ავტორი:

Guardian : ბრიტანეთმა საქართველოს ჯეკ შეფერდის ექსტრადირება მოსთხოვა

Guardian : ბრიტანეთმა საქართველოს ჯეკ შეფერდის ექსტრადირება მოსთხოვა

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ხელისუფლებას ბრიტანეთის მოქალაქის ჯეკ შეფერდის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა, რომელიც ბრიტანულმასასამართლომ დაუსწრებლად ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ წერს.

„დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ დაადასტურა, რომ ქვეყნის ძალოვანმა უწყებამ საქართველოს ხელისუფლებას ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა გაუგზავნა. თუმცა გაურკვეველი რჩება, როდის გაიგზავნა ოფიციალურად აღნიშნული მოთხოვნა, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით ძალოვან უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ“, - წერს გამოცემა.

როგორც ცნობილია, 29 იანვარს სასამართლო პროცესზე ჯეკ შეფერდმა უარი განაცხადა გამარტივებული წესით ექსტრადიციაზე. მისი ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, „შეფერდმა აირჩია ქართული ციხე, ვიდრე დაბრუნებულიყო გაერთიანებულ სამეფოში, სადაც საფრთხე ემუქრება“.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ