პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საძინებელში საქორწინო ცერემონიაც კი დადგა და ბეჭედი გამიკეთა" - ძალადობდა თუ არა მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე?
"საძინებელში საქორწინო ცერემონიაც კი დადგა და ბეჭედი გამიკეთა" - ძალადობდა თუ არა მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე?

მა­იკლ ჯექ­სო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 10 წლის შემ­დეგ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ქსელ­მა HBO პოპ­მუ­სი­კის მე­ფე­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­და­ი­ღო, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო მას­შტა­ბით დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია.

ფილ­მი Leaving Neverland („წას­ვლა „ნე­ვერ­ლენ­დი­დან“) უეიდ რობ­სო­ნი­სა და ჯე­იმს სე­იფ­ჩა­კის ის­ტო­რი­ებ­ზეა აგე­ბუ­ლი, მათ პოპ­ვარ­სკვლა­ვი ბავ­შვო­ბის ასაკ­ში გა­იც­ნეს და ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ჯექ­სონ­მა მათ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად რამ­დენ­ჯერ­მე იძა­ლა­და.

4 სა­ა­თი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი დენ რიდ­მა გა­და­ი­ღო და პრე­მი­ე­რა გა­სულ თვეს შედ­გა.

ჟურ­ნა­ლი People ფილ­მი­დან 5 ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ წერს.

1. სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა ბავ­შვებ­ზე მცი­რე ასა­კი­დან და­ი­წყო

ჯე­იმს სე­იფ­ჩა­კი

40 წლის სე­იფ­ჩა­კი ამ­ბობს, რომ ჯექ­სო­ნი 1986 წელს, „პეპ­სის“ რეკ­ლა­მის გა­და­ღე­ბი­სას გა­იც­ნო. მისი მტკი­ცე­ბით, პოპ­მომ­ღე­რალ­მა ბიჭი და მისი ოჯა­ხი მუ­სი­კა­ლუ­რი ტურ­ნეს დროს თან წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც მათ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის სახე მი­ი­ღო. სე­იფ­ჩა­კის მტკი­ცე­ბით, ჯექ­სო­ნი მას მას­ტურ­ბი­რე­ბას ას­წავ­ლი­და.

რობ­სო­ნი, რო­მე­ლიც ახლა 36 წლი­საა, ფილმში ჰყვე­ბა, რომ პოპ­მომ­ღე­რა­ლი 5 წლი­სამ გა­იც­ნო, რო­დე­საც ცეკ­ვის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ჯილ­დოდ სამ­შობ­ლო­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში მა­იკლ ჯექ­სო­ნის კონ­ცერ­ტზე მას­თან შეხ­ვედ­რა მი­ი­ღო.

რო­დე­საც 8 წლის გახ­და, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში დას­ვე­ნე­ბის დროს ოჯა­ხი ჯექ­სონს კვლავ შეხ­ვდა. რობ­სო­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ ჯექ­სონ­მა სთხო­ვა ოჯახს, ბავ­შვი მას­თან დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. მშობ­ლე­ბი კი სა­მოგ­ზა­უ­როდ წა­ვიდ­ნენ.

სწო­რედ ამ დროს, რობ­სო­ნის მტკი­ცე­ბით, მომ­ღე­რალს მას­თან ორა­ლუ­რი სექ­სი ჰქონ­და, შემ­დეგ კი უთხრა, რომ მათი შეხ­ვედ­რა "ღმერ­თის ნება იყო".

2. ჯექ­სონ­მა ბავ­შვთან „ქორ­წი­ნე­ბა დად­გა“

ჯექ­სო­ნი და სე­იფ­ჩა­კი

სე­იფ­ჩა­კი ფილმში აცხა­დებს, რომ ჰქონ­და ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლით სავ­სე ყუთი, რო­მე­ლიც მა­იკლ ჯექ­სონ­მა აჩუ­ქა. სამ­კა­ულს შო­რის იყო ოქ­როს ბე­ჭე­დიც.

„თით­ქოს და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლი ვი­ყა­ვით, სა­ძი­ნე­ბელ­ში ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლიც კი დად­გა,“ - ამ­ბობს ჯე­იმ­სი.

3. ჯექ­სო­ნი სე­იფ­ჩაკს ას­წავ­ლი­და, რო­გორ უნდა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა ურ­თი­ერ­თო­ბის და­მალ­ვა

ჯე­იმ­სის თქმით, რო­დე­საც სას­ტუმ­რო­ებ­ში იყ­ვნენ, მომ­ღე­რა­ლი ას­წავ­ლი­და, რო­გორ ჩა­ეც­ვა სა­მო­სი და სწრა­ფად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი­ყო, თუ ვინ­მე კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნებ­და.

„ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, არა­ვის გა­მო­ვე­ჭი­რეთ. ეს ძა­ლი­ან დიდი სა­ი­დუმ­ლო იყო. მე­უბ­ნე­ბო­და, რომ თუ ვინ­მე გვი­პო­ვი­და, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა დამ­თავ­რდე­ბო­და“ - ამ­ბობს სე­იფ­ჩა­კი.

იმა­ვეს აცხა­დებს რობ­სო­ნიც :

„მი­თხრა, რომ თუ ვინ­მე შე­მოგ­ვის­წრებ­და, დაგ­ვა­შო­რებ­დნენ და ერ­თმა­ნეთს ვე­ღა­რა­სო­დეს ვნა­ხავ­დით, შემ­დეგ კი ორი­ვეს დაგ­ვი­ჭერ­დნენ.“

4. რობ­სო­ნი ფიქ­რობ­და, რომ მა­კა­ლეი კალ­კინ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა

რო­დე­საც რობ­სო­ნის ოჯა­ხი ავ­სტრა­ლი­ი­დან ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, რათა ჯექ­სონ­თან უფრო ახ­ლოს ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ის მიხ­ვდა, რომ ოც­ნე­ბე­ბი დამ­თავ­რდა, რად­გან მისი ად­გი­ლი ფილ­მის „მარ­ტო სახ­ლში“ ვარ­სკვლავ­მა, მა­კა­ლეი კალ­კინ­მა და­ი­კა­ვა. რობ­სო­ნის თქმით, კლიპ­ში Black or White, რო­მე­ლიც 1991 წელს გა­მო­ვი­და, მას უნდა ეცეკ­ვა, თუმ­ცა არ­ჩე­ვა­ნი კალ­კინ­ზე შე­ა­ჩე­რეს.

„ეს ძა­ლი­ან ძნე­ლად გა­და­სა­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის. მა­კა­ლე­იც იყო ხოლ­მე მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის დროს იქ, სა­დაც მე, მა­იკლ ჯექ­სონ­თან ერ­თად. თავი ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლად ვიგ­რძე­ნი, მე მა­იკ­ლის მე­გო­ბა­რი და მისი ფა­ვო­რი­ტი აღარ ვი­ყა­ვი.

მა­კა­ლე­ის და მა­იკლს ჰქონ­დათ ყვე­ლა­ფე­რი, რაც მე და ჯექ­სონს გვქო­ნა მა­ნამ­დე - ის კავ­ში­რი, სა­ი­დუმ­ლო ამ­ბე­ბი... ამი­სი ამოც­ნო­ბა ჩემ­თვის ად­ვი­ლი იყო. ვეჭ­ვი­ა­ნობ­დი, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად გან­ვიც­დი­დი,“ - ამ­ბობს რობ­სო­ნი.

თა­ვად კალ­კინს კი არა­ერ­თხელ გა­ნუ­ცხა­დე­ბია მე­დი­ას­თან, რომ მას მუ­სი­კოს­თან გულ­წრფე­ლი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და.

"ის ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იყო," - აცხა­დებს კალ­კი­ნი და დღემ­დე ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებს ჯექ­სო­ნის შვილ­თან, პე­რის­თან, რო­მე­ლიც მისი ნათ­ლუ­ლია.

მა­იკლ ჯექ­სო­ნი და მა­კა­ლეი კალ­კი­ნი

5. ჯე­იმ­სის დე­დის მტკი­ცე­ბით, მა­იკლმა სთხო­ვა, ბიჭი 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­თან და­ე­ტო­ვე­ბი­ნა

რობ­სო­ნის დედა, ჯოი ფილმში ამ­ბობს, რომ მუ­სი­კოს­მა სთხო­ვა, ავ­სტრა­ლი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბის წინ შვი­ლი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, მას­თან და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. რო­დე­საც დე­დის­გან უარი მი­ი­ღო, მა­იკლმა უთხრა, რომ ბავ­შვის კა­რი­ე­რის­თვის უამ­რა­ვი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო.

„ვუ­თხა­რი - ის ჩემი შვი­ლია, 7 წლის და ვერ დავ­ტო­ვებ შენ­თან-მეთ­ქი. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც მიხ­ვდა, რომ ჩემი სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი უარი იყო, გან­მი­ცხა­და, რომ ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს იღებ­და, რაც სურ­და“.

ჯექ­სო­ნის რან­ჩო "ნე­ვერ­ლენ­დი"

ჯექ­სო­ნის ძმებ­მა, ტი­ტომ, მარ­ლონ­მა და ჯე­კიმ მუ­სი­კო­სის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბულ ტალ­ღას აბ­სურ­დუ­ლი უწო­დეს. მათ ფილ­მი არ უნა­ხავთ.

„არ მინ­და ნახ­ვა, არა იმი­ტომ, რომ ჩემი ძმა იყო. არ ვნა­ხავ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს. მე ვიც­ნობ­დი მა­იკლს, მე ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი ვარ ძმებს შო­რის, ვიცი, ის რო­გორ ცხოვ­რობ­და. მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, მსოფ­ლიო ერ­თად შე­ეკ­რა, ბავ­შვე­ბი გა­ე­ბედ­ნი­ე­რე­ბი­ნა, ასე­თი ადა­მი­ა­ნი იყო...“ - გა­ნა­ცხა­და 67 წლის ჯე­კიმ.

ჯექ­სო­ნის 45 წლის ძმიშ­ვი­ლი, ტაჯი აცხა­დებს, რომ შე­საძ­ლოა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ბავ­შვებ­თან ერ­თად გა­მარ­თუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბი უც­ნა­უ­რად აღ­საქ­მე­ლი იყოს, თუმ­ცა ჯექ­სო­ნის­თვის, მისი ოჯა­ხის­თვის და მე­გობ­რე­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბო­და. ტა­ჯის თქმით, მუ­სი­კო­სი ბავ­შვებ­თან ერ­თად უყუ­რებ­და ფილ­მებს, ერ­თო­ბო­და მათ­თან ერ­თად და ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან „უცოდ­ვე­ლი“ და გულ­წრფე­ლი იყო.

პოპ-მუ­სი­კის ლე­გენ­და ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში არა­ერ­თხელ და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. 2005 წელს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, სა­დაც მას 13 წლის ბი­ჭთან, გეივ არ­ვი­ზოს­თან სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, უეიდ რობ­სო­ნი, რო­მე­ლიც ფილმში მუ­სი­კო­სის მიერ მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რობს, მა­იკლ ჯექ­სო­ნის და­სა­ცა­ვად წარ­დგა.

ჯექ­სო­ნის ბრა­ლი რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბო­და - ბავ­შვთან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი, მისი ინ­ტოქ­სი­კა­ცია, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბა, ბავ­შვი­სა და მისი ოჯა­ხის სა­კუ­თარ სახ­ლში და­ტყვე­ვე­ბა და ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბა.

გან­ხილ­ვა 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და, სა­სა­მარ­თლომ 140 მოწ­მე და­კი­თხა, ჩა­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზე­ბიც და დად­გინ­და, რომ მუ­სი­კო­სი ყვე­ლა ბრალ­დე­ბა­ში უდა­ნა­შა­უ­ლო იყო.

ჯექ­სო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ იმა­ვე ბრალ­დე­ბით საქ­მე 1993 წელ­საც აღიძ­რა, ჯონ ჩენდლე­რის მშობ­ლე­ბი მუ­სი­კოსს შვილ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. თუმ­ცა, დაც­ვის მხა­რის მტკი­ცე­ბით, მშობ­ლე­ბი ბავ­შვს აი­ძუ­ლებ­დნენ, ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ მათ მიერ მო­გო­ნი­ლი ის­ტო­რია მო­ე­ყო­ლათ.

მა­იკლ ჯექ­სო­ნი 2009 წელს სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მას სამი შვი­ლი ჰყავს, პრინც მა­იკ­ლი, პე­რი­ზი და ბლენ­კე­ტი.

ავტორი:

"საძინებელში საქორწინო ცერემონიაც კი დადგა და ბეჭედი გამიკეთა" - ძალადობდა თუ არა მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე?

"საძინებელში საქორწინო ცერემონიაც კი დადგა და ბეჭედი გამიკეთა" - ძალადობდა თუ არა მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე?

მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ სატელევიზიო ქსელმა HBO პოპმუსიკის მეფეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ფილმი Leaving Neverland („წასვლა „ნევერლენდიდან“) უეიდ რობსონისა და ჯეიმს სეიფჩაკის ისტორიებზეა აგებული, მათ პოპვარსკვლავი ბავშვობის ასაკში გაიცნეს და ამტკიცებენ, რომ ჯექსონმა მათზე სექსუალურად რამდენჯერმე იძალადა.

4 საათიანი დოკუმენტური ფილმი დენ რიდმა გადაიღო და პრემიერა გასულ თვეს შედგა.

ჟურნალი People ფილმიდან 5 ყველაზე სკანდალური ფაქტის შესახებ წერს.

1. სექსუალური ძალადობა ბავშვებზე მცირე ასაკიდან დაიწყო

ჯეიმს სეიფჩაკი

40 წლის სეიფჩაკი ამბობს, რომ ჯექსონი 1986 წელს, „პეპსის“ რეკლამის გადაღებისას გაიცნო. მისი მტკიცებით, პოპმომღერალმა ბიჭი და მისი ოჯახი მუსიკალური ტურნეს დროს თან წაიყვანა, სადაც მათმა ურთიერთობამ სექსუალური კავშირის სახე მიიღო. სეიფჩაკის მტკიცებით, ჯექსონი მას მასტურბირებას ასწავლიდა.

რობსონი, რომელიც ახლა 36 წლისაა, ფილმში ჰყვება, რომ პოპმომღერალი 5 წლისამ გაიცნო, როდესაც ცეკვის კონკურსში მონაწილეობდა. ჯილდოდ სამშობლოში, ავსტრალიაში მაიკლ ჯექსონის კონცერტზე მასთან შეხვედრა მიიღო.

როდესაც 8 წლის გახდა, ლოს-ანჯელესში დასვენების დროს ოჯახი ჯექსონს კვლავ შეხვდა. რობსონი ამტკიცებს, რომ ჯექსონმა სთხოვა ოჯახს, ბავშვი მასთან დარჩენილიყო. მშობლები კი სამოგზაუროდ წავიდნენ.

სწორედ ამ დროს, რობსონის მტკიცებით, მომღერალს მასთან ორალური სექსი ჰქონდა, შემდეგ კი უთხრა, რომ მათი შეხვედრა "ღმერთის ნება იყო".

2. ჯექსონმა ბავშვთან „ქორწინება დადგა“

ჯექსონი და სეიფჩაკი

სეიფჩაკი ფილმში აცხადებს, რომ ჰქონდა ძვირფასი სამკაულით სავსე ყუთი, რომელიც მაიკლ ჯექსონმა აჩუქა. სამკაულს შორის იყო ოქროს ბეჭედიც.

„თითქოს დაქორწინებული წყვილი ვიყავით, საძინებელში ქორწინების ცერემონიალიც კი დადგა,“ - ამბობს ჯეიმსი.

3. ჯექსონი სეიფჩაკს ასწავლიდა, როგორ უნდა მოეხერხებინა ურთიერთობის დამალვა

ჯეიმსის თქმით, როდესაც სასტუმროებში იყვნენ, მომღერალი ასწავლიდა, როგორ ჩაეცვა სამოსი და სწრაფად მოწესრიგებულიყო, თუ ვინმე კარზე დააკაკუნებდა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, არავის გამოვეჭირეთ. ეს ძალიან დიდი საიდუმლო იყო. მეუბნებოდა, რომ თუ ვინმე გვიპოვიდა, ჩვენი ცხოვრება დამთავრდებოდა“ - ამბობს სეიფჩაკი.

იმავეს აცხადებს რობსონიც :

„მითხრა, რომ თუ ვინმე შემოგვისწრებდა, დაგვაშორებდნენ და ერთმანეთს ვეღარასოდეს ვნახავდით, შემდეგ კი ორივეს დაგვიჭერდნენ.“

4. რობსონი ფიქრობდა, რომ მაკალეი კალკინმა ჩაანაცვლა

როდესაც რობსონის ოჯახი ავსტრალიიდან ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად, რათა ჯექსონთან უფრო ახლოს ყოფილიყვნენ, ის მიხვდა, რომ ოცნებები დამთავრდა, რადგან მისი ადგილი ფილმის „მარტო სახლში“ ვარსკვლავმა, მაკალეი კალკინმა დაიკავა. რობსონის თქმით, კლიპში Black or White, რომელიც 1991 წელს გამოვიდა, მას უნდა ეცეკვა, თუმცა არჩევანი კალკინზე შეაჩერეს.

„ეს ძალიან ძნელად გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის. მაკალეიც იყო ხოლმე მოგზაურობების დროს იქ, სადაც მე, მაიკლ ჯექსონთან ერთად. თავი ჩამოშორებულად ვიგრძენი, მე მაიკლის მეგობარი და მისი ფავორიტი აღარ ვიყავი.

მაკალეის და მაიკლს ჰქონდათ ყველაფერი, რაც მე და ჯექსონს გვქონა მანამდე - ის კავშირი, საიდუმლო ამბები... ამისი ამოცნობა ჩემთვის ადვილი იყო. ვეჭვიანობდი, ძალიან მტკივნეულად განვიცდიდი,“ - ამბობს რობსონი.

თავად კალკინს კი არაერთხელ განუცხადებია მედიასთან, რომ მას მუსიკოსთან გულწრფელი მეგობრობა აკავშირებდა.

"ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო," - აცხადებს კალკინი და დღემდე ძალიან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს ჯექსონის შვილთან, პერისთან, რომელიც მისი ნათლულია.

მაიკლ ჯექსონი და მაკალეი კალკინი

5. ჯეიმსის დედის მტკიცებით, მაიკლმა სთხოვა, ბიჭი 1 წლის განმავლობაში მასთან დაეტოვებინა

რობსონის დედა, ჯოი ფილმში ამბობს, რომ მუსიკოსმა სთხოვა, ავსტრალიაში გამგზავრების წინ შვილი ლოს-ანჯელესში, მასთან დაეტოვებინათ. როდესაც დედისგან უარი მიიღო, მაიკლმა უთხრა, რომ ბავშვის კარიერისთვის უამრავი რამის გაკეთება შეეძლო.

„ვუთხარი - ის ჩემი შვილია, 7 წლის და ვერ დავტოვებ შენთან-მეთქი. რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა ჩვენი საუბარი, როდესაც მიხვდა, რომ ჩემი საბოლოო პასუხი უარი იყო, განმიცხადა, რომ ყოველთვის ყველაფერს იღებდა, რაც სურდა“.

ჯექსონის რანჩო "ნევერლენდი"

ჯექსონის ძმებმა, ტიტომ, მარლონმა და ჯეკიმ მუსიკოსის წინააღმდეგ აგორებულ ტალღას აბსურდული უწოდეს. მათ ფილმი არ უნახავთ.

„არ მინდა ნახვა, არა იმიტომ, რომ ჩემი ძმა იყო. არ ვნახავ დოკუმენტურ ფილმს. მე ვიცნობდი მაიკლს, მე ყველაზე უფროსი ვარ ძმებს შორის, ვიცი, ის როგორ ცხოვრობდა. მისი მთავარი მიზანი იყო, მსოფლიო ერთად შეეკრა, ბავშვები გაებედნიერებინა, ასეთი ადამიანი იყო...“ - განაცხადა 67 წლის ჯეკიმ.

ჯექსონის 45 წლის ძმიშვილი, ტაჯი აცხადებს, რომ შესაძლოა, ბევრი ადამიანისთვის ბავშვებთან ერთად გამართული წვეულებები უცნაურად აღსაქმელი იყოს, თუმცა ჯექსონისთვის, მისი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდებოდა. ტაჯის თქმით, მუსიკოსი ბავშვებთან ერთად უყურებდა ფილმებს, ერთობოდა მათთან ერთად და ყველაფერი ძალიან „უცოდველი“ და გულწრფელი იყო.

პოპ-მუსიკის ლეგენდა ბავშვებზე ძალადობაში არაერთხელ დაადანაშაულეს. 2005 წელს სასამართლო პროცესზე, სადაც მას 13 წლის ბიჭთან, გეივ არვიზოსთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებდნენ, უეიდ რობსონი, რომელიც ფილმში მუსიკოსის მიერ მასზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს, მაიკლ ჯექსონის დასაცავად წარდგა.

ჯექსონის ბრალი რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა - ბავშვთან სექსუალური კავშირი, მისი ინტოქსიკაცია, სექსუალური ძალადობის მცდელობა, ბავშვისა და მისი ოჯახის საკუთარ სახლში დატყვევება და ბავშვის გატაცება.

განხილვა 18 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, სასამართლომ 140 მოწმე დაკითხა, ჩატარდა ექსპერტიზებიც და დადგინდა, რომ მუსიკოსი ყველა ბრალდებაში უდანაშაულო იყო.

ჯექსონის წინააღმდეგ იმავე ბრალდებით საქმე 1993 წელსაც აღიძრა, ჯონ ჩენდლერის მშობლები მუსიკოსს შვილზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ. თუმცა, დაცვის მხარის მტკიცებით, მშობლები ბავშვს აიძულებდნენ, ძალადობის შესახებ მათ მიერ მოგონილი ისტორია მოეყოლათ.

მაიკლ ჯექსონი 2009 წელს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას სამი შვილი ჰყავს, პრინც მაიკლი, პერიზი და ბლენკეტი.

"დავურეკე მეგობრებს და მივულოცე..." - არის თუ არა ქეთა თოფურია ორსულად? მომღერლის პირველი კომენტარი

კავკასიაში პირველი მუზეუმი ნაქალაქარზე - ფოტოები ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან, სადაც გამოფენა გაიხსნა

"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა