სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხულოში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს - სოფლებში გადაადგილება პარალიზებულია
ხულოში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს - სოფლებში გადაადგილება პარალიზებულია

ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში უხვი ნა­ლე­ქის გამო ცალ­კე­ულ სოფ­ლებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. რო­გორც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, კუ­რორტ "გო­დერ­ძის" მი­მარ­თუ­ლე­ბით მხო­ლოდ მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბა.

ღორ­ჯო­მის, დი­ოკ­ნი­სი­სა და რი­ყე­თის სოფ­ლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა, რად­გან თოვ­ლის სა­ფარ­მა სა­დე­ნე­ბი და­ა­ზი­ა­ნა. კომ­პა­ნია "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ა­ში" ამ­ბო­ბენ, რომ დე­ნის მი­წო­დე­ბის აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ხუ­ლო­ში თოვ­ლის სა­ფა­რი ერთ მეტრს აჭარ­ბებს. თოვ­ლის სა­ფა­რის­გან გზის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ბი თხილ­ვა­ნას, ხი­ხა­ძი­რის, ზამ­ლე­თის, დი­და­ჭა­რა­სა და სა­ცი­ხუ­რას სოფ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

უხვი ნა­ლე­ქის გამო, ელექტრო­ე­ნერ­გია შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სამ სო­ფელს - ბა­რა­თა­ულს, შუ­ბან­სა და წყალ­სა­ყარს არ მი­ე­წო­დე­ბა. თოვ­ლის გამო, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში შიდა სა­სოფ­ლო გზებ­ზე გან­ვი­თარ­და. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძი­მე ტექ­ნი­კა გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ხულოში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს - სოფლებში გადაადგილება პარალიზებულია

ხულოში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს - სოფლებში გადაადგილება პარალიზებულია

ხულოს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო ცალკეულ სოფლებში გადაადგილება პარალიზებულია. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, კურორტ "გოდერძის" მიმართულებით მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით არის შესაძლებელი მოძრაობა.

ღორჯომის, დიოკნისისა და რიყეთის სოფლებში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება, რადგან თოვლის საფარმა სადენები დააზიანა. კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიაში" ამბობენ, რომ დენის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ხულოში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს. თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაობი თხილვანას, ხიხაძირის, ზამლეთის, დიდაჭარასა და საციხურას სოფლების მიმართულებით მიმდინარეობს.

უხვი ნალექის გამო, ელექტროენერგია შუახევის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს - ბარათაულს, შუბანსა და წყალსაყარს არ მიეწოდება. თოვლის გამო, მეწყრული პროცესები ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში შიდა სასოფლო გზებზე განვითარდა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

ფოტოები ბელიაშვილის ქუჩიდან, სადაც ხანძარს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ებრძვის

ბელიაშვილზე მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა

მკვლელობა დმანისში - ნაპოვნია ქალის ცხედარი, რომელსაც დაზიანებები აღენიშნება