუმჯობესებულია როგორც მანევრირება, ისე გადაადგილების კომფორტი, სამუხრუჭე სისტემა, აღსანიშნავია მისი უხმაურობა გზებზე სიარულის დროს.

ტოიოტა RAV 4 - კომპრომისების გარეშე

1994 წელს ტოიოტამ თავისი პირველი RAV 4 -ის გამოშვებით მსოფლიოს ახალი ტიპის ავტომობილი წარუდგინა - მანქანა, რომელშიც მაღალი გამავლობისა და მდგრადი კორპუსის მქონე ყველგანმავალი, კომპაქტურ და იოლად სამართავ ჰეჩბექთან იყო შერწყმული.

2019 წელს კი, ახალი მეხუთე თაობის RAV 4 -ით ტოიოტა გაუმჯობესებული შესაძლებლობებისა და უსაფრთხოების ერას წარმოგვიდგენს, რომელიც ტოიოტას უახლესი პლატოფრმის - GA-K-ს დამსახურებაა.

ახალი 2.0 ბენზინის ძრავის გარდა, ახალი RAV 4 ერთადერთია თავის კლასში, რომელიც მყიდველებს თვითდატენვად, ჰიბრიდულ მოდელს სთავაზობს - არჩევანს, რომელსაც დასავლეთ ევროპაში მყიდველთა დიდი უმრავლესობა ემხრობა. ახალი 2.5 ჰიბრიდული ძრავი 218 ცხენის ძალით (წინა წამყვანი თვლებით) და 222 ცხენის ძალით (სრული ამძრაობის შემთხვევაში) ახალ, თავის კლასში ყველაზე ეკონომიურ ბენზინის მოხმარებას (4.4 ლ / 100 კმ) და ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხო გადაადგილებას (CO - 100გ/კმ) გვთავაზობს.

უკეთესი მართვადობის, კომფორტული მგზავრობის, ტევადი ინტერიერისა და თავის კლასში წამყვანი საბარგულის მოცულობის (580 ლიტრი ) გარდა, ამ მოდელს გააჩნია იმის თავისუფლება, რომ ძლიერი, დაბალ სახურავიანი თვალისმომჭრელი დიზაინის ფონზე უჩვეულოდ მაღალი ძარით მოიწონოს თავი. რაც შეეხება სალონს, იგი თავიდან ბოლომდე უმაღლესი ხარისხის მატერიითა და მასალებით არის შექმნილი.

„დღეს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წარმოგიდგინეთ ტოიოტას ორი უახლესი მოდელი, რომელიც აგებულია TNGA საინჟინრო პლატფორმაზე. ორივე ავტომობილი არის მთლიანად გაუმჯობესებული, როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის მხრივ. დღეს წარმოვადგინეთ ტოიოტას უსაფრთხოებისა და ჰიბრიდული ტექნოლოგიებიც. ახალ მოდელი ყველა დეტალი არის შეცვლილი და გაუმჯობესებული. გაყიდვებთან დაკავშირებით მოლოდინები გვაქვს ძალიან მაღალი, რადგან ორივე ავტომობილი ძალიან პოპულარულია საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში ძალიან გაზრდილია ჰიბრიდის წილიც, ახლა ვცდილობთ, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც მოვახდინოთ ჰიბრიდის პოპულარიზაცია.“ - აღნიშნა სანდრო ბერულავამ.

ისევე როგორც ახალი Corolla, მეხუთე თაობის RAV4 - იც აღჭურვილია ტოიოტას უსაფრთხო მართვის სისტემით(Toyota Safety Sense), რაც მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილებასა და უსაფრთხო მართვაში ხელის შეწყობას გულისხმობს.

ახალი RAV4 - ის მფლობელი და მისი მგზავრები ერთნაირად კომფორტულად იმგზავრებენ როგორც ქალაქში, ასევე უგზოობის პირობებში. ამის დასადასტურებლად რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ახალ მოდელთან ერთად, წინა თაობის RAV4 გავტესტეთ.

ავტოდრომზე მგზავრობის დროს, ნათლად გამოჩნდა რომ უახლესი მოდელი უფრო მსუბუქი, უხმაურო და კომფორტულია. ხოლო უგზოობის პირობებში, მან შთამბეჭდავი შედეგი გვაჩვენა. რთულად სამოძრაო მონაკვეთებს ახალი RAV4 მარტივად, თამამად და ღირსეულად გაუმკლავდა.

სრულიად განახლებულია დიზაინის დეტალებიც: ციფრული უკანა ხედვის სარკე აუმჯობესებს მძღოლის მხედველობის არეალს, ახალ მოდელში ვხვდებით პანორამულ ავტომატიზირებულ ლუქს, ვენტილირებად სავარძლებს, უსადენო დატენვის სისტემასსმარტფონისათვის და ხუთამდე USB პორტს სალონში. აჩქარებისთვის მას მხოლოდ 8,1 წამი სჭირდება და წინა მოდელთან შედარებით 13 %-ის ნაკლებ საწვავს მოიხმარს.

(R)

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი