მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაუწყებლობა თქვენს კომპიუტერსა თუ სმარტფონში- როგორ უნდა უწყობდეს თანამედროვე რადიო ტენდენციებს ფეხს
მაუწყებლობა თქვენს კომპიუტერსა თუ სმარტფონში- როგორ უნდა უწყობდეს თანამედროვე რადიო ტენდენციებს ფეხს

დღეს, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი წყა­რო ინ­ტერ­ნე­ტია. სულ რა­ღაც 20-30 წლის წინ კი რა­დი­ო­სა თუ ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა 90-იან წლებ­ში ელექტრო­ე­ნერ­გია ფუ­ფუ­ნე­ბას წარ­მო­ად­გენ­და, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ სწო­რედ რა­დი­ოს მეშ­ვე­ო­ბით იგებ­დნენ, ახალ მუ­სი­კა­ლურ ჰი­ტებ­საც უს­მენ­დნენ და საყ­ვა­რელ წამ­ყვა­ნებს უკვე ხმით ცნობ­დნენ.

ახლა, როცა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­და, მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წი­ლი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კა­ვე­ბუ­ლია და ხში­რად, ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბა­საც კი ვე­ღარ ას­წრებს, რა­დი­ომ მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც, სხვა დატ­ვირ­თვა შე­ი­ძი­ნა. გარ­და იმი­სა, რომ ტრა­დი­ცი­ულ­მა რა­დი­ომ ინ­ტერ­ნეტ­ში მა­უ­წყებ­ლო­ბაც და­ი­წყო, ის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის სწრაფ და მო­სა­ხერ­ხე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბად იქცა. გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ თბი­ლის­ში სა­ცო­ბის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბა უკვე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ჰოდა, მძღო­ლე­ბი­ცა და მგზავ­რე­ბიც მან­ქა­ნა­ში ყოფ­ნი­სას უმე­ტე­სად რა­დი­ოს უს­მე­ნენ.

რა­დი­ომ რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის რიტმს კარ­გად აუ­წყო ფეხი, ამას ადას­ტუ­რებს კვლე­ვაც, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში აშშ-ში ჩა­ტარ­და. კვლე­ვის თა­ნახ­მად, ზრდას­რუ­ლე­ბის 90% ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად უს­მენს რა­დი­ოს. ქვე­ყა­ნა­ში 11 000 რა­დიო სად­გუ­რი მა­უ­წყებ­ლობს, მათ­გან ყვე­ლა­ზე დი­დის წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი კი 68 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რია. ონ­ლა­ინ რა­დიო ძა­ლი­ან დიდ როლს თამ­შობს რა­დი­ოს მზარდ პო­პუ­ლა­რო­ბა­ში. 2017 წელს ამე­რი­კის რა­დი­ო­ე­ბის სა­ერ­თო შე­მო­სა­ვა­ლი 15 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი იყო, სა­ი­და­ნაც 890 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი ონ­ლა­ინ რა­დი­ოს წილი და­ფიქ­სირ­და.

რა­დი­ოს მოს­მე­ნის ორი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი არის სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კა და ინ­ფორ­მა­ცი­ის სწრა­ფად და ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ რა­დიო სად­გუ­რე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებს მო­ერ­გონ და მსმე­ნელს შეს­თა­ვა­ზონ ის და იმ ფორ­მით, რო­გო­რი მო­ლო­დი­ნიც მის­გან აქვთ. რა­დი­ო­ე­ბის ნა­წილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ა­ხერ­ხა, მა­გა­ლი­თად, გა­და­ვი­და ონ­ლა­ინ პლატ­ფო­რამ­ზე და მსმე­ნელს სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კას­თან ერ­თად, სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ოპე­რა­ტი­უ­ლად სთა­ვა­ზობს.

აშშ-ს მსგავ­სად თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მატ­ზე გა­დას­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი რა­დი­ო­ე­ბის ნა­წილ­მაც მო­ა­ხერ­ხა. მა­გა­ლი­თად, #1 სა­ინ­ფორ­მა­ციო რა­დიო „პა­ლიტ­რა“ (FM 103,9) მსმე­ნე­ლის მო­თხოვ­ნებ­სა და ინ­ტე­რე­სებს მაქ­სი­მა­ლუ­რად ერ­გე­ბა. სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი ეთერ­ში დი­ლის 08:00 სა­ა­თი­დან 21:00 სა­ა­თამ­დე გა­დის. დი­ლით, ახა­ლი ამ­ბე­ბი ეთერ­ში ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ერთხე­ლაა და მო­ი­ცავს ბიზ­ნეს­სი­ახ­ლე­ებ­საც. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი სა­ათ­ში ერთხელ არის. ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 18:00 სა­ათ­ზე ეთერ­შია ვრცე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა, რო­მე­ლიც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხდარ მთა­ვარ ამ­ბებს აჯა­მებს.

რო­გორც რა­დიო „პა­ლიტ­რის“ სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ანა მარ­შა­ნია გან­მარ­ტავს, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი სან­დო და გა­და­მოწ­მე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეყ­რდნო­ბა.

„წამ­ყვა­ნებ­თან ერ­თად, მსმე­ნე­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მოვ­ლე­ნა­თა ეპი­ცენ­ტრი­დან. სხვა­დას­ხვა წერ­ტი­ლი­დან კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბის ჩარ­თვე­ბით გა­მოშ­ვე­ბე­ბი უფრო ცო­ცხა­ლი, დი­ნა­მი­უ­რი და, რა თქმა უნდა, ოპე­რა­ტი­უ­ლია. მსმე­ნე­ლის სან­დო და დრო­ულ ინ­ფორ­მი­რე­ბა­ზე პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დი მუ­შა­ობს. წამ­ყვა­ნებს - კოკა კვირ­კვე­ლი­ას, ლალი ვე­ზი­რიშ­ვილ­სა და ზუ­რაბ თვა­ურს, პირ­და­პირ ეთერ­ში მუ­შა­ო­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. რაც შე­ე­ხე­ბა კო­რეს­პონ­დენ­ტებს, „პა­ლიტ­რა მე­დი­ას“ ინ­ტეგ­რი­რე­ბულ ნი­უს­რუმ­ში სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ზე გა­მოც­დი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი საქ­მი­ა­ნო­ბენ. ისი­ნი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბენ და ვცდი­ლობთ, მსმე­ნე­ლის ინ­ტე­რე­სის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად მათი რე­სურ­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი ბირ­თვი რა­დიო „პა­ლიტ­რის“, სა­ა­გენ­ტო „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი­სა“ და „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი არი­ან. ამ გუნ­დით ვა­მა­ყობ და სწო­რედ ეს არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ რა­დიო პა­ლიტ­რა ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო რა­დი­ოა,“ - გან­მარ­ტავს ანა მარ­შა­ნია.

რა­დიო „პა­ლიტ­რას“ სან­დო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა ისიც, რომ იგი არა­ერთ რე­გი­ონ­ში მა­უ­წყებ­ლობს და არა­ერ­თი რე­გი­ო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ჰყავს. გა­სულ ზა­ფხულს, აჭა­რა­ში მა­უ­წყებ­ლო­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, სპე­ცი­ა­ლუ­რად აჭა­რის­თვის ცალ­კე სა­მა­უ­წყებ­ლო ბადე შე­იქ­მნა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ აჭა­რა­ში მყო­ფი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის სპე­ცპ­რო­ექ­ტე­ბი მზად­დე­ბა.

„ვამ­ზა­დებთ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბას, რო­მე­ლიც აჭა­რა­ში ან აჭა­რას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს მო­ი­ცავს. გარ­და ამი­სა, ვა­კე­თებთ აჭა­რუ­ლი პრე­სი­სა და ვე­ბის მი­მო­ხილ­ვას. ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს კი, სხვა­დას­ხვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხზე ეთერ­ში გა­დის გა­და­ცე­მა „მოკ­ლე ჩარ­თვა აჭა­რი­დან“, სა­დაც რო­გორც ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე ლო­კა­ლუ­რად აჭა­რა­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე, მო­სახ­ლე­ო­ბის აზრს ქუ­ჩის გა­მო­კი­თხვის მეშ­ვე­ო­ბით ვი­გებთ. ეს ჩემი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი პრო­ექ­ტია,“ - და­ა­მა­ტა ანა მარ­შა­ნი­ამ.

რა­დიო „პა­ლიტ­რა“ პო­პუ­ლა­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას მისი მსმენლ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად მორ­გე­ბუ­ლი ბა­დით ახერ­ხებს. ზო­გა­დად კი „ფორბსის“ ერთ-ერთ სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ სმარ­ტფო­ნე­ბის ეპო­ქა­ში რა­დი­ომ ახა­ლი დატ­ვირ­თვა შე­ი­ძი­ნა: „თუ ახალ­გაზ­რდე­ბი რა­დი­ოს ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ არ უს­მე­ნენ, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ის „მოკ­ვდა“, პი­რი­ქით, იმას ნიშ­ნავს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს ფეხი სწო­რად აუ­წყო.

სტა­ტის­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, რომ რა­დი­ოს კომ­პი­უ­ტერ­სა თუ სმარ­ტფონ­ში მოს­მე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა. მა­გა­ლი­თად, რა­დიო „პა­ლიტ­რას“ მოს­მე­ნა სა­ი­ტე­ბის http://radiopalitra.ge/, https://palitranews.ge/ და „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დის მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

მაუწყებლობა თქვენს კომპიუტერსა თუ სმარტფონში- როგორ უნდა უწყობდეს თანამედროვე რადიო ტენდენციებს ფეხს

მაუწყებლობა თქვენს კომპიუტერსა თუ სმარტფონში- როგორ უნდა უწყობდეს თანამედროვე რადიო ტენდენციებს ფეხს

დღეს, ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყარო ინტერნეტია. სულ რაღაც 20-30 წლის წინ კი რადიოსა თუ ტელევიზიის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი იყო. განსაკუთრებით მაშინ, როცა 90-იან წლებში ელექტროენერგია ფუფუნებას წარმოადგენდა, ქვეყანაში არსებული სიახლეების შესახებ სწორედ რადიოს მეშვეობით იგებდნენ, ახალ მუსიკალურ ჰიტებსაც უსმენდნენ და საყვარელ წამყვანებს უკვე ხმით ცნობდნენ.

ახლა, როცა საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, მოქალაქეთა ნაწილი მთელი დღის განმავლობაში დაკავებულია და ხშირად, ტელევიზორის ყურებასაც კი ვეღარ ასწრებს, რადიომ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, სხვა დატვირთვა შეიძინა. გარდა იმისა, რომ ტრადიციულმა რადიომ ინტერნეტში მაუწყებლობაც დაიწყო, ის ინფორმაციის მიღების სწრაფ და მოსახერხებელ საშუალებად იქცა. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში საცობის გარეშე გადაადგილება უკვე წარმოუდგენელია. ჰოდა, მძღოლებიცა და მგზავრებიც მანქანაში ყოფნისას უმეტესად რადიოს უსმენენ.

რადიომ რომ თანამედროვე ცხოვრების რიტმს კარგად აუწყო ფეხი, ამას ადასტურებს კვლევაც, რომელიც ბოლო პერიოდში აშშ-ში ჩატარდა. კვლევის თანახმად, ზრდასრულების 90% ყოველკვირეულად უსმენს რადიოს. ქვეყანაში 11 000 რადიო სადგური მაუწყებლობს, მათგან ყველაზე დიდის წლიური შემოსავალი კი 68 მილიონი აშშ დოლარია. ონლაინ რადიო ძალიან დიდ როლს თამშობს რადიოს მზარდ პოპულარობაში. 2017 წელს ამერიკის რადიოების საერთო შემოსავალი 15 მილიარდი აშშ დოლარი იყო, საიდანაც 890 მილიონი აშშ დოლარი ონლაინ რადიოს წილი დაფიქსირდა.

რადიოს მოსმენის ორი მთავარი მიზეზი არის სასიამოვნო მუსიკა და ინფორმაციის სწრაფად და ოპერატიულად მიღების შესაძლებლობა.

მნიშნელოვანია, რომ რადიო სადგურები თანამედროვე მოთხოვნებს მოერგონ და მსმენელს შესთავაზონ ის და იმ ფორმით, როგორი მოლოდინიც მისგან აქვთ. რადიოების ნაწილმა აღნიშნული მოახერხა, მაგალითად, გადავიდა ონლაინ პლატფორამზე და მსმენელს სასიამოვნო მუსიკასთან ერთად, საინტერესო და საჭირო ინფორმაციასაც ოპერატიულად სთავაზობს.

აშშ-ს მსგავსად თანამედროვე ფორმატზე გადასვლა საქართველოში არსებული რადიოების ნაწილმაც მოახერხა. მაგალითად, #1 საინფორმაციო რადიო „პალიტრა“ (FM 103,9) მსმენელის მოთხოვნებსა და ინტერესებს მაქსიმალურად ერგება. საინფორმაციო გამოშვებები ეთერში დილის 08:00 საათიდან 21:00 საათამდე გადის. დილით, ახალი ამბები ეთერში ყოველ ნახევარ საათში ერთხელაა და მოიცავს ბიზნესსიახლეებსაც. დღის განმავლობაში კი საინფორმაციო გამოშვებები საათში ერთხელ არის. ყოველ სამუშაო დღეს 18:00 საათზე ეთერშია ვრცელი საინფორმაციო გამოშვება, რომელიც დღის განმავლობაში მომხდარ მთავარ ამბებს აჯამებს.

როგორც რადიო „პალიტრის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ანა მარშანია განმარტავს, საინფორმაციო გამოშვებები სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

„წამყვანებთან ერთად, მსმენელების ინფორმირებას უზრუნველყოფენ ჩვენი ჟურნალისტები მოვლენათა ეპიცენტრიდან. სხვადასხვა წერტილიდან კორესპონდენტების ჩართვებით გამოშვებები უფრო ცოცხალი, დინამიური და, რა თქმა უნდა, ოპერატიულია. მსმენელის სანდო და დროულ ინფორმირებაზე პროფესიონალთა გუნდი მუშაობს. წამყვანებს - კოკა კვირკველიას, ლალი ვეზირიშვილსა და ზურაბ თვაურს, პირდაპირ ეთერში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. რაც შეეხება კორესპონდენტებს, „პალიტრა მედიას“ ინტეგრირებულ ნიუსრუმში სხვადასხვა პლატფორმაზე გამოცდილი ჟურნალისტები საქმიანობენ. ისინი დღის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე მუშაობენ და ვცდილობთ, მსმენელის ინტერესის დასაკმაყოფილებლად მათი რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ჩვენი ძირითადი ბირთვი რადიო „პალიტრის“, სააგენტო „ინტერპრესნიუსისა“ და „პალიტრანიუსის“ კორესპონდენტები არიან. ამ გუნდით ვამაყობ და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რადიო პალიტრა ნომერ პირველი საინფორმაციო რადიოა,“ - განმარტავს ანა მარშანია.

რადიო „პალიტრას“ სანდო და ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებაში ეხმარება ისიც, რომ იგი არაერთ რეგიონში მაუწყებლობს და არაერთი რეგიონული ჟურნალისტი ჰყავს. გასულ ზაფხულს, აჭარაში მაუწყებლობის დაწყებისთანავე, სპეციალურად აჭარისთვის ცალკე სამაუწყებლო ბადე შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარაში მყოფი აუდიტორიისთვის სპეცპროექტები მზადდება.

„ვამზადებთ საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც აჭარაში ან აჭარასთან დაკავშირებულ მოვლენებს მოიცავს. გარდა ამისა, ვაკეთებთ აჭარული პრესისა და ვების მიმოხილვას. ყოველ სამუშაო დღეს კი, სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ეთერში გადის გადაცემა „მოკლე ჩართვა აჭარიდან“, სადაც როგორც ზოგადად ქვეყანაში, ასევე ლოკალურად აჭარაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, მოსახლეობის აზრს ქუჩის გამოკითხვის მეშვეობით ვიგებთ. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია,“ - დაამატა ანა მარშანიამ.

რადიო „პალიტრა“ პოპულარობის შენარჩუნებას მისი მსმენლზე მაქსიმალურად მორგებული ბადით ახერხებს. ზოგადად კი „ფორბსის“ ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ, რომ სმარტფონების ეპოქაში რადიომ ახალი დატვირთვა შეიძინა: „თუ ახალგაზრდები რადიოს ძველი ტრადიციისამებრ არ უსმენენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის „მოკვდა“, პირიქით, იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ტენდენციებს ფეხი სწორად აუწყო.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ რადიოს კომპიუტერსა თუ სმარტფონში მოსმენის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. მაგალითად, რადიო „პალიტრას“ მოსმენა საიტების http://radiopalitra.ge/, https://palitranews.ge/ და „ფეისბუქის“ გვერდის მეშვეობითაც შესაძლებელია.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი