Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანაკლიას პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის წარმომადგენლები ეწვივნენ
ანაკლიას პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის წარმომადგენლები ეწვივნენ

დღეს, 4 მარტს „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ მოწ­ვე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში პნომ­პე­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის PLC-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ჰი­რო­ში იე­მა­ცუ და წამ­ყვა­ნი ია­პო­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის Nippon Koei-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ტედი მა­სა­ნო­რი ჩა­მო­ვიდ­ნენ. ისი­ნი „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­სა და „ანაკ­ლია სი­თის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს ქეთი ბო­ჭო­რიშ­ვილს შეხ­ვდნენ. ჰი­რო­ში იე­მა­ცუ და ტედი მა­სა­ნო­რი ანაკ­ლი­ას ეწ­ვე­ვი­ან, პორ­ტი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის ტე­რი­ტო­რი­ას მო­ი­ნა­ხუ­ლე­ბენ და სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გეგ­მებ­ზე ისა­უბ­რე­ბენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­სულ კვი­რას ანაკ­ლი­ის პორ­ტის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი კამ­ბო­ჯა­ში პნომ­პე­ნის სპე­ცი­ა­ლურ ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნას ეწ­ვივ­ნენ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი გა­მა­თეს.

ია­პო­ნუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პა­სუ­ხო ვი­ზი­ტის მი­ზა­ნი ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექტთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ანაკ­ლი­ა­ში ია­პო­ნუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მო­ზიდ­ვაა.

PLC- ი პნომ­პე­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის ფლაგ­მა­ნია, რომ­ლის ოპე­რი­რე­ბაც 2008 წელს და­ი­წყო და მას­ში წამ­ყვა­ნი კამ­ბო­ჯუ­რი და ია­პო­ნუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­ნი. 400 ჰექ­ტარ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზონა დღე­ის­თვის აშშ -ს, ია­პო­ნი­ის , სინ­გა­პუ­რის, ტა­ი­ლან­დის, ავ­სტრა­ლი­ის, კო­რე­ი­სა და სხვა 14 ქვეყ­ნის 95 კომ­პა­ნია მუ­შა­ობს. ზო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში 600 მი­ლი­ო­ნის ინ­ვეს­ტი­ცაა ჩა­დე­ბუ­ლი და 19 000-ზე მეტი ად­გი­ლობ­რი­ვია და­საქ­მე­ბუ­ლი. ზო­ნის კლი­ენ­ტებს შო­რი­საა ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა Coca Cola, Denso, Toyota, Nippon Express, Yusen Logistics, Meikodo, American Licorice, Yamaha Motors, Ajinomoto და სხვა.

2016 წლი­დან PLC და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია კამ­ბო­ჯის ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ბირ­ჟა­ზე (CSX), მის მე­ნე­ჯმენ­ტში ია­პო­ნუ­რი კომ­პა­ნი­აა ჩარ­თუ­ლი, ხოლო აქ­ცი­ონ­რე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რე­ბი არი­ან. ამ­ჟა­მად, PLC-ის ამ­ბი­ცი­ურ გეგ­მებ­ში არ­სე­ბუ­ლი ზო­ნე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბა შე­დის.

ავტორი:

ანაკლიას პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის წარმომადგენლები ეწვივნენ

ანაკლიას პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის წარმომადგენლები ეწვივნენ

დღეს, 4 მარტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მოწვევით საქართველოში პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის PLC-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰიროში იემაცუ და წამყვანი იაპონური კომპანიის Nippon Koei-ის წარმომადგენელი ტედი მასანორი ჩამოვიდნენ. ისინი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძესა და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელ დირექტორს ქეთი ბოჭორიშვილს შეხვდნენ. ჰიროში იემაცუ და ტედი მასანორი ანაკლიას ეწვევიან, პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიას მოინახულებენ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრებენ.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას ანაკლიის პორტის დამფუძნებლები კამბოჯაში პნომპენის სპეციალურ ეკონომიკურ ზონას ეწვივნენ და მნიშვნელოვანი შეხვედრები გამათეს.

იაპონური კომპანიების წარმომადგენლების საქართველოში საპასუხო ვიზიტის მიზანი ანაკლიის პორტის პროექტთან თანამშრომლობა და ანაკლიაში იაპონური კომპანიების მოზიდვაა.

PLC- ი პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის ფლაგმანია, რომლის ოპერირებაც 2008 წელს დაიწყო და მასში წამყვანი კამბოჯური და იაპონური ორგანიზაციები არიან გაერთიანებულნი. 400 ჰექტარზე განთავსებული ეკონომიკური ზონა დღეისთვის აშშ -ს, იაპონიის , სინგაპურის, ტაილანდის, ავსტრალიის, კორეისა და სხვა 14 ქვეყნის 95 კომპანია მუშაობს. ზონის განვითარებაში 600 მილიონის ინვესტიცაა ჩადებული და 19 000-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. ზონის კლიენტებს შორისაა ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Coca Cola, Denso, Toyota, Nippon Express, Yusen Logistics, Meikodo, American Licorice, Yamaha Motors, Ajinomoto და სხვა.

2016 წლიდან PLC დარეგისტრირებულია კამბოჯის ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე (CSX), მის მენეჯმენტში იაპონური კომპანიაა ჩართული, ხოლო აქციონრები ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები არიან. ამჟამად, PLC-ის ამბიციურ გეგმებში არსებული ზონების გაფართოება, ახალი პროექტების განხორციელება და სხვა საერთაშორისო ბიზნესთან ინტეგრირება შედის.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ