პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი გაიყოფა ორ ნაწილად..." - პატრიარქმა მეორედ მოსვლის შესახებ იქადაგა
"დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი გაიყოფა ორ ნაწილად..." - პატრიარქმა მეორედ მოსვლის შესახებ იქადაგა

მა­თეს სა­ხა­რე­ბა მოგ­ვი­თხრობს ჩვენ იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ იქ­ნე­ბა მე­ო­რედ მოს­ვლა უფ­ლი­სა იესო ქრის­ტე­სი. დი­დე­ბით მოვა მა­ცხო­ვა­რი და ხალ­ხი გა­ი­ყო­ფა ორ ნა­წი­ლად - ნა­წი­ლი დად­გე­ბა მარ­ჯვნივ და ნა­წი­ლი მარ­ცხნივ, - ასე მი­მარ­თა საკ­ვი­რაო წირ­ვა-ლოც­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქა­და­გე­ბის დროს მრევლს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა ქა­და­გე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, ადა­მი­ა­ნი თვი­თონ ირ­ჩევს თუ რო­მელ მხა­რეს უნდა დად­გეს.

"მარ­ჯვე­ნა მხა­რეს მდგომ­თა ეტყვის უფა­ლი: მე ვი­ყა­ვი მში­ე­რი და თქვენ მა­ჭა­მეთ მე, მე მწყუ­რო­და და თქვენ მას­ვით, მე ვი­ყა­ვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ცი­ხე­ში და თქვენ მო­მი­ნა­ხუ­ლეთ მე. მო­ვე­დით კურ­თხე­ულ­ნო და და­იმ­კვიდ­რეთ სა­სუ­ფე­ვე­ლი. მარ­ცხე­ნა მხა­რეს ეტყვის: მე ვი­ყა­ვი მში­ე­რი და თქვენ არ მა­ჭა­მეთ მე, მე ვი­ყა­ვი მწყურ­ვა­ლე და თქვენ არ მას­ვით მე. ეს გვა­ფიქ­რებს ჩვენ იმის შე­სა­ხებ, თუ რა უნდა ვა­კე­თოთ. ეს შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს. ჩვენ უნდა გვახ­სო­დეს, რომ ადა­მი­ა­ნი თვი­თონ ირ­ჩევს მარ­ჯვე­ნა თუ მარ­ცხე­ნა მხა­რეს. სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია, "ჟამი ახ­ლოს არს". ხში­რად ვთხო­ვოთ უფალს ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ხალ­ხის, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მარ­ჯვნით დგო­მა. მარ­ჯვე­ნა არის ღვთის სა­დი­დე­ბე­ლი, ღვთის ნე­ბის­ყო­ფა. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ. დარ­ჩა ერთი კვი­რა დიდ­მარ­ხვამ­დე და ღმერ­თმა ინე­ბოს ეს მარ­ხვა იყოს სი­ნა­ნუ­ლი­სა და აღ­დგო­მა სი­ხა­რუ­ლი­სა. სი­ხა­რუ­ლი მო­გა­ნი­ჭოთ უფალ­მა. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გა­გა­ხა­როთ, გა­გაძ­ლი­ე­როთ და ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ მშვი­დო­ბა სუ­ფევ­დეს თქვენ­თან და სა­ქარ­თვე­ლო­ში", - იქა­და­გა პატ­რი­არ­ქმა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი გაიყოფა ორ ნაწილად..." - პატრიარქმა მეორედ მოსვლის შესახებ იქადაგა

"დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი გაიყოფა ორ ნაწილად..." - პატრიარქმა მეორედ მოსვლის შესახებ იქადაგა

მათეს სახარება მოგვითხრობს ჩვენ იმის შესახებ, თუ როგორ იქნება მეორედ მოსვლა უფლისა იესო ქრისტესი. დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი გაიყოფა ორ ნაწილად - ნაწილი დადგება მარჯვნივ და ნაწილი მარცხნივ, - ასე მიმართა საკვირაო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგების დროს მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, ადამიანი თვითონ ირჩევს თუ რომელ მხარეს უნდა დადგეს.

"მარჯვენა მხარეს მდგომთა ეტყვის უფალი: მე ვიყავი მშიერი და თქვენ მაჭამეთ მე, მე მწყუროდა და თქვენ მასვით, მე ვიყავი საავადმყოფოში, ციხეში და თქვენ მომინახულეთ მე. მოვედით კურთხეულნო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი. მარცხენა მხარეს ეტყვის: მე ვიყავი მშიერი და თქვენ არ მაჭამეთ მე, მე ვიყავი მწყურვალე და თქვენ არ მასვით მე. ეს გვაფიქრებს ჩვენ იმის შესახებ, თუ რა უნდა ვაკეთოთ. ეს შეეხება ყველა ადამიანს. ჩვენ უნდა გვახსოდეს, რომ ადამიანი თვითონ ირჩევს მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს. სახარებაში წერია, "ჟამი ახლოს არს". ხშირად ვთხოვოთ უფალს ჩვენი ქვეყნის და ხალხის, მთელი მსოფლიოს მარჯვნით დგომა. მარჯვენა არის ღვთის სადიდებელი, ღვთის ნებისყოფა. ღმერთმა დაგლოცოთ. დარჩა ერთი კვირა დიდმარხვამდე და ღმერთმა ინებოს ეს მარხვა იყოს სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. სიხარული მოგანიჭოთ უფალმა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს თქვენთან და საქართველოში", - იქადაგა პატრიარქმა.

"მთელი სოფელი გარეთ არის" - ატირებული მშობლები და ემოციური დახვედრა ზაზა გახელაძეს (კადრები ქვემო ჭალიდან)

"დარწმუნებული ვარ, შვილები მიყურებენ..." - ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ და კადრები ერგნეთიდან, სადაც მას პრემიერი დახვდა

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რამ გამოიწვია ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე შეფერხება