პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრისტინე იმედაძის დედის ულამაზესი სამკაულები, რომელსაც ცნობილი ქალები ატარებენ - "სხვა გეგმები მქონდა ქრისტინესთან დაკავშირებით..."
ქრისტინე იმედაძის დედის ულამაზესი სამკაულები, რომელსაც ცნობილი ქალები ატარებენ - "სხვა გეგმები მქონდა ქრისტინესთან დაკავშირებით..."

ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ქრის­ტი­ნე იმე­და­ძის ოჯა­ხის წევ­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს - მისი მა­მი­და ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ია ფა­რუ­ლა­ვაა, მომ­ღერ­ლის მამა კოკა იმე­და­ძეა, რო­მე­ლიც ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბებ­თან. თუმ­ცა, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ბევ­რი არ არის ცნო­ბი­ლი ქრის­ტი­ნეს დე­დის, ირმა გოგ­ლი­ძის შე­სა­ხებ.

ის სამ­კა­უ­ლე­ბის დი­ზა­ი­ნე­რია და ახ­ლად­და­წყე­ბუ­ლი საქ­მე იმ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა, რომ ერთ წე­ლი­წად­ში პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზეც მი­იწ­ვი­ეს. AMBEBI.GE ქრის­ტინ იმე­და­ძის დე­დას ირმა გოგ­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და და სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და ქა­ლიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა:

- რო­დის და რა­ტომ და­ი­წყეთ სამ­კა­უ­ლე­ბის კე­თე­ბა?

- პრო­ფე­სი­ით ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ვარ. ვმუ­შა­ობ­დი ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში, მაგ­რამ როცა ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი დად­გა სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი და სხვა­დას­ხვა მხატ­ვრე­ბის გა­მო­ფე­ნებს ვა­წყობ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა სამ­კა­უ­ლებს, ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და და ვა­კე­თებ­დი ამ საქ­მეს. ერთი წე­ლია, რაც ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის ვქმნი სამ­კა­უ­ლებს. ეს ჩემი მე­გობ­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, სწო­რედ მათ გა­და­მა­წყვე­ტი­ნეს გა­მო­ფე­ნის გა­კე­თე­ბა და დღეს სწო­რედ ესაა ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი.

- პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა 2018 წელს, მა­ის­ში გა­მარ­თეთ და მახ­სოვს კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გქონ­დათ...

- რად­გან ჩემს ნა­მუ­შევ­რებს ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი იძე­ნენ, ვინც წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბის სამ­კა­უ­ლებს ატა­რებს, შე­მიძ­ლია ვთქვა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა ჩემი გა­მო­ფე­ნა. უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბიც დიდ სტი­მულს მაძ­ლევს, რომ გა­ვაგ­რძე­ლო მუ­შა­ო­ბა და ვა­კე­თო სამ­კა­უ­ლე­ბი.

- რა მა­სა­ლის­გან ამ­ზა­დებთ სამ­კა­უ­ლებს?

- ყვე­ლა­ნა­ირ ქვას ვი­ყე­ნებ, ნა­ხევ­რად ძვირ­ფასს, ძვირ­ფასს. სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ვი­ძენ, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც. თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ­ცხლზე ვმუ­შა­ობ­დი, ახლა ოქ­რო­ზეც ვმუ­შა­ობ. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ოქრო იქ­ნე­ბა თუ ვერ­ცხლი, მთა­ვა­რია ქვა და არა მე­ტა­ლი, რად­გან ჩემს სამ­კა­უ­ლებ­ში ქვა არის დო­მი­ნან­ტი.

- დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამ­ზა­დებს სამ­კა­უ­ლებს, რო­გორ უწევთ კონ­კუ­რენ­ცი­ას?

- ძა­ლი­ან ბევ­რი მუ­შა­ობს, ლა­მაზ რა­ღა­ცე­ებს აკე­თე­ბენ, მაგ­რამ მე ჩემ­სას ვა­კე­თებ და არ ვფიქ­რობ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე.

- პირ­ვე­ლად რო­მე­ლი სამ­კა­უ­ლი შექ­მე­ნით?

- არ მახ­სოვს პირ­ვე­ლი სამ­კა­უ­ლი. რაც მი­კე­თია, ეს სა­ყუ­რე ჩემი დი­ზა­ი­ნით არის შექ­მნი­ლი, თით­ქმის არც ვიხ­სნი ამ სა­ყუ­რეს. ასე­ვე ეს ჯვა­რი, რო­მე­ლიც ბრი­ლი­ან­ტით არის გა­კე­თე­ბუ­ლი.

IRMA JEWELRY იყი­დე­ბა "სას­ტუმ­რო მე­რი­ოტ­ში", გუ­დი­აშ­ვი­ლის მუ­ზე­უმ­ში, ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ონ­ლა­ინ შე­ძე­ნა. თელ-ავივ­ში მო­ე­წყო ჩემი კო­ლექ­ცი­ის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა. მე არ წავ­სულ­ვარ, სამ­კა­უ­ლე­ბი გავ­გზავ­ნე. პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზე მი­მიწ­ვი­ეს, ახლა იქ უნდა ვიყო, მაგ­რამ ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო სექ­ტემ­ბერ­ში გა­და­ი­დო გამ­გზავ­რე­ბა.

- თქვენ­თან ინ­ტერ­ვი­უს დროს გვერდს ვერ ავუვ­ლით ცნო­ბილ მომ­ღე­რალს ქრის­ტი­ნე იმე­და­ძეს, რო­მე­ლიც თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლია, რო­გო­რი ბავ­შვი იყო?

- მომ­კლავს მას­ზე რომ ვლა­პა­რა­კობ. ბავ­შვი იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი. ყვე­ლა დე­დის­თვის თა­ვი­სი შვი­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია, ალ­ბათ. ქრის­ტი­ნე იყო ლა­მა­ზი, ჭკვი­ა­ნი, დამ­ჯე­რი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე, 18 წლამ­დე ბა­ლეტს ცეკ­ვავ­და, სხვა­ნა­ი­რი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და... თა­ვი­სი მიკ­რო­სამ­ყა­რო, სკო­ლა, სახ­ლი, დიდ­ხანს თა­მა­შობ­და სა­თა­მა­შო­ე­ბით, თოვ­ლის ბა­ბუ­ას ელო­დე­ბო­და დიდი ხანი... მგო­ნი, რაც ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა მას შემ­დეგ აღარ ელო­დე­ბა, მაგ­რამ ბოლო დროს აღარ ხვდე­ბა სა­ჩუქ­რე­ბი თოვ­ლის ბა­ბუ­ას­გან.

ქრის­ტი­ნე იმე­და­ძის მშობ­ლე­ბი და ქა­ლიშ­ვი­ლი

ჩემ­თვის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მერე მე­ო­რე ბავ­შვი გა­მიჩ­ნდა, ქრის­ტი­ნეს ქა­ლიშ­ვი­ლის ტა­ი­სი­ას სა­ხით. ადრე აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი მის აღ­ზრდა­ში. ქრის­ტი­ნე უფრო და­კა­ვე­ბუ­ლი იყო ვიდ­რე მე, ამი­ტომ ვეხ­მა­რე­ბო­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად. ძი­ძაც გვყავ­და, მაგ­რამ უფრო მე მქონ­და აღე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თარ თავ­ზე.

- თქვენ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ქრის­ტი­ნეს ხე­ლოვ­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა?

- ჩემი ხე­ლოვ­ნე­ბის მსა­ხუ­რე­ბა და ქრის­ტი­ნე­სი სხვა­დას­ხვაა. მე თე­ო­რე­ტი­კო­სი ვარ, მერე და­ვი­წყე პრაქ­ტი­კო­სო­ბა და სამ­კა­უ­ლე­ბის გა­კე­თე­ბა. ქრის­ტი­ნე ჩემს მე­გო­ბარ­თან, ლიკა გუნ­ცა­ძეს­თან მი­ვიყ­ვა­ნე ბა­ლეტ­ზე, რო­მელ­საც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა აქვს. ტა­ი­სი­აც იქ და­დის. იქ რომ მი­ვიყ­ვა­ნე ლი­კას ძა­ლი­ან მოს­წონ­და, ამ­ბობ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბი აქ­ვსო.

ია ფა­რუ­ლა­ვა, ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე, ირმა გოგ­ლი­ძე

შემ­დეგ სუ­ხიშ­ვი­ლებ­მა გახ­სნეს სტუ­დია და პირ­ვე­ლი წელი ქრის­ტი­ნე იქაც მი­ვიყ­ვა­ნე. იქ ყავ­დათ ბა­ლე­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლი ოლია მი­ლა­ნენ­კა, რო­მე­ლიც მერე ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ­შიც ას­წავ­ლი­და ქრის­ტი­ნეს. დას­დევ­და ოლია და ეძახ­და "ჩემი ანა პავ­ლო­ვა"... ასე­თი კომ­პე­ტენ­ტუ­რი ხალ­ხის­გან რომ მეს­მო­და, რომ მას სა­ო­ცა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი მის­ცა ღმერ­თმა, 10 წლის ასაკ­ში უკვე ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­და­ვიყ­ვა­ნე.

ძა­ლი­ან ბევ­რი იშ­რო­მა, მერე მო­ნა­კოს სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში წა­ვი­და, ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი იყო. 13 წლის იყო როცა აქე­დან წა­ვი­და... მა­შინ არც მო­ბი­ლუ­რი იყო, არც ინ­ტერ­ნე­ტი, იშ­ვი­ა­თად ვა­ხერ­ხებ­დი მას­თან და­ლა­პა­რა­კე­ბას, სულ რე­პე­ტი­ცი­ე­ბი ჰქონ­და და ზოგ­ჯერ დი­რექ­ტორს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი.

შემ­დეგ ფეხი იტ­კი­ნა და ცეკ­ვას თავი და­ა­ნე­ბა, და­ი­წყო სიმ­ღე­რა. სულ უნ­დო­და სიმ­ღე­რა, მაგ­რამ მე არა­სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­ყუ­რებ­დი ამას. დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლია ჩემ­თვი­საც და ქრის­ტი­ნეს­თვი­საც, რომ ბა­ლე­ტი ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლა. უფრო სხვა გეგ­მე­ბი მქონ­და ქრის­ტი­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ მგო­ნია ისეთ საქ­მეს აკე­თებს, რაც მოს­წონს... სხვა­გან უნდა ეს­წავ­ლა, უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი ჟან­რის მუ­სი­კა მინ­დო­და აერ­ჩია, მაგ­რამ ასე გა­მო­ვი­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაიას
4

ჩემო კარგო ხმა თუ არა აქვს " გავლენიანი" მამიდა ყავს და შენ წარმოიდგინე მომღერლობასაც კი აბრალებენ.დედამისს სამკაულების კეთებას ჩაცმა ესწავლებინა ის ჯობდა შიშველი რომ დარბის.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ქრისტინე იმედაძის დედის ულამაზესი სამკაულები, რომელსაც ცნობილი ქალები ატარებენ - "სხვა გეგმები მქონდა ქრისტინესთან დაკავშირებით..."

ქრისტინე იმედაძის დედის ულამაზესი სამკაულები, რომელსაც ცნობილი ქალები ატარებენ - "სხვა გეგმები მქონდა ქრისტინესთან დაკავშირებით..."

ცნობილი მომღერლისა და ტელეწამყვანის, ქრისტინე იმედაძის ოჯახის წევრებს საზოგადოება კარგად იცნობს - მისი მამიდა ცნობილი მსახიობი ია ფარულავაა, მომღერლის მამა კოკა იმედაძეა, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და მუშაობს ჰოლივუდის მსახიობებთან. თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის ბევრი არ არის ცნობილი ქრისტინეს დედის, ირმა გოგლიძის შესახებ.

ის სამკაულების დიზაინერია და ახლადდაწყებული საქმე იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ ერთ წელიწადში პარიზის მოდის კვირეულზეც მიიწვიეს. AMBEBI.GE ქრისტინ იმედაძის დედას ირმა გოგლიძეს დაუკავშირდა და საკუთარი საქმიანობისა და ქალიშვილის შესახებ ესაუბრა:

- როდის და რატომ დაიწყეთ სამკაულების კეთება?

- პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. ვმუშაობდი ხელოვნების ინსტიტუტში, მაგრამ როცა ქვეყანაში რთული პერიოდი დადგა სამსახურიდან წამოვედი და სხვადასხვა მხატვრების გამოფენებს ვაწყობდი. რაც შეეხება სამკაულებს, ყოველთვის მაინტერესებდა და ვაკეთებდი ამ საქმეს. ერთი წელია, რაც ფართო აუდიტორიისთვის ვქმნი სამკაულებს. ეს ჩემი მეგობრების დამსახურებაა, სწორედ მათ გადამაწყვეტინეს გამოფენის გაკეთება და დღეს სწორედ ესაა ჩემი შემოსავალი.

- პირველი გამოფენა 2018 წელს, მაისში გამართეთ და მახსოვს კარგი გამოხმაურება გქონდათ...

- რადგან ჩემს ნამუშევრებს ისეთი ადამიანები იძენენ, ვინც წამყვანი ბრენდების სამკაულებს ატარებს, შემიძლია ვთქვა, წარმატებული გამოდგა ჩემი გამოფენა. უცხო ადამიანების შეფასებებიც დიდ სტიმულს მაძლევს, რომ გავაგრძელო მუშაობა და ვაკეთო სამკაულები.

- რა მასალისგან ამზადებთ სამკაულებს?

- ყველანაირ ქვას ვიყენებ, ნახევრად ძვირფასს, ძვირფასს. სხვადასხვა ადგილას ვიძენ, მათ შორის საქართველოშიც. თავდაპირველად ვერცხლზე ვმუშაობდი, ახლა ოქროზეც ვმუშაობ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ოქრო იქნება თუ ვერცხლი, მთავარია ქვა და არა მეტალი, რადგან ჩემს სამკაულებში ქვა არის დომინანტი.

- დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ამზადებს სამკაულებს, როგორ უწევთ კონკურენციას?

- ძალიან ბევრი მუშაობს, ლამაზ რაღაცეებს აკეთებენ, მაგრამ მე ჩემსას ვაკეთებ და არ ვფიქრობ კონკურენციაზე.

- პირველად რომელი სამკაული შექმენით?

- არ მახსოვს პირველი სამკაული. რაც მიკეთია, ეს საყურე ჩემი დიზაინით არის შექმნილი, თითქმის არც ვიხსნი ამ საყურეს. ასევე ეს ჯვარი, რომელიც ბრილიანტით არის გაკეთებული.

IRMA JEWELRY იყიდება "სასტუმრო მერიოტში", გუდიაშვილის მუზეუმში, ასევე შესაძლებელია ონლაინ შეძენა. თელ-ავივში მოეწყო ჩემი კოლექციის გამოფენა-გაყიდვა. მე არ წავსულვარ, სამკაულები გავგზავნე. პარიზის მოდის კვირეულზე მიმიწვიეს, ახლა იქ უნდა ვიყო, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო სექტემბერში გადაიდო გამგზავრება.

- თქვენთან ინტერვიუს დროს გვერდს ვერ ავუვლით ცნობილ მომღერალს ქრისტინე იმედაძეს, რომელიც თქვენი ქალიშვილია, როგორი ბავშვი იყო?

- მომკლავს მასზე რომ ვლაპარაკობ. ბავშვი იყო არაჩვეულებრივი. ყველა დედისთვის თავისი შვილი არაჩვეულებრივია, ალბათ. ქრისტინე იყო ლამაზი, ჭკვიანი, დამჯერი, მიზანდასახული, შრომისმოყვარე, 18 წლამდე ბალეტს ცეკვავდა, სხვანაირი ბავშვობა ჰქონდა... თავისი მიკროსამყარო, სკოლა, სახლი, დიდხანს თამაშობდა სათამაშოებით, თოვლის ბაბუას ელოდებოდა დიდი ხანი... მგონი, რაც ბავშვი გააჩინა მას შემდეგ აღარ ელოდება, მაგრამ ბოლო დროს აღარ ხვდება საჩუქრები თოვლის ბაბუასგან.

ქრისტინე იმედაძის მშობლები და ქალიშვილი

ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო მასთან ურთიერთობა, მერე მეორე ბავშვი გამიჩნდა, ქრისტინეს ქალიშვილის ტაისიას სახით. ადრე აქტიურად ვიყავი ჩართული მის აღზრდაში. ქრისტინე უფრო დაკავებული იყო ვიდრე მე, ამიტომ ვეხმარებოდი მაქსიმალურად. ძიძაც გვყავდა, მაგრამ უფრო მე მქონდა აღებული ყველაფერი საკუთარ თავზე.

- თქვენმა საქმიანობამ განაპირობა ქრისტინეს ხელოვნებით დაინტერესება?

- ჩემი ხელოვნების მსახურება და ქრისტინესი სხვადასხვაა. მე თეორეტიკოსი ვარ, მერე დავიწყე პრაქტიკოსობა და სამკაულების გაკეთება. ქრისტინე ჩემს მეგობართან, ლიკა გუნცაძესთან მივიყვანე ბალეტზე, რომელსაც არაჩვეულებრივი საბალეტო სკოლა აქვს. ტაისიაც იქ დადის. იქ რომ მივიყვანე ლიკას ძალიან მოსწონდა, ამბობდა არაჩვეულებრივი მონაცემები აქვსო.

ია ფარულავა, ქრისტინე იმედაძე, ირმა გოგლიძე

შემდეგ სუხიშვილებმა გახსნეს სტუდია და პირველი წელი ქრისტინე იქაც მივიყვანე. იქ ყავდათ ბალეტის მასწავლებელი ოლია მილანენკა, რომელიც მერე ქორეოგრაფიულშიც ასწავლიდა ქრისტინეს. დასდევდა ოლია და ეძახდა "ჩემი ანა პავლოვა"... ასეთი კომპეტენტური ხალხისგან რომ მესმოდა, რომ მას საოცარი მონაცემები მისცა ღმერთმა, 10 წლის ასაკში უკვე ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გადავიყვანე.

ძალიან ბევრი იშრომა, მერე მონაკოს საბალეტო სკოლაში წავიდა, ურთულესი პერიოდი იყო. 13 წლის იყო როცა აქედან წავიდა... მაშინ არც მობილური იყო, არც ინტერნეტი, იშვიათად ვახერხებდი მასთან დალაპარაკებას, სულ რეპეტიციები ჰქონდა და ზოგჯერ დირექტორს ვესაუბრებოდი.

შემდეგ ფეხი იტკინა და ცეკვას თავი დაანება, დაიწყო სიმღერა. სულ უნდოდა სიმღერა, მაგრამ მე არასერიოზულად ვუყურებდი ამას. დიდი გულისტკივილია ჩემთვისაც და ქრისტინესთვისაც, რომ ბალეტი ვეღარ გააგრძელა. უფრო სხვა გეგმები მქონდა ქრისტინესთან დაკავშირებით, მაგრამ მგონია ისეთ საქმეს აკეთებს, რაც მოსწონს... სხვაგან უნდა ესწავლა, უფრო სერიოზული ჟანრის მუსიკა მინდოდა აერჩია, მაგრამ ასე გამოვიდა.