მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სენაკსა და ფოთში დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები - რომელ ე.წ. "კანონიერ ქურდებთან" კავშირში ედებათ მათ ბრალი
სენაკსა და ფოთში დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები - რომელ ე.წ. "კანონიერ ქურდებთან" კავშირში ედებათ მათ ბრალი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სე­ნაკ­სა და ფოთ­ში ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 3 წევ­რი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლად ედე­ბათ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ჩ. და წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვე­ბი: 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.გ. და 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ლ.

ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბით მოქ­მე­დებ­დნენ, კერ­ძოდ, და­კა­ვე­ბუ­ლებს კავ­ში­რი ჰქონ­დათ უცხო­ეთ­ში მყოფ ე.წ. „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან“ - ლა­ვას ოღლი, იგი­ვე მინ­დია გო­რა­ძეს­თან, ჯუმ­ბერ ბა­ი­რა­მი­დით­თან (ზედ­მეტ­სა­ხე­ლად "ბონ­ჩო"), სტავ­რო ბა­ი­რა­მიდ­თან - (ზედ­მეტ­სა­ხე­ლად "როკო"), დათო ჩხიკ­ვიშ­ვილ­თან, მე­რაბ მზა­რე­ლუ­ას­თან და რო­ლანდ გე­გეჭ­კორ­თან.

ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქეს ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან შე­თან­ხმე­ბით, „ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა“ მო­უ­წყეს და დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხას სძა­ლავ­დნენ.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რეს, სა­დაც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბია ასა­ხუ­ლი", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აგ­რძე­ლებს ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს და­ნა­შა­ულ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნა და­კა­ვე­ბის მიზ­ნით.

გა­მო­ძი­ე­ბა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

სენაკსა და ფოთში დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები - რომელ ე.წ. "კანონიერ ქურდებთან" კავშირში ედებათ მათ ბრალი

სენაკსა და ფოთში დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები - რომელ ე.წ. "კანონიერ ქურდებთან" კავშირში ედებათ მათ ბრალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

შსს-ს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ჩ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები: 1979 წელს დაბადებული მ.გ. და 1978 წელს დაბადებული მ.ლ.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ - ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძესთან, ჯუმბერ ბაირამიდითთან (ზედმეტსახელად "ბონჩო"), სტავრო ბაირამიდთან - (ზედმეტსახელად "როკო"), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.

გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, სადაც დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული", - აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

ხარაგაულში 31 წლის პირმა 58 წლის მეზობელი სანადირო თოფით მოკლა - ბრალდებული დაკავებულია

ე.წ. კანონიერი ქურდის ლავას ოღლის ექსტრადირება მონტენეგროში მოხდა

"კობას რომ დაუნახავს, მამა მოვკალიო, თვითონაც დაურტყამს დანა და თვითმკვლელობა უცდია" - ჩხოროწყუში მომხდარი ტრაგედიის დეტალები