პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოველდღიურად წითელათი 20-25 ადამიანი ავადდება - ამირან გამყრელიძე კვლავ ეპიდაფეთქებაზე საუბრობს
ყოველდღიურად წითელათი 20-25 ადამიანი ავადდება - ამირან გამყრელიძე კვლავ ეპიდაფეთქებაზე საუბრობს

ქვე­ყა­ნა­ში წი­თე­ლას ეპი­და­ფეთ­ქე­ბა გრძელ­დე­ბა. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში 2 115 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ველ­დღი­უ­რად, წი­თე­ლა­თი და­ა­ვა­დე­ბის 20-25 შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა და იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში აღ­რი­ცხუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­სუ­ლი წლის იმა­ვე პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით მე­ტია.

„ქვე­ყა­ნა­ში წი­თე­ლას ეპი­და­ფეთ­ქე­ბა გრძელ­დე­ბა. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში გვაქვს 2115 შემ­თხვე­ვა, რაც შარ­შან­დე­ლი 2 თვის მო­ნა­ცე­მებ­ზე მე­ტია, რად­გან შარ­შან მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და 2000-ზე ოდ­ნავ მეტი შემ­თხვე­ვა. წელს უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს ქვე­ყა­ნა­ში წი­თე­ლას ეპი­და­ფეთ­ქე­ბა. ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იმ­ჩნე­ვა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის დი­ნა­მი­კის შემ­ცი­რე­ბა ანუ ისე­თი ინ­ტენ­სი­ვო­ბით აღარ იმა­ტებს შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­გორც ეს იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­სა და თე­ბერ­ვლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში იყო და ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ინც 20-25 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 19 იან­ვარს გა­მო­ცე­მუ­ლი მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, აც­რე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რი გახ­და, თუმ­ცა მა­ინც არა­საკ­მა­რი­სია.

„აც­რე­ბი საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რი გახ­და, მაგ­რამ არ არის საკ­მა­რი­სი, ჯერ­ჯე­რო­ბით, ზრდის დი­ნა­მი­კა შემ­ცი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ მა­ინც არის. სა­სურ­ვე­ლია, რომ აც­რე­ბი კი­დევ უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი გახ­დეს. იან­ვრის შუა რი­ცხებ­ში, რო­დე­საც წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­მა­ტე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი, 19 იან­ვრი­დან დღემ­დე და­მა­ტე­ბი­თი აცრა 95 000-მა ადა­მი­ან­მა ჩა­ი­ტა­რა, ბავ­შვე­ბის რუ­ტი­ნუ­ლი აცრა კი თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 11000-12000 გა­კეთ­და.

სა­ჭი­როა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ი­თა­ვი­სოს, რომ წი­თე­ლა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, იწ­ვევს სე­რი­ო­ზულ გარ­თუ­ლე­ბებს და მას აც­რის გარ­და ვე­რა­ფე­რი ვერ შე­ა­ჩე­რებს. თუ ჩვენ არ ავ­ცე­რით ყვე­ლა, ვინც ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი არ არის ან წი­თე­ლა გა­და­ტა­ნი­ლი არ აქვს, გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა წი­თე­ლას შე­ჩე­რე­ბა. მო­ვუ­წო­დებ მო­სახ­ლე­ო­ბას, პირ­ველ რიგ­ში მშობ­ლებს, ყვე­ლამ გა­და­ა­მოწ­მეთ თქვე­ნი შვი­ლე­ბის აც­რის კა­ლენ­და­რი. თუ თქვენ ბავ­შვს 2 აც­რი­დან ერთ-ერთი მა­ინც აქვს გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი, მა­ინც მი­იყ­ვა­ნონ და აც­რან. წი­თე­ლას 50% დღეს კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით, 20-40 წლის ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. თუ ამ ადა­მი­ა­ნებს არ ახ­სოვთ, გა­და­ტა­ნი­ლი აქვთ თუ არა წი­თე­ლა ან აც­რი­ლე­ბი არი­ან თუ არა, მი­ვიდ­ნენ და პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში ერთი აცრა გა­ი­კე­თონ ეს მათ და მათ ირ­გვლივ მყოფ ადა­მი­ა­ნებს და­ი­ცავს“ , - გა­ნა­ხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სულ წელს წი­თე­ლას და­ა­ვა­დე­ბით 3 ბავ­შვი და­ი­ღუ­პა, წელს კი ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

ავტორი:

ყოველდღიურად წითელათი 20-25 ადამიანი ავადდება - ამირან გამყრელიძე კვლავ ეპიდაფეთქებაზე საუბრობს

ყოველდღიურად წითელათი 20-25 ადამიანი ავადდება - ამირან გამყრელიძე კვლავ ეპიდაფეთქებაზე საუბრობს

ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება. დღევანდელი მონაცემებით, იანვარ-თებერვალში 2 115 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ყოველდღიურად, წითელათი დაავადების 20-25 შემთხვევა ფიქსირდება და იანვარ-თებერვალში აღრიცხული შემთხვევები გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაცილებით მეტია.

„ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება. დღევანდელი მონაცემებით, იანვარ-თებერვალში გვაქვს 2115 შემთხვევა, რაც შარშანდელი 2 თვის მონაცემებზე მეტია, რადგან შარშან მთელი წლის განმავლობაში გვქონდა 2000-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა. წელს უფრო სერიოზულად მიმდინარეობს ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში შეიმჩნევა ახალი შემთხვევების ზრდის დინამიკის შემცირება ანუ ისეთი ინტენსივობით აღარ იმატებს შემთხვევების რაოდენობა, როგორც ეს იანვარ-თებერვალსა და თებერვლის პირველ ნახევარში იყო და ყოველდღიურად მაინც 20-25 ახალი შემთხვევა გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, 19 იანვარს გამოცემული მთავრობის განკარგულების შემდეგ, რომელიც წითელას საწინააღმდეგოდ დამატებითი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს, აცრები ინტენსიური გახდა, თუმცა მაინც არასაკმარისია.

„აცრები საკმაოდ ინტენსიური გახდა, მაგრამ არ არის საკმარისი, ჯერჯერობით, ზრდის დინამიკა შემცირებულია, მაგრამ მაინც არის. სასურველია, რომ აცრები კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს. იანვრის შუა რიცხებში, როდესაც წითელას საწინააღმდეგო დამატებით ღონისძიებებთან დაკავშირებით მთავრობის განკარგულება იქნა მიღებული, 19 იანვრიდან დღემდე დამატებითი აცრა 95 000-მა ადამიანმა ჩაიტარა, ბავშვების რუტინული აცრა კი თვეში დაახლოებით, 11000-12000 გაკეთდა.

საჭიროა, საზოგადოებამ გაითავისოს, რომ წითელა სერიოზული დაავადებაა, იწვევს სერიოზულ გართულებებს და მას აცრის გარდა ვერაფერი ვერ შეაჩერებს. თუ ჩვენ არ ავცერით ყველა, ვინც ვაქცინირებული არ არის ან წითელა გადატანილი არ აქვს, გაგვიჭირდება წითელას შეჩერება. მოვუწოდებ მოსახლეობას, პირველ რიგში მშობლებს, ყველამ გადაამოწმეთ თქვენი შვილების აცრის კალენდარი. თუ თქვენ ბავშვს 2 აცრიდან ერთ-ერთი მაინც აქვს გამოტოვებული, მაინც მიიყვანონ და აცრან. წითელას 50% დღეს კონცენტრირებულია დაახლოებით, 20-40 წლის ასაკის მოსახლეობაში. თუ ამ ადამიანებს არ ახსოვთ, გადატანილი აქვთ თუ არა წითელა ან აცრილები არიან თუ არა, მივიდნენ და პოლიკლინიკაში ერთი აცრა გაიკეთონ ეს მათ და მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს დაიცავს“ , - განახადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გასულ წელს წითელას დაავადებით 3 ბავშვი დაიღუპა, წელს კი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ხორცის სარეალიზაციო 4 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - რა დარღვევები აღმოაჩინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

28 წლის ადვოკატი გიორგი სიმონიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა

როგორია ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა