მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BTU და გამომცემლობა ,,პალიტრა L''-ის ერთობლივი პროექტი - ახალი ლიტერატურა ბიზნესგანათლებისთვის იწყება
BTU და გამომცემლობა ,,პალიტრა L''-ის ერთობლივი პროექტი - ახალი ლიტერატურა ბიზნესგანათლებისთვის იწყება

5 მარტს, 17:00 სა­ათ­ზე სი­ლი­კონ ველი თბი­ლის­ში (ჭავ­ჭა­ვა­ძის გამზ. #82) ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის _ ახა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ბიზ­ნეს­გა­ნათ­ლე­ბის­თვის, პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა.

ახა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ბიზ­ნეს­გა­ნათ­ლე­ბის­თვის გუ­ლის­ხმობს მო­წი­ნა­ვე, სწავ­ლე­ბის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის ქარ­თულ ენა­ზე თარ­გმნა­სა და გა­მო­ცე­მას. ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვა, ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტი, სტრა­ტე­გი­უ­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი, მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯმენ­ტი ის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ქარ­თულ ენა­ზე ითარ­გმნე­ბა და გა­მო­ი­ცე­მა. პრო­ექ­ტი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს სტუ­დენ­ტებ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, გა­ზარ­დონ სწავ­ლის ხა­რის­ხი და იხელ­მძღვა­ნე­ლონ სფე­რო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი და მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დი ლი­ტე­რა­ტუ­რით.

ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის პრო­ექ­ტი "ლურ­ჯი ოკე­ა­ნე" წა­რად­გენს ახალ გა­მო­ცე­მას - Fuckup Book - მარ­ცხის ის­ტო­რი­ე­ბი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში „წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მოძ­რა­ო­ბის“ სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ნა­წი­ლია და აერ­თი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის მარ­ცხის ის­ტო­რი­ებს, ასე­ვე, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის 24-პუნ­ქტი­ან ცნო­ბილ მა­ნი­ფესტს და კვლე­ვის შე­დე­გე­ბის, ბიზ­ნესს­ფე­რო­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­თა მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ. წიგ­ნის წარ­დგე­ნას­თან ერ­თად, მოწ­ვე­უ­ლი სპი­კე­რი, Biletebi.ge-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, და­ვით მი­ზან­და­რი სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რებს სტუ­დენ­ტებს, ისა­უბ­რებს კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ზე, მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე.

ივენ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში „ახა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ბიზ­ნეს­გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მილ პირ­ველ წიგნს - Armstrong's Handbook of Human Resource Management Practice - წა­რად­გენს წიგ­ნის ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მის კონ­სულ­ტან­ტი, პა­ლიტ­რა მე­დია ჯგუ­ფის HR დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, ნინო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი.

ად­გილ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა/გა­ყიდ­ვა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი: https://www.facebook.com/events/611679135925950/

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

BTU და გამომცემლობა ,,პალიტრა L''-ის ერთობლივი პროექტი - ახალი ლიტერატურა ბიზნესგანათლებისთვის იწყება

BTU და გამომცემლობა ,,პალიტრა L''-ის ერთობლივი პროექტი - ახალი ლიტერატურა ბიზნესგანათლებისთვის იწყება

5 მარტს, 17:00 საათზე სილიკონ ველი თბილისში (ჭავჭავაძის გამზ. #82) ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ერთობლივი პროექტის _ ახალი ლიტერატურა ბიზნესგანათლებისთვის, პრეზენტაცია გაიმართება.

ახალი ლიტერატურა ბიზნესგანათლებისთვის გულისხმობს მოწინავე, სწავლებისთვის საერთაშორისოდ აღიარებული ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნასა და გამოცემას. ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსური მენეჯმენტი, სტრატეგიული მენეჯმენტი, მარკეტინგის მენეჯმენტი ის მცირე ჩამონათვალია, რა მიმართულებითაც ახალი სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტებსა და საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებს, გაზარდონ სწავლის ხარისხი და იხელმძღვანელონ სფეროში აღიარებული და მუდმივად განახლებადი ლიტერატურით.

ღონისძიების განმავლობაში ბიზნესლიტერატურის პროექტი "ლურჯი ოკეანე" წარადგენს ახალ გამოცემას - Fuckup Book - მარცხის ისტორიები, რომელიც მსოფლიოში „წარუმატებლობის მოძრაობის“ სახელით ცნობილი ინიციატივის ნაწილია და აერთიანებს სხვადასხვა კომპანიის მარცხის ისტორიებს, ასევე, წარუმატებლობის 24-პუნქტიან ცნობილ მანიფესტს და კვლევის შედეგების, ბიზნესსფეროში ყველაზე გავრცელებულ წარუმატებლობათა მიზეზების შესახებ. წიგნის წარდგენასთან ერთად, მოწვეული სპიკერი, Biletebi.ge-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, დავით მიზანდარი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს სტუდენტებს, ისაუბრებს კომპანიის განვითარების ისტორიაზე, მთავარ გამოწვევებსა და ინიციატივებზე.

ივენთის განმავლობაში „ახალი ლიტერატურა ბიზნესგანათლებისთვის“ ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ პირველ წიგნს - Armstrong's Handbook of Human Resource Management Practice - წარადგენს წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი, პალიტრა მედია ჯგუფის HR დეპარტამენტის დირექტორი, ნინო ფეიქრიშვილი.

ადგილზე გაიმართება „ლურჯი ოკეანის“ მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა/გაყიდვა.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/611679135925950/