მამუკა ხაზარაძის დაკითხვას გეგმავს საქართველოს გენერალური პროკურატურის განმარტებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება და როდესაც პროცესუალურად დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს.
„მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება ამავე საქმის ფარგლებში და როდესაც პროცესუალურად დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, - აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.