პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივიღე წერილი მაღალჩინოსნისგან, პირდაპირი მუქარით..." - რაზე ისაუბრა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში
"მივიღე წერილი მაღალჩინოსნისგან, პირდაპირი მუქარით..." - რაზე ისაუბრა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში

"თი­ბი­სი ბან­კის“ დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ პარ­ლა­მენ­ტში, სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ დას­მულ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხეს.

"თი­ბი­სი ბან­კის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რემ არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი წე­რი­ლის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, რო­მელ­შიც მას პირ­და­პირ და­ე­მუქრნენ:

"არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის წინ მე მი­ვი­ღე წე­რი­ლი, ერთ-ერთი ძა­ლი­ან მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის­გან, სა­დაც პირ­და­პი­რი მუ­ქა­რით გვე­უბ­ნე­ბა რომ, ისი­ნი და­ან­გრე­ვენ ჩვენს რე­პუ­ტა­ცი­ას ად­გილ­ზე და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე. ეს წე­რი­ლი მე მაქვს. მიკ­ვირს, რომ ეს წე­რი­ლი და­წე­რეს და სი­ტყვი­ე­რად არ გვი­თხრეს ეს ყვე­ლა­ფე­რი. იქ იყო მო­თხოვ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ შე­ვას­რუ­ლეთ", - აღ­ნიშ­ნა ხა­ზა­რა­ძემ სა­უბ­რი­სას.

"თი­ბი­სი ბან­კის" დამ­ფუძ­ნებ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის აგ­რძე­ლებს და­ვას, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის, ისე პრო­კუ­რა­ტუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ:

"მე გა­ვაგ­რძე­ლებ და­ვას სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ, იმი­ტომ რომ, ეს სცილ­დე­ბა ყო­ველ­გვარ ნორ­მას, ზღვარს და ა.შ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­მო­სუ­ლი იყო ძა­ლი­ან ბევ­რი დე­ლე­გა­ცია. არ დარ­ჩე­ნი­ლა არც ერთი ევ­რო­პე­ლი ელჩი და ბან­კის პირ­ვე­ლი ან მე­ო­რე პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ჩა­მო­ვიდ­ნენ, ცალ-ცალ­კე არ შეხ­ვდნენ მთავ­რო­ბას და ეროვ­ნულ ბანკს და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ასე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით ამ საქ­მით გან­ვი­თა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ანაკ­ლი­ას ჩვენ ამ ფორ­მატ­ში ხელს ვერ მო­ვა­წერთ.

მე და­გა­ნა­ხეთ, რომ არც ბანკს ვე­ფა­რე­ბი და არც ანაკ­ლი­ას. მე გა­დავ­დე­ქი, რომ ბან­კი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ ჩა­მე­ყე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ რო­გორც მი­დის ახლა პრო­ცე­სე­ბი და თქვენ იცით, რომ ბან­კის მიერ ყვე­ლა შეს­წავ­ლა დამ­თავ­რდა, 6 მი­ლი­ონს უნდა მო­ვა­წე­როთ ხელი მაის-ივ­ნი­სის თვე­ში. მე წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოხ­დეს ამ კონ­ტრაქ­ტის და­ხურ­ვა. არ მინ­და, გა­მი­გოთ, რომ ამას ვი­ყე­ნებ რა­ი­მე თავ­დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მად. მე მინ­დო­და, მთლი­ა­ნი სუ­რა­თი მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა თქვენ­თვის“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: "გვე­უბ­ნე­ბა, რომ და­ან­გრე­ვენ ჩვენს რე­პუ­ტა­ცი­ას..." - რა ეწე­რა მუ­ქა­რის წე­რილ­ში, რო­მე­ლიც ხა­ზა­რა­ძემ არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის წინ, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის­გან მი­ი­ღო

მი­სი­ვე თქმით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უს­ვა სა­კი­თხი, რომ ის და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­დან უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ.

"ეროვ­ნუ­ლი ბან­კი“, პრაქ­ტი­კუ­ლად, მე და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს გვა­შან­ტა­ჟებ­და, მისი პრე­ზი­დენ­ტის და მისი ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან. ისი­ნი მო­ვიდ­ნენ. მათ გა­მო­უგ­ზავ­ნეს წე­რი­ლი "თი­ბი­სი ბან­კის“ და­მო­უ­კი­დე­ბელ დი­რექ­ტო­რებს. 7 წევ­რი ყავს „თი­ბი­სი ბანკს“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში აქ და 9 წევ­რი ყავს ლონ­დო­ნის ბირ­ჟა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი ხუთი წევ­რი არის ლონ­დო­ნის ბირ­ჟის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ისი­ნი არი­ან უცხო­ე­ლე­ბი. მათ გა­მო­აგ­ზავ­ნეს წე­რი­ლი და დაგ­ვა­რი­ცხეს პირ­ვე­ლი ჯა­რი­მა, 10 ათას ლარი, ის ალ­ბათ ვი­ღა­ცამ და­უ­წუ­ნა, რომ ცოტა იყო.

მე შევ­ხვდი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენტს და ვუ­თხა­რი, რომ ჩვენ 10 ათას ლარს არ გა­და­ვიხ­დით, რად­გან ეს არის 11 წლის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი, გა­მო­უშ­ვეს ახა­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი, დაგ­ვა­რი­ცხეს მი­ლი­ო­ნი ლარი. მათ გა­მოგ­ზავ­ნეს წე­რი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბელ დი­რექ­ტო­რებ­თან და მოს­თხო­ვეს, რომ გა­ნე­ხი­ლათ ჩემი და ბად­რის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში ყოფ­ნის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მო­ი­თხოვ­დნენ ბუ­ფე­რუ­ლი კა­პი­ტა­ლის გაზ­რდას.

მი­ვე­დი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტთან და ვუ­თხა­რი, რომ ჩვენ მზად ვი­ყა­ვით გა­დავ­მდგა­რი­ყა­ვით თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან და მო­ად­გი­ლე­ო­ბი­დან, რად­გან ეროვ­ნუ­ლი ბან­კი არის რე­გუ­ლა­ტო­რი. მათ თქვეს, რომ ჩვენ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან მთლი­ა­ნად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით. ამა­ზე ჩემი პა­სუ­ხი იყო - ეს გავს იმას, რომ 27 წლის შვილ­თან არ მოგ­ცენ უფ­ლე­ბა, წე­ლი­წად­ში ოთხჯერ ნახო და მო­ის­მი­ნო რას აკე­თებს შვი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხა­ზა­რა­ძე ამ­ბობს, რომ მო­ი­თხოვს დად­გეს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის და მისი მო­ად­გი­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, რო­მელ­თაც ის სრულ უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს:

"მე, რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს და ამ ინ­დუსტრი­ა­ში 27 წლის მან­ძილ­ზე ჩაფ­ლულ ადა­მი­ანს, მინ­და მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გეს და მე­ო­რე, მო­ვი­თხოვ, ასე­ვე (არ ვიცი, მაქვს თუ არა ამის უფ­ლე­ბა და რო­გორ არის პრო­ცე­დუ­რუ­ლად), შე­იქ­მნას სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, სა­დაც ყვე­ლა იმ დე­ტალს, წე­რილს და კი­დევ ბევრ ნი­უ­ანსს გა­გაც­ნობთ და ჩა­გა­ყე­ნებთ საქ­მის კურ­სში" - დას­ძი­ნა "თი­ბი­სის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"მივიღე წერილი მაღალჩინოსნისგან, პირდაპირი მუქარით..." - რაზე ისაუბრა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში

"მივიღე წერილი მაღალჩინოსნისგან, პირდაპირი მუქარით..." - რაზე ისაუბრა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში

"თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარემ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მიღებული წერილის შესახებ ისაუბრა, რომელშიც მას პირდაპირ დაემუქრნენ:

"არჩევნების მეორე ტურის წინ მე მივიღე წერილი, ერთ-ერთი ძალიან მაღალჩინოსნისგან, სადაც პირდაპირი მუქარით გვეუბნება რომ, ისინი დაანგრევენ ჩვენს რეპუტაციას ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. მიკვირს, რომ ეს წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ", - აღნიშნა ხაზარაძემ საუბრისას.

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის განცხადებით, ის აგრძელებს დავას, როგორც ეროვნული ბანკის, ისე პროკურატურის წინააღმდეგ:

"მე გავაგრძელებ დავას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, იმიტომ რომ, ეს სცილდება ყოველგვარ ნორმას, ზღვარს და ა.შ. საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოსული იყო ძალიან ბევრი დელეგაცია. არ დარჩენილა არც ერთი ევროპელი ელჩი და ბანკის პირველი ან მეორე პირები, რომლებიც არ ჩამოვიდნენ, ცალ-ცალკე არ შეხვდნენ მთავრობას და ეროვნულ ბანკს და ეუბნებოდნენ, რომ ასეთი მიმართულებით ამ საქმით განვითარება არ შეიძლება. ეუბნებოდნენ, რომ ანაკლიას ჩვენ ამ ფორმატში ხელს ვერ მოვაწერთ.

მე დაგანახეთ, რომ არც ბანკს ვეფარები და არც ანაკლიას. მე გადავდექი, რომ ბანკი მძიმე მდგომარეობაში არ ჩამეყენებინა, მაგრამ როგორც მიდის ახლა პროცესები და თქვენ იცით, რომ ბანკის მიერ ყველა შესწავლა დამთავრდა, 6 მილიონს უნდა მოვაწეროთ ხელი მაის-ივნისის თვეში. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩვენი მონაწილეობით ამ სიტუაციაში მოხდეს ამ კონტრაქტის დახურვა. არ მინდა, გამიგოთ, რომ ამას ვიყენებ რაიმე თავდაცვის მექანიზმად. მე მინდოდა, მთლიანი სურათი მეჩვენებინა თქვენთვის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო: "გვეუბნება, რომ დაანგრევენ ჩვენს რეპუტაციას..." - რა ეწერა მუქარის წერილში, რომელიც ხაზარაძემ არჩევნების მეორე ტურის წინ, მაღალჩინოსნისგან მიიღო

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კატეგორიულად დაუსვა საკითხი, რომ ის და ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოდან უნდა წასულიყვნენ.

"ეროვნული ბანკი“, პრაქტიკულად, მე და ბადრი ჯაფარიძეს გვაშანტაჟებდა, მისი პრეზიდენტის და მისი ახლად არჩეული ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან. ისინი მოვიდნენ. მათ გამოუგზავნეს წერილი "თიბისი ბანკის“ დამოუკიდებელ დირექტორებს. 7 წევრი ყავს „თიბისი ბანკს“ სამეთვალყურეო საბჭოში აქ და 9 წევრი ყავს ლონდონის ბირჟაზე. საქართველოში მყოფი ხუთი წევრი არის ლონდონის ბირჟის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი დირექტორი, ისინი არიან უცხოელები. მათ გამოაგზავნეს წერილი და დაგვარიცხეს პირველი ჯარიმა, 10 ათას ლარი, ის ალბათ ვიღაცამ დაუწუნა, რომ ცოტა იყო.

მე შევხვდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ ჩვენ 10 ათას ლარს არ გადავიხდით, რადგან ეს არის 11 წლის წინანდელი ამბავი, გამოუშვეს ახალი დეპარტამენტი, დაგვარიცხეს მილიონი ლარი. მათ გამოგზავნეს წერილი დამოუკიდებელ დირექტორებთან და მოსთხოვეს, რომ განეხილათ ჩემი და ბადრის სამეთვალყურეო საბჭოში ყოფნის მიზანშეწონილობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოითხოვდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას.

მივედი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვიყავით გადავმდგარიყავით თავმჯდომარეობიდან და მოადგილეობიდან, რადგან ეროვნული ბანკი არის რეგულატორი. მათ თქვეს, რომ ჩვენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან მთლიანად უნდა წავსულიყავით. ამაზე ჩემი პასუხი იყო - ეს გავს იმას, რომ 27 წლის შვილთან არ მოგცენ უფლება, წელიწადში ოთხჯერ ნახო და მოისმინო რას აკეთებს შვილი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აქედან გამომდინარე, ხაზარაძე ამბობს, რომ მოითხოვს დადგეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც ის სრულ უნდობლობას უცხადებს:

"მე, როგორც მოქალაქეს და ამ ინდუსტრიაში 27 წლის მანძილზე ჩაფლულ ადამიანს, მინდა მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და მეორე, მოვითხოვ, ასევე (არ ვიცი, მაქვს თუ არა ამის უფლება და როგორ არის პროცედურულად), შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც ყველა იმ დეტალს, წერილს და კიდევ ბევრ ნიუანსს გაგაცნობთ და ჩაგაყენებთ საქმის კურსში" - დასძინა "თიბისის" დამფუძნებელმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები