პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფინალში კონკურენტები კი არა, მეგობრები მყავს" - ერთი დღეც და გავიგებთ, ვინ წარადგენს საქართველოს "ევროვიზიაზე"
"ფინალში კონკურენტები კი არა, მეგობრები მყავს" - ერთი დღეც და გავიგებთ, ვინ წარადგენს საქართველოს "ევროვიზიაზე"

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" კონ­კურ­სან­ტე­ბი ფი­ნა­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან, რო­მე­ლიც 3 მარტს, 21:00 სა­ათ­ზე "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ეთერ­ში და­ი­წყე­ბა და გა­ირ­კვე­ვა, ვინ წა­რად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე".

კონ­კურ­სან­ტებს ფი­ნალ­ში "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წარ­სად­გე­ნი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევთ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მსოფ­ლიო კონ­კურ­სზე სწო­რედ იმ სიმ­ღე­რას შე­ას­რუ­ლე­ბენ, რა­საც "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ფი­ნალ­ში იმ­ღე­რე­ბენ.

რას ფიქ­რო­ბენ, რა პროგ­ნოზს აკე­თე­ბენ, რა მო­ლო­დი­ნი აქვთ, რო­გორ აფა­სე­ბენ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" გან­ვლილ პე­რი­ოდს და რო­გორ მი­მარ­თა­ვენ მა­ყუ­რე­ბელს - კონ­კურ­სან­ტე­ბი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რო­ბენ.

ოთო ნემ­სა­ძე:

"პროგ­ნო­ზი მი­ჭირს, ამ კონ­კურ­სში ეს ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლია - დი­დია და­ძა­ბუ­ლო­ბა, კონ­კუ­რენ­ცია... გულ­შე­მატ­კივ­რებს მო­ვუ­წო­დებ, რომ დღეს ოთა­რას ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბით, რად­გან ამ კონ­კურ­სის შემ­დეგ, კი­დევ სხვა კონ­კურ­სია და ის "ევ­რო­ვი­ზი­აა"! ფი­ნალ­ში რო­მან გი­ორ­გა­ძის სიმ­ღე­რას შე­ვას­რუ­ლებ, სიმ­ღე­რას, რო­მე­ლიც თუ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ზე" გა­ვი­მარ­ჯვე, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზეც" უნდა წარ­ვად­გი­ნო. ქარ­თუ­ლი მუხ­ტი და ენერ­გე­ტი­კა აუ­ცი­ლებ­ლად მი­სა­ტა­ნია ევ­რო­პას­თან და მთელს მსოფ­ლი­ოს­თან.

ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის ჩემ­თვის ყვე­ლა რე­ა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ტია, ასე იყო პირ­ვე­ლი დღი­დან, ჩემი ძმი­დან და­წყე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ადრე და­ტო­ვა კონ­კურ­სი. ყვე­ლა კარ­გი მო­ნა­ცე­მის მქო­ნე მუ­სი­კო­სია. ვმე­გობ­რობთ და ძა­ლი­ან მინ­და, დიდი წარ­მა­ტე­ბა ჰქონ­დეს თი­თო­ე­ულს ცხოვ­რე­ბა­ში.

ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვხე­დავ იმ ერთ პრო­ცენ­ტსაც კი, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ვერ წა­ვალ, რად­გა­ნაც ბრძო­ლა­ში ვარ. მე­ა­თე წე­ლია, კონ­კურ­სებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ - აქამ­დე ყვე­ლა მო­ვი­გე, "ევ­რო­ვი­ზია" მეშ­ვი­დე იქ­ნე­ბა, თუ წა­ვე­დი. ჩემ მიერ გან­ვლილ 10 წელს და­ვარ­ქმევ - "ოთო სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში". ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა კი მი­ვი­ღე, მაგ­რამ ისევ ის ოთა­რა ვარ, რაც მა­ნამ­დე, "ჟამ­თა სვლებს არ ვდევ". მად­ლო­ბა მა­ყუ­რე­ბელს სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, სით­ბოს­თვის - ოთა­რა თქვე­ნი მად­ლი­ე­რია!"

აირ­ჩიე შენი ფა­ვო­რი­ტი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" - მი­ი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა AMBEBI.GE-ს გა­მო­კი­თხვა­ში!

გი­ორ­გი ფრუ­ი­ძე:

"ჩემ­თვის სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და სა­ნერ­ვი­უ­ლო დღეა... ერთი ნა­ბი­ჯი დარ­ჩა თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს გა­მარ­ჯვე­ბამ­დე. ერ­თად ვემ­ზა­დე­ბით იმის­თვის, რომ ძა­ლი­ან კარ­გი სა­ნა­ხა­ო­ბა და შოუ ვა­ნა­ხოთ მა­ყუ­რე­ბელს. რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ღე­რებს, მე ბაბი ნი­უ­ტო­ნის სიმ­ღე­რას შე­ვას­რუ­ლებ. მჯე­რა ამ ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სის და ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ახ­ლო­საა ჩემ­თან. "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზეც" რომ გა­ვემ­გზავ­რო, კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძნობ­დი ამ სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბი­სას თავს. ამი­ტომ, მი­ხა­რია, რომ ის შემ­ხვდა.

ფი­ნალ­ში კონ­კუ­რენ­ტე­ბი კი არა, მე­გობ­რე­ბი მყავს, კონ­კუ­რენ­ტად ვერც ერთს აღ­ვიქ­ვამ. ეს არის კონ­კურ­სი, სა­დაც ძლი­ე­რი იმარ­ჯვე­ებს, ვნა­ხოთ და ის მა­ყუ­რე­ბელ­მა, ხალ­ხმა უნდა აირ­ჩი­ოს!

ბო­ლოს ვი­ტყვი - მი­ხა­რია, რომ ასეთ ძლი­ერ ათე­ულ­ში მოვ­ხვდი, ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რე, ბევ­რი ვიბ­რძო­ლე, რომ წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­მეღ­წია. მი­მაჩ­ნია, რომ ოთხი­ვე ღირ­სე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტი ვართ და ღირ­სე­უ­ლად წარ­ვად­გენთ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ჩვენს ქვე­ყა­ნას.

რაც ამ პრო­ქ­ტი­დან მინ­დო­და, ზუს­ტად ის ავი­ღე. გავ­ხდი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ცნო­ბი­ლი და ახლა ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ კარ­გად წარვმარ­თო და გა­მო­ვი­ყე­ნო ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა.

ლიზა კა­ლან­და­ძე:

"გრან­დი­ო­ზუ­ლი ფი­ნა­ლი გვე­ლის, სი­ურპრი­ზე­ბით სავ­სე... მა­ყუ­რე­ბელს მარ­თლა გა­სა­ო­ცა­რი ფი­ნა­ლი ელო­დე­ბა. "სა­ევ­რო­ვი­ზიე" სიმ­ღე­რებს ვას­რუ­ლებთ, რომ­ლე­ბიც ავარ­ჩი­ეთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვირ­გეთ, ავ­ტო­რებ­თან ერ­თად გა­და­ვა­კე­თეთ, გა­ვი­თა­ვი­სეთ და ვფიქ­რობთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მზად ვართ წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მი­მაჩ­ნია, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ღირ­სე­უ­ლი იქ­ნე­ბა.

ჩემი სიმ­ღე­რის - "სევ­დის­ფე­რი ზღვა" ავ­ტო­რი ლე­ვან ბა­შა­რუ­ლია, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობს და ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კომ­პო­ზი­ტო­რი და ადა­მი­ა­ნია. სიმ­რე­რას რომ მო­ვუს­მი­ნე, ვიგ­რძე­ნი, რომ ჩემ­თვის იყო და­წე­რი­ლი. პირ­ვე­ლი სი­ტყვა გაჟ­ღერ­და თუ არა, ვი­ფიქ­რე, ჩე­მია. სიმ­ღე­რა სიყ­ვა­რულ­ზეა, იმედ­ზე, მო­ნატ­რე­ბა­ზე - მთლი­ა­ნო­ბა­ში გლო­ბა­ლუ­რი თე­მაა და ადა­მი­ან­ში გარ­კვე­ულ გრძნო­ბებს აღ­ძრავს.

მა­ყუ­რე­ბელს ვე­ტყვი, რომ მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებ და ფი­ნალ­ზე ყვე­ლას ვა­სი­ა­მოვ­ნებ, თუ მო­ე­წო­ნე­ბათ ჩემი ნამ­ღე­რი და ფიქ­რო­ბენ, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლო მე უნდა წარ­ვად­გი­ნო, არ და­ი­ზა­რონ და მხა­რი და­მი­ჭი­რონ!"

გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე:

"ფი­ნალ­ში ხალ­ხის დახ­მა­რე­ბა და მხარ­და­ჭე­რა ისე მჭირ­დე­ბა, რო­გორც არას­დროს. ყვე­ლას ვთხოვ, გვერ­დში და­მიდ­გნენ. რო­მან გი­ორ­გა­ძის სიმ­ღე­რას "სულ წინ იარე" ვას­რუ­ლებ. ეს სიმ­ღე­რა ოთო­საც შეხ­ვდა. ისე­თი მა­გა­რია, პატ­რი­ო­ტუ­ლი, ყვე­ლას გუ­ლამ­დე მივა!

მო­ლო­დი­ნი ის არის, რომ ჩემი მსმე­ნე­ლის და გულ­შე­მატ­კივ­რის დიდი იმე­დი მაქვს. ვიბ­რძვი, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, მთელ გულს ვდებ, რომ მო­ვი­გო კონ­კურ­სი და "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წა­ვი­დე. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" ჩემი გა­მო­ჩე­ნა მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე კი­დევ ერთი მას­შტა­ბუ­რი წარ­დგე­ნა იყო. წარვდე­ქი ისე, რო­გორც მინ­დო­და და ფი­ნა­ლიც იქ­ნე­ბა მა­გა­რი.

არ და­გა­ვი­წყდეთ, აირ­ჩი­ეთ თქვე­ნი ფა­ვო­რი­ტი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" - მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა AMBEBI.GE-ს გა­მო­კი­თხვა­ში!

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ფინალში კონკურენტები კი არა, მეგობრები მყავს" - ერთი დღეც და გავიგებთ, ვინ წარადგენს საქართველოს "ევროვიზიაზე"

"ფინალში კონკურენტები კი არა, მეგობრები მყავს" - ერთი დღეც და გავიგებთ, ვინ წარადგენს საქართველოს "ევროვიზიაზე"

"საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტები ფინალისთვის ემზადებიან, რომელიც 3 მარტს, 21:00 საათზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში დაიწყება და გაირკვევა, ვინ წარადგენს საქართველოს "ევროვიზიაზე".

კონკურსანტებს ფინალში "ევროვიზიაზე" წარსადგენი სიმღერების შესრულება მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიო კონკურსზე სწორედ იმ სიმღერას შეასრულებენ, რასაც "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალში იმღერებენ.

რას ფიქრობენ, რა პროგნოზს აკეთებენ, რა მოლოდინი აქვთ, როგორ აფასებენ "საქართველოს ვარსკვლავში" განვლილ პერიოდს და როგორ მიმართავენ მაყურებელს - კონკურსანტები AMBEBI.GE-სთან საუბრობენ.

ოთო ნემსაძე:

"პროგნოზი მიჭირს, ამ კონკურსში ეს ძნელი სათქმელია, რადგანაც ყველაფერი მოსალოდნელია - დიდია დაძაბულობა, კონკურენცია... გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ დღეს ოთარას ყველაზე მეტად სჭირდებით, რადგან ამ კონკურსის შემდეგ, კიდევ სხვა კონკურსია და ის "ევროვიზიაა"! ფინალში რომან გიორგაძის სიმღერას შევასრულებ, სიმღერას, რომელიც თუ "საქართველოს ვარსკვლავზე" გავიმარჯვე, "ევროვიზიაზეც" უნდა წარვადგინო. ქართული მუხტი და ენერგეტიკა აუცილებლად მისატანია ევროპასთან და მთელს მსოფლიოსთან.

ფინალისტებს შორის ჩემთვის ყველა რეალური კონკურენტია, ასე იყო პირველი დღიდან, ჩემი ძმიდან დაწყებული, რომელმაც ძალიან ადრე დატოვა კონკურსი. ყველა კარგი მონაცემის მქონე მუსიკოსია. ვმეგობრობთ და ძალიან მინდა, დიდი წარმატება ჰქონდეს თითოეულს ცხოვრებაში.

ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმ ერთ პროცენტსაც კი, რომ "ევროვიზიაზე" ვერ წავალ, რადგანაც ბრძოლაში ვარ. მეათე წელია, კონკურსებში ვმონაწილეობ - აქამდე ყველა მოვიგე, "ევროვიზია" მეშვიდე იქნება, თუ წავედი. ჩემ მიერ განვლილ 10 წელს დავარქმევ - "ოთო საოცრებათა ქვეყანაში". ამ პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდილება კი მივიღე, მაგრამ ისევ ის ოთარა ვარ, რაც მანამდე, "ჟამთა სვლებს არ ვდევ". მადლობა მაყურებელს სიყვარულისთვის, სითბოსთვის - ოთარა თქვენი მადლიერია!"

აირჩიე შენი ფავორიტი "საქართველოს ვარსკვლავში" - მიიღე მონაწილეობა AMBEBI.GE-ს გამოკითხვაში!

გიორგი ფრუიძე:

"ჩემთვის საპასუხისმგებლო და სანერვიულო დღეა... ერთი ნაბიჯი დარჩა თითოეულ ჩვენგანს გამარჯვებამდე. ერთად ვემზადებით იმისთვის, რომ ძალიან კარგი სანახაობა და შოუ ვანახოთ მაყურებელს. რაც შეეხება სიმღერებს, მე ბაბი ნიუტონის სიმღერას შევასრულებ. მჯერა ამ ნიჭიერი მუსიკოსის და ადამიანის, რომელიც ძალიან ახლოსაა ჩემთან. "ევროვიზიაზეც" რომ გავემგზავრო, კომფორტულად ვიგრძნობდი ამ სიმღერის შესრულებისას თავს. ამიტომ, მიხარია, რომ ის შემხვდა.

ფინალში კონკურენტები კი არა, მეგობრები მყავს, კონკურენტად ვერც ერთს აღვიქვამ. ეს არის კონკურსი, სადაც ძლიერი იმარჯვეებს, ვნახოთ და ის მაყურებელმა, ხალხმა უნდა აირჩიოს!

ბოლოს ვიტყვი - მიხარია, რომ ასეთ ძლიერ ათეულში მოვხვდი, ძალიან რთული გზა გავიარე, ბევრი ვიბრძოლე, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. მიმაჩნია, რომ ოთხივე ღირსეული კონკურსანტი ვართ და ღირსეულად წარვადგენთ "ევროვიზიაზე" ჩვენს ქვეყანას.

რაც ამ პროქტიდან მინდოდა, ზუსტად ის ავიღე. გავხდი წარმატებული, ცნობილი და ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომ კარგად წარვმართო და გამოვიყენო ჩემი გამოცდილება.

ლიზა კალანდაძე:

"გრანდიოზული ფინალი გველის, სიურპრიზებით სავსე... მაყურებელს მართლა გასაოცარი ფინალი ელოდება. "საევროვიზიე" სიმღერებს ვასრულებთ, რომლებიც ავარჩიეთ და მაქსიმალურად მოვირგეთ, ავტორებთან ერთად გადავაკეთეთ, გავითავისეთ და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად მზად ვართ წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები. მიმაჩნია, რომ გამარჯვებული ღირსეული იქნება.

ჩემი სიმღერის - "სევდისფერი ზღვა" ავტორი ლევან ბაშარულია, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს და ჩემთვის საინტერესო კომპოზიტორი და ადამიანია. სიმრერას რომ მოვუსმინე, ვიგრძენი, რომ ჩემთვის იყო დაწერილი. პირველი სიტყვა გაჟღერდა თუ არა, ვიფიქრე, ჩემია. სიმღერა სიყვარულზეა, იმედზე, მონატრებაზე - მთლიანობაში გლობალური თემაა და ადამიანში გარკვეულ გრძნობებს აღძრავს.

მაყურებელს ვეტყვი, რომ მაქსიმუმს გავაკეთებ და ფინალზე ყველას ვასიამოვნებ, თუ მოეწონებათ ჩემი ნამღერი და ფიქრობენ, რომ "ევროვიზიაზე" საქართველო მე უნდა წარვადგინო, არ დაიზარონ და მხარი დამიჭირონ!"

გიორგი ნაკაშიძე:

"ფინალში ხალხის დახმარება და მხარდაჭერა ისე მჭირდება, როგორც არასდროს. ყველას ვთხოვ, გვერდში დამიდგნენ. რომან გიორგაძის სიმღერას "სულ წინ იარე" ვასრულებ. ეს სიმღერა ოთოსაც შეხვდა. ისეთი მაგარია, პატრიოტული, ყველას გულამდე მივა!

მოლოდინი ის არის, რომ ჩემი მსმენელის და გულშემატკივრის დიდი იმედი მაქვს. ვიბრძვი, ყველაფერს ვაკეთებ, მთელ გულს ვდებ, რომ მოვიგო კონკურსი და "ევროვიზიაზე" წავიდე. "საქართველოს ვარსკვლავში" ჩემი გამოჩენა მაყურებლის წინაშე კიდევ ერთი მასშტაბური წარდგენა იყო. წარვდექი ისე, როგორც მინდოდა და ფინალიც იქნება მაგარი.

არ დაგავიწყდეთ, აირჩიეთ თქვენი ფავორიტი "საქართველოს ვარსკვლავში" - მიიღეთ მონაწილეობა AMBEBI.GE-ს გამოკითხვაში!

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს