ავტორი:

შეგიძლიათ, "ფეისბუქის" მესენჯერი შეცვალოთ - თვალის დასაცავად აპლიკაცია მუქ რეჟიმს გთავაზობთ

შეგიძლიათ, "ფეისბუქის" მესენჯერი შეცვალოთ - თვალის დასაცავად აპლიკაცია მუქ რეჟიმს გთავაზობთ

“ფეისბუქის“ მესენჯერს ახალი ფუნქცია აქვს - შეგიძლიათ, ის მუქ რეჟიმში გადაიყვანოთ, ინფორმაციას „ინდეფენდენთი“ ავრცელებს.

ახალი ვერსია, ჯერჯერობით, სრულყოფილი არ არის და ჯერ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის - საქართველოშიც.

მუქი რეჟიმი ამცირებს ტელეფონის განათებას, სავარაუდოდ - ნაკლებად აღიზიანებს თვალს და ტელეფონის ელემენტიც უფრო დიდხანს გაგიძლებთ დამუხტვის გარეშე.

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ლეპტოპებისა და სმარტფონების ლურჯმა ნათებამ, შესაძლოა, მხედველობის პრობლემები და სიბრმავეც კი გამოიწვიოს.

თუ გსურთ, თქვენი მესინჯერი შავი გახდეს, ნებისმიერ ჩათში გაგზავნეთ ნახევარმთვარის ემოჯი და როდესაც ეკრანზე „მთვარეები“ ჩამოიყრება, რომელიმე მათგანი „დაიჭირეთ“. ამის შემდეგ თქვენს მესენჯერში მუქი რეჟიმის ჩართვის საშუალება გექნებათ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ