ავტორი:

"მკლავი ამომივარდა და ადგილზევე ჩავისვი..." - რას ყვება ოთო ნემსაძე ფილარმონიაში მომხდარ ინციდენტზე და რა ემოციები აქვს გამარჯვების შემდეგ

"მკლავი ამომივარდა და ადგილზევე ჩავისვი..." - რას ყვება ოთო ნემსაძე ფილარმონიაში მომხდარ ინციდენტზე და რა ემოციები აქვს გამარჯვების შემდეგ

ოთო ნემსაძე "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებულია. მომღერალი ამ დღეს დიდხანს ელოდა - რადგან ამ გამარჯვებით, "ევროვიზიაზე" საქართველოს წარადგენს და როგორც გვეუბნება, გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

AMBEBI.GE მომღერალს დაუკავშირდა, სამომავლო გეგმებზე და შოუს დასრულების შემდეგ მომხდარ უსიამოვნო ინციდენტზეც ესაუბრა, რა დროსაც ოთო ფილარმონიის სცენიდან გადმოვარდა.

- ჩემი გამარჯვება რომ შევაფასო, მაშინ ხალხი უნდა შევაფასო, იმიტომ რომ, ჩემი ქვეყანის მოსახლეობა ბოლო 10 წელია, საოცარ სამყაროში მაცხოვრებს! ეს მეექვსე გამარჯვება მათი დამსახურებაა და დიდი მადლობა ყველას ამისთვის! "ევროვიზიაზე" ყველა ხმის ღირსეულად დაცვას ვაპირებ, ნებისმიერი ადამიანის ხმის, მათ შორის მათიც, რომლებიც სხვა კონკურსანტებს, ჩემს მეგობრებს უმესიჯებდნენ ამ თუ სხვა პროექტში. ახლა მნიშვნელოვანია გულშემატკივრის გვერდში დგომა, კომენტარები, გამხნევება, დადებითი ემოციები და საერთოდ, განწყობა საერთაშორისო ასპარეზზე. ყველას გპირდებით, რომ ბოლომდე და ღირსეულად ვიდგები „ევროვიზიის“ სცენაზე“!

- გუშინ "საქართველოს ვარსკვლავში" გამარჯვების შემდეგ, სცენაზე მილოცვებს როცა იღებდი, ინციდენტი მოხდა - სცენიდან გადმოვარდი და საავადმყოფაში გადაგიყვანეს. მოგვიყევი, რა მოხდა და ახლა როგორ ხარ?

- ერთ პატარა ძალიან საყვარელ ბავშვს ჩავეხუტე და სცენიდან გადავვარდი. არ მეგონა ჩემს უკან სიცარიელე თუ იყო, ამიტომ, ფეხი უკან გადავდგი თუ არა, ვიგრძენი, სადღაც გადავვარდი. მკლავი მქონდა ამოვარდნილი და თურმე ადგილზევე ჩემით ჩამისვამს. ასე ცხოველებს ემართებათ ხოლმე.

გადავრჩი! წამებში მოხდა ყველაფერი: რომ ვიგრძენი, ვვარდებოდი, პირველი რაც ვიფიქრე, თავი არ დამერტყა, არც დამირტყამს, უბრალოდ ბავშვი დამეცა ზემოდან, ორმაგი დარტყმა მოხდა და მხარი მაგ დროს ამომივარდა. პატარა საბედნიეროდ, გადარჩა, ადგა და გაიქცა, მე ნახევარი საათი ხელს ვერ ვშლიდი, ვერ ვმოძრაობდი. არ ინერვიულოთ, რა მოხდა მერე, რამდენ სპორტსმენს ამოვარდნია მხარი?!

საავადმყოფოდან ერთ საათში სახლში გამომიშვეს. სისხლჩაქცევები რომ გაიწოვება, მერე კიდევ ერთხელ ჩავიტარებ გამოკვლევას. მოკლედ, გუშინ ყველაფერი მომივიდა - კონკურსი მოვიგე, სიხარულისგან ვღრიალებდი ისე, ლამის გული გამიჩერდა და ბოლოს ლამის თავიც გავიტეხე...

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს