კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავის დროზე 3 მილიონად შეფასდა, ახლა მისი ღირებულება ორჯერ აღემატება აჭარის ბიუჯეტს" - უნიკალური ნივთი აჭარის მუზეუმიდან
"თავის დროზე 3 მილიონად შეფასდა, ახლა მისი ღირებულება ორჯერ აღემატება აჭარის ბიუჯეტს" - უნიკალური ნივთი აჭარის მუზეუმიდან

აჭა­რის ხა­რი­ტონ ახვლე­დი­ა­ნის მუ­ზე­უმ­ში შე­მო­ნა­ხულ, მი­ლი­ო­ნე­ბად შე­ფა­სე­ბულ ჭად­რაკ­ზე პრე­სა­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­წე­რა, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ მის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ არ იცის. ზო­გა­დად, იქ ჭად­რა­კის გარ­და მრა­ვა­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ნივ­თია, რო­მელ­თა მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე მუ­ზე­უ­მის მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი თი­ნა­თინ ფუტ­კა­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- აჭა­რის ხა­რი­ტონ ახვლე­დი­ა­ნის მუ­ზე­უ­მი ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში. აქ არის სხვა­დას­ხვა გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია... ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს რომ ქა­ლა­ქი ბა­თუ­მი 130 წლის არის და უკვე 110 წლის მუ­ზე­უ­მი აქვს, რაც ძა­ლი­ან ბევ­რზე მე­ტყვე­ლებს... 1938 წლის თე­ბერ­ვლი­დან 1989 წლის მა­ი­სამ­დე მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ე­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ხა­რი­ტონ ახვლე­დი­ა­ნი იყო. დღე­ის­თვის მუ­ზე­უმ­ში არის ის­ტო­რი­ის, ეთ­ნოგ­რა­ფი­ი­სა და ბუ­ნე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა, მდი­და­რია მუ­ზე­უ­მის სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დი, 180 000 ექ­სპო­ნა­ტი­თა და 2000-ზე მეტი ხელ­ნა­წე­რით. წარ­მოდ­გე­ნი­ლია და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ აჭა­რა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფლო­რა­სა და ფა­უ­ნას ნი­მუ­შე­ბი.

ჩვენ­თან უნი­კა­ლუ­რი ჭურ­ჭე­ლი კრა­ტე­რი ინა­ხე­ბა. ეს გახ­ლავთ ღვი­ნი­სა და წყლის გა­სა­ზა­ვე­ბე­ლი ჭურ­ჭე­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის ექ­სპო­ნა­ტია. კრა­ტე­რი 1967 წელს, ფიჭვნა­რის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის დროს, ცნო­ბი­ლი არ­ქე­ო­ლო­გე­ბის და­ვით ხა­ხუ­ტა­იშ­ვი­ლის და ამი­რან კა­ხი­ძის მიერ არის ნა­პოვ­ნი. ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხამ­დე, მე­ხუ­თე-მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ნივ­თია. მას­ში ბერ­ძნე­ბი ღვი­ნო­სა და წყალს აზა­ვებ­დნენ და ჭურ­ჭელ­ზე ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­უ­რი სცე­ნე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი. ეს ნივ­თი 1990-იან წლებ­ში გერ­მა­ნი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ზე იყო წარ­დგე­ნი­ლი და იქ აღი­ა­რეს, რო­გორც მსოფ­ლიო შე­დევ­რი...

110 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­რო­ვე­ბუ­ლი უამ­რა­ვი, უმ­დიდ­რეს ექპო­ნა­ტე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი აქვს მუ­ზე­უმს სა­ა­მა­ყო! მუ­ზე­უ­მი უშ­ვებს ჟურ­ნალს, რო­მელ­შიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია მუ­ზე­უ­მის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნაშ­რო­მე­ბი. მა­გა­ლი­თად, ჟურ­ნალ­ში ვგქონ­და სტა­ტია ქვის კუ­ბო­ზე, რო­მე­ლიც ხუ­ლოს რა­ი­ო­ნის, სო­ფელ ოქ­ტომ­ბერ­შია ნა­პოვ­ნი. ქვის კუ­ბო­ზე ჯვა­რი და ჯიხ­ვე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი. ეს კუბო, სა­ვა­რა­უ­დოდ, წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი პე­რი­ო­დი­საა. ქვის კუ­ბო­ე­ბი სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ყო­ფი­ლა... ამ­ბო­ბენ, რომ ახალ­ცი­ხე­შიც ქვის სა­მარ­ხე­ბი არის ნა­პოვ­ნი. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ ხაზს ვუს­ვამთ, თუ რო­გორ შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად ვცხოვ­რობთ სა­უ­კუ­ნე­ე­ებს გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­სულ­მა­ნე­ბი და ქრის­ტი­ა­ნე­ბი. ჩვენს ოჯახ­შიც ასეა, მე მა­გა­ლი­თად მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ვარ და ბე­ბია მუ­სულ­მა­ნი მყავს. ჩვენ ერ­თმა­ნე­თი უკი­დე­გა­ნოდ გვიყ­ვარს. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ჩვენ მხო­ლოდ სი­ტყვე­ბით კი არა, ექ­სპო­ნა­ტე­ბით, ის­ტო­რი­ით ვსა­უბ­რობთ! ხა­რი­ტონ ახვლე­დი­ა­ნის მუ­ზე­უ­მი მთლი­ა­ნი აჭა­რის ის­ტო­რი­ას ინა­ხავს!

- ამ მუ­ზე­უმ­ში არის ჭად­რა­კი, რო­მელ­ზეც ამ­ბო­ბენ, რომ მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აჭა­რის დღე­ვან­დელ ბი­უ­ჯეტს ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა...

- დიახ, მაგ­რამ ნივ­თი რომ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია, მხო­ლოდ ამის გამო არ უნდა იყოს გა­მორ­ჩე­უ­ლი სხვა ძა­ლი­ან უნი­კა­ლუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე ნივ­თე­ბის­გან. ჭად­რა­კი უდა­ოდ ძა­ლი­ან მდიდ­რუ­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, 1990-იან წლებ­ში არ იყო სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი, რომ ეს ჭად­რა­კი გა­მო­ფე­ნი­ლი გვქო­ნო­და... რო­დე­საც მუ­ზე­უ­მის რეს­ტავ­რა­ცია მო­ხერ­ხდა, ჭად­რა­კი მუ­ზე­უ­მის დარ­ბაზ­ში გან­თავ­სდა. მო­სახ­ლე­ო­ბას მის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და. იგი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში ბა­თუ­მის სა­ბა­ჟოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­მო­არ­თვეს პირს, რო­მე­ლიც გაგ­რი­დან ის­რა­ელ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და. ჭად­რა­კი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი არ იყო. იგი არის აღ­მო­სავ­ლუ­რი, უნი­კა­ლუ­რი ნა­კე­თო­ბა (სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩი­ნუ­რი). სპი­ლოს ძვლის 32 ფი­გუ­რა ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა ფორ­მით, ფე­რი­თა და ზო­მით და არც ერთი ფი­გუ­რა არ მე­ორ­დე­ბა, გან­სხვავ­დე­ბი­ან სა­ხე­ე­ბით, ჩაც­მუ­ლო­ბით, ზო­მე­ბით. ჭად­რა­კის ფი­გუ­რებ­ში კარ­გად ჩანს რო­გორც საბ­რძო­ლო, ასე­ვე ყო­ფი­თი სტი­ლი: არი­ან ცხე­ნოს­ნე­ბი ფარ­თო­ფარ­ფლი­ა­ნი ქუ­დე­ბით, ხელ­ში საბ­რძო­ლო ცუ­ლე­ბი­თა და შუ­ბე­ბით, ფლე­ი­ტა­ზე დამ­კვრე­ლე­ბი, ბუ­დის­ტი ბე­რე­ბი, ღვი­ნის დამ­ტა­რებ­ლე­ბი, გლე­ხე­ბი კა­ლა­თე­ბით...

"კვი­რის პა­ლიტ­რა" (18-24 დე­კემ­ბე­რი, 2000 წ.)

სა­ბა­ჟოს მა­შინ­დე­ლი უფ­რო­სი ნო­დარ დუმ­ბა­ძე ასე იგო­ნებს შემ­თხვე­ვას: "ჭად­რა­კი გულ­და­გულ და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ და და­ვას­კვე­ნით, რომ ფი­გუ­რე­ბი მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის წინ უნდა იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი... ყო­ვე­ლი დე­ტა­ლი სა­ო­ცა­რი სი­ნა­ტი­ფი­თაა გა­მოკ­ვე­თი­ლი. ეს მარ­თლაც უმაღ­ლე­სი დო­ნის ხე­ლო­ვა­ნის ნა­მუ­შე­ვა­რი უნდა იყოს".

ჭად­რა­კი აჭა­რის მუ­ზე­უმს გა­და­ე­ცა, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი ფი­გუ­რა 100.000 მა­ნე­თად შე­ა­ფა­სეს, რა­მაც ჯამ­ში სამი მი­ლი­ონ ორა­სი ათა­სი შე­ად­გი­ნა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, ეს ჭად­რა­კი XVI-XVII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­წყის პე­რი­ოდს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ჭად­რა­კის მე­პატ­რო­ნე აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი ებ­რა­ე­ლი იყო, რო­მე­ლიც 1970-იან წლებ­ში ის­რა­ელ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ჭად­რა­კი შე­ძე­ნი­ლია ლე­ნინ­გრად­ში, შემ­თხვე­ვით, ბაზ­რო­ბა­ზე. 2007 წელს მუ­ზე­უმს სტუმ­რობ­და ჭად­რა­კის ყო­ფი­ლი მე­პატ­რო­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, რათა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი­ყო, ნამ­დვი­ლად ინა­ხე­ბო­და თუ არა ის მუ­ზე­უმ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"თავის დროზე 3 მილიონად შეფასდა, ახლა მისი ღირებულება ორჯერ აღემატება აჭარის ბიუჯეტს" - უნიკალური ნივთი აჭარის მუზეუმიდან

"თავის დროზე 3 მილიონად შეფასდა, ახლა მისი ღირებულება ორჯერ აღემატება აჭარის ბიუჯეტს" - უნიკალური ნივთი აჭარის მუზეუმიდან

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში შემონახულ, მილიონებად შეფასებულ ჭადრაკზე პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობამ მის შესახებ ბევრი რამ არ იცის. ზოგადად, იქ ჭადრაკის გარდა მრავალი ისტორიული ნივთია, რომელთა მნიშვნელობაზე მუზეუმის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ ფუტკარაძე გვესაუბრება:

- აჭარის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი ერთ-ერთი წარმატებული და მრავალფეროვანია საქართველოში. აქ არის სხვადასხვა განყოფილებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია... ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რომ ქალაქი ბათუმი 130 წლის არის და უკვე 110 წლის მუზეუმი აქვს, რაც ძალიან ბევრზე მეტყველებს... 1938 წლის თებერვლიდან 1989 წლის მაისამდე მუზეუმის დირექტორი გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ხარიტონ ახვლედიანი იყო. დღეისთვის მუზეუმში არის ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ბუნების განყოფილება, მდიდარია მუზეუმის სამეცნიერო ფონდი, 180 000 ექსპონატითა და 2000-ზე მეტი ხელნაწერით. წარმოდგენილია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ აჭარაში გავრცელებული ფლორასა და ფაუნას ნიმუშები.

ჩვენთან უნიკალური ჭურჭელი კრატერი ინახება. ეს გახლავთ ღვინისა და წყლის გასაზავებელი ჭურჭელი, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის ექსპონატია. კრატერი 1967 წელს, ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრების დროს, ცნობილი არქეოლოგების დავით ხახუტაიშვილის და ამირან კახიძის მიერ არის ნაპოვნი. ჩვენს წელთაღრიცხამდე, მეხუთე-მეოთხე საუკუნეების ნივთია. მასში ბერძნები ღვინოსა და წყალს აზავებდნენ და ჭურჭელზე ბერძნული მითოლოგიური სცენებია გამოსახული. ეს ნივთი 1990-იან წლებში გერმანიაში საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარდგენილი და იქ აღიარეს, როგორც მსოფლიო შედევრი...

110 წლის განმავლობაში შეგროვებული უამრავი, უმდიდრეს ექპონატებით ძალიან ბევრი აქვს მუზეუმს საამაყო! მუზეუმი უშვებს ჟურნალს, რომელშიც წარმოდგენილია მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლების ნაშრომები. მაგალითად, ჟურნალში ვგქონდა სტატია ქვის კუბოზე, რომელიც ხულოს რაიონის, სოფელ ოქტომბერშია ნაპოვნი. ქვის კუბოზე ჯვარი და ჯიხვებია გამოსახული. ეს კუბო, სავარაუდოდ, წინაქრისტიანული პერიოდისაა. ქვის კუბოები სხვადასხვა კუთხეში ყოფილა... ამბობენ, რომ ახალციხეშიც ქვის სამარხები არის ნაპოვნი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ხაზს ვუსვამთ, თუ როგორ შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ საუკუნეეებს განმავლობაში მუსულმანები და ქრისტიანები. ჩვენს ოჯახშიც ასეა, მე მაგალითად მართლმადიდებელი ვარ და ბებია მუსულმანი მყავს. ჩვენ ერთმანეთი უკიდეგანოდ გვიყვარს. ამ ყველაფერზე ჩვენ მხოლოდ სიტყვებით კი არა, ექსპონატებით, ისტორიით ვსაუბრობთ! ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი მთლიანი აჭარის ისტორიას ინახავს!

- ამ მუზეუმში არის ჭადრაკი, რომელზეც ამბობენ, რომ მისი ღირებულება აჭარის დღევანდელ ბიუჯეტს ორჯერ აღემატება...

- დიახ, მაგრამ ნივთი რომ ძვირადღირებულია, მხოლოდ ამის გამო არ უნდა იყოს გამორჩეული სხვა ძალიან უნიკალური წარსულის მქონე ნივთებისგან. ჭადრაკი უდაოდ ძალიან მდიდრულია. სამწუხაროდ, 1990-იან წლებში არ იყო სათანადო პირობები, რომ ეს ჭადრაკი გამოფენილი გვქონოდა... როდესაც მუზეუმის რესტავრაცია მოხერხდა, ჭადრაკი მუზეუმის დარბაზში განთავსდა. მოსახლეობას მის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდა. იგი გასული საუკუნის 70-იან წლებში ბათუმის საბაჟოს თანამშრომლებმა ჩამოართვეს პირს, რომელიც გაგრიდან ისრაელში მიემგზავრებოდა. ჭადრაკი დეკლარაციაში აღნიშნული არ იყო. იგი არის აღმოსავლური, უნიკალური ნაკეთობა (სავარაუდოდ, ჩინური). სპილოს ძვლის 32 ფიგურა ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმით, ფერითა და ზომით და არც ერთი ფიგურა არ მეორდება, განსხვავდებიან სახეებით, ჩაცმულობით, ზომებით. ჭადრაკის ფიგურებში კარგად ჩანს როგორც საბრძოლო, ასევე ყოფითი სტილი: არიან ცხენოსნები ფართოფარფლიანი ქუდებით, ხელში საბრძოლო ცულებითა და შუბებით, ფლეიტაზე დამკვრელები, ბუდისტი ბერები, ღვინის დამტარებლები, გლეხები კალათებით...

"კვირის პალიტრა" (18-24 დეკემბერი, 2000 წ.)

საბაჟოს მაშინდელი უფროსი ნოდარ დუმბაძე ასე იგონებს შემთხვევას: "ჭადრაკი გულდაგულ დავათვალიერეთ და დავასკვენით, რომ ფიგურები მრავალი საუკუნის წინ უნდა იყოს დამზადებული... ყოველი დეტალი საოცარი სინატიფითაა გამოკვეთილი. ეს მართლაც უმაღლესი დონის ხელოვანის ნამუშევარი უნდა იყოს".

ჭადრაკი აჭარის მუზეუმს გადაეცა, სადაც თითოეული ფიგურა 100.000 მანეთად შეაფასეს, რამაც ჯამში სამი მილიონ ორასი ათასი შეადგინა. სპეციალისტების აზრით, ეს ჭადრაკი XVI-XVII საუკუნეების საწყის პერიოდს განეკუთვნება. ჭადრაკის მეპატრონე აფხაზეთში მცხოვრები ებრაელი იყო, რომელიც 1970-იან წლებში ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. ჭადრაკი შეძენილია ლენინგრადში, შემთხვევით, ბაზრობაზე. 2007 წელს მუზეუმს სტუმრობდა ჭადრაკის ყოფილი მეპატრონის ქალიშვილი, რათა დარწმუნებულიყო, ნამდვილად ინახებოდა თუ არა ის მუზეუმში.

წელს შუა საუკუნეების ფილოსოფოსის, აბუ-ნასრ იბნ-მუხამმედ ალ-ფარაბის 1150 წლისთავი აღინიშნება

რა ვითარებაა ბათუმში? - ფიტნეს ცენტრ "რეფორმერში" თანამშრომლები კვლავ რჩებიან და შენობის დატოვებას არ აპირებენ: "ვრჩებით აქ, იქამდე, ვიდრე ნორმალურ რეგულაციებს არ მიიღებენ"

"იქ დედაჩემი იბრძვის სიცოცხლისთვის...ვიმუშავებ ანაზღაურების გარეშე" - ექიმი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა მზადაა კლინიკაში ექთნის დამხმარედ იმუშაოს