საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის თმის ბიოდახვევა და ვისთვის არ არის რეკომენდებული - ხვეული თმის მოვლის წესები
რა არის თმის ბიოდახვევა და ვისთვის არ არის რეკომენდებული - ხვეული თმის მოვლის წესები

ქა­ლის ხვე­უ­ლი თმა და კუ­ლუ­ლე­ბი არა­ერ­თი მა­მა­კა­ცის­თვის სექ­სუ­ა­ლო­ბის სიმ­ბო­ლოა. ამი­ტომ ბევ­რი ქალი მი­მარ­თავს თმის ხე­ლოვ­ნუ­რი დახ­ვე­ვის სხვა­დას­ხვა მე­თოდს. თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი ქა­ლის­თვის ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი თმე­ბის გა­უ­ხე­შე­ბა­სა და და­ზი­ა­ნე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, დღეს უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ისე­თი ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვის გა­კე­თე­ბა, რო­მე­ლიც არა­ვი­თარ (ან მი­ნი­მა­ლურ) ზი­ანს არ აყე­ნებს თმას.

რა არის თმის ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვა და მისი რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი არ­სე­ბობს დღეს?

თმის ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვა - სწო­რი და თხე­ლი თმე­ბის სქელ, მო­ცუ­ლო­ბით და ხვე­ულ ვარ­ცხნი­ლო­ბად გა­დაქ­ცე­ვის საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა. ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ლა­მა­ზი, ტალ­ღო­ვა­ნი თმის ან წვრი­ლად დახ­ვე­უ­ლი კუ­ლუ­ლე­ბის ეფექ­ტის მი­ღე­ბა.

ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვის გა­სა­კე­თებ­ლად, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ში უახ­ლე­სი კოს­მე­ტი­კუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხავს ჯან­მრთე­ლი თმის და­ზი­ა­ნე­ბის ნე­ბის­მი­ერ სა­შიშ­რო­ე­ბას.

თმის ქი­მი­უ­რად დახ­ვე­ვის უამ­რა­ვი მე­თო­დი არ­სე­ბობს: ია­პო­ნუ­რი, ამე­რი­კუ­ლი, ფრან­გუ­ლი მე­თო­დე­ბი, დახ­ვე­ვა აბ­რე­შუ­მის პრო­ტე­ი­ნე­ბით, მჟა­ვა მე­თო­დით, ტუტე მე­თო­დით, ნე­იტ­რა­ლუ­რი მე­თო­დით... არ­სე­ბობს ბი­ო­დახ­ვე­ვა. ამ­ჯე­რად სწო­რედ ბი­ო­დახ­ვე­ვა­ზე ვი­სა­უბ­რებთ ვრცლად.

თმის ბი­ო­დახ­ვე­ვა 1999 წელს იტა­ლი­ურ­მა ფირ­მა Green Light-მა და­ი­წყო, რო­მელ­მაც შექ­მნა დახ­ვე­ვის უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გია Mossa, ანუ სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა თმის ბი­ო­დახ­ვე­ვი­სათ­ვის, იგი არ შე­ი­ცავ­და აქ­ტი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ქი­მი­ურ ინ­გრე­დი­ენ­ტებს, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა თმა და თა­ვის კანი.

თმის ბი­ო­დახ­ვე­ვის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პრე­პა­რა­ტე­ბი, რო­მელ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ შე­დის წყალ­ბა­დის ზეჟან­გი, ამი­ა­კი, ტი­ოგ­ლი­კო­ლის მჟა­ვა და სხვა აგ­რე­სი­უ­ლი ქი­მი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბი.

ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი შეც­ვლი­ლია სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რო­მელ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა ძა­ლი­ან ჰგავს თმის მო­ლე­კუ­ლებს.

თმის ბი­ო­დახ­ვე­ვის მე­თო­დი თმას ჯან­საღ ბზინ­ვა­რე­ბას ანი­ჭებს და დახ­ვე­ულ კუ­ლუ­ლებს მდგრა­დო­ბას უნარ­ჩუ­ნებს.

არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა სა­ხის ტექ­ნო­ლო­გია, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც თმის ბი­ო­დახ­ვე­ვას აკე­თე­ბენ:

Mossa - მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის ბამ­ბუ­კის ექ­სტრაქ­ტი, რო­მელ­საც დაც­ვი­თი მოქ­მე­დე­ბის უნა­რი გა­აჩ­ნია. ეს მე­თო­დი კარ­გია მათ­თვის, ვი­საც თხე­ლი კუ­ლუ­ლე­ბი აქვს.

იტა­ლი­უ­რი მე­თო­დი კუ­ლუ­ლებს სტრუქ­ტუ­რა­სა და ფერს უნარ­ჩუ­ნებს. აგ­რეთ­ვე აქვს სამ­კურ­ნა­ლო-აღ­მდგე­ნი მოქ­მე­დე­ბის უნა­რი და ხვე­ულ თმას სიმ­სუ­ბუ­ქის ეფექტს ანი­ჭებს.

აბ­რე­შუ­მის პრო­ტე­ი­ნე­ბით - ამ მე­თოდს "აბ­რე­შუ­მის ტალ­ღის" მე­თოდსაც უწო­დე­ბენ, რად­გან მის შემ­დგენ­ლო­ბა­ში აბ­რე­შუ­მის პრო­ტე­ი­ნე­ბი შე­დის. აბ­რე­შუ­მის პრო­ტე­ი­ნე­ბი არ ცვლის თმის სტრუქ­ტუ­რას და ხელს უწყობს მის ჯან­მრთელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

ია­პო­ნუ­რი მე­თო­დი - წარ­მო­ად­გენს ლი­პი­დურ-და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბელ კომ­პლექსს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც კუ­ლუ­ლე­ბის ტე­ნი­ა­ნო­ბის, ბზინ­ვა­რე­ბი­სა და ელას­ტი­უ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ხდე­ბა. ბი­ო­დახ­ვე­ვის ეს მე­თო­დი შე­ი­ცავს თმის­თვის სა­სარ­გებ­ლო ვი­ტა­მი­ნებს და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა გრძე­ლი და სა­შუ­ა­ლო სი­მაგ­რის კუ­ლუ­ლე­ბის­თვის.

თმის ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვის ფორ­მე­ბი

არ­სე­ბობს თმის ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვის რამ­დე­ნი­მე ფორ­მა. არ­ჩე­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი შე­დე­გის მი­ღე­ბა გსურთ.

ტრა­დი­ცი­უ­ლი თმის დახ­ვე­ვა ხდე­ბა თმის მთელს სიგ­რძე­ზე და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ამ დროს ბი­გუ­დე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლია ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად, არ­სე­ბობს ათო­ბით კონ­ფი­გუ­რა­ცია, რო­მე­ლიც და­მო­კი­დე­ბუ­ლია ბი­გუ­დე­ბის ზო­მა­სა და რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, აგ­რეთ­ვე სა­სურ­ველ ეფექ­ტზე:

მსხვი­ლი კუ­ლუ­ლე­ბი - ტრა­დი­ცი­უ­ლი დახ­ვე­ვის ვა­რი­ა­ცი­აა. დიდი დი­ა­მეტ­რის ბი­გუ­დე­ბი ქმნის რბილ, მსხვილ კუ­ლუ­ლებს.

რე­ვერ­სუ­ლი დახ­ვე­ვა - თმის რე­ვერ­სუ­ლი დახ­ვე­ვის­თვის იყე­ნე­ბენ ძა­ლი­ან დიდი ზო­მის ბი­გუ­დებს, რათა ვიწ­რო ხვე­უ­ლი თმა გა­და­აქ­ცი­ოს დიდ და რბილ კუ­ლუ­ლე­ბად.

თმის ძი­რებ­თან დახ­ვე­ვა - ბი­გუ­დებს ახ­ვე­ვენ თმის ძი­რებ­თან რაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლოს, რათა მოხ­დეს გაზ­რდი­ლი თმის ძი­რე­ბის დახ­ვე­ვა და მათ­თვის მო­ცუ­ლო­ბის მი­ნი­ჭე­ბა (თუ თმა მთელს სიგ­რძე­ზეა დახ­ვე­უ­ლი). რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია თხე­ლი თმის­თვის.

სპი­რა­ლუ­რი დახ­ვე­ვა - ბი­გუ­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თმას ახ­ვე­ვენ ვერ­ტი­კა­ლუ­რად. ასე დახ­ვე­უ­ლი თმის იერ­სა­ხე ძა­ლი­ან წა­ა­გავს შტო­პორს (კორპსაძ­რო­ბი).

ლო­კა­ლუ­რი (უზო­რუ­ლი) დახ­ვე­ვა - ბი­გუ­დე­ბის დახ­ვე­ვა ხდე­ბა თმის მხო­ლოდ გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე, რათა მოხ­დეს მო­ცუ­ლო­ბის და­მა­ტე­ბა იქ, სა­დაც ეს სა­ჭი­როა.

ვერ­ტი­კა­ლუ­რი დახ­ვე­ვა - თმის დახ­ვე­ვა ხდე­ბა ვერ­ტი­კა­ლუ­რად გან­თავ­სე­ბულ სპე­ცი­ა­ლურ ჩხი­რებ­ზე (საქ­სო­ვი ჩხი­რე­ბის მსგავ­სი). ამ დროს თმის მაქ­სი­მე­ლუ­რი სიგ­რძე უნდა იყოს მხრე­ბამ­დე.

თმის ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვის სა­ბო­ლოო შე­დე­გი ბევ­რა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ბი­გუ­დებ­ზე. თმა მათ­ზე დახ­ვე­უ­ლი უნდა იყოს მსუ­ბუ­ქი მოძ­რა­ო­ბით, თუმ­ცა არ უნდა ჭი­მავ­დეს თმის ძი­რებს და ამა­ვე დროს არ იყოს თმა­ზე და­კი­დე­ბუ­ლი და არ მოძ­რა­ობ­დეს თა­ვი­სუფ­ლად - ბი­გუ­დებ­ზე ძა­ლი­ან მჭიდ­როდ დახ­ვე­უ­ლი თმა შე­იძ­ლე­ბა და­ზი­ან­დეს, სუს­ტად დახ­ვე­უ­ლი თმის­გან კი არ გა­კეთ­დე­ბა სა­ჭი­რო ფორ­მის კუ­ლუ­ლე­ბი.

გახ­სოვ­დეთ, რომ ბი­გუ­დის ზომა გან­სა­ზღვრავს კუ­ლუ­ლის ზო­მას. წვრი­ლი ბი­გუ­დე­ბის­გან კეთ­დე­ბა ვიწ­რო კუ­ლუ­ლე­ბი, ხოლო მსხვი­ლი კუ­ლუ­ლე­ბი დიდი ზო­მის მსხვი­ლი ბი­გუ­დე­ბის­გან. სა­ბო­ლოო შე­დეგ­ზე მოქ­მე­დებს ბი­გუ­დე­ბის ფორ­მაც.

თუ თმის დახ­ვე­ვა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე და ხა­რის­ხი­ა­ნი პრე­პა­რა­ტე­ბი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, იგი თმა­ზე რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. რაც უფრო დი­დია შუ­ა­ლე­დი თმის ქი­მი­ურ დახ­ვე­ვებს შო­რის, მით უფრო ნაკ­ლე­ბად ზი­ან­დე­ბა თქვე­ნი თმა. თუმ­ცა, ნუ გა­და­დებთ ვი­ზიტს 3-4 თვე­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა პერ­მა­ნენ­ტის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა არის დახ­ვე­უ­ლი თმის მოკ­ლედ შეჭ­რა და ზრდის პე­რი­ოდ­ში ფე­ნით გას­წო­რე­ბა.

რჩე­ვე­ბი თმის ქი­მი­ურ დახ­ვე­ვამ­დე და დახ­ვე­ვის შემ­დეგ

  • თუ გა­და­წყვი­ტეთ თმის ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის მი­მარ­თოთ პრო­ფე­სი­ო­ნალ სტი­ლისტს, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის თქვე­ნი თმის სტრუქ­ტუ­რას, მის მდგო­მა­რე­ო­ბას. ამის შემ­დეგ იგი მი­ი­ღებს სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. იგი პირ­ველ რიგ­ში გირ­ჩევთ, სა­ჭი­როა თუ არა თქვენ­თვის ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვა და რო­მე­ლი მე­თო­დია ოპ­ტი­მა­ლუ­რი. მე­ო­რეს მხრივ, გირ­ჩევთ არ გა­ი­კე­თოთ ქი­მია, თუ თმა არ არის ჯან­მრთე­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია მისი სტრუქ­ტუ­რა (ცუდი სა­ღე­ბა­ვით, წინა ქი­მი­ით, მზის სხი­ვე­ბით და ა.შ)
  • თუ თა­ვის კანი მგრძნო­ბი­ა­რე ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, უარი თქვით თმის ქი­მი­ურ დახ­ვე­ვა­ზე. დახ­ვე­ვის წინ თმა და­ი­ვარ­ცხნეთ ფრთხი­ლად, ისე, რომ არ და­ა­ზი­ა­ნოთ თა­ვის კანი.
  • თუ გრძნობთ, რომ თა­ვის კანი გეწ­ვით, მა­შინ­ვე ჩა­მო­ი­ბა­ნეთ ხსნა­რი, იგი­ვე გა­ა­კე­თეთ, თუ ხსნა­რი შემ­თხვე­ვით თვალ­ში ჩა­გი­ვი­დათ და მა­შინ­ვე მი­მარ­თეთ ექიმს.
  • თუ ცხი­მი­ა­ნი თმა გაქვთ, ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვა სა­სარ­გებ­ლოც კია. იგი მსუ­ბუ­ქად გა­აშ­რობს თა­ვის კანს და ვარ­ცხნი­ლო­ბაც მომ­ხიბ­ვლე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.
  • ძა­ლი­ან თხე­ლი, ან ძა­ლი­ან სქე­ლი და ხში­რი თმის ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. თხე­ლი თმა კი­დევ უფრო და­ზი­ან­დე­ბა, ხოლო სქე­ლი მე­ტად აფუვ­დე­ბა და მისი მოვ­ლა გა­გი­ჭირ­დე­ბათ.
  • თუ მცი­რე ეჭვი მა­ინც გაქვთ, გა­უძ­ლებს თუ არა თქვე­ნი თმა ქი­მი­ურ დახ­ვე­ვას - სცა­დეთ და გა­ი­კე­თეთ საც­დე­ლი ტეს­ტი ერთ ან ორ კუ­ლულ­ზე მა­ნამ­დე, ვიდ­რე ხსნარს მთელს თმა­ზე წა­ის­ვამთ. ამის შემ­დეგ სტი­ლის­ტი ყო­ველ 10 წუთ­ში მოხ­სნის ბი­გუდს და და­აკ­ვირ­დე­ბა, თუ რო­გორ მი­დის პრო­ცე­სი.
  • ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, რომ ხსნა­რი თავ­ზე იყოს ზუს­ტად გან­სა­ზღვრუ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზედ­მე­ტი რამ­დე­ნი­მე წუ­თიც კი შე­საძ­ლოა სა­ში­ში იყოს, ამი­ტომ იყა­ვით ყუ­რა­დღე­ბით, რომ სტი­ლისტს დრო არ გა­მო­ე­პა­როს.
  • ნუ ეც­დე­ბით წა­რუ­მა­ტებ­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვის გა­და­კე­თე­ბას. მარ­თა­ლია ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ არ არის სა­სურ­ვე­ლი. თუ თქვენ უკ­მა­ყო­ფი­ლო ხართ თმის დახ­ვე­ვის ან გას­წო­რე­ბის შე­დე­გით, გა­ნი­ხი­ლეთ შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტე­ბი სტი­ლის­ტთან ერ­თად, თუმ­ცა გახ­სოვ­დეთ, რომ გა­და­კე­თე­ბა შე­ი­ცავს დიდ რისკს, რომ სა­ერ­თოდ გა­ი­ფუ­ჭებთ ვარ­ცხნი­ლო­ბას.

  • ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ თმის ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვი­და 48 სთ-ის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­დი­ცი­ო­ნერს და ვარ­ცხნი­ლო­ბის მოვ­ლის­თვის გან­კუთ­ვნილ სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს. მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა დახ­ვე­ულ თმას კარ­გად გა­მაგრდეს და შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სა­ჭი­რო ფორ­მა.
  • თუმ­ცა, სა­ნამ და­იხ­ვევ­დეთ, და­ფიქ­რდით გა­უძ­ლებს თუ არა თქვე­ნი თმა ამ­გვარ დატ­ვირ­თვას, ან დახ­ვე­ვის შემ­დგომ­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თმის აღ­სად­გე­ნად თუ გე­ყო­ფათ ნე­ბის­ყო­ფა - რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოთ ნიღ­ბე­ბი და აღ­მდგე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.
  • ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია, თუ ყო­ვე­ლი და­ბა­ნის შემ­დეგ კუ­ლუ­ლებს და­ის­ვე­ლებთ პუ­რის ნა­ყენ­ში. პუ­რის ნა­ყე­ნი მზად­დე­ბა ასე - 300 გრამ ჭვა­ვის პურს და­ას­ხით 1 ლიტ­რი ადუ­ღე­ბუ­ლი წყა­ლი და და­ა­ყე­ნეთ თერ­მოს­ში 5 სთ-ის გან­მავ­ლო­ბა­ში. ნა­ყე­ნი მზა­დაა. ამას­თან ერ­თად შე­საძ­ლე­ბე­ლია ბა­ლა­ხე­უ­ლი ნა­ყე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა: გვი­რი­ლის, სვი­ის ან ჭინჭრის ნა­ყე­ნი.
  • გა­ღი­ა­ვე­ბულ ან გა­მუ­ქე­ბულ თმა­ზე ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვის გა­კე­თე­ბა სა­ერ­თოდ არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, რად­გან თმა ხდე­ბა ძა­ლი­ან მშრა­ლი, კარ­გავს ფერს, ბუ­ნებ­რი­ო­ბა­სა და ელას­ტი­უ­რო­ბას.
  • ძა­ლი­ან ფრთხი­ლად მო­ე­პყა­რით ვარ­ცხნი­ლო­ბას ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვის შემ­დეგ: და­ი­ბა­ნეთ თავი რბი­ლი შამ­პუ­ნით, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად ქი­მი­უ­რად დახ­ვე­უ­ლი თმის­თვის, ან შამ­პუ­ნი სუს­ტი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თმის­თვის.
  • გა­მო­ი­ყე­ნეთ თმის კონ­დი­ცი­ო­ნე­რი, ერი­დეთ თა­ვის გა­და­ხუ­რე­ბას, მზის სხი­ვებს და ქლორს.
  • არ შე­იძ­ლე­ბა ახ­ლად შე­ღე­ბი­ლი თმის ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვა, უმ­ჯო­ბე­სია თმა ჯერ და­იხ­ვი­ოთ და რა­მო­დე­ნი­მე ხან­ში შე­ი­ღე­ბოთ.
  • დახ­ვე­ვა­სა და შე­ღებ­ვას შო­რის შუ­ა­ლე­დი მი­ნი­მუმ 48 სა­ა­თი უნდა იყოს.
  • თუ ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვის შემ­დეგ თმის შე­ღებ­ვას აპი­რებთ, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია თმა შე­და­რე­ბით მუქ ტო­ნებ­ში შე­ი­ღე­ბოთ. ეს თა­ვი­დან აგა­ცი­ლებთ თმის დამ­წვრო­ბა­სა და გა­უ­ხე­შე­ბას.
  • თმის ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვის პრო­ცე­დუ­რის სა­ბო­ლო­ოდ დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, არ და­გა­ვი­წყდეთ კუ­ლუ­ლე­ბის და­ტე­ნი­ა­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნიღ­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მელ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის კო­ლა­გე­ნი ან აბ­რე­შუ­მის პრო­ტე­ი­ნე­ბი, პან­ტე­ნო­ლი ან კე­რა­ტი­ნი.
  • ამას­თან, გა­მო­ი­ყე­ნეთ თმის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ატ­მის, ნუ­ში­სა და ბირ­კა­ვას ზეთი. გა­მო­ყე­ნე­ბის წინ სა­სურ­ვე­ლია ზეთი ოდ­ნავ შემთბა­რი იყოს. კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა თევ­ზის ქონი.
  • რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­ი­ჭე­რით თმის ბო­ლო­ე­ბი, რათა არ მოხ­დეს მათი და­ყო­ფა. ასე­ვე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი კრე­მი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და უსი­ცო­ცხლო თმის ბო­ლო­ე­ბის­თვის.
  • გა­მო­ი­ყე­ნეთ ფარ­თო­კბი­ლე­ბი­ა­ნი სა­ვარ­ცხე­ლი, რომ არ და­ზი­ან­დეს თქვე­ნი ვარ­ცხნი­ლო­ბა
  • თმის ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვის შემ­დეგ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია თმის კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბის, ბალ­ზა­მე­ბის, სას­ხუ­რებ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს თმის აღ­დგე­ნის პრო­ცესს.

თუ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ რე­კო­მენ­და­ცი­ებს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ, ყვე­ლა­ზე უხე­ში ქი­მი­უ­რი მე­თო­დით დახ­ვე­უ­ლი თმის შემ­თხვე­ვა­შიც კი, შეძ­ლებთ თმის იდე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

ხვე­უ­ლი თმის და­ბა­ნი­სა და გაშ­რო­ბის წე­სე­ბი

ხვე­უ­ლი თმის მოვ­ლა შამ­პუ­ნის სწო­რად შერ­ჩე­ვით იწყე­ბა. ვი­ნა­ი­დან ხვე­ულ თმას ყვე­ლა­ნა­ი­რი შამ­პუ­ნით და­ბა­ნა არ უხ­დე­ბა, სა­ჭი­როა სპე­ცი­ა­ლუ­რად ხვე­უ­ლი თმის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი შამ­პუ­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოთ. სა­სურ­ვე­ლია, შამ­პუ­ნი იყოს ნა­ტუ­რა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის და ჟო­ჟო­ბას ზეთს (Jojoba oil), ჰა­მა­მე­ლისს (Hamamelis), ქო­ქო­სის ზეთს (Coconut oil), თეთ­რი ლო­ტო­სის (White lotus) ან ღი­ღი­ლოს ყვა­ვი­ლის (Cornflower) ექ­სტრაქტს შე­ი­ცავ­დეს. და­ბა­ნის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ მკვე­ბა­ვი ბალ­ზა­მი, რო­მე­ლიც თმას და­არ­ბი­ლებს, და­ა­ტე­ნი­ა­ნებს და ბზინ­ვა­რე­ბას შე­მა­ტებს.

იმის­თვის, რომ და­ბა­ნის შემ­დეგ სა­სურ­ვე­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბის და­ყე­ნე­ბა არ გა­გი­ჭირ­დეთ, სა­ჭი­როა, თმა სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სით გა­იშ­როთ. ამის­თვის: შე­არ­ჩი­ეთ რბი­ლი პირ­სა­ხო­ცი, და­ბა­ნი­ლი თმა წინ გად­მო­ი­ყა­რეთ და პირ­სა­ხო­ცი კუ­ლუ­ლებს ფრთხი­ლად "შე­ა­ხეთ", თან "ზამ­ბა­რი­სე­ბუ­რად" - ქვე­მო­დან ზე­მოთ ას­წი­ეთ. რაც მთა­ვა­რია, სა­მუ­და­მოდ და­ი­ვი­წყეთ თმის საშ­რო­ბი (ფენი), გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში კი (თუ თმის გაშ­რო­ბა ძა­ლი­ან გეჩ­ქა­რე­ბათ) მხო­ლოდ ე.წ. დი­ფუ­ზო­რი გა­მო­ი­ყე­ნეთ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯუნა
3

ახლად შეღებილი რომ დაიხვიო არ დაიხვევაა?

ავტორი:

რა არის თმის ბიოდახვევა და ვისთვის არ არის რეკომენდებული - ხვეული თმის მოვლის წესები

რა არის თმის ბიოდახვევა და ვისთვის არ არის რეკომენდებული - ხვეული თმის მოვლის წესები

ქალის ხვეული თმა და კულულები არაერთი მამაკაცისთვის სექსუალობის სიმბოლოა. ამიტომ ბევრი ქალი მიმართავს თმის ხელოვნური დახვევის სხვადასხვა მეთოდს. თუმცა, ზოგიერთი ქალისთვის ქიმიური დახვევის პროცედურები თმების გაუხეშებასა და დაზიანებასთან ასოცირდება. სინამდვილეში კი, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, დღეს უკვე შესაძლებელია ისეთი ქიმიური დახვევის გაკეთება, რომელიც არავითარ (ან მინიმალურ) ზიანს არ აყენებს თმას.

რა არის თმის ქიმიური დახვევა და მისი რომელი სახეობები არსებობს დღეს?

თმის ქიმიური დახვევა - სწორი და თხელი თმების სქელ, მოცულობით და ხვეულ ვარცხნილობად გადაქცევის საკმაოდ რთული პროცედურაა. ქიმიური დახვევის საშუალებით შესაძლებელია ლამაზი, ტალღოვანი თმის ან წვრილად დახვეული კულულების ეფექტის მიღება.

ქიმიური დახვევის გასაკეთებლად, სილამაზის სალონებში უახლესი კოსმეტიკური პრეპარატები გამოიყენება, რომლებიც აბსოლუტურად გამორიცხავს ჯანმრთელი თმის დაზიანების ნებისმიერ საშიშროებას.

თმის ქიმიურად დახვევის უამრავი მეთოდი არსებობს: იაპონური, ამერიკული, ფრანგული მეთოდები, დახვევა აბრეშუმის პროტეინებით, მჟავა მეთოდით, ტუტე მეთოდით, ნეიტრალური მეთოდით... არსებობს ბიოდახვევა. ამჯერად სწორედ ბიოდახვევაზე ვისაუბრებთ ვრცლად.

თმის ბიოდახვევა 1999 წელს იტალიურმა ფირმა Green Light-მა დაიწყო, რომელმაც შექმნა დახვევის უნიკალური ტექნოლოგია Mossa, ანუ სპეციალური შემადგენლობა თმის ბიოდახვევისათვის, იგი არ შეიცავდა აქტიურ მდგომარეობაში მყოფ ქიმიურ ინგრედიენტებს, რომელსაც შეეძლო დაეზიანებინა თმა და თავის კანი.

თმის ბიოდახვევის დროს გამოიყენება პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაში არ შედის წყალბადის ზეჟანგი, ამიაკი, ტიოგლიკოლის მჟავა და სხვა აგრესიული ქიმიური ელემენტები.

ეს ნივთიერებები შეცვლილია სხვა საშუალებებით, რომელთა შემადგენლობა ძალიან ჰგავს თმის მოლეკულებს.

თმის ბიოდახვევის მეთოდი თმას ჯანსაღ ბზინვარებას ანიჭებს და დახვეულ კულულებს მდგრადობას უნარჩუნებს.

არსებობს რამდენიმე სხვადასხვა სახის ტექნოლოგია, რომელთა დახმარებითაც თმის ბიოდახვევას აკეთებენ:

Mossa - მის შემადგენლობაში შედის ბამბუკის ექსტრაქტი, რომელსაც დაცვითი მოქმედების უნარი გააჩნია. ეს მეთოდი კარგია მათთვის, ვისაც თხელი კულულები აქვს.

იტალიური მეთოდი კულულებს სტრუქტურასა და ფერს უნარჩუნებს. აგრეთვე აქვს სამკურნალო-აღმდგენი მოქმედების უნარი და ხვეულ თმას სიმსუბუქის ეფექტს ანიჭებს.

აბრეშუმის პროტეინებით - ამ მეთოდს "აბრეშუმის ტალღის" მეთოდსაც უწოდებენ, რადგან მის შემდგენლობაში აბრეშუმის პროტეინები შედის. აბრეშუმის პროტეინები არ ცვლის თმის სტრუქტურას და ხელს უწყობს მის ჯანმრთელ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

იაპონური მეთოდი - წარმოადგენს ლიპიდურ-დამატენიანებელ კომპლექსს, რომლის საშუალებითაც კულულების ტენიანობის, ბზინვარებისა და ელასტიურობის შენარჩუნება ხდება. ბიოდახვევის ეს მეთოდი შეიცავს თმისთვის სასარგებლო ვიტამინებს და განსაკუთრებით სასარგებლოა გრძელი და საშუალო სიმაგრის კულულებისთვის.

თმის ქიმიური დახვევის ფორმები

არსებობს თმის ქიმიური დახვევის რამდენიმე ფორმა. არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტულად რომელი შედეგის მიღება გსურთ.

ტრადიციული თმის დახვევა ხდება თმის მთელს სიგრძეზე და იმის მიუხედავად, რომ ამ დროს ბიგუდები განლაგებულია ჰორიზონტალურად, არსებობს ათობით კონფიგურაცია, რომელიც დამოკიდებულია ბიგუდების ზომასა და რაოდენობაზე, აგრეთვე სასურველ ეფექტზე:

მსხვილი კულულები - ტრადიციული დახვევის ვარიაციაა. დიდი დიამეტრის ბიგუდები ქმნის რბილ, მსხვილ კულულებს.

რევერსული დახვევა - თმის რევერსული დახვევისთვის იყენებენ ძალიან დიდი ზომის ბიგუდებს, რათა ვიწრო ხვეული თმა გადააქციოს დიდ და რბილ კულულებად.

თმის ძირებთან დახვევა - ბიგუდებს ახვევენ თმის ძირებთან რაც შეიძლება ახლოს, რათა მოხდეს გაზრდილი თმის ძირების დახვევა და მათთვის მოცულობის მინიჭება (თუ თმა მთელს სიგრძეზეა დახვეული). რეკომენდებულია თხელი თმისთვის.

სპირალური დახვევა - ბიგუდების საშუალებით თმას ახვევენ ვერტიკალურად. ასე დახვეული თმის იერსახე ძალიან წააგავს შტოპორს (კორპსაძრობი).

ლოკალური (უზორული) დახვევა - ბიგუდების დახვევა ხდება თმის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებზე, რათა მოხდეს მოცულობის დამატება იქ, სადაც ეს საჭიროა.

ვერტიკალური დახვევა - თმის დახვევა ხდება ვერტიკალურად განთავსებულ სპეციალურ ჩხირებზე (საქსოვი ჩხირების მსგავსი). ამ დროს თმის მაქსიმელური სიგრძე უნდა იყოს მხრებამდე.

თმის ქიმიური დახვევის საბოლოო შედეგი ბევრადაა დამოკიდებული ბიგუდებზე. თმა მათზე დახვეული უნდა იყოს მსუბუქი მოძრაობით, თუმცა არ უნდა ჭიმავდეს თმის ძირებს და ამავე დროს არ იყოს თმაზე დაკიდებული და არ მოძრაობდეს თავისუფლად - ბიგუდებზე ძალიან მჭიდროდ დახვეული თმა შეიძლება დაზიანდეს, სუსტად დახვეული თმისგან კი არ გაკეთდება საჭირო ფორმის კულულები.

გახსოვდეთ, რომ ბიგუდის ზომა განსაზღვრავს კულულის ზომას. წვრილი ბიგუდებისგან კეთდება ვიწრო კულულები, ხოლო მსხვილი კულულები დიდი ზომის მსხვილი ბიგუდებისგან. საბოლოო შედეგზე მოქმედებს ბიგუდების ფორმაც.

თუ თმის დახვევა პროფესიონალურ დონეზე და ხარისხიანი პრეპარატებითაა შესრულებული, იგი თმაზე რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდება. რაც უფრო დიდია შუალედი თმის ქიმიურ დახვევებს შორის, მით უფრო ნაკლებად ზიანდება თქვენი თმა. თუმცა, ნუ გადადებთ ვიზიტს 3-4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ყველაზე მარტივი საშუალება პერმანენტისგან განთავისუფლებისა არის დახვეული თმის მოკლედ შეჭრა და ზრდის პერიოდში ფენით გასწორება.

რჩევები თმის ქიმიურ დახვევამდე და დახვევის შემდეგ

  • თუ გადაწყვიტეთ თმის ქიმიური დახვევა, აუცილებელია კვალიფიციური კონსულტაციისთვის მიმართოთ პროფესიონალ სტილისტს, რომელიც შეისწავლის თქვენი თმის სტრუქტურას, მის მდგომარეობას. ამის შემდეგ იგი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. იგი პირველ რიგში გირჩევთ, საჭიროა თუ არა თქვენთვის ქიმიური დახვევა და რომელი მეთოდია ოპტიმალური. მეორეს მხრივ, გირჩევთ არ გაიკეთოთ ქიმია, თუ თმა არ არის ჯანმრთელი და დაზიანებულია მისი სტრუქტურა (ცუდი საღებავით, წინა ქიმიით, მზის სხივებით და ა.შ)
  • თუ თავის კანი მგრძნობიარე ან დაზიანებულია, უარი თქვით თმის ქიმიურ დახვევაზე. დახვევის წინ თმა დაივარცხნეთ ფრთხილად, ისე, რომ არ დააზიანოთ თავის კანი.
  • თუ გრძნობთ, რომ თავის კანი გეწვით, მაშინვე ჩამოიბანეთ ხსნარი, იგივე გააკეთეთ, თუ ხსნარი შემთხვევით თვალში ჩაგივიდათ და მაშინვე მიმართეთ ექიმს.
  • თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ქიმიური დახვევა სასარგებლოც კია. იგი მსუბუქად გააშრობს თავის კანს და ვარცხნილობაც მომხიბვლელად გამოიყურება.
  • ძალიან თხელი, ან ძალიან სქელი და ხშირი თმის ქიმიური დახვევა არ არის რეკომენდებული. თხელი თმა კიდევ უფრო დაზიანდება, ხოლო სქელი მეტად აფუვდება და მისი მოვლა გაგიჭირდებათ.
  • თუ მცირე ეჭვი მაინც გაქვთ, გაუძლებს თუ არა თქვენი თმა ქიმიურ დახვევას - სცადეთ და გაიკეთეთ საცდელი ტესტი ერთ ან ორ კულულზე მანამდე, ვიდრე ხსნარს მთელს თმაზე წაისვამთ. ამის შემდეგ სტილისტი ყოველ 10 წუთში მოხსნის ბიგუდს და დააკვირდება, თუ როგორ მიდის პროცესი.
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ ხსნარი თავზე იყოს ზუსტად განსაზღვრული დროის განმავლობაში, ზედმეტი რამდენიმე წუთიც კი შესაძლოა საშიში იყოს, ამიტომ იყავით ყურადღებით, რომ სტილისტს დრო არ გამოეპაროს.
  • ნუ ეცდებით წარუმატებლად გაკეთებული ქიმიური დახვევის გადაკეთებას. მართალია ეს შესაძლებელია, მაგრამ არ არის სასურველი. თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ თმის დახვევის ან გასწორების შედეგით, განიხილეთ შესაძლო ვარიანტები სტილისტთან ერთად, თუმცა გახსოვდეთ, რომ გადაკეთება შეიცავს დიდ რისკს, რომ საერთოდ გაიფუჭებთ ვარცხნილობას.

  • ნუ გამოიყენებთ თმის ქიმიური დახვევიდა 48 სთ-ის განმავლობაში კონდიციონერს და ვარცხნილობის მოვლისთვის განკუთვნილ სხვა საშუალებებს. მიეცით საშუალება დახვეულ თმას კარგად გამაგრდეს და შეინარჩუნოს საჭირო ფორმა.
  • თუმცა, სანამ დაიხვევდეთ, დაფიქრდით გაუძლებს თუ არა თქვენი თმა ამგვარ დატვირთვას, ან დახვევის შემდგომში დაზიანებული თმის აღსადგენად თუ გეყოფათ ნებისყოფა - რეგულარულად გამოიყენოთ ნიღბები და აღმდგენი საშუალებები.
  • ძალიან ეფექტურია, თუ ყოველი დაბანის შემდეგ კულულებს დაისველებთ პურის ნაყენში. პურის ნაყენი მზადდება ასე - 300 გრამ ჭვავის პურს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და დააყენეთ თერმოსში 5 სთ-ის განმავლობაში. ნაყენი მზადაა. ამასთან ერთად შესაძლებელია ბალახეული ნაყენების გამოყენება: გვირილის, სვიის ან ჭინჭრის ნაყენი.
  • გაღიავებულ ან გამუქებულ თმაზე ქიმიური დახვევის გაკეთება საერთოდ არ არის რეკომენდებული, რადგან თმა ხდება ძალიან მშრალი, კარგავს ფერს, ბუნებრიობასა და ელასტიურობას.
  • ძალიან ფრთხილად მოეპყარით ვარცხნილობას ქიმიური დახვევის შემდეგ: დაიბანეთ თავი რბილი შამპუნით, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად ქიმიურად დახვეული თმისთვის, ან შამპუნი სუსტი და დაზიანებული თმისთვის.
  • გამოიყენეთ თმის კონდიციონერი, ერიდეთ თავის გადახურებას, მზის სხივებს და ქლორს.
  • არ შეიძლება ახლად შეღებილი თმის ქიმიური დახვევა, უმჯობესია თმა ჯერ დაიხვიოთ და რამოდენიმე ხანში შეიღებოთ.
  • დახვევასა და შეღებვას შორის შუალედი მინიმუმ 48 საათი უნდა იყოს.
  • თუ ქიმიური დახვევის შემდეგ თმის შეღებვას აპირებთ, რეკომენდებულია თმა შედარებით მუქ ტონებში შეიღებოთ. ეს თავიდან აგაცილებთ თმის დამწვრობასა და გაუხეშებას.
  • თმის ქიმიური დახვევის პროცედურის საბოლოოდ დასრულების შემდეგ, არ დაგავიწყდეთ კულულების დატენიანება სპეციალური ნიღბების საშუალებით, რომელთა შემადგენლობაში შედის კოლაგენი ან აბრეშუმის პროტეინები, პანტენოლი ან კერატინი.
  • ამასთან, გამოიყენეთ თმისთვის განკუთვნილი ატმის, ნუშისა და ბირკავას ზეთი. გამოყენების წინ სასურველია ზეთი ოდნავ შემთბარი იყოს. კარგ შედეგს იძლევა თევზის ქონი.
  • რეგულარულად მოიჭერით თმის ბოლოები, რათა არ მოხდეს მათი დაყოფა. ასევე რეკომენდებულია სპეციალური კრემი დაზიანებული და უსიცოცხლო თმის ბოლოებისთვის.
  • გამოიყენეთ ფართოკბილებიანი სავარცხელი, რომ არ დაზიანდეს თქვენი ვარცხნილობა
  • თმის ქიმიური დახვევის შემდეგ რეკომენდებულია თმის კონდიციონერების, ბალზამების, სასხურებლების გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს თმის აღდგენის პროცესს.

თუ ზემოთ ჩამოთვლილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, ყველაზე უხეში ქიმიური მეთოდით დახვეული თმის შემთხვევაშიც კი, შეძლებთ თმის იდეალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

ხვეული თმის დაბანისა და გაშრობის წესები

ხვეული თმის მოვლა შამპუნის სწორად შერჩევით იწყება. ვინაიდან ხვეულ თმას ყველანაირი შამპუნით დაბანა არ უხდება, საჭიროა სპეციალურად ხვეული თმისთვის განკუთვნილი შამპუნები გამოიყენოთ. სასურველია, შამპუნი იყოს ნატურალური შემადგენლობის და ჟოჟობას ზეთს (Jojoba oil), ჰამამელისს (Hamamelis), ქოქოსის ზეთს (Coconut oil), თეთრი ლოტოსის (White lotus) ან ღიღილოს ყვავილის (Cornflower) ექსტრაქტს შეიცავდეს. დაბანის შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ მკვებავი ბალზამი, რომელიც თმას დაარბილებს, დაატენიანებს და ბზინვარებას შემატებს.

იმისთვის, რომ დაბანის შემდეგ სასურველი ვარცხნილობის დაყენება არ გაგიჭირდეთ, საჭიროა, თმა სპეციალური წესით გაიშროთ. ამისთვის: შეარჩიეთ რბილი პირსახოცი, დაბანილი თმა წინ გადმოიყარეთ და პირსახოცი კულულებს ფრთხილად "შეახეთ", თან "ზამბარისებურად" - ქვემოდან ზემოთ ასწიეთ. რაც მთავარია, სამუდამოდ დაივიწყეთ თმის საშრობი (ფენი), განსაკუთრებულ შემთხვევებში კი (თუ თმის გაშრობა ძალიან გეჩქარებათ) მხოლოდ ე.წ. დიფუზორი გამოიყენეთ.