მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც უკიდურესი სიმდიდრე მაკვირვებს და არც უკიდურესი სიღარიბე" - რას საქმიანობს რეალური ცხოვრებაში "დოჩი ალიშბაია"
"არც უკიდურესი სიმდიდრე მაკვირვებს და არც უკიდურესი სიღარიბე" - რას საქმიანობს რეალური ცხოვრებაში "დოჩი ალიშბაია"

ნა­ნუ­კა გუ­ლუა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" "მეგ­რუ­ლი კლა­ნის" ძლი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - დოჩი ალიშ­ბა­ი­აა. და­ვინ­ტე­რეს­დით, რას საქ­მი­ა­ნობს დო­ჩის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში...

- გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცე­სი მე­ნატ­რე­ბა - ის ბრჭყვი­ა­ლა ნა­წი­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბას ძა­ლი­ან აკ­ლია, თუმ­ცა ეს ნა­წი­ლიც - როცა ეკ­რან­ზე არ ვჩან­ვარ და ხალ­ხს ვე­ნატ­რე­ბი, კარ­გი ყო­ფი­ლა: მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უნ­დათ, ეკ­რან­ზე მნა­ხონ... ეს პე­რი­ო­დი ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ვი­ყე­ნე: ჩემს ატე­ლი­ეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, უფრო დიდი მიზ­ნე­ბი და­ვი­სა­ხე, გა­ვა­ფარ­თო­ეთ, ახლა სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დავ­დი­ვართ და ატე­ლი­ეს პრო­ფი­ლიც შე­ვუც­ვა­ლეთ.

- ატე­ლი­ე­ში რა ამ­პლუ­ა­ში ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- მე მე­ვა­ლე­ბა კლი­ენ­ტე­ბის დახ­ვედ­რა, დი­ზა­ი­ნის მო­ფიქ­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა, ქსო­ვი­ლის შერ­ჩე­ვა, გა­ლა­მა­ზე­ბა და ატე­ლი­ე­დან ადა­მი­ა­ნე­ბის კმა­ყო­ფი­ლი გაშ­ვე­ბა. ახლა უკვე ჩემს საყ­ვა­რელ მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, ჩვე­ნი ატე­ლი­ეს მზა პრო­დუქ­ცი­აც შე­ი­ძი­ნოს.

- ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნის სფე­რო­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა გაქვთ მი­ღე­ბუ­ლი?

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ასე ხდე­ბა: რა­შიც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი, იმ საქ­მეს არა­სო­დეს ვა­კე­თებ - სხვა საქ­მე უფრო გა­მომ­დის (იცი­ნის). მე­სა­მე წე­ლია, რაც ატე­ლიე მაქვს. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით დი­ზა­ი­ნე­რი არ ვარ და ჩემს თავს "დი­ზა­ი­ნერს" არც ვუ­წო­დებ. უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნებს ლა­მა­ზად ჩაც­მა­ში ვეხ­მა­რე­ბი.

- მო­დის ტენ­დენ­ცი­ებს თვალ-ყურს ადევ­ნებთ, რომ შემ­დეგ, სა­მო­სის დი­ზა­ი­ნის მო­ფიქ­რე­ბი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ?

- არა. ასეთ სა­ი­ტებს იშ­ვი­ა­თად ვსტუმ­რობ, ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის გვერ­დებ­საც იშ­ვი­ა­თად ვათ­ვა­ლი­ე­რებ, რად­გან როცა სა­მო­სი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნე­ბა, არ მინ­და, მისი ზე­გავ­ლე­ნა მქონ­დეს. მირ­ჩევ­ნია, ჩვე­ნი მო­ფიქ­რე­ბუ­ლი იყოს, სა­მოსს ჩვე­ნი შტრი­ხი ჰქონ­დეს, ვიდ­რე სხვი­სი დე­ტა­ლი შე­ვი­ტა­ნო.

- ატე­ლი­ეს გახ­სნის სა­კი­თხი რა­ტომ დად­გა თქვენს დღის წეს­რიგ­ში?

- ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. ამ სფე­რო­ში ძა­ლი­ან მცი­რე გამ­ცდი­ლე­ბა მაქვს. ჩემი პრო­ფე­სია, რა­ზეც შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ საქ­მის კე­თე­ბა ვიცი, პერ­სო­ნა­ლის მარ­თვის მე­ნე­ჯმენ­ტი გახ­ლავთ. 13-14 წელი "ეი­ჩა­რი" ვი­ყა­ვი. არა­ნორ­მა­ლუ­რი, რუ­ტი­ნუ­ლი რე­ჟი­მი მქონ­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ მივ­ხვდი: მთელ ჩემს რე­სურსს ადა­მი­ა­ნებს ფუ­ჭად ვახ­მარ­დი - უკან არ მიბ­რუ­ნებ­დნენ. რაკი ჭარ­ბი წონა მქონ­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­მოსს თა­ვად ვი­კე­რავ­დი და ეს საქ­მე მომ­წონ­და. მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან წა­მოს­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ და პა­ტა­რა ატე­ლიე შევ­ქმე­ნით. ყვე­ლა­ფე­რი აქე­დან და­ი­წყო... ცოტა რომ "მო­ვი­ზარ­დეთ", უკვე მე­სა­მე მე­გო­ბა­რიც შე­მოგ­ვი­ერ­თდა. ახლა ვა­პი­რებთ, მთლი­ა­ნი ბა­ზა­რი ავით­ვი­სოთ - ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი "შევ­ჭა­მოთ" (იცი­ნის).

- სა­ერ­თოდ, რო­დის იფიქ­რეთ, - უკვე დროა, სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­დე­სო?

- სხვა­თა შო­რის, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, როცა მივ­ხვდი, რომ მსურ­და სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი. ბავ­შვო­ბი­დან უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბა მქონ­და. მცი­რე ასა­კი­დან­ვე შრო­მის და­წყე­ბა, უხე­შად რომ ვთქვა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მჭირ­დე­ბო­და, მა­გა­რამ დიდი იყო სურ­ვი­ლი იმი­სა, რომ მი­წა­ზე მყა­რად დავ­მდგა­რი­ყა­ვი. რაც გო­ნებ­რი­ვად "გა­ვი­ზარ­დე", განვვი­თარ­დი, სულ ვფიქ­რობ­დი: იმის­თვის, რომ ქალი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, და­ფა­სე­ბუ­ლი იყოს და სა­კუ­თა­რი თავი უყ­ვარ­დეს, უნდა ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი საქ­მე, შე­მო­სა­ვა­ლი და შე­მო­სავ­ლის ზრდის ამ­ბი­ცია-მეთ­ქი.

- თქვე­ნი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი რა იყო?

- მე და ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი პი­არ­კომ­პა­ნი­ის (რო­მე­ლიც მა­ში­ნაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო) ხელ­მძღვა­ნე­ლის გო­გო­ნა ჯგუ­ფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ორი­ვე ამ კომ­პა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ მი­ვე­დით. ძა­ლი­ან მა­გა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რა­მაც სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა შემ­მა­ტა. იმ სამ­სა­ხუ­რი­დან მა­ლე­ვე გა­და­ვე­დი - "ეი­ჩა­რი" გავ­ხდი (ძი­რი­თა­დად, სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვე­ბის სა­კი­თხში) და უკვე ამ პრო­ფე­სი­ით განვვი­თარ­დი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის "ეი­ჩა­რი" გახ­ლდით.

- თქვე­ნი პირ­ვე­ლი გა­სა­მარ­ჯე­ლო გახ­სოვთ, რამ­დე­ნი იყო?

- 400 ლარი (იცი­ნის)...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"არც უკიდურესი სიმდიდრე მაკვირვებს და არც უკიდურესი სიღარიბე" - რას საქმიანობს რეალური ცხოვრებაში "დოჩი ალიშბაია"

"არც უკიდურესი სიმდიდრე მაკვირვებს და არც უკიდურესი სიღარიბე" - რას საქმიანობს რეალური ცხოვრებაში "დოჩი ალიშბაია"

ნანუკა გულუა "ჩემი ცოლის დაქალებში" "მეგრული კლანის" ძლიერი წარმომადგენელი - დოჩი ალიშბაიაა. დავინტერესდით, რას საქმიანობს დოჩის როლის შემსრულებელი რეალურ ცხოვრებაში...

- გადაღებების პროცესი მენატრება - ის ბრჭყვიალა ნაწილი ჩემს ცხოვრებას ძალიან აკლია, თუმცა ეს ნაწილიც - როცა ეკრანზე არ ვჩანვარ და ხალხს ვენატრები, კარგი ყოფილა: მნიშვნელოვანია, რომ უნდათ, ეკრანზე მნახონ... ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენე: ჩემს ატელიესთან დაკავშირებით, უფრო დიდი მიზნები დავისახე, გავაფართოეთ, ახლა სხვა ტერიტორიაზე გადავდივართ და ატელიეს პროფილიც შევუცვალეთ.

- ატელიეში რა ამპლუაში ხართ დაკავებული?

- მე მევალება კლიენტების დახვედრა, დიზაინის მოფიქრებაში დახმარება, ქსოვილის შერჩევა, გალამაზება და ატელიედან ადამიანების კმაყოფილი გაშვება. ახლა უკვე ჩემს საყვარელ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ჩვენი ატელიეს მზა პროდუქციაც შეიძინოს.

- ტანსაცმლის დიზაინის სფეროში პროფესიული განათლება გაქვთ მიღებული?

- ჩემს ცხოვრებაში ასე ხდება: რაშიც პროფესიული განათლება მაქვს მიღებული, იმ საქმეს არასოდეს ვაკეთებ - სხვა საქმე უფრო გამომდის (იცინის). მესამე წელია, რაც ატელიე მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი - პრაქტიკული გამოცდილება მივიღე, მაგრამ პროფესიით დიზაინერი არ ვარ და ჩემს თავს "დიზაინერს" არც ვუწოდებ. უბრალოდ, ადამიანებს ლამაზად ჩაცმაში ვეხმარები.

- მოდის ტენდენციებს თვალ-ყურს ადევნებთ, რომ შემდეგ, სამოსის დიზაინის მოფიქრებისას გაითვალისწინოთ?

- არა. ასეთ საიტებს იშვიათად ვსტუმრობ, ქართველი დიზაინერების გვერდებსაც იშვიათად ვათვალიერებ, რადგან როცა სამოსი ძალიან მომეწონება, არ მინდა, მისი ზეგავლენა მქონდეს. მირჩევნია, ჩვენი მოფიქრებული იყოს, სამოსს ჩვენი შტრიხი ჰქონდეს, ვიდრე სხვისი დეტალი შევიტანო.

- ატელიეს გახსნის საკითხი რატომ დადგა თქვენს დღის წესრიგში?

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ამ სფეროში ძალიან მცირე გამცდილება მაქვს. ჩემი პროფესია, რაზეც შემიძლია ვთქვა, რომ საქმის კეთება ვიცი, პერსონალის მართვის მენეჯმენტი გახლავთ. 13-14 წელი "ეიჩარი" ვიყავი. არანორმალური, რუტინული რეჟიმი მქონდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი: მთელ ჩემს რესურსს ადამიანებს ფუჭად ვახმარდი - უკან არ მიბრუნებდნენ. რაკი ჭარბი წონა მქონდა, მთელი ცხოვრება სამოსს თავად ვიკერავდი და ეს საქმე მომწონდა. მე და ჩემმა მეგობარმა სამსახურებიდან წამოსვლა გადავწყვიტეთ და პატარა ატელიე შევქმენით. ყველაფერი აქედან დაიწყო... ცოტა რომ "მოვიზარდეთ", უკვე მესამე მეგობარიც შემოგვიერთდა. ახლა ვაპირებთ, მთლიანი ბაზარი ავითვისოთ - ყველა და ყველაფერი "შევჭამოთ" (იცინის).

- საერთოდ, როდის იფიქრეთ, - უკვე დროა, საკუთარი შემოსავალი მქონდესო?

- სხვათა შორის, პატარა ვიყავი, როცა მივხვდი, რომ მსურდა საკუთარი შემოსავალი. ბავშვობიდან უზრუნველი ცხოვრება მქონდა. მცირე ასაკიდანვე შრომის დაწყება, უხეშად რომ ვთქვა, აბსოლუტურად არ მჭირდებოდა, მაგარამ დიდი იყო სურვილი იმისა, რომ მიწაზე მყარად დავმდგარიყავი. რაც გონებრივად "გავიზარდე", განვვითარდი, სულ ვფიქრობდი: იმისთვის, რომ ქალი დამოუკიდებელი, დაფასებული იყოს და საკუთარი თავი უყვარდეს, უნდა ჰქონდეს საკუთარი საქმე, შემოსავალი და შემოსავლის ზრდის ამბიცია-მეთქი.

- თქვენი პირველი სამსახური რა იყო?

- მე და ერთ-ერთი ცნობილი პიარკომპანიის (რომელიც მაშინაც წარმატებული იყო) ხელმძღვანელის გოგონა ჯგუფელები ვიყავით. ორივე ამ კომპანიაში სამუშაოდ მივედით. ძალიან მაგარი გამოცდილება მივიღე, რამაც საკუთარი თავის რწმენა შემმატა. იმ სამსახურიდან მალევე გადავედი - "ეიჩარი" გავხდი (ძირითადად, საცალო გაყიდვების საკითხში) და უკვე ამ პროფესიით განვვითარდი. წარმატებული სუპერმარკეტების "ეიჩარი" გახლდით.

- თქვენი პირველი გასამარჯელო გახსოვთ, რამდენი იყო?

- 400 ლარი (იცინის)...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ